ტარიელ ჭანტურია - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:45 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილა უშენოდ

ჯერ არ გასულა წელიც... ჯერ მიწა
შემოტრიალდა
მხოლოდ ორასჯერ!
ყვავილი აფეთქებულ ჭერმისა
ფერი ცისფერი!
ფერი „ორანჟე!
ულამაზესი ცის დასანახად
წყლიდან ამოხტა თეთრი ლიფსიტა...
შენ კი სადა ხარ!
სად!
სად!
სადა ხარ!
მე უშენობა მუდამ მიმძიმდა...
ამოხტა წყლიდან თეთრი ლიფსიტა,
შეძვრა სხივებში და გაიბლანდა.
მდინარის პირას იდგა იზიდა,
ცხრა მახრჩობელა ნაწნავს იბანდა.
მზე უკოცნიდა დაღალულ ხელებს
მშვენიერ თელებს, ცასთან მიკრულებს.
დამაგვიანდა...
რა მოხდა მერე
შენთან... ყოველთვის შენთან მიგულე...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:46 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი აივანი

ვიცი ფერადი შენი საბნები, ვიცი ქათქათა შენი ზეწრები.
უხერხულია, მაგრამ მე ზოგჯერ შენი ტრაპეზის დუმილს ვესწრები.
მე ვიცი, ჩაის როდის დაისხამ, მე ვიცი, კიბეს როდის აივლი,
ან კაბის კალთას როდის აიკრეფ, რომ გადახვეტო მტვერი აივნის.
... და მორჩილების თეთრი დროშები - კვლავ გამოფინე თეთრი ფარდები:
უკვე ჩემი ხარ. აი, ჩემი ხარ.
აი, ჩემთან ხარ. აი, მბარდები...

ეს თამაშია... თორემ ერთმანეთს
ჩვენ არც კი ვიცნობთ,
არც ვესალმებით.
სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ მთლად ერთნაირი ჩვენი
ალმები დღეს ზეიმია!
და ერთმანეთის ოჯახურ ვახშამს ისევ ვესწრებით!
იცოდე მაინც, შენს ნაწნავებსაც რომ გულისხმობენ ჩემი ლექსები...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:46 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სექსებომბი

თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვებისათვსის
ამ ლექსის წაკითხვა არ არის მიზანშეწონილი

თითქოს ფარული კამერისთვის მიღებული პოზით
მიირწეოდა რუსთაველზე ლურჯთვალა ქალი!
ვაიმე ბიჭო, რა გოგოა!
რა დიაცია!

... ასი რენტგენით გაიზარდა რადიაცია!..



* * *
წამომყე, წამო! შენ კი წამით
შეჩერდი, წამო!
ბედნიერების თუნდ ასეთი მარტივის
გამო!
და მოამზადე სარეცელი,
როგორც სამარე
აქვს სიყვარულსაც ნაადრევი
სიკვდილის გემო...

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა,
დავრჩით მარტონი...
ფიქრი ბუხართან, როგორც ბოთლში
ჭიქა მარტინი...
(აქვს სიყვარულსაც ნაადრევი
სიკვდილის გემო...)...
გუზგუზებს გული და ბუხარი,
როგორც მარტენი...

გემუდარები მხოლოდ წამით
შეჩერდი, წამო!
ბედნიერების თუნდ ასეთი მარტივის
გამო...


* * *
სიყვარულიც არღვევს
მოძრაობის წესებს.
შლის დაწყობილ ძარღვებს,
ჭრის ავაზის მყესებს,
დღეს რომ კაშხალს ანგრევს,
ხვალ აშენებს ჰესებს...
სიყვარულიც არღვევს
მოძრაობის წესებს...
უსირცხვილო ხელით,
მოხვეულით წელზე,
არღვევს საყვარელიც
სიყვარულის წესებს...
ფერიც ერთადერთი:
რა თქმა უნდა, მწვანე!
და ჩურჩულებს ღმერთი:
ჩემო... გენაცვალე...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:47 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიდსს

სულ ერთია, ქვეყანა დაქცეულა გინდ ომით,
გინდ შეძენილ იმუნოედეფიციტის სინდრომით!
თუნდაც ძველი აიღეთ: გინდ ათინა, გინდ რომი!
დაიღუპა ორივე რაღაც მსგავსი სინდრომით!
ქალი აღარ ქალობდა, კაცი ვეღარ კაცობდა!
ქალი ქალზე, კაცი კი კაცისათვის გაცოფდა!
ანუ ვნებით კაცისა, ანუ ნებით ზენათი
დაემგვანა ერთმანეთს აბანო და სენატი!

სოხუმში ვარ! პალმის ქვეშ ვაჭახუნებთ დომინოს!
თანაც სინაფს მივირთმევ! ვებრძვი „ავიტამინოზს!”
ჭორად თქვესო, გაგამ თქვა, გადადისო კოღოთი!
აბსურდია! გადადის შ ი დ ს ი მხოლოდ გოგოთი!
მხოლოდ ცბიერ ღიმილით, მხოლოდ ცქერით თვალებში!
მხოლოდ ცხელი კოცნებით! მხოლოდ ცხელი ალერსით!
(თანაც კდემით ერთბაშად თავი არ ჩაქინდროს!
თავხედი აქვს ბუნება ტკბილ საწამლავს სინდრომს!).
შრიალებენ: შიდს!
შიშინებენ: შიდს!
უხეთქავენ გულს!
შეყვარებულ ჩიტს!
წვავენ ბოლო ხიდს!
სიყვარულის ხიდს!
ფერს უცვლიან ცას
ზღაპარს, სიზმარს, მითს...
პარიზშიაც თურმე! მოუსმინეთ გიდს!
რომისკენაც იშვერს ქალბატონი თითს!
ლონდონშიაც ველით თურმე საფრთხეს დიდს!
ბალიშები თურმე ასხივებენ შიდსს!
თვითონ ბოზი მამა შვილებს უქნევს თითს:
გადადისო თურმე პირველივე ცდით...

რას გვაბრუნვებს, რა უნდა, რას გვაწვალებს სოფელი
გვასმევს შხამს და საწამლავს ადელფანს და კლოფელინს...
მაგრამ სოფელს შიდსისთვის ჯერ არა აქვს წამალი
ვეღარ ყივის ღობეზე შემომჯდარი მამალი!
გინდ ჩხავერით დამთვრალხარ, გინდ შარტრეზით, გინდ რომით!
გინდა ომში მომკვდარხარ, გინდ შეძენილ სინდრომით!
თუნდაც ძველი აიღეთ: გინდ ათინა, გინდ რომი!
დაიღუპა ორივე რაღაც მსგავსი სინდრომით!
ვენაშიაც, თურმე!
მოუსმინეთ გიდს!
მცხეთისკენაც იშვერს
ქალბატონი თითს!
ბალიშები თურმე
ასხივებენ შიდსს!
ვინ აღადგენს დაშლილს
სიყვარულის ხიდს!
მალვა უნდა სიყვარულს! არა საჯაროობა!
გეტყვი, საჯაროობის იყოს საჭიროება!
ხომ მოასწრო საწყალმა სეფემ დაბარება!
მალვა უნდა სიყვარულს, კაბას ჩაფარება!
ეს რა ხდება, ძვირფასო! გვეშინოდეს ქალისაც?
რა საოცარ მხარეში მოვხვდით, ჩემო ალისა!
ვინ რას გეტყვის, გადადის იქნებ ბურატინოთი!
ვაი, ჩემო ასმათ და უი, დაო თინათინ!
თუმცა... ვინ აკვირდება ქალთან ალერსის დროს
ღრუბელს რადიაციულს ან შეძენილ სინდრომს...
ვმართავთ ოკეანეზე უუცისფრეს ტელეხიდს:
ვსხედვართ გაღმაეგამოღმა! - ვსვრით ერთმანეთს ტალახით!
გადავალ და გადმოვალ უუცისფრეს ხიდს,
მაგრამ სად დავემალო ფიქრს მოწამლულს შ ი დ ს ს...
...და სპარსეთის ყურეშიც ას ავიამზიდს
მიაქვს თეთრი ბაცილა, ერთადერთი შ ი დ ს ს...
შიშმა დაისადგურა თუ... დაიეატომეელსადგურა!
გადავდივართ! კიეკი! ნაღდად საუკუნის ხიდზე!
პოეტს, ჩემზე იმედიანს, ვერ იპოვი ვერსად, გურა”
არც ატომის მეშინია, არც ოხერი შიდსის...
ეშმაკს სისხლი სწყურია ასეთი აქვს რაციონი!
ქარი მაგნიტურია, წვიმა რადიაციული!
ფიქრი დაუსაბამოა, დარდიც დაუსაბამო!
მოწყენილი საღამოა, იქნებ ბოლო საღამო!
წყალი ფეკალურია, ფიქრი არამქვეყნიური...
მაინც მასთან გვწყურია, მაინც მისი სული გვსურის...
ღმერთებს ცრემლიც სწყურიათ! ამგვარი აქვთ რაციონი!
ბრიზი მაგნიტურია, თქორი რადიაციული...

დასაჯდომად ხელსაყრელს ისევ ეძებს რუსტი ველს...
არ დაასხდეს ყორანი ვუფრთხილდებით რუსთაველს,
მაგრამ რას მოუხერხებ ბაცილას და მიკრობს!
და შემკრთალი მიჯნური ცეცხლს უცეცხლოდ იქრობს...
მსხვერპლი რომ არ შეიქნან ულმობელი შიდსის
როგორ ვიხსნათ ჯაგერი, როგორ ვიხსნათ შილდსი...
მიეძალონ წაბლს შემწვარს და უმწიფარ შინდს!
გვარწმუნებენ: ორივე შველის თურმე შიდსს...
ვინც კაცია, მაგრამ ურევია ქალი
კაცს, ეგრეთ წოდებულ ჰომოსექსუალისტს
მაგალითად, საქვეყნოდ სახელგანთქმულ ჟიდს,
ხელმეორედ მოკლავდა ეს მოდური შიდს...
სიყვარულის თამაშს ტრფობის მრავალჭიდს
წაგებული მეტი ჰყავს შიდს, შიდს, შიდს.
სხვასთან ერთად ნუ შეჭამ ხაშს, ჩანახს და ფითს...
საშიშია! რა იცი! ვინ რას გეტყვის! შიდს...
ჟღრიალებენ ჩანგები! მღერიან „პუტანკები!”
ბიჭებივით ახურავთ ან ბერეტი, ან კეპი!
ციცქნა ფერიჭამელას, ერთიბეწო წიტს
აქაც შიშით უმზერენ რა იცი, რა! შიდს...

დაჩხვლეტილი ნემსით და გამჭვარტლული პლანითა
და რადიაციული კვამლით გმინავს პლანეტა!
მარტოობის ორდენის კავალერი პლანეტა...

გო, რა გეყავება და რა გეჩეფირება!
მალვა უნდა სიყვარულს, კაბას ჩაფარება!
თურმე სერაფიტსაც კი... თურმე ნეფერტიტს...
დიახ, დიახ, ამბობენ! დიახ, დიახ! შიდს...

. . .
თუმცა ვინ აკვირდება ქალთან ალერსის დროს
ღრუბელს რადიაციულს, ან შეძენილ სინდრომს...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:47 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წიგნი ტარიელისა ასმათთან მიწერილი

ჭიქა ჩაი ხმელა პურით და ალუბლის სამი კურკით...
გამოუცნობ ღიმილით და სკამზე გადაფენილ ქურქით
სულ მახსოვხარ ხსოვნას ჩვენსას აზრი გააჩნია თუკი!
ხან მაბრმავებს, ხან უბრალოდ გზას მინათებს მე ის შუქი!

„ჩოლკა” შენი მომენატრა შუბლზე ჩამოშლილი თმანი!
ის ლაბადა, ის ბეჭედი, ის ხელჩანთა, ის პორტმანი!
შენ რომ გძულდა „ჰალიეგალი!” რომ გიყვარდა „მანიემანი!”
ერთიც სულ სხვა გატაცება (არაა აქ მოსატანი!),
გემო მიყვარს მაგ ღიმილის, შუქი მომწონს მაგ მურაბის.
ჟრუანტელი აქეთეიქით იდუმალად ჩაჭრილ კაბის...
თვალთვალი და ავი სიტყვა ჩასაფრებულ იმ როკაპის...
სასწაული ხელისგულზე დადებული წყვილი აბის...

თვალი შენი განა შავი უფრო მეტად თითქო ბაცი...
ღრმა ფიქრი და იმ ფიქრზედაც მწუხარე და ღრმა ნაფაზი!
ხმა გაქვს, როგორც ყველა მწეველს - შეგიძლია, გვითხრა ბასი!
დისაგანცა უფრო დესო, სხვა ვინა ყავთ შენი ფასი!

გაგაჩინა ღმერთმა მონად. გაგაჩინა ღმერთმა მხევლად.
საქართველოს მიერა ხარ აყვანილი ტარიგ მძევლად...
ნუ ახრჩოლებ მაგ „Mარლბოროს” და ნურც „ნაპოლეონს” წრუპავ
ჩემი აზრით, არ ვარგიხარ არცა მსმელად, არცა მწევლად...

რას გიშველის ყაისნაღი, ანდა შენი ჯადო ნემსი,
ეს ოხერი როცა თავად ცხოვრებაა დასაკემსი!
არ აგიხდა ვერ ისხურე ლამაზ შუბლზე წყალი ტემზის!
ვერც ქვეყანა დააპურე ხუთი პურით, ორი თევზით...

შენი თმები ფარად მსურდა, შენი ცრემლი აიაზმად!
ლეღვი! გახსოვს? ეს ცხოვრება არ ღირს იმ ლეღვების აცმად.

მენანება ის წარსული, რა ბრიყვულად დავრჩით დაეძმად...
ის საღამო მომიკითხე და ის მთვარე, დაო ასმათ...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:48 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეორე ნახევარი

თავს რით დაიხსნი ფიქრის მძევალი,
სევდის მსახური, დარდის მხევალი...
თუმც ნახევარი ვერსად იპოვე
გრძნობ, შენც ვიღაცის ხარ ნახევარი...

არ გეხერხება, ზოგიერთივით,
ლაქლაქი, ჭორი გაუთავებლად!
ჭრაეკერვა, ცხობა იცი ღმერთივით,
იცი შარვლების გაუთოება...

არც იუცხოებ, არც ითაკილებ
შენი კაცისთვის ფეხის დაბანას...
ოჯახს ააწყობ ისე საკვირველს
მისიც და შენიც შურდეს ტაბანათს...

შენ გეყოლება ქვეყნის ქათმები,
ქმარს ეყოლება ქვეყნის მწევარი...
შენ რომ გეკუთვნის და გენატრება,
ნეტა, ვინაა ის ნახევარი...

ღომის ცეხვისთვის ღამისმთევარი
ნეტა სადაა ის ნახევარი!
წყალი მოზიდოს, შეშა დააპოს,
ბოსელში ებას ხარი ყევარი!

შენი, მთლად შენი,
შენთვის, მთლად შენთვის
ვის მიემატა ის ნახევარი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:48 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ლექსი სექსის შესახებ

მოიშორა კაცმა ბეგთარი და სამკლაური!
მოიშორა ქალმა ყოველგვარი სამკაული.

ქალს თვალებში ჩახედა მოეჩვენა, ცას ახედა.
გულისპირი ჩახადა ორი ტრედი ცახცახებდა...
თითქო დენმა დაკრათო... ატარებდნენ ხორცნი დენს...
გაშრობოდათ ყანყრატო ბრმად ერთმანეთს კოცნიდნენ...

ოხერია მთვარე რამდენი რამ უნახავს!
ოღონდ საიდუმლოს მხოლოდ მიჯნურთ უნახავს...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:48 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა

მიყვარს, როცა ვინმე მიყვარს,
თან იმ ვინმეს ვუყვარვარ!
მე ვუყვარდე, მე კი მძულდეს,
განა ქვა ან გულქვა ვარ!

კვლავ მოვიდა კატასავით
ჩუმი და შემპარავი...
არ იქნება, ქვეყანაზე
არ უყვარდე არავის
ამოდენა ქვეყანაზე
არ უყვარდე არავის!

არ იქნება, ქვეყანაზე
სულ არავის არ სძულდე
ამოდენა ქვეყანაზე
სულ არავის არ სძულდე!
აკი უნდა სიყვარულიც
სიზმარივით გასრულდეს...

მიყვარს, როცა ვინმე მიყვარს...


* * *
(სიყვარული - სიკვდილი)

მოულოდნელი მოსვლა დენივით...
გვიმრისფოთლება ლურჯი საბანი!
ჩემი და შენი ორი დევნილის
ზესაიდუმლო თავშესაფარი...

იცი შენ, რაა ბედნიერება,
რომელსაც ყველა ასე მისტირის:
ის, რაც შერჩება მეხსიერებას
ერთი საბნის ქვეშ ორი სიკვდილი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:49 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხატაურა

დუმს ბუხართან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო!
იზმორება: ამინდია
ლოთობის და ბოზობისო!

თუ ვღიღინებ, მაშინ ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო
კნავის, თითქო უნდა „ბისზე”
გამომიხმოს: „ბის” და „ბისო!

ამინდია მართლაც კარგი,
უფრო სწორად მართლა ცუდი:
საჭიროა პალტო, კაშნე,
წინდა, ბათინკა და ქუდი...

ფეხსაც ვერ გავადგამ გარეთ,
მთლად მსოფლიო დამაფიცო!
თავს მიქნევს და თანამიგრძნობს
ნებიერი დამა ფისო!

რომ ჰგონიათ, არც ისეთი
უეშმაკო და უბიწო
დუმს კერასთან ბრძნულად ჩემი
მოფილოსოფოსო ფისო...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:49 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორნი

1.
რა შუაშია ფოსფორის შუქი: საფლავი ღამით - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ. თუ სიცოცხლეში არ აგროვე სხივი და სხივი, სამუდამოდ დარჩები ბნელში: საფლავი ღამით - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ! მე რომ მკითხავდნენ, დიდ რუკებზე, დიდ ქალაქებთან, დიდი საფლავიც უნდა აღნიშნონ, რადგან საფლავი - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ!..
მხოლოდ დროებით რჩებიან მარტო, სხვა დროს ყოველთვის ერთად არიან! ერთად არიან, ანათებენ ღამეში ორნი, რომ გზა უჩვენონ მარადისობის ბნელ წიაღიდან მომავალ წყვილებს.
ამქვეყნად ორნი - ბევრნი არიან. მახინჯი წყვილი. ლამაზი ჯუფთი. ბოლოს და ბოლოს, ეს სულერთია, რა გაგვამრავლებს - სისხლი თუ სარკე, რადგან ორივე მხოლოდ ჩრდილია: კაციც და ჩრდილიც, ქალიც და ჩრდილიც...
რამდენიც გინდათ იყავით, ოღონდ რაც მთავარია - იყავით ორნი... უნდა გიჭირდეს ძილის დროს ძილი, და გაწუხებდეს მაღალი ფიქრი, სურვილი - იყო არა ათასი, ან კიდევ ერთი, არამედ - ორი:
როგორც თვალები.
როგორც ხელები.
როგორც ფეხები.
როგორც ყურები.
ან ძუძუები.
ან ორი ნესტო.
ან...
რა საჭიროა დახურდავება: ის, ვინც ერთია, ადრე თუ გვიან უსათუოდ გახდება ორი!..

2.
და საქორწილო კიბეზე ორნი... წამოვლენ, წავლენ რჩებიან ორნი. სიყვარულს მუდამ იწყებენ სამნი, და აგრძელებენ სიყვარულს ორნი.
წყვილი თვალივით ლამაზი წყვილი... საწამლავი და სატევრის წვერი... და წყვილი ყური დაცული ცვილით. მკლავი და მკლავი. ხელი და ხელი...
გადაჯაჭვული ბედი და ბედი, შეტოლებული მიხაკი მიხაკს. წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე: ცოტა ბალახი და ცოტა თიხა...
თუ მომენატრე უთუოდ მოვალ... თუ მოგენატრო უთუოდ მოდი... ყური არ უგდო მავანს და მავანს, მე მუდამ გელი უთუოდ მოდი...
ორი ფრთა, ორი.
ნიჩაბი ორი.
ბორბალი ორი.
ღიმილი ორი.
რეკავს და რეკავს ზარი და ზარი, ახლოს და ახლოს, შორით და შორით...
ჩუმად, რა კარგი ღამეა, ჩუმად... ჩუმად, რა ბევრი ცრემლია, ჩუმად... როგორ სჭირდება ბედნიერებას ცოტაოდენი ტკივილიც... ჩუმად!..
გადაჭდობილი ყელი და ყელი. სხვები წავიდნენ. მღერიან ორნი. ხელს მაგიდის ქვეშ... დაეძებს ხელი... ისმის ქვითინი საქსის, ვოლტორნის.

3.
რა დიდებული გრძნობაა ეჭვი, როდესაც იგი სიყვარულს ნიშნავს!
თვალი, რომელსაც შეამჩნევ თვალში! ხელი, რომელიც გათბება ხელში! მხარი, რომელიც იგრძენი მხარში! ფერი, რომელიც გადნება ფერში!

ისე ძალიან მიყვარს მდინარე და მდინარეზე ბევრი ხიდები! მე სულ ამაზე ვამბობ სამდურავს: რად ვერ ავაგეთ ბევრი ხიდები!
გულს გული იცნობს, ღონეს ღონე, ნაპირს ნაპირი! სენას სენასთან და მტკვარს მტკვართან აახლოებენ მხოლოდ ხიდები!
ათას ლონუელს და აბელიარს, ათას ტარიელს, ათას თინათინს (მათი სახელი ისე ბევრია, მე ვერ ჩამოვთვლი ალბათ დილამდის) ვიხსენებ, ვაქებ, შევნატრი, ვეძებ, ისევ ვიხსენებ, ისევ შევნატრი, ვფიქრობ შორეულ დებზე და ძმებზე: როგორ მოვიდე, როგორ, თქვენამდი!..
ჩემს თვალებს ვხედავ მეგობრის თვალში! გამითბა ხელი მეგობრის ხელში! მეგობრის მხარი ვიგრძენი მხარში! მე მიყვარს სიკვდილს აღარას ვერჩი!..

4.
შრიალებს ბნელში ყორნის ფრთა ყორნის! აღვიძებს ტალღას ჭრიალი ბორნის! აფუვდა ცომი! ვარვარებს თორნე! ახარებს ხაბაზს ღუღუნი თორნის!
კასტანიეტის, საქსის, ვოლტორნის ისმის ღიმილი! და შორზე შორნი კაკლების ჩრდილში, ხავსიან ლოდზე უსიტყვოდ, ჩუმად მღერიან ორნი!..
კედელზე შვლები და ნიამორნი! სავანა, სტეპი, და უფრო შორნი: წმინდა ელენე, პოლინეზია, ბორნეო, ბაში, ტაიტი, ჰორნი!..
ყველგან წყვილები და გულისსწორნი (ვარვარა ზვინზე წვებიან ორნი...) მოწვეთავს ციდან ლამაზი დილა! შრიალებს ბნელში ყორნის ფრთა ყორნის!..
ვიხსენებ ყველას! შევნატრი! ვეძებ! ისევ ვიხსენებ, ისევ შევნატრი. ვფიქრობ შორეულ დებზე და ძმებზე: როგორ მოვიდე, როგორ, თქვენამდი!..

5.
ბალახში ორი ხოხობი გოგავს. წყვილი საყურე სიხარულს მოჰგავს. წყვილი საყურე - მთვარე და მთვარე ისევ და ისევ ტოკავს და ტოკავს.
მიაფრენს ველბოტს ნიჩაბი წყვილი. თოლიას ფრთები მძიმდება წვიმით. ღამეა! თითის მიუკარებლად გალობს და გალობს სიმი და სიმი!.. სიყვარულს მუდამ იწყებენ სამნი, და აგრძელებენ სიყვარულს ორნი!..
გახმა სამყურა, მოდის წვიმა. ღამდება ადრე. „არ მიყვარს, მიყვარს. არკვევს გოგონა პატარა ვაგზლის ცივ მოსაცდელში. ასე აკლდება დღეებს დღეები, ასე აკლდება ფურცელს ფურცელი... და მატარებლის სუსტი კივილი გულისხმობს, სადღაც მიდის მესამე. იყო მესამე ნიშნავს, იყო ნიადაგ მარტოდ... გადაიარა ბევრი ხიდი, უკან დარჩა ათასი ღამე... გადაიარა ბევრი ხიდი და მარტოდმარტო დარჩა მესამე... ათასი კაცი უმზერს წვიმას და ათას კაცში მარტოდმარტო დარჩა მესამე. გაშიშვლებული გულივით მოჩანს აკაციაზე ბეღურას ბუდე. მატარებლიდან დანახული სითბო და კვამლი აკლდება ოჯახს, ემატებათ გათოშილ მგზავრებს. დღეს მერამდენედ გაიგონე მესამე ზარი: მიდის ღამეში მარტოკაცი, მკაცრი მესამე. იყო მესამე - ნიშნავს, იყო ნიადაგ მარტოდ. იქნებ მეოცე საუკუნე საჭიროდ არ თვლის იფიქროს ჩემზე, შენზე, მასზე იფიქროს ბევრზე... ისმის ვაგზალში მეორე ზარი... ორ ბედნიერზე ფიქრობს მესამე...
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость