ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 445 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ოთხ, 20.04.2016, 22:51 | Сообщение # 4441
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გამუდმებით გეძებდი ყველგან...
შენ მტარვალივით მტოვებდი მუდამ...
და იზრდებოდა და მძიმდებოდა,
წყენის, ეჭვების , ცრემლების გუნდა.
მე შენში მუდამ ვეძებდი რაინდს…
შენ ურცხვად კლავდი ჩემში სინაზეს...
და იმედების მშვენიერ კოშკებს
ვაგებდით თურმე მზისფერ სილაზე...
ამასობაში გაფრინდნენ წლები,
ჩვენს შმაგ, ბობოქარ გულებზე გავლით...
ახლა კი ვხვდები, რომ აღარ გეძებ,
რომ სიყვარულსაც გაუდის ყავლი.
/მ.კ./
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:27 | Сообщение # 4442
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Heureka
ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა. და რახანია ვადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს, გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს, ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან! და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"... და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი! ჩემო გიო საჯაია... მომნატრებიხარ შენი ლექსებიანად.
ეს ლექსი სიგიჟეა. რად უნდა ჩემი თქმა, მარა არც დაშავდება რამე ამ თქმით.
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:28 | Сообщение # 4443
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წითელი კაბა შერღვევია ბროწეულს ტანზე,
საკინძის ღილი, ვერ უფარავს სისხლისფერ ძარღვებს,
და თავს უხრიან ყვავილები გამდგარნი განზე,
გამსკდარა კვირტი და მოქარგულ არშიებს არღვევს. აელვარებულ მზის სხივებში სიცოცხლე ჰყვავის,
ვიწრო წვივებზე მოსდებია სიცხე ბროწეულს,
მოლოგინებულ დიაცივით დაბადებს ყვავილს,
და შემოახვევს საუცხოო ფერებს ძოწეულს. მოჰგავს ვნებიანს, დასაკოცნელს ბაგეს ქალისას,
წითელ კაბაში თავს იწონებს მისი მშვენება,
ვიდრე ფესვებში სჩქეფს სიცოცხლე და კვირტად ისხამს,
არ უწერია სილამაზეს გადაშენება.. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:28 | Сообщение # 4444
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარ, დღეს მარტმაც მიამბო თავისი,
საკაბეს ვეძებო, ღიმილით გამანდო...
მიყვარსო ძალიან სურნელა მაისი,
მითხრა და.. მარჯვენა საგულეს დაადო. მიყვარხარ, რა მოხდა, თუკი მეც გავამხელ,
დღეს მარტის ქარებში ჩემი ხმა ვიცანი...
ნაცრისფერ სარკმელთან თვალებს რომ ავახელ,
ოცნებად გიწყებ და ყველას შენ გიგზავნი. მიყვარხარ, მოვფინე ცასა და ქვეყანას,
(მეც მინდა ის კაბა, მაისს რომ უყიდეს..)
თუ მარტის გრძნობებმა სოფელი შეჰყარა,
ეს, ჩემი სიგიჟე, ვის უნდა უკვირდეს. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:29 | Сообщение # 4445
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია, ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა. აქ არ არის კონტრასტი.
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში, უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა!"
გურამ რჩეულიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:31 | Сообщение # 4446
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა სადღაც მზე ამოვა
ახლა სადღაც იწვიმებს.
ახლა ვიღაც იტირებს
ზოგი შარას გაუყვება
ზოგი მტვრიან ბილიკებს
ზოგს ვიღაცა შეიყვარებს
ზოგს კი გადაივიწყებს
ზოგი მხოლოდ ჩუმად არის
ზოგი მხოლოდ ღიღინებს
ზოგი მართლა გულით მღერის
ზოგი მართლა ტიტინებს
ზოგი შიშით დამუნჯდება
ზოგი შიშით იყვირებს
როცა ვინმე წაიქცევა
ზოგი მაგრად იცინებს
ზოგს მდიდარი წაიყვანს და
ზოგს ღარიბი იშვილებს
ზოგს თავისი ავიწყდება
ზოგი გაზრდის სხვის შვილებს.
ზოგს თვალებში სითბო ხარობს
ზოგში შური იღვიძებს
ზოგს პირიდან მირონი სდის
ზოგს ბოღმა და სიბილწე.
ზოგს ძალიან გაუმართლებს
ზოგს ცხოვრება ივიწყებს,
ზოგს მიწაზე ყოფნა უყვარს
ზოგი ცისკენ მიიწევს.
როცა სხვისი კარგით ხარობ
ღმერთი არ დაგივიწყებს... /ნატო გელაშვილი /
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:32 | Сообщение # 4447
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მესმის შენი გულის ტკივილი,
მაგრამ ექიმად მე არ ვარგივარ,
მე შენი გული როგორ განვკურნო,
თვითონ ნატკენი გულით დავდივარ...
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:36 | Сообщение # 4448
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ,
წავიდეთ ტბის პირას, ქოხი მაქვს დაწნული,
ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს:
„ტყის პრინცზე გათხოვდა, დე, შენი ქალწული“. დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით,
ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით,
დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის. მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა,
ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს,
ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას,
სადაც შენ ფეხს ადგამ, იმ ადგილს არ ათოვს. საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ,
ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში
და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ, -
ჰო, შევცდი, იმ ღამეს არ უნდა გამეშვი... ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ,
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში, გვეყო, რა!
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს:
,,დე, მალე ჩამოდი ტყუპები გვეყოლა“. //მიშა დიაკონიძე//
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 02:36 | Сообщение # 4449
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დამიმალო
ეს მერამდენედ
მიგაქვს სევდა,
ჩემგან მიმავალს.
მიდიხარ მძიმედ,
გზას მიჰყვები
ყვითელფურცლიანს.
მე კარგად ვიცი,
იმოდენა
ტკივილს მიმალავ,
რომლის ტარება
გულს დიდი ხნით
არ შეუძლია.
და მაინც... ბედმა
რამდენჯერაც
უნდა გაგვყაროს,
კვლავ დაბრუნდები,
თუმც ცხოვრებით
ხშირად ვწვრილმანობთ...
გინდ დამიმალე
განურჩევლად
მთელი სამყარო,
ოღონდ თვალები
არასოდეს
არ დამიმალო! (ე. უ)
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 13:29 | Сообщение # 4450
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დამიმალო
ეს მერამდენედ
მიგაქვს სევდა,
ჩემგან მიმავალს.
მიდიხარ მძიმედ,
გზას მიჰყვები
ყვითელფურცლიანს.
მე კარგად ვიცი,
იმოდენა
ტკივილს მიმალავ,
რომლის ტარება
გულს დიდი ხნით
არ შეუძლია.
და მაინც... ბედმა
რამდენჯერაც
უნდა გაგვყაროს,
კვლავ დაბრუნდები,
თუმც ცხოვრებით
ხშირად ვწვრილმანობთ...
გინდ დამიმალე
განურჩევლად
მთელი სამყარო,
ოღონდ თვალები
არასოდეს
არ დამიმალო! (ე. უ)
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость