პოეტი პოეტიშვილი - Page 39 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 18:31 | Сообщение # 381
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით”.
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 18:38 | Сообщение # 382
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახურავები უკრავენ წვიმას,
მიჰყვება ჰანგი შეშლილ ნიაღვრებს,
ცის კაბადონზეე მაესტრო გმინავს,
გმინავს და უცხო სივრცეს მიარღვევს.

კარებს აეკრა სტუმარი მწუხრის,
კლავიშზე შედგა ღამის ასული,
ფერმკრთალ ფურცელზე კუთხეში ბუხრის
წევს სველი ლექსი, ვით გულწასული.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 19:07 | Сообщение # 383
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ახლა ფიქრობ,
ეს ლექსები ღირდა მიგნებად,
წყურვილს გიკლავდა
და გივსებდა სულის წყაროებს,
აკინძავ ერთად სიყვარულის
ფერად წიგნებად
და წარსულივით შეატოვებ
ხის ძველ თაროებს.

ახლოა ის დღე,
სიმართლე რომ დაფარავს შენ ტყუილს,
როცა მიწიერ საცდურებზე
უნდა სთქვა უარი,
ხმა სიმართლისა მერე უკვე
საქვეყნოდ გეტყვის,
ლექსი კი არა,
კაცობაა უფრო მთავარი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 19:22 | Сообщение # 384
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვილი, ცხრათვალა მზის მტე,
მიწას მადლად რომ ეშვა,
“მწყურის”_ ამბობდა ქრისტე,
ძმარი! _ ჰყვიროდა ეშმა.

საბედისწერო ღამის,
გამოტანილი მსჯავრი
და ზეციერი მამის,
ცრემლით მორწყული ჯვარი.

ნალუსმნი გული ხელის,
წილით ნაყარი კვართი,
სამყარო ვერცხლის-ფერის,
მზეში გაცვლილი ჯართი.

კაცობრიობის ბედი,
უკანასკნელი წამი,
შუბ-განგმირული ფერდი,
დროი მეექვსე ჟამი.

გულ ცრემლიანი დედა,
სისხლ-ჩაქცეული თვალი,
ვერცხლ-მოყვარეთა ხედვა,
დემონთა მოკლე ბალი.

ზეცა სამ-ების ფერი,
შვილი, ცხრათვალა მზის მტე,
მიწას გაუშრა ყელი,
"მწყურის" _ამბობდა ქრისტე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 19:24 | Сообщение # 385
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- ოტია იოსელიანი -

* * *

შენთნ რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან _ წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ათასი გიხმონ და გიძახონ.
უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული
უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავინ შეძოს
შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო
და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარა ვედრება-ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ.
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 19:49 | Сообщение # 386
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: - წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!

- ოტია იოსელიანი -
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 20:06 | Сообщение # 387
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და ჩემი სატრფო
ვერასდროს შევხვდებით ერთმანეთს.
ის შემოდგომის ქარია,
მე-ხმელი ფოთოლი.
ის მოდის,
მე მივდივარ.
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 20:08 | Сообщение # 388
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"..უნდა უჩემოდ გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი მესმის თუ არა მესმის,
უნდა იძახო და იძახო..."
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 20:09 | Сообщение # 389
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე ვარო-ასე მითხარი
და მეც ღრუბლად ვიქეცი.
გახსოვს,
რამდენი ვიტირე,
რომ უფრო ლამაზად გეკაშკაშა?

- რასულ იუნანი -
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 20:10 | Сообщение # 390
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამისთვისა ვარ მოწყენით,
ვსტირი და არ მემღრების,
პირს შემდები არს სიკვდილი,
არავის დაეფერების.
არც ხვეწნით, არცა ქრთამითა
არც ხმრლითა მოიგერების,
მაშინვე ქვეშა მოიგდებს,
ვისაც რომ დაეძგერების!

დავით გურამიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость