პოეტი პოეტიშვილი - Page 44 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:48 | Сообщение # 431
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).
გიო საჯაია
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 20:55 | Сообщение # 432
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბა რა გითხრა , რა მოგწერო მაღალფარდოვან
პოეტებისგან განსხვავებით ვჩანვარ იელი.
და მარტოობაც მებრალება როცა მარტოა
სახლში. ტკივილით , აპათიით სიცარიელით.
და დამძიმებულ ოთახებში ვიწყებ ბორიალს
უაზროდ, თითქოს გადარჩენა ვეღარ გავრისკე.
და დროვერმოჭმულ მოგონების ძველ მემორიალს
მივყავარ თავის დასაღუპად არარაისკენ.
სადაც კუნძივით მოტივტივე მზე წევს ტალღებზე
დგება კავშირი გასაყართან ცივი დღე-ღამის,
მე კი რაფაზე დაყრდნობილი ჩუმად ვახველებ
და ხასიათიც აღარ მრჩება გაუტეხავი.
და აღარ მჯერა დაბრუნების, როგორც მერცხლები
ტოვებენ ბუდეს და უბრალოდ იკარგებიან,
მაგრამ , ძვირფასო დანანებით ხომ შეიძლება
რომ ვწერო, გწერო ვიხსენებდე ბაგეს ვნებიანს,
რომ გითხრა როგორ დაინაცრნენ, წლები , თვეები
თვალებში, სადაც ამომშრალი გიშრის ჭებია
და ეს ფიქრები_პროტესტანტი მედროშეები
სიკვდილს სიცოცხლის სისასტიკით ევაჭრებიან.
მეტი რა გითხრა , რა გიამბო მაღალფარდოვან
პოეტებისგან განსხვავებით დღეს ვარ იელი
და სიმარტოვეც მებრალება როცა მარტოა
სახლში. ტკივილით, აპათიით სიცარიელით.

ჯანო შენგელია
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 21:12 | Сообщение # 433
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

რატი ამაღლობელი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 21:27 | Сообщение # 434
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი ხანია, ვერიდები შენთან საუბარს,
სასაფლაოზე შევხვდით ბოლოს ღმერთო, მე და შენ,
მერე კი იცი, რომ დავდუმდი. ანდა რა უნდა
მეთქვა- გამიშრა, თურმე იმ დღეს ცრემლი-ზედაშე...
მოახლოება ვერ შევძელი მერე ლოცვებით,
ვნანობდი, ადრე წრფელი გულით რაც ვიმარხულე...
მაგრამ ამაღამ მოგიხმობ და ნუ გაოცდები,
ლურჯი სიმშვიდე მოიყოლე და მომახურე
დამზრალ სხეულზე, ნაიარევ გულზე, ვიდრემდის,
შეუჭამია სინანულის და ეჭვის ჭიას,
იცი,უსიტყვოდ და უთქმელად რამდენს ვითმენდი,
და ისიც, თავს რომ ასე მხოლოდ ცოტანი სჯიან...
შენდობას ვითხოვ გაბუტული დღეების გამო,
დადუმებული სულისთვისაც ვითხოვ შენდობას,
და მოდი, თორემ ისე ვშფოთავ და ისე ვწვალობ,
თავიც კი ახლა, საკუთარი, აღარ მენდობა...
და განა რამე, ჩაგხედავდი თვალებში მხოლოდ,
ვიგრძნობდი, ცრემლი გულის სისხლში როგორ ზავდება,
დაინახავდი ჩემს სინანულს,ბოლოს და ბოლოს
და აღდგომისთვის დავიწყებდი მერე მზადებას...

ეკა კვიციანი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:11 | Сообщение # 435
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზას მიგვასწავლის ილო კაცია,
ალბათ ჩავივლით ათით ოკაცეს.
კომპასმაც კურსი ილოკაცია,
ბილიკი მოჩანს სათითოკაცე.

უნდა შეგეხო ბოგა ო, ნებით,
ვარ უკანონოდ უკანიონო.
ლექსი მდიდრდება ბოგანოებით,
უნდა მისდიო უკან იონო.

ამჩნია დათვის თათი ოკაცეს,
რკალად ირეკლავს, რასაც ოსხაპო.
ჩვენს შორის ტბაა სათითოკაცე,
შევხდეთ,რომ ვინმემ არ ამოხაპოს

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:15 | Сообщение # 436
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხან გგონია სოკო კიტრი,ხან გგონია კიტრი სოკო.
ჯერ ესენი გაარჩიე "პოეზიის კრიტიკოსო"
არაფერი გაგიკვირდეს კრიტიკების კირკიტოსო,
შენისთანა "კრიტიკოსი" რომ პოეტმა "იტრიკოსო"

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:36 | Сообщение # 437
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიქრით ფიფქები დაკიდებია,
შიშველ ალუბლებს საკურიანი.
ძველი იანვრის აქ იდებია,
ახალ თოვლს ელის ბაკურიანი.

ცხრა მუზა იყოფს თხილს ამურიანს,
ცხრანივე ერთად ასპიროზია.
კალამი ფურცლის თხილამურია
ხანაც პირველი პაპიროსია.

ცას შეეყინა ირმის ნახტომი,
ნამგალა მთვარით რა ბუკიანი.
ფიფქებს მიფანტავს ფიქრის ფანტომი,
შორს და ახლოსა ბაკურიანი.

პოეტის ცაა საყურიანი,
და მზის რგოლია ანას ბეჭედი.
მალე გაჩნდება საკურიანი-
-თეთრ არათითზე ანაბეჭდები.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:41 | Сообщение # 438
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტო ღამე არ ითევა,
სიცივით მარტო გასტანო?
"სტენკის"მაგივრად მზითევად,
წიგნები გამოგატანოს.

პოეტიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:43 | Сообщение # 439
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარესთან სურდა მზეს კოტრიალი,
არ გვაკვარკერეს დღეს ორი ალი.
ქმნის სიმფონიას ესკორიალი,
მგვლოვიარისა ეს როიალი.

დრომ ანგელოსი გამისატანა,
ფალიაშვილზე ორი ლარითა.
მომკლავს გარდაცვლილ გამის ატანა...
გამრიყეთ თეთრი როიალითა.

შიშით შეძელი შემობრუნება,
ბედის ბორბალის ბორიალისა.
ხმის ხელოვნებას მეშორბუნება,
ლურჯი ხმა თეთრი როილისა.

შავ-თეთრ ღრუბლების ზემო რიალი,
მინდა, რომ ცამდე სულო იარო.
მკალვს მარმარილოს მემორიალი,
ურომლისოდაც უროიალოს

მთვარესთან სურდა მზეს კოტრიალი,
არ გვაკვარკერეს დღეს ორი ალი.
ქვის სიმფონია ესკორიალი,
მგვლოვიარისა ეს როიალი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 19.10.2017, 23:55 | Сообщение # 440
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლაჟვარდს ატარებ ლურჯი მანტოთი,
უცვინს მარცვლები რუს - თაველიდან.
ვიხსნი სიკვდილის ხურჯინს სალტოთი,
ვიწყებ სიცოცხლეს რუსთაველიდან.

გავდივარ ღმერთთან რეპეტიციას,
რომ ანგელოზო შენია ლუვრი.
არ მოუარო წრე-პეტიციას,
მჭამს ტკივილები გენიალური.

არ ღირს გულს-ჩაკვრა ქობულეთური,
ჩემში ვერ ნახავ გრძნობას იჭვნარევს.
მახრჩობ მაკადრე დრო თუ ლეთური,
მე,მსურს მოგიწყო ობა ფიჭვნარელს.

ატირდა გულის ტილო სელებით,
და ზედ თვალები იბადრებიან.
შენი სადარი მილოსელები,
მხოლოდ ზღვის ქაფში იბადებიან.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость