პოეტი პოეტიშვილი - Page 41 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:19 | Сообщение # 401
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟინი ტივად
ვერ მეტივა
და დაშლილით
დავრჩი ტივით,
სადაც რომ ვარ –
ზედმეტი ვარ,
სადაც არ ვარ –
ვარ ჩიტივით.

წლების
მოღაღანე ქარვამ
ბოღმაც მოაღაღანავა,
არც ბავშვივით
დიდი არ ვარ,
არც დიდივით
ბაღანა ვარ...

გულზე
მობაგუნე მჯიღით
მწედ დავალ თუ
თარსად დავალ...
...სადაც არ ვარ –
ყოფნა მიღირს,
სხვაგან მაინც
არსადავარ!..
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:22 | Сообщение # 402
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონდა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...

- ანა კალანდაძე -
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:26 | Сообщение # 403
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტუჩს ვიკვნეტ,და...

მუხლისთავების გაცეცხლებას
ებრძვის საბანი...
თითქოსდა...თითქოს...
საბანია რაღაც სამანი...
სხეულს ედება ალი,
აზიდებს მზისკენ...
და...
და...
და...
და...
და...
ვთრთი,ვკანკალებ,ავყევი რითმებს...
საბანში თბილა,
საბნის ქვეშ დუღს სულ სხვა ინტიმი...
ჰმ...
ააააააა....
ოოოოოო...
აუუუუუ...
მმმმმმმმ...
ტუჩს ვიკვნეტ და....უკვე ვიღიმი!-
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:28 | Сообщение # 404
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორშაბათი: მოწყენილი ვარ
სამშაბათი: ბექნუს მამა მოვუკალ
ოთხშაბათი: ბექნუმ მამა მომიკლა
ხუთშაბათი: ბექნუს ძმა მოვუკალ
პარასკევი: ბექნუმ ძმა მომიკლა
შაბათი: ბექნუ მოვკალ
კვირა: მოწყენილი ვარ
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:29 | Сообщение # 405
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულმა გადალახა მანძილი
და შენს სუნთქვას ჩემი სუნთქვა ეჩვევა,
გულს სიღრმეში დრო რას უზამს ხანგრძლივი,
როცა წუთებს მონატრება ერევა...

ოქტომბერი ფოთოლცვენას აჩქარებს,
მაგრამ მე ხომ შენი სითბო მჩვევია,
ამ სიყვარულს - დოგმები ვერ ამართლებს,
თუმცა განცდა უსასრულოდ ჩემია...

გაილევა შემოდგომის ფერებიც
და ზამთარიც შემოკეტავს დარაბებს,
მე კი... ისევ - ჩუმად მოგეფერები,
შენს სიყვარულს ვერაფერი მანანებს...

(შალვა ლონდარიძე)
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:37 | Сообщение # 406
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღამეა სარკმლების მიღმა
და ნათურები ანთებენ სახლებს,
ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად,
ღამე ნათურით ინიღბავს სახეს...

ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა,
და აღმოჩენა მაოცებს უცებ,
ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს,
მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს...

გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ,
საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი
და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ,
ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი...
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:51 | Сообщение # 407
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღამეა სარკმლების მიღმა
და ნათურები ანთებენ სახლებს,
ნათურა ღამეს იფარებს ნიღბად,
ღამე ნათურით ინიღბავს სახეს...

ჩემს სადარდებელს მივყვები ნელა,
და აღმოჩენა მაოცებს უცებ,
ფურცელი ნიღბად მოირგებს მელანს,
მელანი ნიღბად მოირგებს ფურცელს...

გზაგასაყართან უსიტყვოდ ვდგევარ,
საბრალოდ მზეზე ჭკნება მიხაკი
და ჩემი ლექსის ნიღაბი მე ვარ,
ჩემი ლექსი კი ჩემი ნიღაბი...
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 23:29 | Сообщение # 408
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,მითხარ, რაშია შენი ძალა,
მითხარი, მითხარ" -
მკითხა ჩემმა ორგულმა მეგობარმა
და თან ისე გამიღიმა,
დამავიწყდა,
ორგული რომ იყო და...
გამოვუტყდი...

დალილა ბედიანიძე
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 23:34 | Сообщение # 409
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ოქტომბრის მიდგას სეზონი,
დროს რომ მივდევ და...დროს ვერ ვენდობი...
დაკრუნჩხულ ფოთოლს რომ ასდის ალი,
რომ აფრიალებს,აგრილებს ქარი...
მინავლულ სითბოს რომ არ აქვს ძალა,
და,თუ რამ დარჩა,მასაც დრო სძალავს,
დაისი უკვე არ იწვის,ხრჩოლავს,
არ გჯერა,მაგრამ მთავრდება სრბოლა...
ხო,ოქტომბერის მიდგას სეზონი,
ვიხდი ტკარცალებს...ვიხდი,მე მგონი...
გარეთ ფოთლების არის გნიასი,
ქარებს მიყვება,რაც გულს მივანდე...
დანაკვერჩხლებას მოსდევს ნაცარი...
იყოს,რაც არი!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 23:54 | Сообщение # 410
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენო რეალობა (ლოცვა გვირილას სკვნილზე)

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს… და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად – ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, – ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, – შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად…!

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!…

გიორგი გაბაიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость