ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 443 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: პარ, 01.04.2016, 19:45 | Сообщение # 4421
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ მოადგა სურვილები
სხეულს...
დაგროვდა...
და ათასობით სიუჟეტის
გახდა ავტორი...
თხემიდან მივლის,
არ მასვენებს,
ნერვებს მიწიწკნის,
სურვილებია კვლავ სიგიჟის
პროვოკატორი...
მოგონებები,
რომ დავლუქე მეგონა სანდოდ,
რომ გადავგლისე სახურავზე
მიწა აყალო,
ნიადაგს ხეთქავს,
იყლორტება,
სკდება კვირტებად
და ჩემს სხეულზე
ნაირფერი ფურცლებით ყვავის...
გუშინ ზედმეტი რაც იყო და
რაც გაქრა თითქოს,
გუშინ რაც იყო,
პატიებას რომ ვერ ირგებდა,
დღეს რატომ გახდა
სასიცოცხლოდ ასე საჭირო,
რად მოევლინა გახევებულ
გრძნობას იმედად?!
რაა ასეთი?!
რატომა აქვს ძალა სურვილებს
და ათასობით სიუჟეტის
არის ავტორი?!
სხეულში მივლის,არ მასვენებს,
ნერვებს მიწიწკნის,
სურვილებია გაზაფხულის
პროვოკატორი...-ლიკა
 
nukriaДата: კვ, 03.04.2016, 20:53 | Сообщение # 4422
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმეს და წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთან მოვედი, კესანე.
მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგან სიკეთეს თესავენ,
ცაზე გავაბი სიმები,
შენ რაღას შვრები, კესანე?
ენძელა – იის დაიკო,
მეფერა, მეალერსა მე,
შენ კი რა მოგდის, რა იყო,
რატომღა არ მომესალმე?
ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზე ქარები მწყემსავენ,
ქარისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.
ჩემი ძმობილი სხივები
შორს ცისარტყელას კემსავენ,
გაქრება წვიმის მძივები,
მათაც სხივები შესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე,
ხვალე კი არა, დღესავე,
შენც ნუღარა ხარ მდუმარე,
ჩემო ლურჯთვალა კესანე.
 
nukriaДата: სამ, 05.04.2016, 16:27 | Сообщение # 4423
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ერთხელ რომ ვიგრძნო, თუნდაც სულ ოდნავ,
შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის,
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.

მთებიდან მთებში მიდის გზაწვრილი,
მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები,
არ შეიძლება ჩემი გაწირვა
სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით.

წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი,
ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი,
თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი
და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს.

გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა
წამომეფარე მაგ ფრთების ადლით...
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი...

/მანანა ჩიტიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 12.04.2016, 10:43 | Сообщение # 4424
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს, მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს,კალენდარში შესწორება შემაქვს,
... ტყუპის ცალი ებადება აპრილს...ახლა მზად ვარ უსასრულოდ ვენთო,მისთვის მზად მაქვს ჩითის კაბა, ჭრელი...
როგორ ცამდე ამამაღლე ღმერთო,მგონი ცამაც აიმაღლა ჭერი...გადმოვყურებ ვარსკვლავების კრებას,ხელისგულზე საკენკივით დაყრილს,სულს ვუბერავ და წარსულიც ქრება,დედამიწას ვჩუქნი ახალ აპრილს.ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვსდა სამოთხის კარი არის ღია,ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ,ცხოვრებას კი ნაკიანი ქვია.
 
nukriaДата: ხუთ, 14.04.2016, 16:38 | Сообщение # 4425
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთან მოხვედი და სუნთქვა შემაყვარე,
მერე ამიკრძალე – "მორჩა... ბევრიაო"
ალბათ სიცოცხლესაც მალე ამიკრძალავ,
მიისაკუთრებ და მეტყვი ჩემიაო.
შენ რომ შემასწავლე ლაღი გაცინება,
ახლა ღიმილიც კი სანატრელიაო.
ცრემლმა გზა იპოვა – "ახლა მე მოვდივარ,
რაც რომ გაიცინე ეგეც ბევრიაო.
"შენ რომ შემაყვარე თბილი ჩახუტება,
გულმა მიიღო და თქვა –" რა ტკბილიაო.
სანამ შენ არ მყავდი ამ ცივ სამყაროში
არა რა მცოდნია, ფუჭად მივლიაო.
"ის, რაც კი რამ მოხდა, ყველაფერი მახსოვს,
რამის დავიწყება მხოლოდ ჭორიაო.
მიყვარს შენზე ფიქრი, მიყვარს მე თვითონ "შენ",
ერთ დროს მხლოდ ჩემი, ახლა შორიაო.
მიყვარს ეს სიშორეც, მხოლოდ იმ იმედით,
სადმე კვლავ შეგხვდები, ასე მგონიაო.
ახლა გულით ისეთ გრძნობას დავატარებ,
არასოდეს არვის რომ არ ჰქონიაო.
 
nukriaДата: ხუთ, 14.04.2016, 18:10 | Сообщение # 4426
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საფერებელი შენთვის წუთები,
ამ ლამაზ ღამით ფიქრში გავლიე.
ბედობის ღამით მე მონატრება,
შენს სიყვარულზე თასით დავლიე.
არ გამიოცდე თუ სიყვარულად
ჩემი სურვილი ისევ შენა ხარ,
შენთან ყოფნა თუ არ მებედება,
ვფიქრობ ნატანჯი სულის თმენა ვარ.
ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს რა ვთხოვო,
თუ არ ამიხდა შენზე სურვილი,
უფლის ნებაა ყოველი დღე და
ჩემი შენდამი ვნებით წყურვილი.
დაბადებიდან მომმადლა ნიჭი,
რომ მყვარებოდი ასე ლამაზად,
შენს სიყვარულზე ისევ ვილოცებ,
დაბადებულო ჩემთვის ნანატრად.
 
nukriaДата: ხუთ, 14.04.2016, 18:32 | Сообщение # 4427
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვილი, ცხრათვალა მზის მტე,
მიწას მადლად რომ ეშვა,
“მწყურის”_ ამბობდა ქრისტე,
ძმარი! _ ჰყვიროდა ეშმა.

საბედისწერო ღამის,
გამოტანილი მსჯავრი
და ზეციერი მამის,
ცრემლით მორწყული ჯვარი.

ნალუსმნი გული ხელის,
წილით ნაყარი კვართი,
სამყარო ვერცხლის-ფერის,
მზეში გაცვლილი ჯართი.

კაცობრიობის ბედი,
უკანასკნელი წამი,
შუბ-განგმირული ფერდი,
დროი მეექვსე ჟამი.

გულ ცრემლიანი დედა,
სისხლ-ჩაქცეული თვალი,
ვერცხლ-მოყვარეთა ხედვა,
დემონთა მოკლე ბალი.

ზეცა სამ-ების ფერი,
შვილი, ცხრათვალა მზის მტე,
მიწას გაუშრა ყელი,
"მწყურის" _ამბობდა ქრისტე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 15.04.2016, 22:03 | Сообщение # 4428
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ქალაქის ცაზე მხოლოდ ანგელოზები დაფრინავენ,
და თუ უფლის ნებით, მიწაზე ჩამოვლენ,
მაინცდამაინც ლუტის ქალაქში უნდა ჩამოვიდნენ,
გასაფრთხილებლად:
აიღე სარჩო-სანოვაგე
და გზას დაადექი!
დაიღუპება ყველა და ყოველი,
ვინც ვნებას იმისათვის არ იყენებს,
რისთვისაც მიეცა!
გარეთ ბრბო ღრიალებს:
მოგვეცი, მოგვეცი შენი სტუმრები!
მადისაღმძვრელია მათი არამიწიერი სილამაზე,
პირაღმა ამოვაბრუნებთ,
როგორც ღმერთი - ჩვენს ქალაქს,
ჩვენი ცოდვებისთვის...

ანგელოზებმა ჭკუა ისწავლეს:
იციან,
დღეს ლუტი აღარ არის,
რომ ბრბოს ვნებას გადაარჩინოს
მათი ეთრული სხეულები
და ამიტომაც დაფრინავენ
უცხოპლანეტელთა კოსტუმებში -
გულმიუვალნი,
მოკვდავთა უკუღმრათი ვნებებისაგან დაცულნი
და შეუხედავობის ჯავშანში დამალულნი...

ვინ გადაარჩენს სილამაზეს წარტყვევნისაგან?
ყოველ გაზაფხულს
დაუნანებლად ისხიპება იასამნები...

ანგელოზებმა ჭკუა ისწავლეს...
მხოლოდ ამ სულელ იასამნებს არ ჰყოფნით ჭკუა:
როგორც კი სითბო ხელს დაუქნევთ,
ტოტებიდან მოიწევენ ყვავილების ფრიალ-ფრიალით,
ყრუ სამყაროზე უპასუხოდ შეყვარებულნი...

ჩემო უცხოპლანეტელო,
თუ შეგიძლია,
თან წაიღე
მოყვავილე იასამნის მთელი ხეები,
როგორც გული ქვეყნის ყველა შეყვარებულის
და როცა იქ,
შენს ანგელოზურ მარტოობაში,
მაგ შენს უცხოპლანეტელის ჯავშანს გაიხდი
და ჭეშმარიტ სილამაზეს ამოაშუქებ,
მარტო არ იყო:
შენთან დარჩეს
სუნი
ტოტებდამტვრეული
იასამანის...
--
ეს - მათხოვრისთვის...
ეს - ჩიტისთვის...
ესეც - ძაღლისთვის...
არარა დაგრჩა ?
ღმერთი მოგცემს
შენი სახლისთვის .
/მ.კ./
 
nukriaДата: პარ, 15.04.2016, 22:05 | Сообщение # 4429
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ჭორიკანა,
ბუტბუტა,პაწია,
იმხელა გული აქვს,
ზღვა ქვია...
პრანჭია...
ისე მოიხდინა ცის
ლურჯი მანტია,
როგორც კესანები,
ნაპირს რომ ასხმია...
ახლა ამბავს ყვება,
ცოტათი ნაღვლიანს,
იმ ქალზე,გრძნობების
რომ არის ფანტია...
ცისთვალა,დიდგულა,
ბუტბუტა...ზღვა ქვია!-ლიკა
 
nukriaДата: პარ, 15.04.2016, 22:06 | Сообщение # 4430
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
- ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!
საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!
საქართველოა,
რა საქართველო?! -
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! -
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, -
იხელახლებს იმგვარი დრო და...
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..

სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!

საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!
საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

მუხრან მაჭავარიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость