ტარიელ ჭანტურია - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:54 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა ვიყო შენთან. მინდა ვიყო შენში. მინდა ვიყო შენი.
ვიყო შენთვის პური. ვიყო შენთვის წყალი. ვიყო შენთვის დენი.
ვიყო შენთვის წიგნი ვიყო შენთვის ფიქრი. ვიყო შენთვის შხამი.
ვიყო მუდამ შენთან. უფრო მაინც დღისით. უფრო მაინც ღამით.

მინდა იყო ჩემთან. მინდა იყო ჩემში. მინდა იყო ჩემი.
იყო ჩემთვის ღვინო. იყო ჩემთვის ჩაი. იყო ჩემთვის ჯემი.
იყო, რაც მე მინდა. რაც გადამავიწყდა. იყო, რაც მე ვიცი.
როგორც ტრისტანისთვის იყო იზოლდა და რამინისთვის ვისი...

თუ ვიქნები სხვასთან ვიყო მაინც შენში, ვიყო მაინც შენი!
რომ იმ სხვამაც იგრძნოს: სხვაა ჩემთვის ბარბი, სხვაა შენთვის კენი!
თუ იქნები სხვასთან იყო მაინც ჩემში, იყო მაინც ჩემი!
რომ იმ სხვამაც იგრძნოს: სახრჩობელას თოკზე ხმას არ იღებს ხემი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:55 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალუზია სიზიფეს თემაზე

დაწყევლილი ტვირთი
ვერაფრით მოიშორა,
და სიზიფე ითვლის:
„ეხ, რაზ, ეშჩიო რაზ!

დაწყევლილი ტვირთი
ისევ თავქვე მოგორავს,
და სიზიფე ითვლის:
„ეშჩიო მნოგო, მნოგო რაზ!”

ქორს ახედა ცაზე
სულს იბრუნებს მძევალი...
მანამ ივლის ასე,
სანამ უცდის მწვერვალი...

დაცვარულა წვერი,
დაჩუტულა ტიკჭორა,
სული ისევ მღერის:
„ეეხ, რაზ, ეშჩიო რაზ!”

(ფიქრი: ნეტა მოხდეს,
დაიწეროს ამ ლოდზე
„დაიბადა... მოკვდა...
წამკითხველო, დალოცე!”)...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:55 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ძლიერი, ვითარცა სიკვდილი - სიყვარული)

სიკვდილს თვალებში ჩავხედე
შენი თვალები ჰქონდა...
ასპიტო, ნუკრო, ირემო,
ჯალათო, ანაკონდა...

ხელი - ხან თმას რომ ვარცხნიდა,
ხან - აწვალებდა კონდახს
სიკვდილს ხელებზე დავხედე
ხელებიც შენი ჰქონდა...

პარიზთან, ვარადეროსთან,
ბრნოსთან, ბერლინთან, ბონთან...
სად არ მინახავს... და მუდამ
ქალის თვალები ჰქონდა...

ადიდონ ქალი მიჯნური,
ღიმილი შეუქონ და
უმღერონ... ოღონდ ისიც თქვან,
ხმა რომ სიკვდილის ჰქონდა...

სიკვდილის საქმე ყველა
წყდება დახურულ კარს იქით!
გინდ კეისარი იყავ,
გინდ - სიამაყე კორსიკის...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:56 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჩემდა გასახარებლად - ამოჰქონდა ჩანთიდან
ხან ნახატი, ხან ია, ხან ნამცხვარი, ხან ტიტა...
მთელ ქვეყანას მერჩია ის ია და ის ტიტა...
სკოლა დამთავრდებოდა გასასვლელში მიცდიდა...

მთელ ქვეყანას მერჩია, ის სამზადი, ის ოდა...
ლექსიც, მჟავაც, ატომიც ერთნაირად იცოდა.
მძევლად აყვანილია ის ბავშვობაც, ის ხიდიც
და იმ მძევალს ვერასდროს ვეღარ გამოვისყიდით!

ამას წინათ ქორწილში თითქო სილა გამაწნეს
(აზრი არ აქვს მოყოლას) მისი ქმარი გამაცნეს...
... ჩვენ ისევ იმ კლასში ვართ უკანასკნელ ზარს ველით...
და თავს გვადგას დრო ორი ანგელოსის მძარცველი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:56 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუხართან

დევს ბუხართან საფარივით
მანავური საფერავი!
საშუალება გვაქვს ერთი
კაცურად შესაბერავი!
უნდა ალბათ ღორიც დავკლათ!
რომ არ დავკლათ, აბა, რა ვქნათ!
უნდა უზარმაზარ ქვაბში
ახლაც ასოეასო ჩავქნათ!
მართლა ისე გემრიელად
გამოვცალეთ ბოლო ტიკი
ხსენებაც კი არ ყოფილა
დედამოკლულ პოლიტიკის!
„მოვახერხებ! კი! როგორმე!
ხაეხაეხაეხა! სამ თალიას!”
ისმის ლამაზი და მკვრივი
ჭარმაგების „ზამთარია!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:56 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამი...

თუმცა სიბრაზემ ამიტანა
ლოყაზე შენი სილა მაზის
არ ვარ მნახველი ამისთანა
ენით უთქმელი სილამაზის...

გახსოვს? რახილომ როგორ გაქო:
კარგად გაზრდისო მაგი შვილებს...
მეორე ლოყა, ჩემო კარგო,
სწორედ მაგიტომ მოგიშვირე...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:56 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქმის იდილიური სურათი

ორი - მუცელში უზის!
ორიც - მუხლებზე უზის!
ქმარს ელოდება ისევ
(ქმარს, მომლოდინეს მუზის).
ეს მოლოდინი მძაფრ და
უხერხულ ვნებას იწვევს.
თქვენ ნუ ჩახვდებით მის აზრს
(სურს, თავის კაცთან იწვეს...).
ოჯახს არ ყოფნის ნავთი.
სხეულს არ ყოფნის კაბა.
ზის თითო მუხლზე თითო:
ისიდორე და საბა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:57 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრთები, ფრთები გინდა...

მშვენიერი გოგონას
მშვენიერი სხეული
ამოფრინდა გოფრედან
და ლამაზი ბიჭისკენ
უკან მოუხედავად
წავიდა და გაფრინდა!

მეორე დღეს ზუსტად იქ
მშვენიერი ის გოგო
ამოფრინდა პლისედან!
ფრენა რომც არ იცოდე,
თუ ხარ შეყვარებული,
გაფრინდები ისედაც...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:57 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოდიუმი

ქალი მუდამ ქალია ძუ. ძუ. ძუ. ძუ.
ბუზჰალტერი გალია! ძუძუძუძუ...
სიმღერაა, ვნებაა ინდიემინდი...
მხოლოდ ქალის ნებაა ინტიმეინტი”

სიყვარული გიჟია,
სიყვარული ჭკვიანია.
სულ რაღაცის შიში აქვს
თან სწამს, თანე ეჭვიანია!
მეც მიეჭვიანია, მაგრამ კიდეც მწამებია!
სიყვარული თაფლია. სიყვარული - წამებაა!

სიყვარული ეადრეა.
სიყვარული გვიანია.
გული მისი სუსტია.
გული მისი ქვიანია!
ალბათ საუკუნეა.
ალბათ მხოლოდ წამებია.
სიყვარული ლხინია.
სიყვარული წამებაა!

ქალი მუდამ ქალია ძუ. ძუ. ძუ. ძუ.
ბუზჰალტერი გალია! ძუძუძუძუ...
სიმღერაა, ვნებაა ინდიემინდი...
მხოლოდ ქალის ნებაა ინტიმეინტი”

ძუ. ძუ. ძუ. ძუძუები ვტკბები გამეორებით!
სექსით გაუმაძღრები პოლიგამიურები!
ლამაზი ნიკაპები. თეძოები. მუცლები.
ერთი გოჯი კაბები. ერთი მეტრი ქუსლები.
ცისფრები და თეთრები. ყვითლები და თალხები.
ბეთჰოვენის ჯინაზე მიკ ჯაგერის თანხლებით.
სილამაზე, როგორიც ათასწლეულს შეფერის
ელენა და მაცა და კემპბელი და შიფერი!

ქალი მუდამ ქალია ძუ. ძუ. ძუ. ძუ.
ბუზჰალტერი გალია! ძუძუძუძუ...
სიმღერაა, ვნებაა ინდიემინდი...
მხოლოდ ქალის ნებაა ინტიმეინტი”
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:57 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხუცი პოდიუმის სიახლოვეს

ხომ გული ტკივა გაურბის გული
მაინც ქალისკენ გაურბის თვალი!
ცდილობს, როგორმე დაითქვას სული
თვალს ჭრის ვეება კოცონის ალი...

შემორჩა სხეულს მხოლოდ დიდება
უკვდავ სიცოცხლის საბუთი ვნება:
თუმც ყინულს ცეცხლი არ ეკიდება
ცეცხლთან ყინული ყოველთვის დნება...
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость