ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: სამ, 01.07.2014, 22:43 | Сообщение # 271 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამატანინე!
ერთხელ კი არა-
ცხრაჯერ ჯვარი ამატანინე!
და მიმალურსმნე,
სხეულის ყველა წერტილს დაარჭვე,
უზარმაზარი თუა ლურსმანი!
ოღონდ სულის ტკივილს მაშორე,
და გამაშორე
ამ სიყვარულის
ნგრევის სიმძიმე!
მითხარ,უფალო!
რატომ თავზე არ გამოსცადე
სიყვარულის ყველა სტადია,
რად დაგვიტოვე ადამიანებს
ეს გრძნობა მწველი,
საოცნებო,
დამანგრეველი!
სულის ჭიდილი და ტკივილი
ნგრევის სიმძაფრის!
რატომ იმძაფრე,
გაგვწირე თუ დაგვასაჩუქრე?
ამატანინე!
ერთხელ კი არა-
ცხრაჯერ ჯვარი ამატანინე!
ოღონდ სულის ტკივილს მაშორე
და გამაშორე
ამ სიყვარულის ნგრევის სიმძიმე!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.07.2014, 00:35 | Сообщение # 272 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხვალ იქნებ მართლა დავწერო რამე, დღეს ვერ შევძელი...თუმცაღა,ვცადე... სტრიქონებს ისე წავეთამაშე, რომ ერთიც კი ვერ ავწიე ცამდე! ხვალ იქნებ მართლაც დავწერო რამე... გავიდეს ღამე... იქნება ხვალ რომ შევაქებ აისს, წინა აისებს არაფრით გავდეს
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.07.2014, 00:40 | Сообщение # 273 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –ჭია–ჭია მარია, საით მიგიხარია? –მინდა ზურგის ქარია, იქ მსურს,სადაც ქმარია... –ფრინდი,ფრინდი,მარია, სანამ კარგი დარია... –ვფიქრობ,ჩემი ბრალია, ტოტს რომ ავცდი ნამიანს... –ქარს ნუ უცდი შარიანს, გელოდება ძალიან... –გავახარებ ხალიანს, როგორ მიმიხარია?! –ფრინდი,ფრინდი,მარია, სადაც შენი ქმარია!–
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.07.2014, 15:49 | Сообщение # 274 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იყიდება,საქართველო? ჩაწყდა,ჩაწყდა გულის ძგიდი! იყიდება,კი,არა და... გაიყიდა მიწა დიდი– გაიყიდა ყველა მდელო, ყველა მთა და ყველა ხიდი, ის ხიდები, თამარ მეფემ რომ აკინძა, როგორც მძივი! გაიყიდა ყველაფერი, მიწას მონეტებად ვშლიდით... გაიყიდა, ასე ხდება, როცა თავად სულს გაყიდი!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.07.2014, 20:28 | Сообщение # 275 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... მე შენით ვსუნთქავ, შენით ვცოცხლობ, შენით ვანთივარ, შენი აისის და დაისის ვარ ათინათი! და თუ ვერ მხედავ, შენში ხომ მგრძნობ, ხომ გრძნობ ჩემს ფეთქვას და გამუდმებით, ნეტარებით ხომ გსურს ჟრიალი, ხოდა,ძვირფასო,ახლოსა ვარ, ახლოს შენს გულთან და ასე,ასე უსასრულოდ შენში ვწრიალებ! შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... საოცარია,შენში ვარ და,სულ მენატრები, საოცარია,შენში ვარ და ასე განვიცდი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.07.2014, 18:31 | Сообщение # 276 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... მე შენით ვსუნთქავ, შენით ვცოცხლობ, შენით ვანთივარ, შენი აისის და დაისის ვარ ათინათი! და თუ ვერ მხედავ, შენში ხომ მგრძნობ, ხომ გრძნობ ჩემს ფეთქვას და გამუდმებით, ნეტარებით ხომ გსურს ჟრიალი, ხოდა,ძვირფასო,ახლოსა ვარ, ახლოს შენს გულთან და ასე,ასე უსასრულოდ შენში ვწრიალებ! შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... საოცარია,შენში ვარ და,სულ მენატრები, საოცარია,შენში ვარ და ასე განვიცდი!–
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 05.07.2014, 00:15 | Сообщение # 277 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემთან გინდოდა... ნებივრობდა ნისლი ზღვის თმებზე, პალმის წამწამებს ათრთოლებდა ნაზად ბათუმი, ოლეანდრები მოფენოდა ქალაქს კაბაზე, ქუჩები იყო ყვავილებით გამობაბთული...ჩემთან გინდოდა...შორს იყავი...არადა,გსურდი...კამელიების სისხლხორცობა დაისს ბაძავდა,გენატრებოდი,მიკიდებდი ცეცხლს გაზაფხულისდა უშენობა ძარღვს მოწოლილ ვნებას კვანძავდა...ჩემთან გინდოდა...იშორებდა ზღვა ნისლს,ვით მანდილს...და მერე,როცა შადრევნები ცაში აიჭრა,ფერად–ფერადი ლიცლიცები აყვა წყლის კალთას,იმშობიარა ცამ და მთვარემ გამოაჭყიტა...ჩემთან გინდოდა... ნებივრობდა ნისლი ზღვის თმებზე, პალმის წამწამებს ათრთოლებდა ნაზად ბათუმი,მე აქ ვიყავი,შენს ქალაქში,შენ კი წახვედიდა დამრჩი გულში ოცნებებად ამოქარგული!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 05.07.2014, 21:50 | Сообщение # 278 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყოველთვის,როცა მენატრები, ვამბობ,რომ გავძლებ! ყოველთვის,როცა წასვლა არ მსურს, ვამბობ–გშორდები! ყოველთვის,როცა ვიბუტები, შერიგება მსურს! ყოველთვის,როცა გიბრაზდები, გულში გეხვევი! ყოველთვის,როცა მაწყენინებ, ვამბობ,რომ დაგთმობ! ყოველთვის,როცა მიღალატებ, ღალატს გპირდები! ერთხელაც ალბათ ვეღარაფერს ვერ დავიქედნი და შენ მიხვდები ყველაფერი რომ ავასრულე!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.07.2014, 13:53 | Сообщение # 279 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... მე შენით ვსუნთქავ, შენით ვცოცხლობ, შენით ვანთივარ, შენი აისის და დაისის ვარ ათინათი! და თუ ვერ მხედავ, შენში ხომ მგრძნობ, ხომ გრძნობ ჩემს ფეთქვას და გამუდმებით, ნეტარებით ხომ გსურს ჟრიალი, ხოდა,ძვირფასო,ახლოსა ვარ, ახლოს შენს გულთან და ასე,ასე უსასრულოდ შენში ვწრიალებ! შენი თვალების ფსკერზე ვგდივარ, დიდი ხანია და შენი მზერის ოკეანის ვარ მარგალიტი... საოცარია,შენში ვარ და,სულ მენატრები, საოცარია,შენში ვარ და ასე განვიცდი!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.07.2014, 13:19 | Сообщение # 280 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დიახ,ბატონო! უბერებელი ჯიშის ვარ ქალი, მე გამოვგლიჯე დედამიწას ზუსტად ის წამი, რუდუნებით რომ ინახავდა... ახლა ჩემია, მხოლოდ ჩემი, და იმხელა ენერგია აქვს, მუდამ ასხივებს! ხოდა,რა უნდა ჩემთან ნაოჭებს, ან რა გაოცებთ, მე ხომ საცხებად თეთრ გლუვ კანზე სიკეთეს ვიფენ და სიყვარულის შადრევნებში მიყვარს დგაფუნი... დიახ,ბატონო! უბერებელი ჯიშის ვარ ქალი და დროს ვაორთქლებ... ასეა,მუდამ– უბერებელი იქნებით მარად, თუკი გულს არ დაინაოჭებთ შურით და მტრობით!
|
|
|
|