პოეტი პოეტიშვილი - Page 45 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 00:04 | Сообщение # 441
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყვდი ნატვრის ხეს ბოლო ამარტი,
ნატვრისთვალივით გკარგავ მარიტა.
ტრაგედიული სოლო ამ არტის
ჩემთან დუეტს ქმნის,კარგად მატირა.
ეკლის გვირგვინმა მაჭეშმარიტა,
მჩხვლეტს ნემსებივით მიტრა გედიას.
საფლავის მიწას მაჭმევ მარიტა,
რაც ციციკორემ მიტრაგედია

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 00:07 | Сообщение # 442
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმები... ქარები... წვიმები...
ქარები... წვიმები... ქარები...
ცხოვრება მუდმივი წამება,
მუდმივი ტანჯვით და წვალებით.

იელვებს... გაქრება... იელვებს...
გაქრება... იელვებს... გაქრება...
და გრჩება კვლავ სიცარიელე,
სადაც ეს თვალებიც ჩაქრება.

სიკვდილზე ახლოა ზამთარი,
ფიქრობ და კვლავ სიმწრით იღიმი.
უეცრად, ამ წამს რომ დამთავრდე,
უფალი ასეთს თუ მიგიღებს.

ბავშვობა თავის გზით წავიდა,
შენ ახლა სხვა გზაზე ხრიგინებ,
ეცემი... და ისევ თავიდან.
ადგები... და ისევ იგივე.

ბედისგან კარგს ნუღარ მოელი,
რადგან შენც სიცოცხლით გარისკე,
ასაკით ჟულიენ სორელო,
ხელწერით ჟან-მიშელ ბასკია.

ცას ისევ ფსკერიდან აჰყურებ,
შორი ხარ და ვეღარ გიზიდავს,
ეძახი ცოცხლად დამარხულებს
და პასუხს არ ელი მიწიდან.

მიწა ხარ და მიწად იქცევი,
იცი და სულს მაინც ცას აბჯენ,
სისხლი შენც ტვინში ჩაგექცევა,
ან გაგლჯეს ამ გულს და ამ მაჯებს.

გარეთაც ყელამდე ტალახი,
შიგნითაც წუმპეა ყელამდე,
აქ, ვინმეს უყვარდე, არა ღირს.
გიყვარდეს... ჯობია ყველაფერს.

ლაშა მარგიანი


Сообщение отредактировал nukria - პარ, 20.10.2017, 00:17
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 00:40 | Сообщение # 443
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმები... ქარები... წვიმები...
ქარები... წვიმები... ქარები...
ცხოვრება მუდმივი წამება,
მუდმივი ტანჯვით და წვალებით.

იელვებს... გაქრება... იელვებს...
გაქრება... იელვებს... გაქრება...
და გრჩება კვლავ სიცარიელე,
სადაც ეს თვალებიც ჩაქრება.

სიკვდილზე ახლოა ზამთარი,
ფიქრობ და კვლავ სიმწრით იღიმი.
უეცრად, ამ წამს რომ დამთავრდე,
უფალი ასეთს თუ მიგიღებს.

ბავშვობა თავის გზით წავიდა,
შენ ახლა სხვა გზაზე ხრიგინებ,
ეცემი... და ისევ თავიდან.
ადგები... და ისევ იგივე.

ბედისგან კარგს ნუღარ მოელი,
რადგან შენც სიცოცხლით გარისკე,
ასაკით ჟულიენ სორელო,
ხელწერით ჟან-მიშელ ბასკია.

ცას ისევ ფსკერიდან აჰყურებ,
შორი ხარ და ვეღარ გიზიდავს,
ეძახი ცოცხლად დამარხულებს
და პასუხს არ ელი მიწიდან.

მიწა ხარ და მიწად იქცევი,
იცი და სულს მაინც ცას აბჯენ,
სისხლი შენც ტვინში ჩაგექცევა,
ან გაგლჯეს ამ გულს და ამ მაჯებს.

გარეთაც ყელამდე ტალახი,
შიგნითაც წუმპეა ყელამდე,
აქ, ვინმეს უყვარდე, არა ღირს.
გიყვარდეს... ჯობია ყველაფერს.

ლაშა მარგიანი
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:31 | Сообщение # 444
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასწორზე თავი
რისთვის შევაგდე –
(ვყოფილიყავი
თუნდაც ქვითხურო !..)
მთელი ცხოვრება
ამ ლექსს შევაკვდი –
შენ რომ დასცქერ და...
არც კი კითხულობ!...
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:31 | Сообщение # 445
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთახი ჩუმი და ფარღალალა,
ჭერზე ნაჟონი წვიმების დამღა,
ახლაღა მივხვდი, იქ აღარა ვარ,
სადაც ვცხოვრობ და დღეები გამყავს.

და სინანული, თითქოს მარტივი,
გულის სიღრმეში გაჩენილ სარკმელს
მიხუტებია ღობის ვარდივით
და გაურკვეველ სიზმარ-ცხადს არკვევს.

გაქრა წარსული, ჩემო დაიკო,
შემორაგული ვარდების ღობით,
გიძღვნი გაფლანგულ დღეთა თაიგულს _
ახლაც უშენოდ და შენთან მყოფი.

რჩეულიდან
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:36 | Сообщение # 446
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ რამეს შესვამ, მხოლოდ თვალებით,
მერე წამოკრეფ ისეთ ფრაგმენტებს-
შენი ხსოვნიდან რომ ამოყვინთა
და სიბნელეში მარტოსული შუქი იპოვა,
რომ გაანათებს მდუმარ ირგვლივეთს,
თავს კი ვერ ხედავს...

ამ წუთს თანსდევს წინარე დრო,
აქ რომ თვლემდა და ჩაიმალა
უნებლიეთ გაშლილ მკლავებში...…

ეს დღე არის, კი არ იყო,
ის ახლაც არის,
და თავს იმ სივრცეს შეაფარებს -
სიტყვებში რომ გადაინაცვლა
და წუთი ისე შემოაღწევს,
როგორც სხივი,
განცვიფრებით რომ იბადება.
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:38 | Сообщение # 447
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დადგება დრო და
ბაღში პირველმოწეულ ნაყოფს,
გაუსინჯავენ გემოს ბავშვები,
მერე კი, როცა
ხე ზეცაში ტოტებს გამოფენს
და ფოთოლცვენას დაელოდება,
გადამფრენი ფრინველები რომ
ღამის სათევად ჩამოსხდებიან;
თვალი შეავლე, მგონი მათ შორის
ჩემი სული იჯდა ჩიტივით,
ისიც გაფრენას აპირებს და
ელოდება ხელის აქნევას...
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:40 | Сообщение # 448
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგონი ზედმეტად ცოცხლი ვარ,
ისე გინატრე
დღესაც კი მსჭვალავ შენი მუსიკით,
არ ვიცი სად ვარ, თავს სად დავეძებ,
ასე გაფანტულს შენ შემაგროვებ,
როგორც მზეს ლუპა_
ერთ სხივად შემკრებ...

წამოდი, სადმე დავემალოთ შემკრთალ სიჩუმეს
და გულისცემა შევუნახოთ დაკარგულ მგზავრებს,
მათ ადრე ჩვენი გული უცემდა,
სამყოფელს ისევ ჩვენში ეძებენ...

ზოგჯერ ხელს მკიდებ, ფრთხილად მაფხიზლებ
და მერე ვხდები, რომ აქ არ ვიყავ...

მაგრამ შენამდე როგორ მოაღწევს,
რაც გულში დარჩა უხმო კითხვებად,
მდევს უთქმელობის ჩუმი ბიძგები,
ჩემთვის რომ ვგრძნობ და არ იკითხება..
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:49 | Сообщение # 449
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც მახსოვს, ისიც დასავიწყებლად
და სულ თავიდან რაც დაიწყება-
მოგონებები კარგის და ცუდის,
როგორც სამივე დროის ნაზავი,
ამოფრინდება უცნობი წუთი,
თბილი ოქტომბრის პეპელასავით.

ის გადაუფრენს შეფერილ ბაღებს -
მოძრავ სიჩუმეს – სასწორის პინას
და გაუქმებულ სიტყვის კარს აღებს,
რომ სამუდმოდ იპოვნოს ბინა
და შეეკედლოს ხმოვნების თაღებს,
სადაც ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ.
 
nukriaДата: პარ, 20.10.2017, 14:52 | Сообщение # 450
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეკუბოე "ქორონიკონი _ 2007"

"ძვირფასო, ვარდენ, მეკუბოევ, შენ უკეთესო
მრავალთა შორის. რადგან ზომავ თვალის არშინით,
როცა ამბობენ, კუბო ვარდენს შეუკვეთესო,
ცვივა სიტყვების ბურბუშელა და შალაშინი,

კმაყოფილების ღიმილებს რომ სახეს მიაფენს,
ზოგჯერ სიკვდილიც შეიძლება კაცმა ინატრო,
რომ დაგიფასდეს ოსტატობა და სიიაფე
მუხის მასალის და კეთილი სიტყვა, იმავდროს,

ვერავის ნახავ ამ ქალაქში ოსტატს უმჯობესს,
ვის გააჩნია თვალის ზომის მსგავსი ტალანტი,
ჭვრეტ მიცვალებულს, მოტირლები როცა უნჯობენ
და კუბოს ზომას იღებ თვალის ერთი დალანდვით,

ერთი შევლებით დაზუსტდება სანტიმეტრებიც
და შარვლის ჯიბე პირს დააღებს, მგონი ადლიანს,
ჩაიბუზღუნებ, რომ დღეს შეგხვდნენ გაუმეტრები,
სამი მანეთის დამატებას რომ გამადლიან.

ფიცარს თარაზო მერამდენედ შემოასკუპე,
აშალაშინე, გაასწორე, ხერხე, გარანდე,
ამდენ ჯახირში შეჭედავდი, ალბათ, ას კუბოს,
ებუზღუნები, მიაცილებ კლიენტს კარამდე.

შენთვის წინასწარ გაიმზადე მკვიდრი სასახლე,
შიში არა გაქვს მოუსვლელში გადაბარგების,
თუმცა დაბერდი, ერიდები საქმეს დასაღლელს
და ყოველ ღამე გესიზმრება კატაფალკები.

მიწა სავსეა შენეული გარჯის ნაყოფით,
უცნობ-ნაცნობი ამოგხედავს მიწის ღამიდან,
დაგჩემდა გულის აჩუყება, შიში არყოფნის,
იღვიძებ ადრე, კმაყოფილი ხარ სისხამითაც,

რომ ფანჯრებიდან ძველებურად ჩანს ჯაჭვის ხიდი,
გიკვირს, რატომღაც რომ აღარ ხარ ისე გულცივი,
გართობს ნიავის მოტანილი მთვრალი ხითხითი
და რიონოს ხმა, რომ ჩაგესმის დროის პულსივით.

და შენც იმ დროში უნებლიედ გადადინდები,
უნებლიედვე წამოგცდება: ღმერთო შეგვინდე!
გეიმედება და იმედის სხივით ინთები,
მემკვიდრეებად რომ გვიტოვებ რჩეულ შეგირდებს."
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость