პოეტი პოეტიშვილი - Page 40 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 21:10 | Сообщение # 391
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაღმა კახი, ზაქათალა, ბელაქანი...
ლოცვა მესმის წარსულიდან ელისენის.
მაპოვნინე დაკარგული ბელა ქანი,
ცის სამრეკლო ამოღებას ელის ენის.

წითელ ხელით გასხვისებენ საინგილოს,
რომ არ გვქონდა მხარდაჭერა საინგლისო.
მზის გინგლები მთვარეს აღარ აგინგლინო,
მსურს ინგილომ გულზე ჯვარი აგინგილო.

ნედლი ლექსი გამხმარ ხეზე ვწერე თელის,
შოთა, ვაჟა, გალა, ტატო, წერეთელი.
ღირსი არ ხარ არც ახლა და მერეც თელვის,
ჰარალეთი შემეგებე ჰერეთელი

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 21:13 | Сообщение # 392
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს და მუსიკაა adagio,
ქალი სიყვარულის სარდალია.
ისე შემაყვარე ბადაგიო,
ბაგემ სხვა ტუჩები არ დალია.

გრძნობებს წაგიკითხავს ამოდ ენა,
თეთრი დირიჟაბლით წამო ცამდე.
ფიქრი ნეაპოლი და მოდენა,
უნდა დამიბრუნდე ამ ოცამდე.

ჩემი პუტკუნა და ტანდაბალი,
გრძნობას ნუ ჩამითვლი სულ ველურად.
საბანს მოგახურებ ტანდაბანილს,
საბანს არ გადაგხდი სულელურად.

იას შემახვედრე მარტო ხელად,
მაისს ნუ მიყურებს მარტი მტვრულად.
მართლა ვერ დაგტოვებ მარტოხელად,
რომ არ მყვარებიხარ არტისტულად.

წვიმს და ამინდია adagio,
მღერის სიყვარულზე ფაბიანი.
უქმეც გამიხადე სადაგიო.
ვწერ და ლექსით მოგრთე კაბიანი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 22:25 | Сообщение # 393
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა!
ამინთე შუქი, დაგანახო ჩემი ცრემლები,
მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს,
მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...

ამინთე შუქი დაგანახო შეშლილი სევდა,
ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები,
იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა,
იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...

ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს,
ამინთე შუქი დარჩენილა, რადგან წამები,
ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა,
ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლნენ უცხო ძალები...

ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე,
ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი,
რომ ცოდვიანი ბილიკები დათოვოს ხვალემ
და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი..
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 22:28 | Сообщение # 394
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა!
ამინთე შუქი, დაგანახო ჩემი ცრემლები,
მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს,
მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...

ამინთე შუქი დაგანახო შეშლილი სევდა,
ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები,
იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა,
იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...

ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს,
ამინთე შუქი დარჩენილა, რადგან წამები,
ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა,
ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლნენ უცხო ძალები...

ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე,
ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი,
რომ ცოდვიანი ბილიკები დათოვოს ხვალემ
და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი..

----

უფალო

უფალო ბრმას თვალი ამიხილე,
უფალო მუნჯს ბაგე გამიხსენი,
გულში სინანული გამიღვივე,
ცოდვათა ჩამიცხრე ქარიშხლები...

ბნელიდან ნათელში გამიყვანე,
ყინვიდან სითბოში გამიძეხი,
კვირტები ხელახლა ამიყვავე
ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით...

-------

ძე შეცდომილი

თვალს მარიდებენ ქუჩები,
ნისლივით ქრება მანძილი
ძე შეცდომილი ვბრუნდები
უიმედო და დაღლილი...

წარსული მტანჯავს, მაწვალებს,
ლოდივით მომდევს სირცხვილი,
დგას ეშმაკი და ხარხარებს,
დგას ეშმაკი და მიცინის...

დავყურებ ცოდვის უფსკრულებს,
თურმე რა გზებით მივლია,
ყურთან სიკვდილი ჩურჩულებს,
თვალთან არყოფნის ჭირხლია...

მშობელო, კარი გამიღე,
ძაღლივით სადმე გავწვები,
ეს მე ვარ თვალს რომ გარიდებ,
ცრემლით სველი მაქვს ღაწვები...
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 22:53 | Сообщение # 395
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთრის კარებს უჭრიალებს თეთრი სევდა
და მზეს სცვივა გრძელ სხივებად მისი სითბო,
აღარ მახსოვს - ჩვენს შეხვედრას რა შეერქვა,
მაგრამ მაშინ, ეს სიზმარი - ცხადში იყო...

მის სუნთქვაში დღეებს ადნობს თებერვალი
და გაზაფხულს - მითხარ, რაღა დარჩენია?...
ზღაპარს ჰყვება ნაქარევი ნეკერჩხალი,
თუმც... მის ტოტებს, ფოთოლცვენა არ სჩვევია...

უკვე, მარტსაც ჩაეჭიდა იის ბუჩქი,
მან რომ ყინვას ცის ფერები გამოსტაცა...
მე კი, ცქერით... შენ შეგახე, ტუჩთან - ტუჩი...
და სიცივემ სიყვარული ვერ მომტაცა!..

მოდი, ჩემთან... ნააპრილევს გიჟმაჟ ლტოლვად,
განცდის ფიქრით მზე რომ ნუშებს აყვავილებს...
მე ვიქნები, შენი გულის უთქმელ ლოცვად
და ვერავინ... და ვერავინ აგატირებს!..

ახლა, ისევ ეს ზამთარი ზურგს მიკაწრავს,
მჭრელ სიცივეს ფიფქად უკრავს სველი თოვლი,
ჩვენს შეხვედრას, გაზაფხული შეინახავს...
და სულ მალე... ჩვენ ვიქნებით, ისევ - ორნი!..

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 22:55 | Сообщение # 396
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ, ის ქალი ხარ...

შენ, ის ქალი ხარ,
რომლის ცხოვრებაც არის ყვავილი
და ამ სიცოცხლეს
თან გასდევს სუნთქვა - ზეცის თაღებად…

შენ, არასოდეს
დაგიკარგავს სულის მანდილი...
და არც არასდროს
შეხებიხარ გრძნობებს თავნებად…

ალბათ, ძნელია
გადალახო ისე მანძილი,
რომ დრო გაფურცლო
სისადავით - გულთან ალერსად...

მერე, არ დაჭკნე…
ისე ზიდო ბედის გზავნილი
და ფესვშიც ენთო
სხივთა ცეცხლით, მზისფერ სანთლებად...

შენ, ის ქალი ხარ,
სიყვარულით რომ ხარ გაბზნილი…
და ამ სიტყვებით
ნუ ჩამთვლი - მიწას, როგორც თავხედად…

მე განგიცადე..
და ამოგზარდე ჩემში - ნამდვილი...
ჩემო უჭკნობო მარგალიტო....
ერთო, ამქვეყნად!...

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 23:08 | Сообщение # 397
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლაც მავსებს მოგონება
ზეცამ გააღო ფანჯრები
მე შენ ყველაფერს გატან
მთვარემ დაღვენთა დარდები
თავზე ხელი გადაგისვა
არა რას ამბობ სად რჩები.
ხვალ შენ მეფესაც ნახავ
და მასთან უხმოდ დაწვები
როგორ ვთრთი და მაკანკალებს
სულმა ჩაიცვა ჩარჩები
ნუთუ შენ მყავდი მართლა
ერთად ვიყავით, არ ვცდები
წადი და შენში ჩამწყვიტე
როგორც მყინვარმა ზვავები
დრომ დამათოვა დაღლა
და მე ჩემგანაც წავედი
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 23:10 | Сообщение # 398
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთად რომ ვიყოთ, ნუ შემიფარებ...
ფართოდ გამიღე ეგ გულის კარი
და ამ სიტყვებსაც ნუ დაიბრალებ,
ადრე მიყვარდი და მორჩა - წამი...

რადგან, ჩემშია თურმე სიგიჟე,
შლეგი არსებით ზვავი უმიზნო...
და თუ ზღვაცა ვარ... მე ვარ იგივე,
შენი გრძნობებით სავსე, უძილო...

როგორც, ჰორიზონტს ეხება სივრცე...
როგორც, ცა იკრავს ფერთა ანცობას…
როგორც, იაა თვით მარტის სიყრმე…
როგორც, მიწაა ფესვთა განვრცობა…

ჰოდა, მიანდე ამ განცდებს ის დღე,
დროს რომ მიაბა ნატვრის საგზალი...
თუკი გიყვარვარ, გულს ენდე იქვე...
ჩემი სუნთქვაც ხომ... მხოლოდ აქ არი!...

და ამიფეთქდი როგორც ატმის ხე,
ვარდისფერებში რომ იბანს მის ტანს,
შენი წყურვილით არის ჩემი მზე,
ახლაც რომ სხივის და პირსაც იბანს...

ჩემო სიზმარო, ნუშის აპრილის...
ჩემო ოცნების განცდის ზვარაკო...
თუკი ჩემი ხმა ახლა არ ჰყვირის...
სიტყვებით რაღა გელაპარაკო?...

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: ორ, 16.10.2017, 23:22 | Сообщение # 399
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღმოსავლურ მოტივებზე
(ციკლიდან: "ეგვიპტური ჩანახატები")

გარინდული ვარ, როგორც სფინქსი ცხელ უდაბნოში,
სემირამიდას ბაღებივით ვკიდივარ ცაში,
ვზივარ ოქროში, როგორც მკვდარი ტუტან ხამონი
და სიცოცხლისკენ გამაქროლოს, არა მყავს რაში.

სარკოფაგია ჩემი სულის მკვიდრი საუფლო,
ვგრძნობ, დავინაცრე უნაზესი, ვით სერაფიტა,
ასეთ სიჩუმეს ვერ ვეჩვევი, ვცდილობ, გავუძლო,
თუმც ამ სიცივეს უშფოთველად ვეღარ ავიტან...

ასე მგონია, გავიყიდე ოსმალთ ბაზარზე,
გურჯი ხათუნის შთამომავალს მერგო იგივე,
ესე უსტარიც, დაწერილი ამ თეთრ ქაღალდზე,
ჩემს ბედს გაცნობებთ და წინასწარ უკვე მიტირეთ...

დაკიდული ვარ, ვით ბაღები სემირამიდას,
უდაბნოს ქვიშა, ცხელი ქვიშა მედება ტანზე,
ოქროსფერი მზე ეტმასნება როს პირამიდას,
უჩუმრად ვტირი, მარგალიტი ქვავდება თვალზე...

მე მდუმარე ვარ და დუმილი მხოლოდ ჩემია,
ისე, როგორაც აგონიის თეთრი ტკივილი,
სევდით გავცქერი მოგონებებს, უკვე მტვერიანს
და დედა-ნილოსს უდაბნოში ურცხვად მივტირი...

გარინდული ვარ, როგორც სფინქსი, ცხელ უდაბნოში,
სემირამიდას ბაღებივით ვკიდივარ ცაში,
ვზივარ ოქროში, როგორც მკვდარი ტუტან ხამონი
და მემატება ნაპრალები გაბზარულ ხმაში.

გარინდული ვარ, როგორც სფინქსი, ცხელ უდაბნოში...

ეკატერინე დონდუა
 
nukriaДата: სამ, 17.10.2017, 20:13 | Сообщение # 400
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთის გაგიჟებულ რუებს,
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
გრიგალი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.
და დედოფალი ალვა
ელვამ დაღუნა ცივმა.
ასე გავიდა გვალვა,
ასე მოვიდა წვიმა.
ჯვარი, ლომი და კურო
ფარშავანგების არის.
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!
ზარით ატეხილ გრიგალს
დავით ნარინის ჯვარი,
მარმარილოთა ფიქალს
გადააფარებს მძლავრი.
ან გაოცებას, რასაც
მარად ანათებს ძელი,
ისევ დაადებს რაზას
შემოღამების ცელი.
ან, როგორც ასომთავრულს,
მუდამ შევამჩნევ ცაზე,
სხვისთვის უხილავ-ფარულს
მე რად გელოდი ასე.
ჯვარზე გაკრული ელვა -
ეს ჩემი დაა ლურჯი,
ლურჯ ყვავილების თელვა,
ახალგაზრდობა ურჩი.
ჯვართან მისული სურო -
მარტოობაა ქნარის...
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!

გალაკტიონ ტაბიძე

p.s. ", ან როგორც ასომთავრულს,
მუდამ შევამჩნევ ცაზე,
სხვისთვის უხილავ-ფარულს
მე რად გელოდი ასე."
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость