ვასილ ბესელია - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: შაბ, 09.03.2013, 02:13 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შენი ნებით
უარყავ ღმერთი,

შენ ბედი დაგყვა რადგან ასეთი...
დარჩები მარტო,
დარჩები ერთი,
ან მარტო ერთი მეათასედი;
მე უგზო-უკვლო
მოგზაურს ვგავარ
ჩემი ცხოვრების აბლაბუდებით...
მე შენგან,
როგორც სახლიდან, გავალ
და მერე სახლში არ დავბრუნდები..
 
nukriaДата: სამ, 07.05.2013, 19:09 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ღამე სულივით
მიმყვა დილამდი,
ჩაიწვა მერე -ცოდვის კარავი...
იყო სასახლე
სავსე ვივალდით,
და ქალი იყო-
როგორც არავინ...

გარეთ იცდიდა ჰავა ნოტიო,
და მრუმე ცაზე უფრო მკაცრი ცა,
წავიდა ქალი
და მელოდიამ
შიშველი ნერვის სიმი გაცრიცა;

და პიჩიკატოს
აკენკილ ანბანს
შეაშრა ცრემლის
მლაშე ცდუნება...
და ის გზა დარჩა,
რომლითაც, ალბათ,
არც წასვლა ღირდა,
არც - დაბრუნება...
 
nukriaДата: ხუთ, 13.06.2013, 03:45 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

აღარც სხვისი
აღარა ხარ აწი,

მწარედ მისდევ ბედისწერის ხარხარს,
არ შეადგენ
შენ არავის ნაწილს,
ესე იგი,
აღარც მთელი არ ხარ.
მე კი ეშმა
იღბალივით მდევდა
და გავყევი
ნისლებიან მიმწუხრს,
ახლა მშვიდად მოგიყვები სევდას,
მშვიდად გეტყვი-
გული როგორ მიწუხს;
შეგაგებებ
შენელებულ მაჯას,
ჟრუანტელი ჩავლილია უკვე,
ახლა ორი
პარასკევი დარჩა
და ყველა დღეს დაერქმევა უქმე.
 
nukriaДата: სამ, 25.06.2013, 13:21 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...“
გალაკტიონი

„რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა...“
ლადო

„ახლა თბილისში გამარონია...“
მუხრანი

სხვა ხალხის
უცხო ჟრიამული და
სხვა დრო -
ქაოსის სხვა ჰარმონია,
აღარც -
პროსპექტზე სიარული და
აღარც-
თბილისში გამარონია...

მე ვინა -
რუსთველს არ ჯერდებიან,
შემოვრჩი აწმყოს
როგორც ნაცემი...
ლაღიძის წყლებთან
არ ჩერდებიან
დარბაისელი
ლექსის კაცები...

ვის ენაღვლება -
მე რა მგონია,
სიმწრისგან ლამის
მუხლზე დავეცე...
...ეეეჰ, იმ თბილისში
გამარონია,
ამ თბილისში რომ
თბილისს დავეძებ!...
 
nukriaДата: შაბ, 29.06.2013, 01:00 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
60

ათასჯერ ამცდა
სიკვდილის ცელი,
და ვიდრე ჭიის
გავხდები სარჩო,
ჩავაწყვე სკივრში
60 წელი,
რომ ხსოვნის შხამი
წვეთ-წვეთად ვხარჯო.

წინ ისევ ისე
ის წლები მიბღვერს -
რაც თითო-თითოდ
60-ჯერ ახდა,
რამაც შემყარა
პიტალო ნიღბებს,
რამაც 60-ჯერ
დამტოვა სახტად.

გავიტან აწიც
ორიოდ კვირას,
სხვაგვარი გზა და
ხსნა მაინც არ ჩანს.
ნეტა იმ 60-ს,
რაც მაგან მტკვირა,
მაცოდვილა და
ტყუილად მხარჯა!

რაც გაიყოლა
ბუბუნი მუხის,
დააშრო მზე და
ოცნების ჭები....
....და მაინც, ერთხანს
დარჩენა თუ ღირს,
იმ 60 წლის
იმედად ვრჩები!
 
nukriaДата: კვ, 28.07.2013, 01:55 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინც მოთმინების ფიალას მივსებს -
მოუთმენლობის მოთმენას მმატებს...
მე ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს,
მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს.

ეს განცვიფრებაც უკვე ძველია
და სულში ხსოვნის სიმძიმეს გარევს,
მივდივარ - სადაც არ მიმელიან,
სადაც არასდროს მიღებენ კარებს;

გაურკვეველი მიმყვება ბზარი,
გემო მარილის და მკვახე ხურმის,
ავაწრიალებ სიმშვიდეს ზარით,
მაგრამ არავინ აიღებს ყურმილს;

დრო მწარედ მიდის და სისხლს მიჩერებს -
ცალკე მიწყვია ხორცი და ძვალი,
რაც მჯერა ის რომ არ დავიჯერო,
რაც რომ არ მჯერა - ვიჯერებ ძალით.

გაცვდა ნერვი და გაცვდა ფართალი,
ვლოღნი გამხმარი ოცნების ყუას,
არავინაა რადგან მართალი -
ერთი ფასი აქვს მართალს და მტყუანს.

მე ალბათ იღბლის ღიმილზე ამცრეს,
დამაწყდა თვალი, დამძიმდა ბაგე,
ვაგებდი რადგან ფუტურო ტაძრებს,
დავბერდი ახლა და პასუხს ვაგებ.

პასუხი უნდა გზებსა და ნისლებს,
წვიმიან მაისს, თოვლსა და ფანტელს...
...და ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს,
მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს.
 
nukriaДата: კვ, 18.08.2013, 14:40 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მადლობის ლექსი

ამ არეული
და უამინდო
დღეების გარდა
რა მაბადია ...
მადლობელი ვარ -
ვინც არ დამინდო,
ვინც არ დავინდე
და მაპატია.
ვინც ჩემს ფიქრში და
ცრემლში ერია,
როგორც ქალი და
როგორც არტისტი;
სიყვარულით რომ 
ვერ მოვერიე,
მადლობელი ვარ
იმ ღალატისთვის.
ვინც მიწამლა და
მიუებარა
და ჩემს უაზრო
ტკივილს მიება ...
ვმადლობ,
ვინც დაღლილ
თვალს მიეფარა.
ვინც გულში ჩამრჩა
არითმიებად.
მადლობელი ვარ -
ვინც მიუვალად
დარჩა და 
არც სხვა
აღარ ეძება ...
მადლობელი ვარ -
ვინც მიუარა,
ვინც მომეხუტა
და მომეწება ...
და შენც 
სიცოცხლევ,
ხან რომ ავდები,
ხან სასოების დგახარ თავდებად ...
მადლობელი ვარ -
მე რომ ვთავდები
და სიყვარული რომ არ თავდება.
რომ რაც შემეძლო,
კბილით გიცავდი,
(აწ არ ღირს -
გრიგალს ფრთა რომ ვატოლო!)
ახლა ბებერ თავს
გიხრი მიწამდი - 
მადლობელი ვარ
ჩემო ბატონო!
მადლობელი ვარ
შენიც უფალო,
(ხატებს მირონი
ისევ რაკი სდის)
რომ არ დამინდე
ამ სულ უბრალო
სიმდიდრისა და
სიღატაკისთვის
 
nukriaДата: ორ, 19.08.2013, 01:02 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შაშვი
 
იმნაირს გალობს,
დამბურძგლა ტანში,
ამაცერცეტა დილაადრიან ...
ამ შაშვს რომ ახლა
დავუკრა ტაში
შვილიშვილები
გიჟად ჩამთვლიან.
ახლა ორივეს
იღბალი გვწყალობს,
(აწყდება გულზე
ღამეს ღილები ...)
ზის ტოტზე შაშვი
და ჩემთვის გალობს,
მე მისთვის
ამ ლექსს ვეჯახირები ...
ზის და ღმერთივით
დილას ათენებს,
მზის,
ჰანგისა და
ცისკრის ლობისტი ...
და სულ არ ჩივის,
ეს მერამდენე,
ლექსს რომ უწერენ
ამ გალობისთვის...
 
nukriaДата: ორ, 09.09.2013, 21:08 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელვა შეგფენია თმაში,
ხმაში შეგპარვია დაღლა,

ისე მჭირდებოდი მაშინ-
როგორც არ მჭირდები ახლა.

მიაქვს მიტოვებულ ჩვენს 
გზებს სუნი გალეული საპნის,
შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს
ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.

როგორც გატეხილი ღილი,
აწმყო დაკარგვია წარსულს,
ვითმენ ირონიულ ღიმილს,
იოდს-იარაზე წასმულს.

რაც წლებს ქარიშხლიან რიგში
მიმქრალ მაჯასავით უცემს-
ჩემი ბედისწერის წიგნში
ვეძებ ამოსახევ ფურცელს...

შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,
დარჩა დატუქსული ბავშვი...
როგორც არ მჭირდები ახლა-
ისე მჭირდებოდი მაშინ...
 
nukriaДата: სამ, 24.09.2013, 16:21 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნება სჯობდა
სულაც არ მეთქვა,
როს ყვავ-ყორნების ვარ ასაქშევად,
თქვენდამი ჩემში
სხივი რომ ფეთქავს...
...ამ დღეში ვარ და
ამ ასაკში ვარ.
თქვენთან ვარდების 
მოტანა მსურდა,
ისე მარტივად, ისე ფაქიზად,
რომ სიფაქიზემ გამყარა სულთან
და სიმარტივემ
ვერ გამაქეზა...
თქვენ-
ასკეტივით ღვთისგან ძლეული,
მე-
ცოდვილი და დიდი ბავშვი ვარ...
ვარ ასე მშვიდი
და დაბნეული...
...ამ დღეში ვარ და
ამ ამბავში ვარ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость