ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: კვ, 21.09.2014, 03:35 | Сообщение # 311 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დათვლასავით გარბის წლები, ისევ წლების ზღურბლთან ვდგები, კიდევ ერთი,ერთი,ერთი... დღეს რამდენი?დღეს რამდენი? არა,მე არ დავბერდები! იყოს ბევრი,ბევრი,ბევრი... წლები მხოლოდ მეფერება, მე სულაც არ მებევრება! დათვლასავით გარბის წლები, ისევ წლების ზღურბლთან ვდგები.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 25.09.2014, 00:00 | Сообщение # 312 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თევზად ვიქეცი და სათქმელი ჩემი წყალს გავატანე... არ უნდა მექნა... რა მეგონა, იმას, რასაც მე ვუძლებდი, ვერ გაუძლებდა... ანგრევს ქვეყანას... რას ვერჩოდი, რად გავატანე? ეგოისტი ვარ! როგორ მეგონა, საკუთარ თავზე ბევრად მეტად რომ მიყვარდი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 30.12.2014, 23:48 | Сообщение # 313 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდა რომ თოვდეს, რომ ფიფქები მეყაროს თავზე... ხელში გეჭიროს ჩემი ხელი... ქუჩის ფანარზე, თავბრუდახვეულ თეთრ ფიფქების ვალსის ბზრიალში, შემოტრიალდე, დამიკოცნო ფიფქები თმაში... ო,როგორ მინდა, შენი მზერა ფიფქების ვალსში, და დიადემა ბრილიანტის, ნამსხვრევებად გადმოფანტული, მიწის ლარნაკში... მინდა რომ თოვდეს, ზეციდან ქროდეს, მიწას ართობდეს, სხეულს აკრთობდეს და გულში თრთოდეს ეს სიყვარული... მინდა რომ თოვდეს, რომ ფიფქები მეყაროს თავზე, ხელში გეჭიროს ჩემი ხელი და ცის გუმბათზე თეთრ მუსიკოსთა სიმფონიის მელოდიაში, მკერდზე მიმიკრა, მასვა შენი ვნების თრიაქი... მინდა რომ თოვდეს, ზეციდან ქროდეს, მიწას ართობდეს, სხეულს აკრთობდეს და გულში თრთოდეს ეს სიყვარული
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.01.2015, 01:34 | Сообщение # 314 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზუსტად ნულ–ნულზე...
ზუსტად ნულ–ნულზე,
როცა დრო თავიდან
დაიწყებს ათვლას,
პირველ გაელვებაზე,
პირველ წამზე,
ახალ წელთან
პირველ შერწყმისას,
მე ჩავიფიქრებ
ამ სიყვარულს
და ჩვენი გრძნობის
უსასრულობას
ჩავსახავ წამში!
ზუსტად ნულ–ნულზე,
როცა დრო თავიდან
დაიწყებს ათვლას,
პირველ გაელვებაზე,
პირველ წამზე!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.01.2015, 16:46 | Сообщение # 315 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბახუსზე ვარ,ქალო, მოდი,მიწამლე... ვის გულს აგებ,ახლა,ნეტავ ფიწალზე, ვის მკერდიდან იკრეფ,იწნავ ნაწნავს და... მოდი,ქალო,მოდი... თორემ გავწამდი! მეწამულობს დილა,გული მოწამლა, როგორ მიჭირს,როგორ შენი მოწალვა, მოდი,ერთხელ, წელი ჩემთვის მოწალდე, მოდი,ქალო,მოდი, მოგიმწყურვალო! ბახუსზე ვარ,ქალო, მოდი,მიწამლე... მოდი,დაგამგვანო,ალმურ-წიწაკებს... ცეცხლზე გატკარცალო,როგორც წალამი, მოდი,ქალო,მოდი, ქალმწყერტანადო! მოდი,ქალო,მოდი, მოდი,მიწამლე!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.01.2015, 16:48 | Сообщение # 316 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე გწერდით...გწერდით...
მე გწერდით...გწერდით... წერილები ეკიდა ზეცას ვით პაწაწინა ფანტელები, თეთრი და წრფელი... მოფარფატებდნენ, ეხვეოდათ თავბრუ და ალბათ, სწორედ ამიტომ ერეოდათ მათ თქვენსკენ გზები... მე გწერდით ჩემზე, ქრიზანთემის გვიან წადილზე, რომ ყოფილიყო შემოდგომის თეთრი სურნელი... მე გწერდით,მაგრამ, ვერ აღწევდა,ვერა თქვენამდე და სურვილები ფიფქებივით იყო ულევი... მერე ვერ გწერდით, დამიბუჟდა რადგანაც მაჯა, ვერ ავაყოლე,გაყინული, გრძნობას თითები.. მზერა შორეულ სივრცეებში გადაიკარგა... და ვფიქრობ,იქაც ჩემი სულის ფეთქვა იქნებით...-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.01.2015, 15:14 | Сообщение # 317 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩამოვაგლიჯე ძველ ფანჯარას ლოდინის ფარდა... ძველ სახელურზე აფათურდა თრთოლვით თითები... ძველ მოგონებას გამოედო ძველი სამკლავე... ძველ ციფერბლატს კი დაედევნენ კვლავაც რიცხვები... ისევ იქა ვარ, იმ ქუჩაზე, იმ სახლში ვცხოვრობ, ძველ სახურავს რომ ედებოდა მრავლად ფიფქები, შენ რომ ამბობდი, ძველ სამყაროს არასდროს დაღლის, სასიყვარულო ამბები და ძველი მითები... ძველი ბუხრიდან კვლავ მღეროდა ბებერი კვამლი, მერე ლექსების გრაგნილებად იფანტებოდა... შენ მოდიოდი ძველი განცდით, ძველი იმედით და სულ მიკვირდა– სიყვარული არ ძველდებოდა!–
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.01.2015, 22:42 | Сообщение # 318 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხან ისე შორს ხარ, ხან ისე ახლოს... რაც მთავარია, ერთ ცის ქვეშ ვსახლობთ... ერთი მზე გვათბობს, ვუმზერთ ერთ მთვარეს... ერთ ციდან ვკრიფავთ ციდა ვარსკვლავებს... ყვავილებს ვეტრფით ერთი მიწისას, ერთად ვბზრიალებთ, ერთი მიწის ვართ... ზოგჯერ მიდიხარ, ზოგჯერ ვართ ახლოს.. რაც მთავარია, ერთ ცის ქვეშ ვსახლობთ!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.01.2015, 02:36 | Сообщение # 319 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია,
ზღვის ზედაპირი კი,
ცისფერი ბროლია!
–მე შენი თვალების
ოცნება მგონია–
თეთრი და ფარფატა,
მსუბუქი,ქროლვია!
–ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია,
ციდან ჩამოცვივდა
თეთრი მაგნოლია!
–მე შენი ქათქათა
სიცილი მგონია–
ლაღი და გულწრფელი
ამყოლი,ჩქროლვია!
–ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია,
ბაბუაწვერების
ფაფუკი მოლია!
–მე შენი ტუჩების
შეხება მგონია–
ნაზი და ნანატრი,
ჩუმი და თრთოლვია!
–ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია, პაწაწა ქოლგები
ბზრიალს აჰყოლია!
მე შენი თითების
ალერსი მგონია,
თბილი და ნეტარი,
ფაქიზი,ჟრჟოლვია!
–ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია, ზეცას წამწამების
წყება ჩამოშლია!
–მე შენი უსაზღვრო
გრძნობა რომ მმგონია–
მძაფრი და უკვდავი,
მდუღარე,ორთქლვია!
–ამდენი თოლია?
–არა,ეს თოვლია,
ზღვის ზედაპირი კი,
ცისფერი ბროლია!
–მე შენი თვალების
ოცნება მგონია–
თეთრი და ფარფატა,
მსუბუქი,ქროლვია!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.01.2015, 18:00 | Сообщение # 320 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უნდა მოგენატრო! უნდა დაგესუსხოს გული, უნდა დაგეტაკოს სხვა მამრების შური... ერთის? ორის? სამის? ბევრის,ვინც მხედავს და ღელავს, ვისი ამოოხვრაც ჩემს გულმკერდზე დნება! ვისი სურვილებიც არის ახლა ახლო, ეგომ, ვისმა? შენმა– დაიყვიროს:,,სხვა შორს!'' უნდა მოგენატრო! უნდა დაგესუსხოს გული, უნდა დაგეტაკოს სხვა მამრების შური...–ლიკა
|
|
|
|