ვასილ ბესელია - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: შაბ, 28.09.2013, 22:31 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მასვენებდა შენი თვალები
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით
ჩემი ერთგული საიქიოდან.

ასე დათმენით მღვიმის წიაღში
თუ ყვავილობენ სტალაგმიტები,
ასე სათუთად ეკლესიაში,
ეფერებიან სანთლებს თითები...

ასე მორწმუნეს ღმერთის რისხვაში
ელდა აიტანს სულის წახდენის,
ასე კვდებიან, ალბათ, სიზმარში
და ეშინიათ სიზმრის ახდენის...

ასე სიმართლეს ქვაზე დარგავენ,
ღალატიც, ალბათ, ასე იწყება,
ასე საკუთარ თავს თუ კარგავენ
და პოულობენ თავდავიწყებას...

არ მასვენებდა შენი თვალები 
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით
ჩემი ერთგული საიქიოდან...

მე მომიყვანა შენთან ბილიკმა,
მე მაინც, მხოლოდ მგზავრი ვიყავი...
...წაკითხულია ყველა ბილინგვა,
ამოხსნილია ყველა იგავი!
 
nukriaДата: კვ, 13.10.2013, 14:06 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან სხვა გზით რატომ წამიყვანდა
ცხოვრების უღვთო კალამბური,

მახსოვს, ოდესღაც ცა მიყვარდა
ელვის ზიგზაგით გალამბული...

ვერ იქნა,ვერვინ მაცოდინა
არცოდნა რისი ვერ ეგება,
წლებს,
ამდენ ნატკენ-ნაცოდვილარს
წამები საით ერეკება.

(ცოტა ხნით მაინც დაგეცადათ,
რამ გადაგრიათ თქვენც-წამებო...
...სიზმრის სამეფო დამექცა და
ერთ ცხენში ვაძლევ მთელს სამეფოს)

ცუდად ამიხდა შენაპირი,
გულს არაფერი უხარია,
ახლა შავია ყველაფერი
და შავზე უფრო მწუხარეა.

ახლა ბარდივით ამიყვავდა
შიში-
ჩიტივით განაბული,
მახსოვს, ოდესღაც ცა მიყვარდა
ელვის ზიგზაგით გალამბული.

დასრულდა წვიმის მელოდია,
ცა დარჩა ღრუბლის ახალუხით...
...ერთი მელოდია მელოდება
ფიცარზე ბელტების რახარუხით...

გაცემულია გასაცემი,
აწი არარა შეიცვლება,
აღარც გზა დარჩა გასაქცევი,
აღარც
დარჩენა შეიძლება.
 
nukriaДата: ორ, 14.10.2013, 20:49 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ მოხვედი
ცრემლის რეცეპტით,
მე 
იმ ცრემლითაც ვერ შეგეწიე...
ისე გიპოვნე,
რომ არ გეძებდი,
და რომ გიპოვნე -
მერე გეძიე.

მერე არ მეყო 
სამყაროს კიდე -
გულის სისხლით და
ლექსით გარჩინე...
სხვა რაღა მექნა,
დაგკარგე კიდეც,
მაგრამ მაინც ვერ
აღმოგაჩინე!
 
nukriaДата: ორ, 11.11.2013, 03:30 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის გზა ულევი -
თვალს და ხელს შუა

როცა დრო გავა...
ნაირნაირი გაზაფხულები
გამომელია დაუზოგავად!

და შევრჩი ასე
ბუზღუნა ავდარს,
და გავცდი მირაჟს:
-"რა მომერევა!"
ახლა პურივით
ვიზოგავ ზამთარს,
სანამ ზამთარიც
გამომელევა!
 
nukriaДата: ორ, 11.11.2013, 19:39 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

აღარ ყოფილა
ის გზა ულევი -
თვალს და ხელს შუა
როცა დრო გავა...
ნაირნაირი გაზაფხულები
გამომელია დაუზოგავად!

და შევრჩი ასე
ბუზღუნა ავდარს,
და გავცდი მირაჟს:
-"რა მომერევა!"
ახლა პურივით
ვიზოგავ ზამთარს,
სანამ ზამთარიც
გამომელევა!
 
nukriaДата: ორ, 18.11.2013, 01:06 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...ერთნაირად
გული თუ დაწყვეტიათ

სიკვდილის წინ
ტატოსა და გოეთეს...
...სიმარტოვე პოეტების ბედია,
ოღონდ,
მარტო ნუ დატოვებთ პოეტებს.

...იმ ერთს ერთხელ,
თურმე, ფრთებიც დასჭირდა,
ვით პატრონი,
ვით სივრცე
და მაჯამა...
...გადმოგვხედა მერე
ღია ფანჯრიდან,
გადმოგვხედა და...
სირცხვილი გვაჭამა...
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 22:33 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან...

გალაკტიონი

დუმს განწირული სულის ხავილი,
ძლივს გაგაქვს ტანი ეკლესიიდან...
ამ შემოდგომის
ფერმკრთალ ყვავილებს
შენ დიდებასთან ვეღარ მიიტან.

თუ ფინჩხა ბედიც არ შეგეწია,
დაგახრჩობს ლექსის კაცის აურა,
სულ რომ ეძებდი რითმას პეწიანს-
არ ღირებულა თურმე შაურად.

თუ მიწას მაინც ვერ დაეხსნები,
ფუჭია გედგას ცაში კარავი...
არ იწერება ახლა ლექსები,
არც წამკითხავი არ ჩანს არავინ.

ამოხდილი გაქვს სული ხორციდან
და თავში უზის სათქმელს წერტილი...
ამ როკვიდან და ამ ხორხორციდან
შეგრჩა ქვეყანა...
ლექსდაწრეტილი.

"კარდიოლექსები"
 
nukriaДата: ორ, 25.11.2013, 18:44 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი დედას

ცოცხლობ ისევ, ჩემო ბებრუხანავ?
ვცოცხლობ მეც და შორით სალამს ვბედავ!
დაადნება ქოხს საღამოხანის
ენითუთქმელ მონატრების სევდა...

მწერენ მე, რომ შენ, კაეშნით სავსე,
რომ დამალო უჩემობის შხამი,
თურმე ხშირად დაფარფატებ გზაზე
ჩამოძენძილ, ძველი მოსასხამით;

და მიმწუხრის ცისფერ ბინდში გზარავს,
ერთადერთი მოჩვენება ქუში,
თითქოს დუქნის მყრალი ლოთბაზარა
ფინურ ბებუთს შემატოვებს გულში.

შენ ბედითი ხილვა დაგმე დედი,
ყურს ნუ უგდებ ჩემს მთვარეულ ბოდვებს,
მე არ დამყვა ლოთის მწარე ბედი,
შენ ვერ გნახო, ისე სადმე მოვკვდე.

შენეული მადლი კიდევ მათბობს,
გულს სანუკვარ ოცნებებით ვივსებ,
რომ ბოგანო სულის წეწვა დავთმო
და ჩვენს ფაცხას დავუბრუნდე ისევ.

როცა ბაღი ტოტებს თეთრად გაშლის,
მოვალ შენი გაზაფხულის წილად,
შენ სისხამ არ გამაღვიძო მაშინ,
როგორც ერთდროს, როგორც 8 წლის წინათ.

ნუ დამიფრთხობ იმ ზმანებებს ახლა,
რაც წალეკა უიღბლობამ მეტმა,
მე დამცადა ნაადრევმა დაღლამ
და დანაკარგს შემარიგა ბედმა.

ნურც ლოცვას ნუ შემასწავლი დედი,
ძველს მაინც ვერ მოაბრუნებ უკან,
შენ ხარ ჩემი სასოების წვეთი
და ჩემს თვალებს ემატები შუქად.

ფიქრი დათმე, ჭმუნვარებით სავსე,
ნუ ევნები მონატრების შხამით,
ასე ხშირად ნუ ფარფატებ გზაზე,
ჩამოძენძილ, ძველი მოსასხამით.

ესენინი
 
nukriaДата: სამ, 26.11.2013, 01:02 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სერგეი ესენინი

სპარსული მოტივები


* * *

ხოროსანში, სად დახშულა კარი
და ვარდების ცეცხლში იწვის ზღურბლი,
ცხოვრობს ფიქრის ანაბარა ქალი;
ხოროსანში, სად დახშულა კარი...
ვერ შევაღე იქ კარები უფლის.

მოზღვავდება თუმც მკლავებში ძალა,
და ქოჩორში მზე ბაჯაღლოს გარევს,
ქალი ხმაში სილაჟვარდეს მალავს,
მოზღვავდება თუმც მკლავებში ძალა,
ვერ შევბედე იმ სამოთხის კარებს.

ვის ვუნდივარ მიჯნურად და შმაგად,
ვის უმღერის კვნესა ჩემი ქნარის,
თუ ეჭვებით ვერ ავანთე შაგა,
ვერ გავნხმენი საოცნებო კარი,
ვის ვუნდივარ მიჯნურად და შმაგად.

რუსეთს უნდა მივაშურო აწი,
ჰე, სპარსეთო, შეგელიო უნდა,
ისე გტოვებ, სიჭაბუკის ნაწილს,
სამშობლოს რომ ვშორდებოდე თუნდაც....
რუსეთს უნდა მივაშურო აწი.

გეთხოვები ქალავ, დაშვრა მაჯა,
ვერ განვნხმენი საოცნებო კარი,
შენ მიმყვები ულამაზეს ტანჯვად,
შენ გიპოვის ჩემი წმინდა ქნარი,
გეთხოვები ქალავ, დაშვრა მაჯა.

თარგმნა ვასილ ბესელიამ
 
nukriaДата: სამ, 03.12.2013, 00:13 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვასილ ბესელია

*** 
სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია,
(სხვა არაფერი არც მაბადია),

თუ კი რამ ცოდვა ჩამიდენია
ალბათ იმიტომ-რომ მაპატიო...

იმ ტკივილს ახლა ვინ გამიგონებს,
ან ლოცვას-ღმერთს რომ შევახვეწებდი...
შენ მაპატიე-რომ ვერ გიპოვე,
არ მაპატიო-რომ არ გეძებდი...

ახლა მე შენთან წუთებს მითვლიან,
ცოტაც და სულიც გამომეცლება...
და კაცმა რომ თქვას-როგორც იტყვიან
მე შენთან ალბათ არც მომესვლება...

არც რას გიმხელდი, არც გიმალავდი,
ჩემთვის ვცოცხლობდი, ჩემთვის ვკვდებოდი,
შენ მაპატიე ყველა ღალატი...
...მე რა ვიცოდი, თუ შეგხვდებოდი...

რონა ბუბუტეიშვილი

N-ს

მე გაპატიებ, რომ ვერ მიპოვე,
არ გაპატიებ, რომ არ მეძებდი,

შენკენ სავალი ვერ გავიფონე,
გააპრილებას როგორ შევძლებდი.

მე მომიტევე, ვერ გითხარ რაიც,
დავტოვე გული დარდის სამიზნედ,
მე მომიტევე, რომ ერთხელ მაინც
ჩემი თვალები ვერ დაგასიზმრე.

ყველა ოცნება ცრემლებით დალბა,
რომ ნახო - მშვიდად გვერდს ვერ აუვლი,
ეს შენი ბრალი ცოტაა ალბათ,
ჩემი ბევრია დანაშაული.

და გელოდები... ამ ქარბორიას
დავყვები შენი სუნთქვის მძებნელი,
ასე ახლოა და თან შორია
ტაძრიდან ცათა სასუფეველი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость