ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 444 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: პარ, 15.04.2016, 22:06 | Сообщение # 4431
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა საჭიროა
რომ დაგინახო,-
მე უნდა გიგრძნო,
მეუფეო,
როცა ჩემთან ხარ!
მხოლოდ
ერთგულთა ორგულობა
თუ გამაოგნებს,
თორემ
ორგულთა მტრობა ქვეყნად
ვინ გაიკვირვა.
ნეტავი იმ დროს,
იმ დროს,როდესაც
მგელი ქცეული ოდესღაც ძაღლად
კვლავ თავის მგლობას
დაუბრუნდება!
ვინც არ იკითხა,
რად მოვიდა,როცა მოვიდა,
ნუღარ იკითხავს,
რატომ მიდის,როდესაც წავა!

/მორის ფოცხიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 15.04.2016, 23:30 | Сообщение # 4432
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი "ლეკი" ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭატნელსა,
ბეჭებში დამბაჩა დასცა,პირში ბოლი გავარდესა..

აი,აი,...ასეთი ღალატი!!!თან ზურგიდან მიეპარა
 
nukriaДата: ორ, 18.04.2016, 17:58 | Сообщение # 4433
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არავინ იცის,რა მოხდა,
არავინ იცის, რა იყო,
ჰაიკუს ვწერდი და უცებ
ტანკა-
ჰაიკუს დაიკო,
ფურცელზე თვითონ დასკუპდა,
როგორც პეპელა თაიგულს,
თითქოს ამ გულის პასუხი
ჰაიკუსავით გაიგო ...
 
nukriaДата: ორ, 18.04.2016, 17:59 | Сообщение # 4434
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკის დამსხვრეულ ნაწილებს გავს
ჩემი სიყვარული,
სხვადასხვა ფერს გაბნეულ მოზაიკად რომ ირეკლავს,
ვეღარც ვაწყობ და...
აბა,რაღა სიყვარულია,
თუ დაიმსხვრა?!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 19.04.2016, 01:39 | Сообщение # 4435
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მოწიოო! თითქოს ჰქონდეს რაიმე აზრი
საღ-სალამათი კაცის სიკვდილს სულთ საუფლოში!
მეუღლემ მითხრა: «იცი, წუხელ ტატო მესიზმრა,
შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი,
ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო.»
მე გამეხარდა. საოცარი შვება ვიგრძენი.
მაშასადამე, შენი სული, აქ არის, შვილო,
გარს უვლის ჩვენს სახლს ყოველ ღამე, შიგ იჭვრიტება
და მე როდესაც ვაღებ სარკმელს ჩემი ქურდული
ნაფაზისათვის, თურმე მაშინ მე შენ გეხები
ქცეულს ნიავად, ღამის სუნთქვად, ხეთა შრიალად. ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას
და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხჩოლავ სიგარეტს.
რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის
უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია
შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა.
ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი,
შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად. პრინცმა ჰამლეტმა არ იცოდა, რომ უარესი
ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას! ვ. კოტეტიშვილი
 
nukriaДата: სამ, 19.04.2016, 01:40 | Сообщение # 4436
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუთუ,დიდი ვარ? ნუთუ,დიდი ვარ?
ნუთუ,ვბერდები?
არა?!
ვფიქრობ,რომ
მხოლოდ ვბევრდები!
როგორც მდინარე
შენაკადებით,
მივიმღერი და
მერაკრაკება...
მარათონი მაქვს
სირმების ქარგთან...
ხან მე ვუსწრებ და...
ზოგჯერ ის ხლართავს...
იქნებ,დიდი ვარ?!
იქნებ,ვბერდები?!
არა?!
ვფიქრრბ,რომ
მხოლოდ ვბევრდები!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 19.04.2016, 01:40 | Сообщение # 4437
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმის არგანი,
კვაჭის არღანი,
მერე იმღამით
ანდა ამღამით
ფრთხილი წკმუტუნი
ანდა ღავღავი... მაღლა ცა ღმერთზე შეყვარებული
და უამრავი თვალის ხამხამი.
დაბლა თქვენ. არა, დაბლაზე დაბლა,
იქ გაშლილია საეჭვო ტაბლა,
ვიღაც მოელის ტაბელურ დამბლას!
და თავს მიიჩნევს დიდი ხნის დამპლად
და ჩუმად ჩადის დამპლა და დამპლა!!! 18. 4. 2016
 
nukriaДата: სამ, 19.04.2016, 01:41 | Сообщение # 4438
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წავალ! წავალ!
(არც იფიქრო გამაჩერო)!
დავიმგზავრებ ქარებსა და ქარიშხლებს!
შევიშლები, როგორც დიდი ლამანჩელი
და წისქვილებს ჩემ სიგიჟეს ვარისხებ!
რა საშინლად, რა საზარლად ტრიალებენ,
რა ბევრია ბჭენი ესე ავსულთა.
სული ბორგავს, განა, ისევ ტიალია!
განა მართლა ყველაფერი დასრულდა!
დამცინებენ... დაგცინოდნენ, იქირქილეს...
(ზოგს სისხლში აქვს, კარგიც ნახოს, ცუდი თქვას)
მე გავრეკავ ყველა მჭედელს, მეწისქვილეს
ბდღვირს ავადენ, ვასროლინებ კუდით ქვას!
მელოდება როსინანტი შეკაზმული
("რკინის რაში" მძაგს და მისი მეეტლეც)
დარცხვენილი, დაბღვერილი, მობუზული,
საუკუნე ოხრავს ოცდამეერთე.
მზეც წავიდა, ჰე, ჰორიზონტს გადაცილდა,
მიაშურებს თავის ოქროს სარეცელს...
შემომძახებს დიდი დონი ლამანჩიდან:
ხვალ დილიდან სხვა წისქვილებს დავეცეთ!
(კახა შალამბერიძე)
 
nukriaДата: ოთხ, 20.04.2016, 22:44 | Сообщение # 4439
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერაგი ყოფილხარ უთქმელო ფიქრებო,
და მერე ვინ იცის სადამდე გასწიო,
მე მიყვარს ქარიშხლად მოვლენა იქამდე,
სანამ რომ ბურუსში ფიქრებად გაგხვიო.

ვაცდი და იქნება იხეთქოს ოდესმე
ვულკანად, ხვნეშით რომ შემრჩება ნაძეკი,
იმდენად არ მიყვარს ალ-მურის მოდება,
რომ დღესაც სიცოცხლე ვათრიე ნაბეგვი.

დღესა ვარ ასეთი განწყობით, თორემ ხვალ
ვინ იცის პატიმრად გეახლოთ მუზებო,
ვიარე კვალ და კვალ და მაინც დიადსა,
უმნტყუნეთ ხომ აქაც დაღლილო მუხლებო?!

არ მჯერა იმ კაცის ხორცში რომ კანკალებს,
ბეჩავი თავის თავს უმალავს ნაფიქრალს,
და მართლა ვერაგმა გასროლილ მეველეს,
ჭრილობა უნახა თქმულების ნატყვიარს.

არ მინდა ბეჩავთა კნავილებს ვუსმენდე,
შემოვრჩი მთებსა და ჭიუხვთა ღრიალებს,
გარშემო უთქმელი ფიქრები ბორგავენ,
გამიშვით უფალთან არ დამაგვიანდეს,

წიკლაური გიორგი
 
nukriaДата: ოთხ, 20.04.2016, 22:47 | Сообщение # 4440
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ღარიბი ვარ,
როგორც აპრილი,
მე მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ...
და საკუთარი სიღარიბის დასაფარავად
შემოდგომამდის გასავლელი მრჩება მანძილი.
მე ღარიბი ვარ,
ღარიბი ვარ -
როგორც აპრილი,
ფესვიდან რტომდის
ფეთქავს სისხლი დაუღალავად...
და მომლოდინე სასოება
გულში ჩაღვრილა.
და მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ! თედო ბექიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость