პოეტი პოეტიშვილი - Page 37 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 09:27 | Сообщение # 361
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს შენ მიგატოვეს ასე გულწასული,
ახლა შენს ფერებთან რკინის ბზარებია,
მხოლოდ ტკივილს ერწყმის ექო შორს წასული,
და ეს სიმარტოვის უხმო ზარებია.

ეკლებს დარჩენიათ ჟღალი სილამაზე,
სულს რომ დააპოხეს ჟამი ნაყვითლარი,
როგორ გიხდებოდა... ერთ დროს სილაჟვარდე,
დღეს კი, ბგერებს აჰყვათ სიტყვა - ნამყვირალი.

მარტოდ მიტოვებულს... მიწაც ვეღარ გიღებს
და ცა, უფრო მაღლა შენგან აიწია,
დრო კი უმოწყალოდ თითქოს ზიზღით გიბღვერს,
გული - გულისგან კი, სადღაც გაიწია...

დღეს შენ მიგატოვეს!.. როგორც - დავიწყება,
სულში ღრმად დაკოჟრილს ქარი მტვერით გაშრობს,
ვიცი... როგორია ყალბი დაპირება,
ვიცი... როგორია, როცა ცრემლი გახრჩობს.

დღეს შენ მიგატოვეს... მაგრამ ისევ ცოცხლობ,
ისევ იგივე ხარ შენდაუნებურად,
არა, არ მომიკვდე... მეც ხომ შენით ვცოცხლობ,
მეც ხომ იგივე ვარ, ჩემდაუნებურად...

და ამ სასოებით სუნთქვას შენ გაგიყოფ,
ჩემო ერთადერთო, ოღონდ გამიმრავლდი...
თუკი დაგჭირდება, სულსაც შენ დაგითმობ!
ოღოდ იცოცხლე და არ თქვა რად მიყვარდი.

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 09:33 | Сообщение # 362
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიყვარული ხარ,
სიცოცხლით - მზის სინათლე…
ავირიე შენი ცქერით,
მინდა... გითხრა სიმართლე
და ამიტომ, თვალს ვერ მოგწყვეტ,
თავი ამით ვიმართლე.

ახლა, მსურს რომ ერთი თხოვნა...
მოგაბარო ოცნებით,
დროს მიანდე ის... რაც განცდას,
შევუმოსე გრძნობებით,
მაგრამ სულაც არ შევეხე
მარტის გიჟი მოქცევით

და სიყვარულს... ისევ, შენსას!
ვერსაიდან ველევი,
არ დამტოვო მარტოსულად...
ჩემს თავს ვეღარ ვერევი,
მონატრებამ ჩამოთოვა,
ყვავილებით - ველები.

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 10:01 | Сообщение # 363
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთ დროს აპრილის მწვანე ფოთოლი,
ახლა ნაფლეთი სიბერით სუნთქავს,
მისი გრძნობები გახდა ობოლი,
რადგან მარტოა და სევდა გუდავს.

ცისფერი ზეცა, მზე - ქარვის სხივით,
მოგონებებში გადარჩნენ თითქოს,
ადრე - ფოთოლი, თვით სიოს ხილვით...
დღეს, ერთ ჩასუნთქვას ჟანგბადით ითხოვს...

მაგრამ ამ თხოვნას მოსდევს დროება
და მის ათვლაშიც არ რჩება წუთი,
ჟამს ხომ არა აქვს მაინც გონება,
რომ დაუტოვოს სიცოცხლეს შუქი...

ფოთოლს ხაკისფრად აკრთობს სიცივე,
მისი განვლილი სიცოცხლის ფერით,
ობოლს... ატოკებს წამი მისივე,
ისიც რომ დასკდა ამ მიწის ცქერით.

ერთ დროს აპრილის მწვანე ფოთოლი,
ისევ მარტოა და ძლივსღა სუნთქავს,
მისი გრძნობები - განცდის მომყოლი,
სურს რომ გამანდოს და ვეღარ უთქვამს...

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 11:34 | Сообщение # 364
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთ დროს აპრილის მწვანე ფოთოლი,
ახლა ნაფლეთი სიბერით სუნთქავს,
მისი გრძნობები გახდა ობოლი,
რადგან მარტოა და სევდა გუდავს.

ცისფერი ზეცა, მზე - ქარვის სხივით,
მოგონებებში გადარჩნენ თითქოს,
ადრე - ფოთოლი, თვით სიოს ხილვით...
დღეს, ერთ ჩასუნთქვას ჟანგბადით ითხოვს...

მაგრამ ამ თხოვნას მოსდევს დროება
და მის ათვლაშიც არ რჩება წუთი,
ჟამს ხომ არა აქვს მაინც გონება,
რომ დაუტოვოს სიცოცხლეს შუქი...

ფოთოლს ხაკისფრად აკრთობს სიცივე,
მისი განვლილი სიცოცხლის ფერით,
ობოლს... ატოკებს წამი მისივე,
ისიც რომ დასკდა ამ მიწის ცქერით.

ერთ დროს აპრილის მწვანე ფოთოლი,
ისევ მარტოა და ძლივსღა სუნთქავს,
მისი გრძნობები - განცდის მომყოლი,
სურს რომ გამანდოს და ვეღარ უთქვამს...

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 12:03 | Сообщение # 365
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ კი ჩემამდე მოხვედი, არ თქვა, რომ არა...
არ თქვა,, რომ იყო და აღარ არის,
არც ის იფიქრო, თურმე გრძნობები სადღაცა გაქრა
და ჩვენს სიყვარულს... ახლა, ქარი გლეჯს, სადღაც რომ დაჰქრის...

ღამემ ვერ შეძლო სიზმრების ახსნა...
თუმცა, ნუ დარდობ - მზე სულში ჩადის...
დრო კი, წუთებს თვლის... გულს შიგნით - წაღმა
და ამ ბგერებით, მეც ვალსი მაწვიმს...

მიყვარხარ უზომოდ... სიცოცხლემ შენ აგხსნა!..
და სუნთქვის ნაკვალევს სითბო ასდის,
ამ გრძნობას ფანტელი ზეცაშიც კი დახვდა
ოცნება გინდა?.. დღეს ჩამობარდნის...

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 17:42 | Сообщение # 366
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა წარსული აწმყოა ისევ,
როცა ბილიკებს ჯვრისწერა ხატავს,
როცა თვალებში თვლემენ ნისლები,
გულში სხივების სონეტი ატანს,
როცა ჩურჩულით როკვენ ბაგენი,
იდუმალ მეხთა მზე ქორწილს მართავს,
აპრილის მთვარე ნაზამთრალ თვალებს
შუქმიბინდული ვერხვებში მალავს!!!...
...როცა აწმყოა ისევ წარსული,
ბილიკებს ისევ ჯვრისწერა ხატავს!...
მანანა შიოშვილი
 
nukriaДата: შაბ, 14.10.2017, 18:09 | Сообщение # 367
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე კვლავ დაგეძებ ჩემშივე წმინდად
და შენს სიყვარულს ვერც კი დავმარცვლავ,
მე ვარ, ის კაცი რომ გეძებს - მთლიანს...
შენ კი... ის ქალი - მას რომ დააკლდა...

დროს, სიყვარულით არ ვხიბლავ ოღონდ,
მე მის სუნთქვაში მზედ დავიბადე
და თუ გავქრები დღე-ღამის ბოლოს,
შენთვის ამოვალ, ესეც იწამე...

და მოხუც ხიდსაც ისე გავივლი,
გიჟმა მდინარემ მასშიც იცუროს
მინდა, სიყვარულს ცაში ხმამაღლა
ამ ხმით შევყვირო, რომ დაიქუხოს.

შენ ხარ, ის განცდა მე რომ დამატყდა...
შენ ხარ, ის გრძნობა, რასაც ვეძებდი...
მეტი არასდოს, არსად აღარ თქვა,
რომ დაიღალე, თურმე ვერ ძლებდი...

რადგან, ჩვენს წარსულს არა აქვს ათვლა
და მის მომავალს უხმო წყვდიადი...
სული გადარჩა, იგი არ გატყდა,
გულში ამოჰყავს დღეს - განთიადი!..

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 00:37 | Сообщение # 368
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თრობა უთუოდ მომელის ეს,
წმინდა ბადაგთა სომელიეს.
უნდა დაგვეთრო რომელიმეს,
უნდა ცოტათი მომელიე.

მთვარე პოეტის მმოსელია...
მაგდებს არ მითმობს ალაგს კინ-ტო.
ახალი ლექსის სომელიე,
ვეძებ, ვპოულობ გალაკტიონს.

თრობა უთუოდ მომელის ეს,
წმინდა ბადაგთა სომელიეს.
უნდა დაგვეთრო რომელიმეს,
უნდა ცოტათი მომელიე.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 00:40 | Сообщение # 369
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინის სახლისკენ მიმითითებს აბრა->აგუნა.
ძველ მარნის კარი მთვრალ ხელებმა ააბრაგუნა.
ჩხიკვთა ქორწილში გადათვრება ერთი თაგუნა,
ნიკალას დუქანს არ ვარჩიე თეთრი ლაგუნა.
დამისხი მუზის მერიქიფევ აგუ...აგუნა,
ვანის თამადამ პოეზია ააგუგუნა.
ვაზიანიდან მიმიწვიეს ვაზისუბანში,
ხარივით მსმელი რქაწითელის ზვავი ბუნაგში-
-ჩამიყოლიებს, სადღეგრძელო ლაბით მინთია-
-ყანწი ცისფერი დახვეული ლაბირინთია.
გულის გუნება, ღვინის ღმერთით გააგუნება.
ღვინომ მარგუნა პოეზიის გააგუნება.
ჩვენებურებო აჩონგურეთ ჩვენი ჩაგუნა...
ნააგუნევზე დამეწერა ლექსი აგუნა

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 01:27 | Сообщение # 370
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაპოეტები, რატომ მართავთ პოეზიის საღამოებს?
ა)იმიტომ, რომ თავი პოეტები გგონიათ.
ბ)იმიტომ, რომ სხვას ეგონოთ პოეტები.
გ)იმიტომ, რომ აზრზე არა ხართ პოეზიის.
დ) ყველა პასუხი სწორია
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость