ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:20 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაძვებს სუნი ედება
როგორც ნაზი ტკივილი
აქ არ მოეხეყება
ქუჩის ჟივილ-ხივილი.
და განცდილი ლექსივით
ტყე არგაიზიარებს
ტანჯვით და რაფლექსიით
გაღრმავებულ იარებს.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:26 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არ დაეცემი შენ ნუ შეშინდები ,
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს,
ყველა ამაოა,ჯერ არ შებინდდება
მხოლოდ გამარჯვება ბედდთან შეგვარიგებს
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:29 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტბა ლერწამით შემოსილი,
გამჭვირვალე,როგორც მინა
თეთრი თოვლით დაიფარა,
უნუგეშოდ გაიყინა.
ეგ თვალებიც,ჩემო კარგო,
წამწამთ გუნდში ჩაიმალა,
სამუდამოდ დაიხუჭა,
როცა სევდით დაიღალა.
გაზაფხული მალე მოვა,
აენთება სხივი მწველი,
ტბაზე გედი აცურდება
ამაყი და უზრუნველი.
მაგრამ თვალებს,ჩემს მკვლელს თავლებს,
ვინ ჩააბნევს სიცოცხლის ძაფს?
გლოვით თავი დაუხრია
შენს საფლავზე ობოლ კანაფს...
ცამ ტბას ცრემლი დააფრქვია,
ზამთრის სუსხმა სხივი მოკლა,
მე თვალები დაგუხუჭე,
ცამ საფლავი დაგიორთქლა...
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:31 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარემ ღამე გაათია,კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია შენ კი არ გეძინება
გავაცუროთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.."
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:33 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:35 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმედს,რაღაცნაირ იმედს
გულში დიდხანს ატარებდა,
რომ ჟამს შვიდფრად მოციმციმეს
ბედი გამოადარებდა.
მაგრამ ეს დღე,დღევანდელი
გულს დააწვა მსგავსად ლოდის
რწმენაც ჩაჰქრა,ვით კანდელი
და მოეღო ბოლო ლოდინს.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:41 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:51 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იდუმალი მეორე სახე

შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგავართ პირისპირ:
მშვიდი სიცოცხლე რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი.

და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,
მსურს არ დამსდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:53 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუაღამისას

შუაღამისას ჩემს სარეცელთან
რაღაც უცნობი მესმის ვედრება,
თვალთგან ჩვენებას ცრემლი სცვივა,
განთიადისას კი მიდის,ქრება.
და მწუხარე ჯამს მარტოობისას,
სული არ მშვიდობს,გული არ ცხრება,
თვალწინ იშლება მთელი წარსული
უბედურება,ბედნიერება.
გავაღებ კარებს,დაბერავს ქარი,
ნაზი პეპელა შემოფრინდება.
შუქი ეცემა კედლებს,სარკეებს,
გათენდა.სულში კი არ თენდება.
 
nukriaДата: სამ, 10.05.2016, 20:54 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილის პირას ოდეს ვიქნები,
მე ჩემს დემონებს
ვთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები...
დრო აღარაა ბოდვის
და მეოცნებე მკერდის,
არ მეშინია ცოდვის,
არ მეშინია ღმერთის.

გულში დაგროვდა ზიზღი
და ბნელი ღამის ბინდი,
არ მეშინია სისხლის,
არც თვითმკვლელობა მინდა.

-ძალიან გაიტანჯები
-ჯერ ადრეა, გალაკტიონ
-ეხლა გვიანაა

-როგორც თვითმკვლელი დღიურს, შლიდა ლაჟვარდი ყანებს.

-მოვიკლავდი თავს, მაგრამ ამით
ჩემო სამშობლოვ,
არ მინდა მძიმე მოგაყენო
შეურაცხყოფა...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость