ტარიელ ჭანტურია - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: ხუთ, 23.08.2012, 19:51 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდე კაი, ცოცხალი ხარ! _
შრომობ! ომობ! კაი კიდე!

სიღარიბე? ვალი? ქალი? _
მორჩი წუწუნს _ დ ა ი კ ი დ ე!
რა წააგე, რა მოიგე,
რა გაყიდე, რა იყიდე _
საფიქრალი მეტი არ გაქვს? _
გაანებე! _ დ ა ი კ ი დ ე!
რო მისტირი, ვის მისტირი:
`რა დრო იყო! ჰაი გიდი!~
დრო ასეთი, დრო ისეთი! _
დრო ერთია _ დ ა ი კ ი დ ე!


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 23.08.2012, 19:52
 
nukriaДата: პარ, 24.08.2012, 14:54 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...გინდ კეისარი იყავ,
გინდ - სიამაყე კორსიკის
-
სიკვდილის საქმე ყველა -
წყდება დახურულ კარს იქით...

ვწუხვართ. დავეძებთ. ვფიქრობთ...
იდუმალების არსი კი
გახლავთ იმაში სწორედ,
რომ საქმე წყდება კარს იქით...

ჩვენ - ტრაგედიას ვუმზერთ...
გულისმომკვლელი ფარსი კი
იქ თამაშდება, იქ -
სადღაც... დახურულ კარს იქით...

ამ დედამიწის იქით,
ამ ვენერას და მარსს იქით -
შორს, უბოლოოდ შორს -
სადღაც, დახურულ კარს იქით...

ვერსად... ვერასდროს... ვერვინ...
ჰო... არც მე... არც შენ... არც იგი...
შორს, უბოლოოდ შორს -
მაგრად ჩაკეტილ კარს იქით...
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:36 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგიერთი - დროს ატარებს

ზოგიერთი - დროს ატარებს,
ზოგიერთებს - დრო გაყავს;
ზოგიერთებს - მერსედესი,
ზოგიერთებს - დროგი ყავს;
ვერაფრით ვერ ამიხსნია
ამ სიცოცხლის კანონი და
ვერაფრით ვერ გამიგია
ამ ცხოვრების ლოგიკა!

დავიჯერო? - სიცოცხლესაც
სადმე ანალოგი ყავს!
ვერც - სიცოცხლის გამიგია,
ვერც - სიკვდილის ლოგიკა...
საფლავს ვერ შევეგუები,
თუმც ცოტათი ლოგინს გავს...
(რა კარგია, თუნდაც ასე -
უნუგეშოდ რო გიყვარს...).

(მოგვეკითხა? მოგვეკითხოს -
ზოგი - ქალს და ზოგი - კაცს:
ძლივს გავიგე სიყვარული -
ერთადერთი ლოგიკა)...

ყველას - პირველ მოსახლეს თუ
უკანასკნელ მოჰიკანს -
როგორც ვაშლებს მათხოვარი -
სულ გზადაგზა მოხიკავს...
წაიყვანს და წაიღებს და
წარეკავს და გაისტუმრებს... -
ვერაფრით ვერ გამიგია
ამ ცხოვრების ლოგიკა...
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:37 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფლის გიჟის სიკვდილი

_ ვარლამიე მომკვდარა!
_ კი-კი! შეთე მომკვდარა!
_ როის, კაცო?
_ ამ დილას!
_ დიდი საქმე მომხდარა!

_ ვარლამიეს გულობიზა
სანამ ცრემლებს დაღვრიდეთ,
გეიხსენეთ, მაგის ბიჭი
რა უღმერთოდ დახვრიტეთ!
გეიხსენეთ, მაგის ცოლს რომ
თავი მოაკვლევინეთ!
საგიჟეში საწყალს ფეხი
თქვენ არ შეადგმევინეთ?
_ ჩვენ გვაბრალებთ ახლა მაგას?
_ კი! მთელ ქალაქს, მთელ სოფელს _
ნათესავებს, ნაცნობს, უცნობს,
მოკეთეს და მეზობელს!
_ ჰოდა, აგერ _ მომკვდარა!
_ სოფლის გიჟი მომკვდარა!
_ ნეტა თვითონ თუ გეიგო?
_ რას გეიგებს, მომკვდარა!

_ ვარლამიე მომკვდარა!
_ დიდი საქმე მომხდარა!
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:40 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე. "ქართლის ცხოვრება". მძევალი

შენც ხომ გევალება, ჩანგო,
ეტრატებში თავი ჩარგო,
შენც იქნიო სხვებთან ერთად
ხმალი!
ხმალი არ ჩააგო!
დღისით _ მცხეთის მეციხოვნე,
ღამით ფანასკერტელი ვარ!
ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი,
ზეგ _ არმაზის კედელი ვარ!
ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით,
ის მწვერვალი აათავა:
ლომი ცოტნე, ლომი დავით
და ბოკვერი _ პაატა ვარ!
მე _ ვიყავი!
მე _ ვიქნები!
მე _ მარადის ვმეორდები!
მძევალი ვარ, და დღე-დღეზე
თავის მოჭრას ველოდები!
და ის მოკვეთილი თავიც
უნდა ეტრატებში ჩარგო!
ჩანგო, დაიხსომე ჩანგო:
ხმალი, ხმალი არ ჩააგო!
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:56 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქეთინაური ქეთის - ქეთი ხერხეულიძეს

ძნელი წარმოსადგენია
სათნოება უკეთესი! -
ყველა ქეთი ერთად ნახონ -
შენ იქნები უ-ქ ე თ ე ს ი!
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:57 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფლის ტაძარს ეწვია?

უფლის ტაძარს ეწვია?
შუბლზე ზეთი იცხო?რო...
აბა რად სურს, უღმერთოს,
უფლის ხარჯზე იცხოვროს!
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 00:58 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთელი სახე მიცინოდა

მთელი სახე მიცინოდა?
რატომ დაგანახე ცერი?
შენ არ გაგეხარდებოდა? -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

სოკრატე და რუსთაველი,
შექსპირი და ავიცენა... -
უკვდავები! მაგრამ მე ხომ
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

მოვრჩი! მორჩა ხურდების თვლა -
ათი წელი... ასი წელი... -
სასწაული! კი-კი! ნაღდი! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

ვერაფერი შეიცვლება
მოშურნეთა ავი ცქერით!
მიხარია! მწყინს კიდევაც -
დღეს სიკვდილზე ავიცერი.

აქეთ - გოგლა ლეონიძე,
და, ცხადია, ტაბიძენი!
იქით... არ ვთქვა? ასეა და! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

სულ იოლად - პურის ჭრისას
თითქო თითი გავიჭერი -
ასე იყო, დამიჯერეთ -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

არ არსებობს ჩემთვის არც დრო,
არც ყველაზე ავი სენი!
მარტო განშორება მტანჯავს -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

თანაც - მარტომ ავიცერი...
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 20:15 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალერსი

როგორ მინდა,მინდა,მი...
ბაგე მარწყვი,მარწყვი,მა...
გაგონება შენი ხმის.
შენი ნაღვლიანი ხმა

ისევ ძველი,ძველი,ძვე...
ისევ თბილი,თბილი,თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა შენ რომ თქვი

ისევ ზევით,ზევით,ზე...
ისევ დიდი,დიდი,დი...
ლურჯი,ლურჯი,ლურჯი მზე...
მკერდიდან რომ სისხლი დის...

მაგრამ თინა,თინა,თინ..
შენ მშორდები თანდათან...
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს!

თუმცა კმარა,კმარა,კმა..
მე კვლავ მინდა,მინდა,მი..
გავიგონო შენი ხმა
და ტკვილი შენი ხმის...
 
nukriaДата: შაბ, 20.10.2012, 02:20 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა. ცა...

გადმოეშვა ცისარტყელა
და უეცრად ცა გაიპო!
სხვა სამშობლო დავინახე -
ზეციური. საკაიფო...

... სახე სახეს, ფიქრი ფიქრებს
და ღრუბელი ღრუბელს მიჰყვა...
რაც მე ამ ცის მეშინია!
მეშინია, მაგრამ... მიყვარს...
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость