ტარიელ ჭანტურია - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:08 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიაზ დიასამიძის ეპიტაფია

შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი,
შხამიანი კაცის გამოცნობა - არა.
გამოვწურე სხეულს
სულის ძელგი ღვინო,
და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა...


* * *
ცხოვრება ჩემი
აფთიაქის სასწორზე ავწონე,
და ისე კნინი გამოვიდა -
მუშტარი შემეცოდა...


* * *
აქამდე არვის არ ენახა
მის თვალზე ცრემლი:
მოულოდნელი მისი კურცხალი
ჰგავდა ასფალტზე ამოსულ ბალახს...


* * *
დაედო წინ არწივის ფრთები,
და ბეღურების ფრთების გამოჭრას ლამობდა...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:08 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ღმერთს სასიკვდილო განაჩენი
ჯერ ერთხელაც არ შეუცვლია,
არადა, ალბათ შეუძლია!
შენ როგორ ფიქრობ, შეუძლია?
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:12 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- რა ხანია, ვეღარ წერენ ლექსს პოეტები!
- პოეტები?
- მაპატიეთ! - ექს-პოეტები!
ლამის ჩაქრნენ სექს-ბომბებიც, სექს-გოგოებიც!
- გოგოები?
- მაპატიეთ! - ექს-გოგოები!
თუ დაღუპავს, ლექსს დაღუპავს ეგ სილამაზე!
- სილამაზე?
- მაპატიეთ! - ექს-სილამაზე!
და, იცით რა? - ეს ბავშვური ექს-ექსპერიმენტი
და რითმების ექსორია! ვერაფერი მეტი!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:14 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ლექსი, დაწყებული
გალაკტიონ ტაბიძით

და დამთავრებული
უკანასკნელ ტაპისტით
ორ სიმაღლეს უმღერის:
სიყვარულს და სიკვდილს.
მიყვარს სიყვარული და
მიყვარს ალერსი ღვთის...

ცხოვრება კი - თეატრი
კუნაპეტი სცენა!
სილუეტი რამპასთან
ავი ბედისწერა!
ქალიც - წაგებულია,
კაციც - წაგებული,
და ბიბინებს საფლავი,
კოხტად დაგებული...
(სახლი? - აგებული.
ფული? - აგე, ფული!
მაინც: ბედისწერის წინ
ფეხქვეშ გაგებულნი...).

დიდი სოლდის პატრონიც
და საწყალი ტაპისტიც,
ბრალი კია - ყველანი
ერთნაირად დამიწდით!
მეც ჩამოვალ! თქვენ კი,
სხვა რა გზა გაქვთ! - დამიცდით.
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:16 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ - ვეზირია,
ვინ - ხელმწიფეა,
ვინ - ჰოპლიტია,
ვინ - სარდალია!

ვინ რა წაიღო
ამ დალოცვილი
ქვეყნიდან ერთი -
ვინც არ დალია!

ვთქვათ, ვინც დალია, არის სულელი,
და ჭკვიანია, ვინც არ დალია!
ასი წლის წინ რომ ჭკვიანი ხალხი
ცხოვრობდა - ბრძანე, თქვი, სად არიან!

სვამს, რა თქმა უნდა, ვინც ჭკვიანია!
სვამს არანაკლებ, ვინც აბდალია!
ვთქვათ, ვერაფერი წაიღო მსმელმა! -
მან რა წაიღო, ვინც არ დალია!

ვინც დღეს არა სვამს, ალბათ იმიტომ,
რომ დასალევი - წინათ დალია!
როგორ არ დალევ, როდესაც ქვეყნად
ქვეყნის ხიხვი და წინანდალია!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:17 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ზოგი არის უნიჭო!
ზოგი არის უგულო!

ზოგი არის უზნეო!
მარტო მე ვარ უფულო!

რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირს,
გეკადრება? - სოფელო:
ქვეყნის უსინდისოა
მარტო მე ვარ უფულო!

ვის სმენია, სად თქმულა,
ვის უნახავს, უფალო:
ოცდაცამეტ პოეტში
მარტო მე ვარ უფულო!

როგორც ქალი უკაცოდ,
როგორც ხარი უფუროდ,
ან ბოლოკი უფესვოდ
მარტო მე ვარ უფულოდ„

როგორც მწვადი - უღვინოდ,
როგორც ყველი - უპუროდ,
როგორც ხაში - უნივროდ
მარტო მე ვარ უფულოდ!

ზოგი არის სუ თავში,
ზოგი არის სუ ბოლო!
ზოგი არსად არ არის!
მარტო მე ვარ უფულო!

არამწეველს - სწორია? -
სულ ცხვირწინ უფუილო:
გრიალებენ ჩემს გვერდით!
მარტო მე ვარ უფულო!

თუმცა... იყოს სიცოცხლე
უხინჯო და უბოლოო,
და თუნდ მარტო მე ვიყო,
როგორცა ვარ - უფულო!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:20 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუბლში ტყვია არ მიირტყა, საწამლავიც არ დალია;
თუმც წააგო ომი - თვითონ მოგებული სარდალია!

ძმები სულ იქ ჩაიხოცნენ... მოგებული სარდალი კი
შინ დაბრუნდა ბრილიანტით, ბროლით, ლალით,
სერდოლიკით...
ალდაკრული ალმასები, ლამის კაკლის ოდენები...
დაუმატეთ ახლა ამას უმაღლესი ორდენები!

ეგ ვიცოდე, ნეტავ ღმერთი რატომ აჩენს ასეთ კაცებს!
ამათ ისევ ის არ ჯობდა? - გოთვერანი სააკაძე!..
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:20 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„აქ, ორ ზღვას შუა, ლამაზი
ვეფხვის ტყავი რომ აგია
ვეფხისტყაოსნის დედანი,
თქვენ რომ ეძებდით - აგია...

ხომ აქვთ შენს შვილებს, სამშობლოვ,
ახლა მიზეზი აღრენის:
მათ - ვეფხის ტყავი ეგონეთ,
შენ კი ყოფილხარ... შაგრენის!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:23 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარია კალასი
(ლექსპრომტი კონცერტის მოსმენისას)

კალასი - მომღერალი
კალასალური ძალის:
დედა, მიჯნური, შვილი,
დაი, მეუღლე, რძალი!
კაბა უხდება ჭრელი,
როგორც ხევსურის ქალას!
მე ახლა ვუსმენ კალასს -
კონცერტს, ასე ვთქვათ, გალას!

ტალანტს - ბაჯაღლოს, ხალასს
მშვენიერებას, ძალას,
რომ ეფინება სხივად
ათას გაჭედილ ზალას!
თვით ონასისი თვლიდა
მის ხერხემალზე მალას...

. . .
მიყვარს კალასი მარი...
მე - არ ვუყვარვარ კალასს...


ბოლოს და ბოლოს, როგორც
იქნა, გაგორდა წყვილი!

ჰგავდა შობა წყვილის დასმას -
გაჩნდა ტყუპი! - გაჩნდა და-ძმა!
გაიხარა ქალმა, კაცმა!
ბარეორმა! ბარეასმა!

გუშინდელს და გუშინწინდელს
დღევანდელმა დღემ აჯობა:
ჰგავდა წყვილის გაგორებას
ჩემს ეზოში ტყუპის შობა!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:24 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართული სისხლი, ქართული ღვინოებივით ძველი,
სარქველახდილი გულებით ახალ შევსებას ელის.
მომილოცნია, ბარნაბას ბიჭო, ღმერთივით გოგო!
მომილოცნია, ბარნაბას გოგოვ, ახალი წელი!

ქართული ღვინო. ქართული მოძახილივით ძველი,
სულ მუდამ უცხო სტუმარს და უცხო სასმისებს ელის.
ჩვენი სამშობლო ეს არის - ჭიამაიას ტოლი!
ჩემი საფლავი ეგერ - - ვეება საწნახელი!

მედეას ცრემლი - კოლხეთის ჭაობებივით ძველი -
კოლხური, მხოლოდ კოლხური მზით ამოშრობას ელის!
მომილოცნია, ნიკუშა, შენი მეშვიდე შვილი,
და შენი ნაბოლარასთვის - ძველით ახალი წელი!

ხელი დავითის - მონასტრით დამძიმებული ხელი!
ძელი ცხოველი! - უკვდავი და ულპოლველი ძელი!
დეკემბრის თოვლი, წაშლილი იანვრის თბილი თოვლით,
და თოვლში - სიხარულები: ძველით ახალი წელი!

არ დაგლეოდეს არასდროს მეკვლე და მომლოცველი!
ქართველი ქალის თვალები - ქართული ცრემლით სველი!
იყოს ის ცრემლი მხოლოდღა ბედნიერების შვილი!
მომილოცნია, კატინა, ძველით ახალი წელი!
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость