ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:01 | Сообщение # 321 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახალ წანას მიგახვამანქ ღორონთქ გოითანუას ენა ჯვეში შხვა ახალი იფრელამო გეეხარი
სქან მაღაზა სქანი ბაღი ლაიტიში ეფშა
ჟიო ჩიტი გოფურინი სუა ქოფჩანაფუდას შორს მითინი ქორუნსუდა აშო ქორჭარაფუდას
ასე მეურქ გვალაშა აშ ვამმართე(ნ) წანაშა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:02 | Сообщение # 322 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც გენებოთ,მისტერ! თქვენ მე სულ აღარ მისმენთ, თქვენ მე სულ აღარ მნატრობთ, ელტვით სულ სხვა ცის ტატნობს!
როგორც გენებოთ,მისტერ! მე სულ სხვა ცისკენ ვიფრენ, თუმც უთქვენობას ვნანობ, მაინც ვმღერივარ,ვგალობ...
როგორც გენებოთ,მისტერ! თქვენ უჩემობას იტანთ, თქვენ სხვის გულში თუ სახლობთ, მისი ხართ,ის გაგართობთ...
როგორც გენებოთ,მისტერ! მე მონატრება მიტევს... მაგრამ გულს ვეღარ განდობთ, დამტოვეთ,გთხოვთ...ნუ,დარდობთ!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:04 | Сообщение # 323 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ მოყარა ქარმა თოვლი, აიდინა ტანზე ბოლი, შეუძახა ღრუბლებს ქროლვით: ერთი–ორი,ერთი–ორი...
არ იღლება,არა ბრძოლით: ,,თბილისელებს უნდათ თოვლი", შეიშალა უკვე მგონი, თვითონაა თოვლის მდომი...
ერთი–ორი,ერთი–ორი: ,,თბილისისკენ,ჩქარა,სწორდით!" ნუ ზოზინებთ,ნუ ხართ მდორე, ჩქარა,ჩქარა,მოინდომეთ!
ღრუბლებს როცა აქეთ მოყრის, თბილისს დაამშვენებს თოვლი... თეთრი გვირილების მოლზე, ქარი ფიფქთა ფრთებს გადმოფენს...–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:05 | Сообщение # 324 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამოიგონე უდროობა, უნდა წახვიდე, რაც იგივეა, შეახსენო: დროა დაგტოვონ. ნაგვიანევი გელოდება გარეთ მარხილი, უნდა წახვიდე მოუსვლელად. და უპატრონოდ დატოვო მათი სიხარული, მათი სიბრაზე, შორისდებული, ემოცია, ანდა უარეს- რაც-შემთხვევაში, გაკავშირებს ხელის ხაზებთან, ნაცნობ ქუჩებთან, ბილიკებთან. ჩამოუარო და გაიყოლო - გაუცვალო მზერა: "ნახვამდის", რომ, ამავე დროს, არ დაგირჩეს გულდაწყვეტილი. გაიმეორე უდროობა, იქნებ წახვიდე, იქნებ ათვლის და დასასრულის დასვა წერტილი.
(დაჯი სუმბაძე)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:12 | Сообщение # 325 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყურებამდე შეყვარებულობა მინდა .. მუზა მაქვს ამოსაქოქი .. ხანგრძლივი მოფერება მინდა .. გული მაქვს ყველას სამყოფი ..
ნამდვილი მეგობრობა მინდა .. თუნდაც უჭმელი, უსმელი .. მე სიხარული მინდა .. სიმშვიდე, გრძნობებად დაცული ..
ხალისი, ხასიათი მინდა .. სიმართლე მზესავით ანთია .. როლებს თამაშობენ წმინდანთა .. მაგრამ ტალახში აგდიან ..
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 19:58 | Сообщение # 326 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მახსოვს,ქალბატონო...
...მე,სხვაც,ბევრი,მახსოვს, ქალბატონო, თანახმა ვარო!- ასე მწერდით... მერე გამაოცეთ, მერე გამაოგნეთ, მერე ვბრუვდებოდი თქვენი კვნესით...
მე,სხვაც,ბევრი,მახსოვს, ქალბატონო, როგორ მინდიხართო!–ჩურჩულებდით... მერე ცახცახებდნენ, მერე სხმარტალებდნენ, ხელში მადნებოდნენ მედუზები...
მე,სხვაც,ბევრი,მახსოვს, ქალბატონო, ო,რა კარგი ხართო!–რომ ამბობდით... მერე მეხვეოდით, მერე მეწნებოდით, როგორც ლიანები ციცაბო მთის...
მე,სხვაც,ბევრი,მახსოვს, ქალბატონო... კაცის მაისური,თოკზე,ქარში... მერე მოიწყინეთ, მერე მოიღრუბლეთ... რატომ?! გაგახსენდათ,ნუთუ, ქმარი?!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 22:54 | Сообщение # 327 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...მე მივხვდი უცებ, ყველაფერი წარსულში დარჩა, უცებ დატოვა გრძნობამ ის, რაც მიაჩნდა აკვნად... უცებ აფრინდა,გადიკარგა გაქრა თვალთაგან და გულმა იგრძნო რაღაც დიდი. უცებ დამთავრდა!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 09.01.2015, 20:06 | Сообщение # 328 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლურჯთვალა ბათუმს მოუხდა თოვლი... გახსოვს?ფიფქებში კოცნას რომ მთხოვდი? თეთრ თოლიების იყო გნიასი-ზღვა მე ასეთი ჯერ არ მენახა... ხელში გეჭირა შენ ჩემი მაჯა... თოვლი იყო თუ იყო მაჯამა- ციდან ცვიოდა ფიფქი წყვილ-წყვილი... ზღვა იყო თეთრად ფაფარაყრილი... თეთრი და ლურჯი დამამახსოვრდა... კი არ თოვდა და...ზეცა გალობდა... სულ სხვანაირად თოვდა ბათუმში... მერე მაკოცე,და მე...გავყუჩდი!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.01.2015, 14:49 | Сообщение # 329 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერტილს თუ მზედ ვიქცევ, რაღაზე ვიდარდო... იმან იქვითინოს, ვინც აწი მინატრებს... დარდები,მარდები, გაიქცა,წაიქცა... ფერები დავწურე შვიდფერა სარტყლიდან... აისი,მაისი, ხალისი,ხვალისი... აინთო,აბრწყინდა... შორსაა დაისი... დარდები,მარდები, გაიქცა,წაიქცა, მე ვარ საოცრების ქვეყნიდან,ალისა! წერტილს თუ მზედ ვაქცევ, რაღაზე ვიდარდო, იმან იქვითინოს, ვინც აწი მინატრებს!-ლიკაააა :
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.01.2015, 20:11 | Сообщение # 330 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წუხელი ისე წვრილ-წვრილად ცრიდა, ისე ბრჭყვინავდა ფიფქები ციდა, ასე მეგონა ციცქნა ვარსკვლავებს,ცოცხავდა ცა, სულ მიწაზე ყრიდა...-ლიკა
|
|
|
|