ლიკა ყიფშიძე - Page 34 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 10:38 | Сообщение # 331
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლის აბდაუბდა

თოვლი წამოვიდა,

ისე უეცარი,

ისე არეული,

ისე აბდაუბდა,

ვფიქრობ გზა დაებნათ

და თავბრუ დაეხვათ

ფიფქებს პაწაწას და

ფიფქებს–ქარაფშუტას!

თოვლი წამოვიდა,

ისე უეცარი,

ისე არეული,

ისე აბდაუბდა,

ირგვლივ ფარფატებენ

და თავბრუს მახვევენ,

დამთვრალან ფიფქები...

ნუთუ,კოცნა, უნდათ?
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 10:40 | Сообщение # 332
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც პეტუშაა სადმე,
ლამფამაც მოჭამა ჭირი,
სხვა რომ არ ინატრო რამე,
ხმაც კი აღარ ისმის წვიმის...-ლიკა
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 14:38 | Сообщение # 333
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხანდახან უნდა გამახსენდეს,
როგორ მიყვარდი...
ხანდახან უნდა გამახსენდეს
დღე დღეზე დიდი....
ხანდახან უნდა გავიღიმო
იმ დიდ ლტოლვაზე,
მხოლოდ მე–არა,
ცას რომ შეხსნა
მკერდზე მზის ღილი...
ხანდახან უნდა მოვისურვო
დრო დროზე გიჟი,
მონატრებას რომ ასდიოდა
ორთქლი ოხშივრის...
მსურს რომ მახსოვდეს ეგ ღიმილი,
მწველიც და მშვიდიც,
გულს დარჩი რადგან,
აღარ ვდარდობ
ჩვენ თუ დავცილდით!–ლიკა
 
nukriaДата: ორ, 19.01.2015, 16:03 | Сообщение # 334
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხო,ეს თრთვილია,
მობრჭყვიალე ველის გულქანდა,
წვრილ–წვრილ ძვირფას თვლად
ბალახების ღერზე ასხმული...
ისე ანათებს სათითაოდ,
თითქოს ნასესხებ
სხივებს უბრუნებს ბრდღვიალა მზეს
თავგადაკლული!–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 22.01.2015, 21:36 | Сообщение # 335
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
ყოველ საღამოს იმ დღეს ვასვენებ,
ალიონსა და დაისებს შორის,
დრო რომ ქვია და სულს ვერ ამთელებს... მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
და ამ ცხოვრებას ვატან საათებს,
რომელიც თავზე მაცვივა არც რად,
ჩემს ცხოვრებას რომ ასე დაათრევს... მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
სიცარიელე ქვია ჩემს სივრცეს
და ყოველ ღამით მე უშენობით,
მძაფრ,ტკივილიან რექვიემს ვისმენ... მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
დღე მოცელილი დილის ჩიტია
და შენს გარეშე ჩემი ცხოვრება
იღბლიან ქალის მტკნარი მითია!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:17 | Сообщение # 336
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაბუაწვერის წერილებს
იდუმალ ვნებებს ვატან,
პეშვს თუ შეუშვერ,მოგიტანს
ჩემგან ბავშვობის ზღაპარს...
მოგიალერსებს,ბუსუსებს,
შეგახებს,როგორც ბაგეს...
გრძელ გზაზე შენთან შეხვედრის
ჩუმი სურვილი ვანდე...
ბაბუაწვერის წერილებს,
ნახე,ღაწვებზეც გაფენ...
თეთრ,გადაპენტილ მდელოებს,
ვუბერავ...შენსკენ ვაფრენ...
ბზრიალებს, როგორც ფიფქები,
ცის თეთრ გვირისტთა ქარგად
და მონატრებას შენს ირგვლივ
თეთრ ბუსუსებად ფანტავს...
ბაბუაწვერის წერილებს,
იდუმალ ვნებებს ვატან...
შენს ირგვლივ ჩემი ოცნება,
ქარგავს,თეთრ,ლამაზ,ფარდაგს...–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:19 | Сообщение # 337
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...მას ეგონა,მშურდა!
ვუყურებდი, ვდუმდი–
წუთისოფლის ბრუნვას,
წუთისოფლის,მრუდის,
გაუძლებდა,როგორ?!
ვწუხდი,რარიგ ვწუხდი...
...მას ეგონა,მშურდა!
ვუყურებდი,ვდუმდი...
ლაბადა თუ ეცვა
და ციოდა,თუკი,
რატომ არ ეფარა,
ნეტავ თავზე ქუდი?
ვუყურებდი,შურდა...
მიყურებდა,ვწუხდი...
წუთისოფლის ბრუნვას,
წუთისოფლის,მრუდის,
გავუძელი,როგორ?
გაუძლებდა!
ვდუმდი!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:39 | Сообщение # 338
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი,მომეგაზაფხულე,
გული ამიყვავილე!
კვირტებს ვნება გადაასკდა,
პატარძლობას აპირებს!
არიები მომიძღვენი,
მარტის ქარით ნამღერი,
გრძნობის გზები გამიხსენი,
ცისარტყელით ნაფენი!
მერე მკერდზე დამაყარე
მაგ თვალების ღიღილო,
მინდა შენი სიყვარულის
თაიგულიც ვიხილო!
მინდა,მინდა,მინდა,მინდა
შენი ვნების სტიქია,
ცა თავსხმას ვერ შეიკავებს,
გაზაფხულზე–მითქვია!
მოდი,მომეგაზაფხულე,
გული ამიყვავილე!
კვირტებს ვნება გადაასკდა,
პატარძლობას აპირებს!–ლიკა
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:52 | Сообщение # 339
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ისევ ის რომ მენატრება,იცი?
-რა?
-მოლოდინი,შენი კოცნის ჟინი...
რომ ვიჯექი,გიყურებდი,
შენ კი,
არ გეცალა...
მენთებოდა ცეცხლი...
ფუვდებოდა,ფუვდებოდა ვნება...
-ქალბატონო,მითხარით,რა გნებავთ?
ჩურჩულებდი,ჩურჩულებდი მერე...
მე ვფხაჭნიდი მაგიდას და კედლებს...
სიყვარული იმ კედლებში დაგვრჩა...
რადგან ფანქრის დაგვეზარა გათლა...
რადგან ვეღარ ვაფერადეთ გზები...
რადგან მერე გამოვდექით მტრები...
ახლა,ისევ,მომენატრა იცი?
ის გზა ისევ გასაყართან იცდის...
ის ფიფქები?
გახსოვს როგორ თოვდა?
სიხარული ციდან რომ მოქონდა...
შენ მაჩუქე წვრილ ყვავილთა წყება...
უამრავი,თეთრი გაელვება...
ახლა ისევ გამახსენდა,იცი?
გიცდი...-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:28 | Сообщение # 340
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გწერდით...გწერდით...
წერილები ეკიდა ზეცას
ვით პაწაწინა ფანტელები,
თეთრი და წრფელი...
მოფარფატებდნენ,
ეხვეოდათ თავბრუ და ალბათ,
სწორედ ამიტომ ერეოდათ
მათ თქვენსკენ გზები...
მე გწერდით ჩემზე,
ქრიზანთემის გვიან წადილზე,
რომ ყოფილიყო შემოდგომის
თეთრი სურნელი...
მე გწერდით,მაგრამ,
ვერ აღწევდა,ვერა თქვენამდე
და სურვილები
ფიფქებივით იყო ულევი...
მერე ვერ გწერდით,
დამიბუჟდა რადგანაც მაჯა,
ვერ ავაყოლე,გაყინული,
გრძნობას თითები..
მზერა შორეულ
სივრცეებში გადაიკარგა...
და ვფიქრობ,იქაც
ჩემი სულის ფეთქვა იქნებით...-ლიკა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость