ტარიელ ჭანტურია - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:50 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა ყველაზე კარგ ყვავილზე

ღარიბი კაცი ცოდვაა.
მაგრამ მე რად ვარ ღარიბი:
დიდი სახლები თუ არ მაქვს,
მაქვს დიდი ნასახლარები!
ქვევრებში თუ არ მისხია,
მაქვს ღვინით სავსე ბოთლები!
ბაღი სხვისია? ჩემია
ფოთოლცვენა და ფოთლები.
მარტო ის რად ღირს, ღამით რომ
საყვავილესთან ჩავივლი:
თუ საყვავილე სხვისია,
ჩემია ერთი ყვავილი!

ფერმილეული ყვავილი!
ულამაზესი ყვავილი!
პააატარა ყვავილი!
ყველაზე კარგი ყვავილი!

* * *
ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს.
ვხედავ კარვის წინ მოწყენილ კარმენს:
კარმენი მღერის!
კარმენი ცეკვავს!
კარმენი კარმენს ახარბებს კაბებს!

და თუმც ღალატის ორჭოფულ ნიჭით
სავსეა ახლაც არსება მისი
ვის უღალატოს! სადღაა ბიჭი,
მისი უკვდავი ღალატის ღირსი...


* * *
... ხოლო ღამეში შენი უარი
ბზინავდა - ბეწვი იაგუარის...
ჩვენი გათიშვა ძნელი არ იყო
ქვეყნად რამდენი იაგო არის...

ძაფით ფერადი მიგაქვს შარები!
გულით ნაღველი იმ განშორების!
და მიიწევენ ცისკენ ბურთები
მსუბუქი, როგორც ქვეყნის ჭორები...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:50 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსპრომტი ზეს

ყელი ბროლის.
მკერდი ფიქლის.
თვითონ მიზეზი ხარ ფიქრის.
შენთვის ჯოჯოხეთში ჩავალ
(თუმცა მაქნისი ვარ იქ რის...).
თუ შენს გამო გიჟი არ ვარ
ყოველ შემთხვევაში, მიქრის...
„საზიზღარი ვიღაცა ვარ!
შენ კი ნატეხი ხარ ჯიგრის!

ან მე მოვალ!
ან შენ მოდი!
დრო, ვერ ხედავ? როგორ მიჰქრის...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:51 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სპარტაკი

(შთაბეჭდილება მიღებული
ფილმით და წიგნით)

ხელი დაუქნია მერე გლადიატორთ მან და
ამფითეატრონი
აიჭრა და ატორტმანდა!
სანამ მოკლავს ბატონს,
მონა არის მონა მანა”
რაკი არ კლავს ბატონს,
უნდა მოკლას მონა მონამ.

ყველგან ჭრილობები!
ნაჩხვლეტები! ნაბზარები!
მეტროპოლიიდან
სიკვდილია ნაბრძანები!
ეს მახვილი, იცით?
ვისკენაა მისამართი!

რად ეშლება სიკვდილს
ასე ხშირად მისამართი!
დაუბრუნდეს იქნებ
ცეზარს ნიჭი ატირების!
მისთვის ეგებიან
ხმლებზე გლადიატორები!
საყვარელი ბიჭი
საყვარელ ბიჭს ერკინება!
...და იყოფენ ორნი
ერთ უმწეო შეკივლებას!..
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:51 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
აგარაკი მქონდეს და
გვერდით იახტა ებას
მირჩევნია ტკივილი
გადამდნარი ტაეპად!
არის ქალი მიჯნური!
არის ქალი - დობილი!
არის კინოვარსკვლავი!
არის კინოცთომილი!
მე კი... გაგიკვირდება,
მირჩევნია რომელი:
რომ ზის სელზე, კოფთას ქსოვს
და ძვირფას ქმარს რომ ელის...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:52 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ოქროს მაგიერე
ინფარქტები მიგროვებია!

მერე რა, რომ ეს ინფარქტები
მიკროებია!

ვერ მივაგენი სიზმარშიაც
განძი მაკენის!
სამაგიეროდ, სიყვარულო,
შენ მოგაგენი!

შენი ხმა ჩემი ერთადერთი
ელდორადოა!
ამ ხმის პატრონი უქონელი
ვითომ რატოა!

მე ოქროების მიყვარს ცქერა
მათი გროების!
შენგან დამართულ ინფარქტების
სულ მიკროების...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:52 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული.
მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...

მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული.
მე ვარ გაკვირვებული! დიდად გაოცებული...

მე ვარ გაასებული, გამილიონებული...
მეჩვენება მწევრები... და... სიკვდილის ნაბული...

მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული!
მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი!

ბოლოს მაინც ერთი ვარ შენგან გაორებული,
და შენ ხსნა და ნუგეში ისევ გვერდით მეგულვი...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:52 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითები

სად შემძვრალა ბეჭედში
ბრილიანტის მეჭეჭი!
სიყვარულის საქმენი
ბოლოს თითზე საკბენი...

ალმასიც და ლამაზიც
უნდა დიდხანს ამოწმო.
შხამს, ფირუზით ნატარებს,
ბოლოს კოცნით ამოსწოვ...

... ნატრულები ამღვრეულ
ალერსის და ფერების
უძვირფასეს ბეჭდებით
სხედან შინაბერები.

...და მიძვრება ბეჭედში
ბრილიანტი მეჭეჭი!..
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:53 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საუბარი ბალზაკის ასაკის ქალთან

ეს საუბარი მე გავლექსე მხოლოდ, რის გამოც
ყოველგვარ პასუხისმგებლობას, რაც ვერსიფიკაციაზე
მსჯელობას სცილდება, თავიდან ვიხსნი.

თუ არც საცოლე,
თუ არც ცოლი ხარ,
გინდ აქ წოლილხარ,
გინდ იქ წოლილხარ!
თუ არც აქ წევხარ,
თუ არც იქ წევხარ,
აქაც და იქაც
ყველგან ნოლი ხარ!

აბა მითხარი
ერთი გულწრფელად:
ხომ ცარიელი
სინანული ხარ!

რად უნდა დაჭკნეს
უსიყვარულოდ
ეს თმა; ეს მკერდი;
მხრები; ღაწვები...
თუ არც ცოლი ხარ
და არც საცოლე,
ვისი საქმეა,
ვისთან დაწვები!

თუ არც საცოლე,
თუ არც ცოლი ხარ,
მარტოკა მწოლი
სასაცილო ხარ!

მაგ მუშტებს მკერდში
ტყუილად იცე”
რას როგორ ვიზამთ,
ჩვენვე გვაცალე!
შენ კი, თუ მართლა
ამდენი იცი,
შენს დას და შენს ქვრივ
დედას ასწავლე!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:54 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევა (2)

ერთ მშვენიერ დღეს ევამ
ადამი შექმნა ნეკნიდან!
(რომ არ შეექმნა ევას,
ალბათ ადამი შექმნიდა!)

სიყვარულების ბედი
მართლაც რომ ბეწვზე ეკიდა,
მაგრამ უეცრად ევამ
ადამი შექმნა ნეკნიდან!

განა თიხიდან შექმნა!
შექმნა საკუთარ ნეკნიდან,
რომ იმედგაცრუებულს
ბოლოს თითები ეკვნიტა!

როგორც დღეს თუმნიანი
ვაშლი გაყიდონ ას თუმნად
გველმა ადამი, ხოლო
ადამმა ევა აცდუნა!

გამოაძევა ღმერთმა
სუ კეტით გამოეკიდა,
და ტყვიაგაუმტარი
ედემს კარები შეკიდა!

დაწყევლა ღმერთმა ადა”
ცხადია, ევას გულისთვის!
წვალობს მას მერე კაცი,
რას არ კადრულობს ფულისთვის!

დარდობს: ნეტავი სულაც
არ შევექმენი ნეკნიდან!
თავი ტანჯვაში მიკრეს
ბედნიერების ქვეყნიდან!

გაჩენილი ხარ ქალის,
პატივცემულო ადამო!
ამაში, თუ არ ვცდები,
არაფერია სადავო!

მაგრამ იმ დღეს რომ ევას
არ შეექმენი ნეკნიდან,
თვითონ შექმნიდი მიჯნურს
შენი ხელები შექმნიდა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 01:54 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
(შრება ნიავზე მანიკური)


შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...
ეჩვენე მაინც, გამოდი გარეთ!
შენს სიმღერასაც უსმინოს ბარემ
შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...

რაც მე შენს მკერდზე ხალები ვთვალე...
რაც მე შენს ყელზე ხალები ვთვალე...
რაც მე შენს მკერდზე ხალები ვთვალე...
შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...

მდინარე, ყანა, ვენახი, მზვარე...
ვერც ერთს გულგრილად ვერ ჩავუარე.
ახალი მთვარე დანათის სოფელს...
შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე!
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость