ლიკა ყიფშიძე - Page 30 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 20:29 | Сообщение # 291
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეჰ,მისტერ!...
თქვენ მე ქალბატონოს
მეძახდით მაშინ...
მე კი სულ მწყინდა,
რადგან თქვენს წინ ვიყავი ბავშვი!
ცნობისმოყვარე,
ონავარი,
და მოთამაშე...
და ყვავილს ვგავდი ბროწეულის,
ქარს რომ მიენდო...
რა? ვერ გაგართეთ?
თუ მოგწყინდათ
ჩემი ბავშვობა...
თქვენ წახვედით და...
სწორედ მაშინ ვიგრძენ ქალობა!
დაბრუნით,ახლა,
დამიძახეთ,
ო,ქალბატონო!
თუნდაც ათასჯერ,
და ერთხელაც აღარ დამტოვოთ!
 
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 22:25 | Сообщение # 292
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თეთრი ბედაურები თეთრი უდაბნოების
ფაფარაშლილ ბედაურების
დააუურვებელ გაშმაგებას
არ მიეცემა შვება აროდეს!
გადანამქერილ,გაუკვალავ,
თოვლის ზვირთებში,
ვით დედამიწის პირსმომდგარ დუჟში,
მათ ფლოქვებს მიზნის ვნება აროკებს!
ვერ დააოკებს,
ვერ დაოოკებს,
უდაბნოების სითეთრე და უდაბურება
მათ ჟინს და ლტოლვას,
უჰორიზონტო სივრცეებში რბოლის სიმძაფრით
უყვართ გაქროლვა...
 
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 22:27 | Сообщение # 293
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგნიშნე ყველგან:
შემოდგომის ფერად ფოთლებზე,
ონავარ ქარზე,მეწამული მზის თასით მთვრალზე...
ქარვად გადამდნარ,თაფლად დაღვრილ მსუყე მინდვრებზე,
ხეს შესაბმელად გამზადებულ ნაჭერზე ნატვრის...
მოგნიშნე ზამთრის პაწაწინა ქრიზანთემებზე,
ყინვის ნახატზე–ვერცხლისფერი სირმების ქარგზე,
მოგნიშნე ცაზე, ღამის ყვითელ ჩუტყვავილაზე,
იავნანაზე,ლამფის შუქს რომ მიყვება გარეთ!
მოგნიშნე მერე:გადასასკდომ ხეთა კერტებზე,
ჩიტების ფრთებზე,თბილ ქვეყნიდან რომ მოფრინავენ,
წყლის ჭორიკნებზე–მოჩხრიალე ნაკადულებზე,
წვიმად წამოსულ სიმღერების ნოტების ხმაზე,
მოგნიშნე მთაზე–ყვავილების ჭრელ პალიტრაზე,
ზღვის ნიჟარაზე,მოტანილზე ტალღების ქაფით,
მოგნიშნე სველი მედუზების გამჭოლ ფარფლებზე,
და ფარატინა ფრთებზე პეპლის,მსგავსი ქაღალდის!
მოგნიშნე ჩემზეც:იმ ლექსებზე,აწი რომ დავწერ,
და იმ გრძნობაზე ჯერ კიდევ რომ ყვავილებს ისხამს,
ჩემს დიდ ვნებაზე–დასადნობად გამზადებულ აისბერგებზე,
მოგნიშნე ყველგან და... ვერავინ ვერ შეგამჩნია!–
 
nukriaДата: ორ, 21.07.2014, 17:00 | Сообщение # 294
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა ისე...ისე...ისე...
წამჩურჩულა წვიმამ:
–ისევ?
–მოგონებებს,გთხოვ,ნუ მისევ...
–შენ რომ კალთას დარდით მივსებ?
–მე ჩემს დღეებს ჩუმად მივსდევ...
–ჰმ...რა გაუძლებს ამდენ ნისლებს!
–ვერ უძლებ და გვანთხევ რისხვებს...
–კაბას ვბერტყავ...
–ისევ,ისევ?
–როგორც ,მაშინ...ისე...ისე...
–მაშინ,ბედნიერი იყო ის დღე...
–მოდი,გიჩურჩულო,მისმენ?!
–კი,რა გინდა?
–ისევ...ისევ...
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:26 | Сообщение # 295
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერი წვიმა ...ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი,
და რეალობა წარმოსახვაზე
ბევრად მეტი და ბევრად ცბიერი,
წვიმის სირმებად ნაშალი კაბის
აბლაბუდაში იხლართებოდა...
და დასასრული ქონდა ასეთი–
წვიმას ჩანქერად უნდოდა ყოფნა...
ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი...
რა მოხდა,მერე,თუკი წახვედი...
მე უკვე მედო წვიმის იერი!
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:30 | Сообщение # 296
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლიკანტური პოეზია ( ლიკა ყიფშიძეს. სალაღობოდ) ცეცხლი გამოსტაცა თითქოს პრომეთესა.-
დილაადრიანად ლექსად მოეთესა.
სხვას ვის გამუვა უფრო უკეთესად?-
ფანტასტიურია ჩემი პოეტესა! მუდამ მომხიბლავი და ელეგანტური.
მკერდის პოზირება -ექსტრავაგანტური.
ხოლო პოეზია ატომურ- კვანტური,
ზოგჯერ - ლიკანტური , ვიდრე პიკანტური.
ალეკო ჩინჩალაძე 06.06.14 P.S. შენი პოეზია არის ლიკანტური.
ლექსპრომტიც ასეა , ამისი დასტური.
იქ ჩემი ადგილი- დღემდე ვაკანტური
და თავი, ამაოდ , ხომ არ ვაკანტურე?
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 00:23 | Сообщение # 297
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამინაოჭდა სიყვარული შენზე ეჭვებით
და ვიცი,ვეღარ გაპატიებ ვერცერთ შეცდომას!
ვერც ნდომას შენსას,ჩემს იქით და ჩემზე ფიქრს იქით,
ვერ გაპატიებ,ვერასოდეს,ვერ გაპატიებ!
გადასულია ახლა უკვე დრო საპინაო,
გულმა ხომ გრძნობა მიითვალა მისხალ–მისხალი,
მითხარი,ხოდა,აწი  რამე რომ შეგეშალოს,
ვინ უნდა ვიყო?ვინ ვარ ახლა?
ნ,ვინ ვიყავი?
მიხვდი,შენა ხარ,შენი ბედის,მხოლოდ,გამრიგე!
მერე ნუ იტყვი,ბედისწერამ მახე დაგიგო.
..აბა, რა გიყო,აწი, რამე, რომ შეგეშალოს,
პატიებას მთხოვ?ნუღარა მთხოვ,მხოლოდ,
დამშორდი!დამინაოჭდა სიყვარული
შენზე ეჭვებითდა ვიცი,ვეღარ გაპატიებ
ვერცერთ შეცდომას!ვერც ნდომას შენსას,
ჩემს იქით და ჩემზე ფიქრს იქით,
ვერ გაპატიებ,ვერასოდეს,ვერ გაპატიებ!


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 30.07.2014, 00:24
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 01:29 | Сообщение # 298
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწერენ და მწერენ...შენს სურვილებს მწერენ წვეთები,ფანჯრის მინაზე,წერილებად ,ანაბეჭდები!ჩუმად ვკითხულობ,მონატრებად ჩახაზულ სტრიქონს,და შიდა მხრიდან თითს ვაყოლებნაკვალევს, თითოს!არა,არ მყოფნის მათი ცვენაასე–რაფაზე,გარეთ გამოვალ,მკერდს შევუშვერ წვიმის ნაცვარევს!მოდის,მეცემა,გამჭირვალე წვიმის სტრიქონი..და ისე მიკვირს,სურვილებმა, შენმა,მიპოვნეს!
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 02:54 | Сообщение # 299
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვამბობდი,რომ უსამართლობააერთი წერტილი დასასრულს ნიშნავდეს,სამი კი ამბის გაგრძელებას!და ვამბობდი,რომ ყველა ჩხუბსარ ქვია ჩხუბი,რომ ბოლო ჩხუბსდაშორებას ეძახიან!კიდევ ვამბობდი,რომ ყველაფერიმთავრდება ერთხელ!გეცინებოდა და ყოველივეს მხოლოდლამაზ გამონათქვამს უწოდებდი!მარადიული გეგონა გრძნობა დაშორეული უსიამოვნო დასასრული!შენ გადარდებდა დრო,რადგანაცმას მიქონდა ძალიან ბევრი დაგამშვიდებდი,რომ ჩემს სიბერესვერასოდეს იხილავდი!ამ დროს თვალებში მიყურებდიდა ვხედავდი უზომო ტკივილს!და ღიმილი,რომელიც ჩემს სახეს ეფინა,მაშინ ალბათ მიხატულს გავდა!ბედისწერას მიწოდებდი,რომელსაც მემონა ლიზას გამოხედვას ვამსგავსებდი,რომ გვეგონა გვიღიმოდა,თურმე იგიძლიერ მწარედ დაგვცინოდა!...აი,ასე!ასე იყო ყველაფერი...და რადგანაცუნებურად ვსვამ სამწერტილს,იქნებ,მაინც,არაა ეს დასასრული?!ივნისი 2010წ.
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 01:31 | Сообщение # 300
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქოლგა რად მინდა,
დამაწიე შენი ალერსი,
თორემ ხომ ხედავ,
წვიმას ჩემი რა კარგად ესმის!
მეალერსება,მეცეკვება,
მკოცნის,მეკვრება...
შენ კი წვიმაზე ეჭვიანობ,
წვიმა ხელდება...
ქოლგა რად მინდა,
დამაწიე შენი ალერსი,
თორემ ცოტაც და...
ავცეტდები,ცაში გავყვები!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость