ლიკა ყიფშიძე - Page 27 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 12:21 | Сообщение # 261
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერი წვიმა ...ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი,
და რეალობა წარმოსახვაზე
ბევრად მეტი და ბევრად ცბიერი,
წვიმის სირმებად ნაშალი კაბის
აბლაბუდაში იხლართებოდა...
და დასასრული ქონდა ასეთი–
წვიმას ჩანქერად უნდოდა ყოფნა...
ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი...
რა მოხდა,მერე,თუკი წახვედი...
მე უკვე მედო წვიმის იერი!–
 
nukriaДата: შაბ, 28.06.2014, 20:55 | Сообщение # 262
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოწვევა

ჯერ ვაშლი იყო,

ირხეოდა.მისი სიწითლე

მზის სხივს იწვევდა,

ქარი არწევდა...

მსურდა ჩაკბეჩა...

მეგემრიელა

და თვალები რომ ამინაკვერჩხლდა,

ვთხოვე შენდობა,

უფალს!

შენი შეცდენა არ ყოფილა

მერე რთული...

ზღურბლზე,ედემთან,

ერთხელაც არ გამიხედავს უკან...

დასჯა მივიღე მე გამოწვევად

და მას მერე–

გაცდენ და გელი!

მიხარია,როცა ვმრავლდები!

არ დავმთავრდები...

საწყისი ვარ სამყაროსი

და გამოწვევა არის ჩემი დიდი მისია...

ყოველ დღე,ისე,

რომ ვერც ხვდები,

ახალ–ახალ ვაშლს გაგემებ...

არ ვნებდები–

საუკუნეებს უძლებს ჩემი,მძაფრი მაგია...

რა,მაგარია!

რომ მე მქვია სახელად ქალი,

ხარ შეცდენილი,ჩემგან,ადამი

და სამყარო შენი გგონია!
 
nukriaДата: კვ, 29.06.2014, 23:52 | Сообщение # 263
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომხიბვლელ ქალს სახავს
მხატვარი ტილოზე,
შექმნილს ვნებიანი ეძლევა იერი,
თვალები უელავს,თმებში მზეჩაფენილს,
გაპობილ ბაგეებს ცვივა გვირილები...
იცინის,
იცინის,
ო!როგორ იცინის!
მკერდი უცახცახებს,
მკერდი,ვნებით მთვრალი...
ხორციან თეძოებს ფუნჯი
ეფერება...
ო,რა გულქვაა და სასტიკი მხატვარი!
ის ხაზებს უყურებს,
ფერებს აკვირდება,
ახლა ეს ტილოა მისთვის ექსპონატი...
შექმნილით კმაყოფილს
არად მიაჩნია,
რომ გადაამეტა...
რომ ფეთქავს ქალი!
პირველი სტიქია ტილოდან მოიწევს,
მისთვის შემოქმედი,
მხოლოდ კაცი არის!
ვნება თუ ჩაბერე,
გზნებით თუ აავსე,
ქალს რას დააკავებ,თუნდ იყო მხატვარი!
 
nukriaДата: ორ, 30.06.2014, 01:39 | Сообщение # 264
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად არის ქოლგების პანორამა?
ქოლგებში მოყიჟინე ქალების,
წვიმას რომ სურდა,ისე,დაენახა,
ცქერისგან დააწყდა თვალები...

წვეთები წკაპუნობდნენ ფერად ქსოვილებზე,
ყვავილებს მოგავდნენ ქალები,
ისე ტკარცალებდნენ,ისე უხაროდათ,
წვიმას გაუბწყინდა თვალები...

სად არის ქოლგების პანორამა?
ქოლგებში მოყიჟინე ქალების?
 
nukriaДата: ორ, 30.06.2014, 21:56 | Сообщение # 265
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მიყვარს შენი სიცილიო–
მზის სხივების ზღვაზე ლიცლიციო,
თვალებს მონავარდე ცელქი ციმციმიო,
როცა იცინიო,როცა იცინიო,როცა იცინიო...
როგორ მიყვარს შენი სიცილიო–
შენს სახეზე ცისკრის ტკიცინიო,
ბაგეს მოციაგე ცვარის ციცინიო,
როცა იცინიო,როცა იცინიო,როცა იცინიო...
როგორ მიყვარს,შენი ციმციმიო,როცა იცინიო!
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 16:14 | Сообщение # 266
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უ ბ რ ა ლ ო დ!

(ვუძღვნი ანდრია ეზიაშვილს)

...როცა ამ ბავშვის თვალებს ვუყურებ,
მე,საქართველოვ,
მე,დასჯილი ვარ!
ახლა რომ ვზივარ,
ახლა ლექსს რომ ვწერ,
ქვეყნის მომავალს ისინი ქმნიან,
ვისაც არ უცემთ,გული,ვით გრდემლი,
ვის ძარღვებშიაც სისხლი დის მდორედ,
ვინც საკუთარი ფუფუნებისთვის,
ქვეყნის მომავალს წუმპეში ტოვებს!
მე კი ვზივარ და...
ვითომ განვიცდი,
რაღაც უაზრო ლექსით ვერთობი,
არადა,ყალყზე უნდა ვიდგე,და...
არ ვუყურებდე ამდენ შეცდომას!
ვის იმედზე ვარ?
რას ვეტყვი თვალებს?
მომავლისაკენ იმედით მზირალს?
რით გავიმართლო მერე მე თავი,
როცა ლექსს ვწერ და...
უ ბ რ ა ლ ო დ ვზივარ!...
როცა ამ ბავშვის თვალებს ვუყურებ,
მე,საქართველოვ,
მე,დასჯილი ვარ!
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 16:15 | Сообщение # 267
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა ნებივრობს თვალებში...

მზე ჩამიძვრა უბეში და...
ჩამაყარა ჭორფლები
და დამეტყო წინწკალ–წინწკალ
მზისფერი ნაკოცნები...

გაიოცე,გაგიკვირდა...
მზის ნაკვალევს ჩაყევი...
ვერ გვაჯობებს!–ტკარცალებენ
მზის სხივები,ანცები!

გვირილები თვალს მიკრავენ,
ჩვენც მზისა ვართ ხარჭები...
თეთრ დეკოლტით ,ყვითელ მკერდით,
ისინიც მზეს აცდენენ!

შენ კი,მკოცნი,მკოცნი,მკოცნი...
ცა ნებივრობს თვალებში...
მე კი მათრობს მკერდზე შენი
და სხივების თარეში!
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 16:31 | Сообщение # 268
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–ყავა ხომ არ დაგველია ერთად?
–უარის თქმის მიზეზს მე ვერ ვხედავ...
–იცი,გუშინ მომენატრე ძალიან...
–ყველაფერი გაზაფხულის ბრალია...
–მასე ფიქრობ?მეხუმრება აპრილი?
–გადირია,ანცობს აღვირახსნილი!
–ისე მართლა,ხან წვიმს,ხანაც ქარია...
–ვფიქრობ,ისიც მონატრებამ არია!
–ნატავ მას ვინ ენატრება,ვიცოდე!
–მას შეეშვი,მოდი,მე შემიცოდე!
–შენ რა გინდა,ყავა მთხოვე,მგონია...
–ყავა,შენ და...აპრილის აგონია!
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 16:48 | Сообщение # 269
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველგან გეძებდი,და უეცრად,ჩემში გიპოვნე!

გიპოვნე ბავშვში,გოგონაში,

გიპოვნე ქალში!

არ მოასვენე,შენ სამივე გამოიწვიე,

ახლა კი ,უკვე,გაგიჭირდა გაძლება მათი!...

მე მეცინება,ამ პატარა,ბუტია ბავშვზე,

თან რა ცელქია,ცუღლუტობს და

გაბრაზებს ხშირად!

ეს გოგონა კი ნაზია და თან ვნებიანი,

გაღიზიანებს,მოსვენებით

ვეღარც კი გძინავს!

ამ ქალს რა უნდა,ერთი მითხარ რამ გადარია,

რატომ იღვრება სითბოდ,

ანდა რას სევდიანობს?

ალბათ დაღალა ამ სამივეს

ერთად წრიალმა,

ან ეჭვიანობს!...

ყველგან გეძებდი,და უეცრად,ჩემში გიპოვნე!

გიპოვნე ბავშვში,გოგონაში,

გიპოვნე ქალში!

არ მოასვენე,შენ სამივე გამოიწვიე,

ახლა კი ,უკვე,გაგიჭირდა გაძლება მათი!
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 18:31 | Сообщение # 270
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აშხაპუნდა ისევ წვიმა
და შემოსცხო ხეებს მძინარს,
ასკინკილით,ფოთლის პეშვით,
დააყენა ირგვლივ თქეში...
აცახცახდა ვერცხლით ვერხვი,
წვიმა მასაც ურცხვად ესხმის...
წვიმა,წვიმა,წყალ–წყალაო,
აქ რამ მოგაწანწკარაო?
აწკარუნდა კვლავაც წვიმა:
–ნუ დაფრთხებით ახლა დიდად,
თქვენთან მიტომ მოვიჩქარი,
გაგაგრილოთ უნდა ჩქაფით!
შხაპი, შხაპი, შხაპუნაო,
კვლავ ხეებზე დახტუნაობს!–
 
ძებნა:

მოგესალმები Гость