ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 446 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 13:30 | Сообщение # 4451
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰე შორეულო ღრუბელო
მოჰყვები სივრცის გზასაო
თანდათან უახლოვდები
კაწალხევ-მზისყანასაო
ერთსა გთხოვ თანაც გულითა
ლოცვა მოჰყვება ხმასაო:
ჩრდილს ნურასოდეს შეახებ
ჩემს ლამაზ გვირილასაო.
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 17:12 | Сообщение # 4452
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ვინ მოგახდენს ფართე მხრებზე ლეჩაქს ქალისას,
მუდამ კაცურად გამტანი ხარ გმირული ლელოს,
ქართველს უჭრიდა ოდითგანვე პირი ხმალისა,
და ვაჟ–კაცობა იფარავდა შენს საქართველოს.

დღესაც ომია, და ამ ომშიც იცდება ერი,
დღეს სხვანაირი დღეებია ჭირის და ოხის,
კაცი თუ კაცობს, მაღალია ოჯახის ჭერი,
თუმცა დღეს ყველა ვერ იმშვენებს ტარებას ჩოხის.

პაპაშენივით ვერ იკაცო, არა გაქვს ნება,
მიბაძვა თუ გსურს, მისაბაძი თავად გაქვს ჯიში,
სხვები მოდიან და მიდიან, შენი კი რჩება,
რამეთუ უკვე შენ ქართველის ფესვიდან იშვი.

წადი ეახლე წმიდანების საფლავებს ჩქარა,
კაცად შობილო ვინ გაწვნია ეგ იარები,
ქალის მანდილი ბიჭო მხრებზე ვინ მოგაფარა,
საბრალო "კაცო", რა ქალივით დაიარები.

სოდომის ცოდვამ აქ ვერასდროს დაიდო ბინა,
ვისააქვს ნება კვართის მიწა ფეხით გათელოს!
ვიდრემდე ერთი თუნდაც ერთი კაცი გვყავს შინა,
თუ ერთი ქალი, ერთი კაცი მაინც ქართველობს.

უწინამც მოკვდე ის ჯობია, ხორცით დანაცრდე,
უფალთან ომი მოუგია ქვეყნად არც ვისა,
მოკვდე სჯობია, ვიდრე ეშმას თვალწინ დამარცხდე,
რადგან სიკვდილი ბევრჯერ სჯობნის სინდისს გაცვლილსა.

მაგ ქართულ მხრებზე ვინ მოგახდებს ლეჩაქს ქალისას,
ოდითგან ბრძოლით გამტანი ხარ კაცური ლელოს,
ქართველს უჭრიდა საძლეველად პირი ხმალისა,
და ვაჟ–კაცობა იფარავდა შენს საქართველოს.

ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 17:13 | Сообщение # 4453
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამამო ყაყაჩო,
წყალმა არ დაგახრჩოს...
ზღვამ მიგიტყუა და...
ხარ ახლოს!
ხარ ახლოს!
ქარი გიფრიალებს
ალისფერ მაქმანებს,
ზღვისკენ მიიწევ და...
არავინ გაკავებს!
თამამო ყაყაჩო,
წყალმა არ დაგახრჩოს,
ნაპირთან ტკარცალებ...
ხარ ახლოს!
ხარ ახლოს!-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 21.04.2016, 17:17 | Сообщение # 4454
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
(როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა)
_ თან წაუტირებს, თან გაიღიმებს
შვილი, რომელიც საფლავზე მოვა.
მოვა,
დაჯდება,
მოწევს
და წავა.
იქ, კი, იგივე დარჩება ჰავა...
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 13:45 | Сообщение # 4455
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარმოსახვაა სუყველა ლექსი რაც სიყვარულზე დამიწერია, ამ რეალობას ვერაფრით შევცვლი რომ სიყვარული არც მღირსებია, მე სათხოვარი მექნება ერთი თუ თხოვნის ღირსად გამხდიდა ღმერთი, მიყვარდეს ერთხელ მიყვარდეს ერთი და მისთვის ვიყო მეც ერთადერთი.
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 13:46 | Сообщение # 4456
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ გავიხადე გიჟის ხალათი ---
ზამთარ-ზაფხულ რომ ტანზე მაცვია...
რომც მოვკვდე --- უნდა გავძლო ხვალამდი,
თუმც გული ეჭვებს დაუკაწრიათ!..

რა აწრიალებს ტკივილს მარადისს,
როდემდის უძლოს გულმაც ამ წრიალს?!.
--- ხვალ გალახავენ ხმელი ხალათიც,
შოლტები ვისაც მრავლად გასწვნია?!.

ღარიბი ვივლი კუბოს კარამდი,
ვიდრე მდიდრდება ძუნწი, ქვაწვია...
კითხვის ხვიარა --- მჭლე, მუხანათი ---
ყოფნა-არყოფნის ღობეს ჩასწვნია...

ზედვე მაცვდება გიჟის ხალათიც
გაუხდელად რომ ტანზე მაცვია...

აქ შური ზეობს, იქ კი ღალატი,
სიკეთეს რომ სულ სიქას აცლიან...
სულ-ხორცის გზათა გასაყარამდი
სულის მოთქმასაც ძვირად გაცლიან...

შენც, ჟამო, ვერც სდექ, ვერც დაკარავდი...
--- ვხედავ, სვებედი შენიც მკაცრია...
მაგრამ წამობით რაღად მპარავდი,
რაც ისეც შენი დასანაცრია?!.

თუმცაღა ღდინზეც გავჭაღარავდი,
ვერ ვეძმე ქვემძრომს, ღრძოს და ღვაღძლიანს...
ვერც ეჭვი --- უნდო და მუხანათი,
ვერც ჯავრი --- გულში ფხად რომ გამჩრია ---

ვიდრე გამიძლებს გიჟის ხალათი,
ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრიან!..
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 13:48 | Сообщение # 4457
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ რა იქნება? დღეს ნაკლებად ფიქრობ ამაზე

და დღევანდელი დღითღა ცხოვრობ, როსმე ლამაზი

ლამაზად აღარ გეჩვენება, თანაც, არც არის,

იქ, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა, დარჩა ნაცარი.

წლებმა წაიღეს წასაღები. დარჩა - მოწყენა,

შემოგვეჩვია, თანაც როგორ, ეს ფოთოლცვენა, -

კვდომაა ირგვლივ და ცვალების უდგას ხარება,

გინდა მდიდარი იყო ახლა, გინდა - ღარიბი,

არის ამაო ჩამავალთა დღეთა ყურება,

თვით ხარ გვიანი შემოდგომა და უგუნებოდ

უსმენ კარებზე ცივი ზამთრის მოკაკუნებას.

მაგრამ მარცვალი თუკი აღარ გარდაიცვალა,

ვერ გაიხარებს ქვეყანაზე ნერგი ახალი,

ღირდა ამისთვის, რაც იწვნიე და რაც იწვალე?

ღირდა, მახარე!

ამრიგად, ამბობს მაცხოვარი შენი - ჯვარცმული,

შენთვის ჯვარცმული, და საშენოდ გზის გამკაფავი,

რაა სიკვდილი, თუ დასაწყისს ნიშნავს სასრული?

მარადიული არის ქვეყნად შენი ამბავი...

2002 წ.
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 14:35 | Сообщение # 4458
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენო წამები გადიქცა წამებად,
უშენო სოფელიც წუთივით მცირეა,
მექეცი სიცოცხლის ახდენილ ზმანებად
და ახლა ჩვენ შორის პატარა ტირეა.

ტირე_ ვით სიკვდილთან სიცოცხლის გამყოფი,
სხვა სევდის მიზეზი აღარ მაქვს ნამდვილად,
ჩემთან ხარ, ჩემში ხარ და მაინც არ მყოფნი,
სამყარო არ მყოფნის შეხვედრის ადგილად.

სულიდან ვიშორებ ცოდვიან ნარჩენებს,
ჩანს ამ სიყვარულში ღმერთია მთავარი,
პირ_აღმა მივყვები დავარდნი ჩანჩქერებს,
ბაგეზე ღიმილად მაწყდება ჯავარი.

ზეცისკენ გავუშვი მზისფერი ბურთები,
სინათლეს გადავფენ მთებიან, გზებიან,
გაიფანტებიან უშენო წუთები,
უშენო დღეებიც გაიცრიცებიან.

ჩვენს შორის ღმერთია_ ფესვი და ნაყოფი,
ლოცვებად, წყურვილად, ნატვრების წადილად,
ჩემში ხარ და მაინც არ მკმარა, არ მყოფნი,
სამყარო არ მყოფნის შეხვედრის ადგილად.
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 14:37 | Сообщение # 4459
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი, ბოლო დროს ღმერთს ვიხსენებ ძალიან ხშირად...

ყოველთვის, როცა მენატრები,

(ვიცი, შენთვის არ უნდა მეთქვა),

თვალებს ვხუჭავ და შენს ხელებს ვხედავ,

ასე მძაფრად დამახსოვრებულს,

როდესაც ტანი სავსე არის

ავბედითად ჩაგუბებულ შენი სურვილით,

ყოველი ნაკვთი, ყველა ნერვი

თრთის, კანკალებს უძლურებისგან,

როცა ათასი დანა დადის

ჩემს სხეულში მბრუნავ ცელივით

და გამეტებით სერავს ძარღვებს

მონატრებით ალესილ პირით,

როცა მგონია, აღარ დამრჩა ძალა ბრძოლისთვის,

მინდა, მოგიხმო შენ, ვინც ამას რა ხანია მოთმენით ელი...

მე ამ დროს ვამბობ: ღმერთო მიშველე!

და ისიც, ჩემდა გასაკვირად სულ ფხიზლადაა,

ერთი წამით არ ხუჭავს თვალებს.





ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: პარ, 22.04.2016, 16:33 | Сообщение # 4460
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ტვიფრავს, ქალი ელის
ზეთისხილებს და ყურძენს,
და მარმარილოს ქალაქს,
წყალში ჩაშვებულ ღუზებს,
მაგრამ ელვარე ფარზე
ტვიფრავს ოსტატის ხელი
ტყვიისფერ ცას და ხედებს
უკაცრიელი ველის.

მოტიტვლებული ადგილია, უმზეო, რუხი,
არსად ბალახი ან სიცოცხლის რამე ნიშანი
და არსად კუნძი, რომ ჩამოჯდე, მოხარო მუხლი,
მაგრამ უეცრად, როგორც მტვერი, წამოიშალნენ
ლეგიონები, და ჩამწკრივდნენ; თითქოს სიშავე
აკლდა მიდამოს - მილიონი აბჯარი იშვა
და მილიონი უტყვი სახე ელოდა ნიშანს.

იყო ხმა, სახე არსად ჩანდა, ხმა იყო ციდან,
ის აცხადებდა, რომ მიზანი მუდამ ამართლებს
და ასე შემდეგ; და ბრძანებებს კბილებში სცრიდა,
არც მოდასტურე სჭირდებოდა, არც მოკამათე.
ჯარი დაიძრა, სულერთია, რასაც დამართებს
მას ეს ბრძანება, მთავარია, მორჩილად მიყვეს;
წამოშლილ მტვერში ადვილია, ბრმად ენდო სიტყვებს.

ის ტვიფრავს, ქალი ელის
მსხვერპლად შესაწირ ნახირს,
თეთრი ვარდებით მორთულს,
როგორ მიდენის ხალხი,
მაგრამ ელვარე ფარზე
ის საკუთრხევლის ნაცვლად
სულ სხვა სურათებს ხედავს,
ხედავს ცეცხლსა და ნაცარს.

მავთულხლართებით მოერაგათ მიდამო, იქ კი
დაღლილ მსაჯულებს მორეოდათ უკვე მთქნარება,
ცხელი დღე იყო და გუშაგებს სდიოდათ ხვითქი,
აქეთ ბრბო იდგა, შეყრილიყო აუარება
მოცლილი ხალხი, დანატრული დროის ტარებას;
ბოლოს ის სამიც გაუყენეს მტვრიან აღმართებს,
მერე კი ჯვრები მათიანად ცისკენ აღმართეს.

ძალიც, დიდებაც, რაც სამყაროს ამკობს და შვენის,
რაც ძვირფასია და არასდროს ეცვლება ფასი,
სხვის ხელში იყო მოქცეული, იმ სამს კი შველის
ვერ ექნებოდა იმედი და, მითუფრო, შანსი.
ბრბო ითრობოდა მათი ტანჯვით, არ ქონდა აზრი
შიშის დაფარვას, სიამაყეს, აღარც მორცხვობას,
და ისე მოკვდნენ, მათი ხორცი ჯერაც ცოცხლობდა.

ის ტვიფრავს, ქალი ელის
ან ათლეტების შეჯიბრს,
ან მოცეკვავე წყვილებს,
წრეში ცეცხლივით შეჭრილთ,
ელის ვნებიან როკვას,
მაგრამ ელვარე ფარზე
ტვიფრავს ოსტატის ხელი
ხაზებს, ეკლოვან ხაზებს.

ეს აგზნებული მოზარდია, ქვას იღებს, ესვრის
გაფრენილ ჩიტს და გზას განაგრძობს. სულ მალე მორიგ
მსხვერპლსაც დალანდავს. ის დიდია, მას უკვე ესმის,
რომ ქალზე უნდა იძალადო, იცის, რომ ორი
ადვილად მოკლავს ერთს - მესამეს. არ სჯერა ჭორის,
თითქოს ამქვეყნად ვიღაც მართლა იცავს პირობებს
ან თითქოს ვინმე შეიძლება სხვისთვის ტიროდეს.

და მესაჭურჭლე ღმერთი,
ჰეფესტო, დგება განზე,
ქალი კი კივის, მისი
შვილისთვის ნაჭედ ფარზე
ამოუტვიფრავს ღმერთკაცს
გმირი, რომელიც კვდება,
ქალი უმზერს და ტირის,
აქილევსია, ხვდება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость