ტარიელ ჭანტურია - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:40 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელრთვა; ი. გრი... (იოსებ გრიშაშვილი)

ი. გრიშაშვილი. ი. გრიშაშვილი. ი. გრიშაშვილი. ი. გრი...
თამაშობანი გრიშაშვილისა ძველტფილისური - „იგრი

ხაში. ლავაში. ღვინო. მწვადები. დუმა. ყაურმა ჯიგრის...
აშოღლანების დასტა. დასტაში - ლექსის ჰამქარი - ი. გრი...
მხოლოდ დუდუკი, მხოლოდ - ართურმა. ათასში ერთხელ ფიქრი...
სწუხს სუფლიორის ბუდრუგანაში ი. გრიშაშვილი - ი. გრი...

წლები გარბიან. წლები გადიან. ჟამი უგულო მიქრის.
როგორ ჩამქრალა ყოჩი ნაცადი - ი. გრიშაშვილი ი. გრი...

უფრო - ამერი. უფრო - იმერი. ფშაველი. კახი. ეგრი.
კაცი - შიქასტა, კაცი - საარი. ი. გრიშაშვილი. ი. გრი.
ვით მოიძულეს, ვით გაიმეტეს, ვით დაივიწყეს ეგრე
კაცი - ფუტკარი, კაცი - სანთელი, ი. გრიშაშვილი. - ი. გრი...

წევს მთაწმინდაზე, წევს რახანია. თუმც მაქნისია იქ რის...
მაღლაც აზიდეს, დაბლაც დაამხეს ი. გრიშაშვილი, ი. გრი...

სადაც ნიავი ქროდა კოჯრისა, იქ ახლა სხვა ქარი ქრის...
და ქარს არ მოაქვს ხმა აშუღისა
ი. გრიშაშვილის... ი. გრის...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:41 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ერთი. ორი. სამი. ოთხი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი;

ერთი თინა. ხუთი ნანა. ათი ვერა. ოცი ლუბა.
ოცი წელი. ათი კვირა. შვიდი წამი. ორი წუთი.
ცხრა სიზმარი. რვა სიზმარი. რვა მეცხრედი უძილობა.

ტყემლისწვენი - ექვსი ქილა. ფორთოხალი - სამი ყუთი.
რვა მუთაქა. შვიდი ტახტი. ცხრა ბალიში. ოცი ლეიბი.
ოთხი კაშნე. ორი ტუფლი. ერთი პალტო. ასცხრა ქუდი.
ხუთი. ოთხი. სამი. ორი. უძილობა. უძილობა.

ხვალ - უთუოდ. ზეგ - ვერ გეტყვი. მაზეგ? - მაზეგ
უცილობლად...
სამი - მწვანე. სამი - ლურჯი. ორი - კარგი. ორი - ცუდი.
ცხრა მერვედი უძილობა. ოთხი მთელი უძილობა.
გორის ვაშლი - ვაშლის გორა: ტონა. კილო. გრამი. ფუთი.
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:43 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრძელი და მათრობელა, ვით რაველის ბოლერო -
ფოიეში „მზიური”მეც რო გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო...
ჩემს წინ ამოიზიდა მთები, მაგრამ რა მთები!
თვალწინ გადამეშალა ველი, მაგრამ რა ველი!
ბრამსი! მაგრამ - ვაგნერი? მაგრამ - მორის რაველი?
წვიმა წვიმდა ისრისა... ისრით მოისრა ველი...
მე რომ ზოგჯერ მაბრაზებს - ფიქრობს, იბრძვის ის ერი!
გმინავს უვერტიურა ბრძნული „ტანგეიზერის”
მე კი კვამლის სპირალში მაგონდება ბოლერო:
ეს სულ იმის ბრალია, მეც რო გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:44 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეაბილიტიციან

მინდვრის ყვავილიდან - ცისკრის მნათობამდე!
ირმის ბღავილიდან - „ირმის ნახტომამდე!”
სიზმრის ნაპირიდან - სიზმრის ახდომამდე!
ჯვარცმით - აღდგომამდე!
ჯვარცმით - აღდგომამდე!

იჯდა. თამაშობდა. ნუო, დაუშალეს!
კოშკი საოცნებო - წიხლით დაუშალეს!
ტანიტს - იტირეო - თმები გაუშალეს!
ცივი სარეცელი ქვებში გაუშალეს!
ჯვარცმით აღდგომამდე!
ჯვარცმით - აღდგომამდე!..
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:45 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენ დღემუდამ ითვლი ფულს!
მე დღემუდამ ვითვლი პულსს!
მაინც შურით უცქერი
ტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს!
რაც მე მიყვარს - ის შენ გძულს!
რაც შენ გიყვარს - ის მე მძულს!
შენ მხოლოდ ერთს - უვლი ხორცს!
მე მხოლოდ ერთს - ვუვლი სულს!

აი, ახლაც - მე ვთვლი პულსს!
აი, ახლაც - შენ თვლი ფულს!
რა ამღერებს, ვიცოდე,
გალიაში შენს ბულბულს!
რომ მიყურებ განაბულს,
მე პულსს ვითვლი, განა ფულს!
შენს მომავალს ფუტუროს
ვჭვრეტ გასიგრძეგანებულს...
 
nukriaДата: ხუთ, 03.04.2014, 22:13 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალამი სალამს:
ხერთვისს და რუსთავს;

რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს!

ჩვენ ბევრჯერ ვიშვით
და ბევრჯერ მოვკვდით.
და როცა მოვკვდით _
ყოველთვის ვცხონდით!..

სალამი სალამს:
ნინოს და თამარს;
თამარს და ნინოს;
და ისევ - თამარს!

თევდორე ხუცესს;
პაატა რაინდს;
ცხრა ლომგულ ძმას და
არაგველს სამასს!..

ყველანი აქ ვართ!
აქ არის ყველა!
შეხედე: ცოტნეც
მოვარდა ჩორთით!

- საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
ბიჭებო, სწორდით!

დიდება მამულს:
ხერთვისს დარუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს...

საქართველოსთვის
ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,
და როცა მოვკვდით -
ყოველთვის ვცხონდით!..
 
nukriaДата: ხუთ, 08.05.2014, 13:26 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯვარცმა თვრამეტი წელი ინახავდა
ძაძებიანი დედინაცვალი
ომში მოკლული ტუხა მოქიას
ერთადერთ პიჯაკს. ახალმა რძალმა
ბრინჯის ყანაში
გააკრა ჯვარზე საცოლო მაზლის,
უცნობი მაზლის,
ერთადერთი მაზლის ერთადერთი მოსაგონარი - ბეღურების საფრთხობელად... ტარიელ ჭანტურია
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 08:55 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალამი სალამს:
ხერთვისს და რუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს! ჩვენ ბევრჯერ ვიშვით
და ბევრჯერ მოვკვდით.
და როცა მოვკვდით -
ყოველთვის ვცხონდით!.. სალამი სალამს:
ნინოს და თამარს;
თამარს და ნინოს;
და ისევ - თამარს! თევდორე ხუცესს;
პაატა რაინდს;
ცხრა ლომგულ ძმას და
არაგველს სამასს!.. ყველანი აქ ვართ!
აქ არის ყველა!
შეხედე: ცოტნეც
მოვარდა ჩორთით! - საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
ბიჭებო, სწორდით! დიდება მამულს:
ხერთვისს დარუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს... საქართველოსთვის
ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,
და როცა მოვკვდით -
ყოველთვის ვცხონდით!..
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 21:07 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.

ისევ ძველი, ძველი, ძვე...
ისევ თბილი, თბილი, თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა,შენ რომ თქვი.

ისევ ზევით, ზევით, ზე...
ისევ დიდი, დიდი, დი....
ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,
მკერდიდან რომ სისხლი დის....

მაგრამ თინა, თინა, თინ....
შენ მშორდები... თანდათან...
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.

თუმცა, კმარა, კმარა, კმა...
მე კვლავ მინდა, მინდა, მი....
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის.....
 
nukriaДата: ოთხ, 18.06.2014, 00:54 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომა ჩემს ქალაქში ბევრჯერ დაისადგურებს...
შემოდგომა გაათბობს და გაახარებს მათ გულებს,
ვინც მიყვარდა.. შემოდგომას ჯერ _ თბილისი
გაიგებს;
“ ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ
გაიგებს!”
რა კარგია, რა კარგია, თქვენ რომ კარგად იქნებით!
რა ცუდია, რა ცუდია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

ისვრის ვიღაც... და ვიღაცა სულ სისხლით გაითხვრება...
კიდევ ბევრი კაი ბიჭის საფლავი გაითხრება...

და იქნება ტირილი და ცრემლის ღვრა და გოდება!
თქვენ ის შეგეცოდებათ და მე ვერ შემეცოდება!
მე იმ ღამეს საფლავს ჩემსას ლოგინივით დავიგებ,
და თქვენს ტკივილს, წუხილს თქვენსას, ვერაფრით ვერ
გავიგებ...

რა ცუდია, რა ცუდია, თქვენ
რომ ცუდად იქნებით!
რა კარგია, რა კარგია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

საქართველო, ვიცი, ბოლოს ამ ძმათა კვლას მორჩება!
ჭრილობები მოშუშდება .... დედის გული მორჩება...
ლურჯი სუფრა გაიშლება, სადღეგრძელო ითქმება,
რა ხაშლამა შეიჭმება! რა ღვინო დაინთქმება!
მერიქიფე ნიამორებს ფრენით ჩამოარიგებს!
ბატკნებს ააკიკინებენ _ ამ საცოდავ ტარიგებს...
რა კარგია, რა კარგია, თქვენ რომ კარგად იქნებით!
რა ცუდია, რა ცუდია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

რა ცუდია, რა ცუდია! მე ვერაფერს გავიგებ
და
რა კარგია, რა კარგია! – მე ვერაფერს გავიგებ....
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость