ლიკა ყიფშიძე - Page 36 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:36 | Сообщение # 351
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–ვიჭორაოთ,რამეზე
–იქნებ,ისევ კაცებზე?
–უი,არა,გაგიჟდი?
წეღან,იცით,ჩავბჟირდი!
–რაო,გვითხარ,რა მოხდა?
–ის,წეღან რომ გარბოდა...
–ხო...ლამაზი...თავხედი?
–ლამაზიო?გავხევდი...
იცით როგორ გაბრაზდა,
ო,რა,ქურქი გამაზა?
–ქურქი,როგორ,მოყევი...
–ოი,რა,ხარ?ოხერი!
–მოგწონს?უნდა აიღო,
მან კი ფიქრი დაიწყო...
ხოდა ვტაცე ხელი და...
ო,რა,ბედნიერი ვაააარ!
თუ მოგწონს და გიხდება,
თუ ოცნება გიხდება,
რაღას ეძებ,რა გინდა?
–და,ნაწყენი წავიდა?
–აი,ჩემი,დარდები,
ჩვენ ნამდვილი ქალები,
მოგვწონს?უკვე ჩვენია!
რა ვქნა,თუ საწყენია...–ლიკა
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 04:43 | Сообщение # 352
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყავას ვსვამ ურძეოდ,
უშაქროდ,
უშენოდ...
გადამცდა...
გადავრჩი...
რა დაცლის!–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 16:55 | Сообщение # 353
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძნელია,მიყვარდე,ისე,
ვითომც,არაფერი...
ძნელია სულს ეკიდო
სევდის ალმასებად...
ძნელია...
ძნელია...
ძნელია...
ღამე მთვარეანანთები,
ძნელია,მიყვარდე,ისე,
ვითომც,არაფერი!–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 23:11 | Сообщение # 354
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგიჟებს!

როგორ მიყვარხარ!
ყველაფერი მაგიჟებს შენი!
მაგიჟებს ცხვირი,
წიკიანი,
მთვარენახევრის!
მაგიჟებს ბაგე,
წითელ ღვინის ორი ბადიმი...
და ეგ თვალები,
ცუნამია წამლეკავი!
–ვისი ხარ?
–ჩემი!
მაგიჟებს ღაბო,
ეგ ფაფუკი და რბილი მტრედი,
ვნების კლავიში–
მოსათუთე თითები შენი,
მაგიჟებს ქორო–ხმები,
გრძნობის ლაბირინთების...
სხვა რა მაგიჟებს?
ალბათ ის,რომ,
–ვისი ხარ?
–ჩემი!
როგორ მიყვარხარ!
ყველაფერი მაგიჟებს შენი!
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 23:12 | Сообщение # 355
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,უკანასკნელად ჩამოცვივდა, წელს,ცას ფანტელი...
–მართლა,წახვედი?
უკანასკნელად წამოვიდა თოვლი ირიბად...
–აღარ გინდივარ?
უკანასკნელად შეაწუხა ტანი სიცივემ,
რამდენს ვიცინებ,
ძალიან რომ მოგენატრები?!''–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 23:22 | Сообщение # 356
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ დილაადრიან,
ასე რამ აგრია,
რას მეჟღურტულები,
შავთვალა,პაწია?
ო,გარეთ,მარტია,
ქარია...ქარია...
გინდა გაეჯიბრო
აშარს და შარიანს?
არა,არ გაფრინდე,
ქართან არ გაქროლდე,
ეგ შენი ტკბილი ხმა
მინდა კვლავ მათბობდეს!
ჩიტო,გულწითელა,
და ჩიტო,პაწია,
ყვავილთა რტოებმა
მინდა რომ გარწიოს...
იმღერე,იმღერე,
მარტს თან ნუ გაყვები,
ვიცი,ჭორიკანავ,
ბევრი გაქვს სათქმელი...
მაინც ქართან გინდა,
ქართან გსურს წიალი?
მოგინდა ნავარდი
და ცაში ბზრიალი?
იფრინე,იფრინე,
იფრინე,მარტია,
ჩიტო,გულწითელა
და ჩიტო,პაწია!–ლიკა
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 16:49 | Сообщение # 357
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულის სუნთქვა მესმის,
ჩიტბატონას წრიალი...
გოგოვ,შენი,ჩითის კაბის,
არ მასვენებს ფრიალი.

აუქოჩრავს ქარი მინდვრებს
ყაყაჩოებს,კესანებს...
მინდა შენი ატმის ბაგე
სხეულს კოცნით კემსავდეს.

აფეთქებულ ფერად ფურცლებს
მოაქვს ნაზი სურნელი...
გოგოვ,შენი მკერდის თრიაქს,
ვყავარ განუკურნელი.

გაზაფხულის სუნთქვა მესმის,
ჩიტბატონას წრიალი...
გოგოვ,შენი,ჩითის კაბის,
არ მასვენებს ფრიალი.–ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:18 | Сообщение # 358
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–ქალი?
–გენაცვალე!
ქალი არ ბერდება!
ნაოჭი?
ეს სულის შტრიხია...
ახალ ესკიზს ხატავს
დრო ქალის სახეზე,
ნახატს,რომელიც მისია!
თვალის უპეებთან
ჩიტის ნაფეხურებს
მოსდევს მხიარული
ჟღურტული...
ბაგის კუნჭულების
პაწაწა ღარებიდან
ისმის ვნებიანი ჩურჩული!
–არა,
გენაცვალე,
ქალი არ ბერდება!
ვნება ემატება მის ესკიზზს,
და დრო განსხვავებულ,
განუმეორებელ,
ღრმა შინაარსიან ნახატს ქმნის!
თუკი სიყვარულმაც
ხელი არ დააკლო,
და თუ შეაშველა პალიტრა,
ქალის სილამაზეს
წინ რა დაუდგება,
სითბოს თვით ზეცამდე აიტანს!
ხოდა,ნუ გგონიათ,
რომ ქალი ბერდება,
მის ასაკს დროც კი ვერ გახედნის,
ქალი ძლიერია,
მას რა მოერევა,
კაცის ხელითაა ნაძერწი!–ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:38 | Сообщение # 359
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი გრძნობის ფირალი ვარ,
შენი ვნების მეარღნე...
ისევ შენს მკლავებზე ვწევარ,
შენს იალქნებს მივარღვევ...
ნურავინ შემეცილება,
შენს თავს ვერვის მივართმევ!
შენი გრძნობის ფირალი ვარ,
შენი ვნების მეარღნე!-ლიკაააააააა
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:40 | Сообщение # 360
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Съел чеснока всего лишь дольку,
Все дамы разбежались вдруг!
Как много нечисти, однако,
Вокруг...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость