ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:07 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მოგეფერები ჩემო კვაზიმოდო,
სათუთად მოგწმინდავ ღაწვზე დაგორებულ ცრემლს
შენთვის ავცეკვდები ჩემო კვაზიმოდო,
ტრფობას დაგიბრუნებ, ალალს, მხურვალეს და ცხელს.
მე მოგიალერსებ ჩემო კვაზიმოდო
ამ გულის თვალებით ვხედავ შენს ლამაზ სახეს...
გულისყურით გისმენ, ჩემო კვაზიმოდო
წრფელი სიყვარულით ზურგზედაც დაგისვამ ხელს...
ის კუზი სად გაქრა, ჩემო კვაზიმოდო
მთელი სიცოცხლე რომ ზურგით ატარებდი დღემდე!
წელში გაიმართე, ჩემო კვაიზმოდო
სიმებს გაუფრთხილდი გაჭიმულს ჩვენს გულთა ბჭემდე.
ო,რამ სიმაღლე ხარ, ჩემო კვაზიმოდო
არავის წინაშე არ მოიხარო ქედი!
დღეს ხომ ქორწილი გვაქვს, ჩემო კვაზიმოდო,
სტუმრად გვეყოლება შენი უამრავი მტრედი...
სწორად გაიარე, ჩემო კვაზიმოდო,
ღონივრად ჩამოჰკარ ბუმბერაზი ზარის საბელი
თვალებში ჩამხედე, ჩემო კვაზიმოდო,
მე ტაძრის ფრესკა ვარ, წმინდანი და ღვთისმშობელი...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:07 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიბატონო მარა ჯერ ეს იყოს: ( smile.gif )

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ.....
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში...
ცრემლი მომადგეს,თავი დავხარო
სინანულით და წყენით...
ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,
"მუდამ ვამაყობ შენით"...
ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი
და არ გაშინებს დაღლა..
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგორიცა ხარ ახლა...
ვიცი,ხანდახან გიმძიმს ძალიან..
ამოიხვნეშებ წამით...
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე,მამი...
დედას რომ უფრო ვეალერსები,
გაჯავრებული ნუხარ..
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ..
ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს..
მიყვარხარ,დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ......
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:08 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
: ) ) ) )
სვანეთზე კიდე ბევრი მაქ....

"როცა სვანები ამბობენ ზარს და
მე იდუმალი წუხილი შემშლის..
ო! მკერდში მაშინ გული კიარა,
როგორც ნამქერი,ტრიალებს ფერფლი..
სხვა მირაჟებით ივსება სივრცე ,
და მოშრიალე მწუხრის ლოცვებში,
მხოლოდ იდუმალ გოდებას ვისმენ,
ჩამოცვენილი ძეწნის ფოთლების..
როდესაც ზარი მთრთოლვარებს ქარში,
და სანთლებს მიქრობს წმინდა ილორზე..
ისე ახლოს ვარ სიკვდილთან მაშინ,
რომ წუთით ჩემშიც წყდება სიცოცხლე.. "..
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:08 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარგია.....

* * *
შენ კვლავ მოხვედი ჩემს ტაძართან
ამ საღამოსაც
და კვლავ ვერ ბედავ შიგ შემოსვლას...
ჩემი სამოსი იისფერია,
ვით შიშველი მწუხრის რტოები...
სულნი ეძებენ ამ დროს მიწის
განმარტოებას
და მიწის ძეთა უცხო ხილვით
აჯილდოებენ...
ვარსკვლავის სულო,
შეგიძლია მოახლოება!

ანა კალანდაძე
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:08 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწას
ჩემსას შენსას მისას
ცა დაჰყურებს
არავისი

აი მთვარე
აი წვიმა
აი თოვლი
აი ნისლი

და ეს მთვარე
და ეს წვიმა
და ეს თოვლი
და ეს ნისლი

ჩემთან ჩემი
სხვასთან სხვისი
არის ვისი?
არვისი

მიწას
ჩემსას შენსას მისას
ცა დაჰყურებს
არავისი

მუხრან მაჭავარიანი
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:09 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მოვკვდები,დაღონდებიან ალბათ ჩემები,
როცა მოვკვდები,ყველას უცხო მოგეჩვენებით....
ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი გულადი მეგობრებიცკი შეშინდებით.....
მერე საფლავზე ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს...
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევთ.....
მე ერთი რამე მრცება მხოლოდ ჩუმად სათქმელად:
ნუ გამიხსენებთ,როგორ მნახეთ უკანასკნელად..
თუ გამიხსენებთ ბედნიერი,ლაღი ფიქრებით,
ყველაზე უფრო ბედნიერი მაშინ ვიქნები....
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:09 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესზეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედვით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ზვიად გამსახურდია
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:09 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.

ვინ გაგაკვირვოს,რამ გაგაკვირვოს

ნადიდგორალი,ნაშამქორალი.

შენ,სისხლო ჩემო,შენი ღვაწლია,

რამაც აქამდეც კი მოაღწია

სვეტიცხოველი,ხანძთა,ვარძ
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:10 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც მომდის ხოლმე ზოგჯერ მასე tongue.gif
აუ,ეს საჯაიები ვინ ყოფილან rolleyes.gif
კარგი ლექსია მართლა, ეგეც.

* * *
წერ,ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ, რასაცხედავ.
მე იმას,რასაც მინდა ვხედავდე.
რატი
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:10 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რაც ვიცოდი,შენ გაგიმხილე,
შენ სხვას უთხარი,სხვამ კიდევ - სხვას,
იმ სხვამ ვიღაცას გაანდო მერე,
ჩვენი ამბავი,მწამს...
ახლა ის ვიღაც ჩემთან მოდის და
მევე მიამბობს მას,
რაც მე ვიცოდი და შენ გითხარი,
რაც შენ უთხარი სხვას.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость