ლექსები - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 16:02 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლო არის..
ჩემი ფანჯრიდან გავყურებ ცას და
ვერსად შევნიშნე შავი ღრუბელი
მაშ რატომ მცივა თუკი მინთია
აქ შიგნით გულში თბილი ღუმელი..
რათ მეყინება ხელის თითები
ყველა დაწერილ თითო სიტყვაზე
რად არ მომყვება ფეხი სად მივალ
აქ სხვის და არა ჩემს რბილ მიწაზე..
აქ სხვაგან ფიქრიც ალბათ სხვისია
ისევე როგორც ზღვა და თოლია
ხანდახან თუკი ვხალისობ ვჩემობ
მართლა კი ჩემი არა მგონია....
მთებს რომ ვუყურებ ჩემი სახლიდან
ვადრი და ფიქრით ვეალერსები
ჩემი სამშობლოს მთები მგონია
და მისი არის ყველა ლექსები..
ქარიც კი ქარი რომ დაქრის ახლა
ვიცი რომ იგიც მაინც სხვისია
მე კი მას ისე ვეალერსები
როგორც საწყალი ჩიტი ნიბლია...
მიყვარს აქ ყველა ცა და ხმელეთი
ყველგან ხომ მაინც ერთი ფერია
მაგრამ რაც მიყვარს სამშობლო არის
სადაც საკუთრად მხოლოდ ჩემია..
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 16:04 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,მოდი,პირდაპირ მითხარ სათქმელი,
მოდი მითხარი რა გაქვს ვარამი.
ნუთუ გატყდი და აღარ ხარ მრთელი,
ნუთუ დაჟანგდა შენი კალამი!
იქნებ ორგულმა გიყო იმგვარად,
გადაგითელა რაც რამ გაგაჩნდა.
იქნებ გიყვარდა მართლაც იმხანად და სიყვარული დამღად დაგაჩნდა?!
თუ აღარ გყოფნის ველი საომრად,
თუ ყველა ნიშა წაშალეს შენში.
ყველა შენს გულზე ფარიკაობდა,
იმიტომაც ხარ დღეს ამგვარს დღეში. ამოგაცალეს სიტყვა იმედი,
აზრი,გონება ამოგარიდეს.
აღარ გაქვს ახლის ნდომაც მცირედი, ნაწილნაწილად ჩამოგარიგეს!
მე გეტყვი,იქნებ ერთხელაც აღსდგე, მსაჯულო,არ ჰქნა უსამართლობა.
,,იყავ მსაჯულიც და განსასჯელიც"ა
და შენს თამაშში მქონდეს მსაჯობა!"
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 16:07 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს,
წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირ-ბასრი ვარსკვლავებით ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას, მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე, ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა.
არაგვში ახჩობს უსასრულოდ ორეულს მთვარე.
დააგვიანე, დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა თარაშ ემხვარი.
დააგვიანე, სასიცოცხლო ვითვლი ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები როგორც სახადი.
შენ კი ცუნამის ტალღებივით ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ მიწის საბანს, სადმე გადამხდი.
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 16:24 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდვანარევი სიყვარული (წვიმის გავლენა)

წვიმს და შენამდე შორი არის, საოცრად შორი,
ყელში მოლოდინგაჩხერილი ვხვდები ალიონს,
თავისმართლებას, ყველა ალიბს, ზიზღით ვიშორებ,
რომ შეცდომები ამ დილამაც არ მაპატიოს.
ჭადარის ტოტებს ცოფიანი ამინდი არბევს.
ვუცქერ შენს სურათს, ჩასადენი ცოდვების სამხილს,
თვალს ვერ ვაცილებ, ხელარნახებ უზადო წარბებს
და დამპალ სულში, შეგრძნება მაქვს რაღაც სიახლის.
წვიმს, აქ ქუჩაში აღრენილი ამინდი გდია,
მე და ბუნებას ერთმანეთის გვესმის უსიტყვოდ,
შენზე ფიქრები, წვეთებივით უხვად მოდიან
და ისმის, ისმის, უსასრულოდ წვიმის მუსიკა.
სცენარს რომ მივყვეთ, (გადახვევა გზებიდან დამღლის)
შენს ცხოვრებაში, ჩემთან ყოფნის ეპოქა მოდის,
ვუცქერ შენს თვალებს, მაგ ბავშვური სიწმინდის სამხილს
და მე პირველად მეშინია ჩადენა ცოდვის.
თვალს ვერ ვაცილებ, ხელარნახებ უნაკლო წარბებს
და დამპალ სულში შეგრძნება მაქვს რაღაც სიახლის.


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 16.09.2017, 16:30
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 16:36 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმართლე აღარ არის ფარი,
ნოტიო სახელები წიგნებსღა შემორჩა.
ქანები იშლება და მთელი ენერგია მიაქვს...
ამას უკვე მოშლილობა ქვია.
ტყუილად არ უწამებიათ,
მის ნაღვაწს თამამად ვთელავთ.
ხანდახან ცრემლებით ვიგონებთ,
სადღეგრძელო კი ვერ მოვიგონე.
დროდადრო ბალახებისაგან ვწმენდ,
კუთხეში უხსენებელი წევს.
შემაჟრჟოლებს და ბარით ვჭრი კუდს,
მეორედ მოვკალი,მაგრამ არველი ცუდს.
მოყაყანე ხალხი ვითომ წუხს,სასმელი ტვინში გაუჯდათ
ვეღარ ამჩნევენ მწუხრს.
ქვიან გზაზე გაბეცებით დადიან...
ერთი სოდომი ახლა მათთვის მადლია.
მოჩვენებითი რუდუნებით გაუხსენეს წლები,
მხოლოდ ბავშვის მზერაა სურათზე წრფელი.
მაინც არ მოიშალეს საფლავებზე ღრეობა,
ამ ცოდვას ახსნას ვერ უძებნის დასაფლავებული ხეობა.
ქალის მკერდივით ამობურცული ახალი საფლავები,
მთვრალ მუსიკოსებს გულზე დაულაგებიათ საკრავები.
უყვარდაო თამაში და მღერა
სწორედ მაგ დროს შეუწყდაო გულის ძგერა.
თხუპნიან საფლავის გალავანს,
ხანდახან ეშხში შედიან და შორიდან გასცქერიან თავიანთ ნახელავს.
უყვართ როცა აქებენ,
მაგრამ არ უყვართ,როცა უწოდებენ სახედარს.
ღამდება და წითლად ანათებენ შეღებილი კვერცხები,
სააღდგომო სუფრა მიწიდან მის სიღრმეში ინაცვლებს.
ეჭვის თვალით უყურებენ მათ "მისავალს" სურათები,
ვერ ჭამენ,მაგრამ ნაყრდებიან და ადგებათ ნათელი.
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 17:07 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემში (ვიცი) საუკუნოს ეძებ სამყოფელს .
მე კი , უბრალოდ,ვერ დავდგები იმის თავდებად,
რომ ამ ტყუილში,სიბეცეში მუდამ გამყოფებ...
რადგან,თუ რაღაც დაიწყება,
ბოლოს მთავრდება...

მე კი...

რატომღაც,ყველგან შენს დაკარგულ სიმშვიდეს ვეძებ...
ზოგჯერ ვპოულობ და ზოგჯერაც შფოთვას ვაწყდები.
ვაქციე მიზნად და უმიზნოდ ვერა და ვერ ვძლებ...
შენ რომ მშვიდად ხარ მეც,იცოდე, მაშინ ვწყნარდები.

და მაინც...

და...რადგან,ჩემი ყველა შიში, სიკვდილთან მიდის...
და...თუ, უშენოდ ყოფნა ჩემთვის
ნიშნავს გაქრობას...
მე მეშინია უშენობის და როგროც სიკვდილს,
გავურბი იმ გზას,სადაც შენი მიწევს დათმობა...
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 17:28 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ:
წიგნის, ნახატის,სიჩუმის ტყეში,
დათვის თვალივით ბრიალა სორო
გალუმპულია ხილვების თქეშით.

აქ აღარ არი შური, სიავე
აქ, მარტოობის ოქროს ნაპირთა.
მე აქ დევები დავიქირავე,
აქ წამოვლალე ქართულ ზღაპრიდან.

დავიმტვერები სხვათა სიზმრებით,
სხვათა ვნებებით, ძიებით, ლტოლვით,
გარდავიქმნები და შევიცვლები
და გამგებელი გავხვდები ყოვლის.

დღეებს ვაღამებ...
ღამეებს ვათევ...
და შრიალებენ ფურცლის თაღები
ვეკამათები ავტორებს, სარდლებს,
ვეკამათები ან ვეთანხმები.

ვეზიარები მათ დიად მიზნებს,
მათი სწორი ვარ და თანატოლი
და ტრიუმფალურ ნადიმზე მიწვევს
რომის სასტიკი იმპერატორი.

ყოვლის შემძლე ვარ...დიდებას ვიმკი...
ყველაფერი ვარ, თუ ვარ მარტოკა;
................................................................
გადაშლილი აქვს მუხლებზე წიგნი
ჩემს მარტოობას –
კეთილ ჯადოქარს
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 18:38 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორს ჩამოვტოვე მე გრძნობებით აღფრთოვანება,
აღარც დღეები არ ტოვებენ სიხარულს ნამცეცს,
ფარისევლების ღალატისგან მზე ცვალებადობს,
იუდეველთა გარყვნილობა ჭკუიდან მაცდენს...
შეუღებიათ მკვლელებს სისხლით წითლად ხელები
და ცოდვის მორევს აზვირთებენ ოც ვერცხლის ფასად,
საზიზღარ გრძნობებს აჰყოლია ბრბოც გახელებით,
ზენიტზე ასულ მზეს ჩადრს მალე დააფარებენ...
ცას შეაძრწუნებს მწუხრი დღისა, პარასკევისა,
დაუნდობლობის ხელით ქრისტეს გააკრავს ჯვარზე,
პირმოთნე ღიმილს ვხედავ უკვე სისასტიკისას
და ის მიკლაკნავს გზას გველივით დიდი ჯვარცმისკენ...
...ვერა...ნურასდროს ნუ იფიქრებთ, დამიყოლიოთ,
ვერ დაამარცხებთ ღვთის სიცოცხლეს ეკლით დაკაწრულს,
სიკეთის ღმერთის ხმის ჩახშობას ტყუილად ცდილობთ,
თქვენვე ინანებთ, თქვენს საქციელს ოდესმე მზაკვრულს...
ქრისტეს წამებით სისხლით მორწყულ მკვლელთა ასპარეზს,
აღდგომის დილა სამუდამოდ გულს ჩაუფერფლავს,
უფალი სხივად დაბრუნდება ცის გარიჟრაჟზე,
მარადიული სიცოცხლისთვის!...დაუსაბამოდ!...
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 18:40 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,პოეტს მკერდით დააქვს სასხლეტმომარჯვებით,
ისე, როგორც ყველას წილი ბედისწერა,
სროლას ვერნაჩვევი მომცრო იარაღი ___
მაჯებს აღარ ძალუძს ხშირად მეტის წერა.
ტკივილს გაუცვალა ყველა იალაღი...
მზიდან მთვარეულის ბოდვის ქვეტექსტების
ფრაზებს ჩაეჭიდა ოდნავ ძირეულებს,
რიგში ჩაქოლვების ___
ათასმეთექვსმეტე,
უმზერს სატრფოს თვალში სხივებს მილეულებს.
მშვიდი განწყობისთვის მერე გარეუბნის,
ტყეს და მთის ფერდობებს ბევრჯერ აგემოვნებს,
ბოლოს სუყველაზე მეტად იმას მადლობს,
გეტყვის არაუშავს,
მე ის მარგებს, რომ მვნებს.
გადაცხოვრებული,
გამოკეთებული,
ხედავს ფანჯრის წინაც ნაგვის ბუნკერია,
ფიქრობს, რომ გამრიგეს არც კი დაუბლანდავს,
მისი სავალი გზა ისე უკერია;
ამბობს გზა მართალსო ყველა ცხონებული,
ყველას მოიგივო ბოლო უწერია :
მსგავსი ფინალი აქვს, მსგავსი სინანული
წასვლის მომლოდინეს, ზე_ა, თუ მწერია...
ალბათ ლიანდაგთან უნდა დაამთავროს,
დაცლა იარაღის, ოღონდ ტაბელურის,
გული ხელნაწერებს მცველად წააფაროს,___
დარჩეს პოეზია კომფორტაბელური."
 
nukriaДата: შაბ, 16.09.2017, 19:53 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბულატ ოკუჯავა

ყველაფერი ბინდის ფარდით დაიბურა
და ფსკერივით მდუმარება აქ ბატონობს,
ნუთუ ჩემთან მობრძანდებით,მე მესტუმრეთ?
თქვენო აღმატებულებავ,ქალბატონო.

აქ შუქია მიბნედილი,ისე მკრთალი
და ჭერიდან წვიმის წყალიც ისე წვეთავს,
თქვენო აღმატებულებავ,ქალბატონო,
აქ საიდან ან როგორღა გაჩნდით,ნეტავ?

თქვენი მოსვლა ალია და ხანძარია,
ვეღარ ვსუნთქავ,მეხუთება სული კვამლში,
აჰ,გეთაყვა,რად შეყოვნდით კარის ზღურბლთან,
რატომ დგახართ,შემობრძანდით შიგნით სახლში.

თქვით ვინა ხართ,ან საიდან აქ მოხვედით?
ოჰ, კაცი ვარ,სასაცილო,ხომ მიყურებთ...
იქნებ კარი შეგეშალათ,იქნებ ქუჩა,
ანდა,სულაც ქალაქი და საუკუნე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость