ლიკა ყიფშიძე - Page 29 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 13:48 | Сообщение # 281
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი ქოლგიანი ზაფხული და...
წვიმის ცისარტყელა სულში...
მოდი,ამიყვანე...
მოდი,დამიყვავე,
გრძნობის ჩამეხვიე წნულში...
ხელები ჩავკიდოთ და
წვიმას შევეხიზნოთ,
წვიმის სიმღერები მინდა...
მე ხომ ვიცი კარგად,
შენ ხომ იცი კარგო,
ცისარტყელას რომ შლის წვიმა...
ფერთა ნარღვევებით,
ფერთა ნამღერებით,
მოდი,მოვიქარგოთ სული...
ერთი,ორი,სამი,
ლალალალალალალა...
მოდი,დავედევნოთ სურვილს...
იცი,რომ მიყვარდა,
ვიცი რომ გიყვარდა,
ზღაპარი ფერადი და წმინდა...
ის თუ გიფიქრია,
ფერებად რატომ წვიმს,
ან რატომ კისკისებს წვიმა...
ჩვენი ბავშვობაა,
ის საღებავები,
გზებზე უხვად რომ ვღვარეთ...
მაშინ ხომ შეგვეძლო,
ახლაც შეგვიძლია,
ფერებად დავშალოთ ღამე...
ლალალალალალა,
ტრულალალალალა,
მღერის ბედნიერი წვიმა,
მოდი,ავედევნოთ,
მოდი,დავედევნოთ,
მოდი,დავისველოთ წინდა...
წკაპა–წკაპი–წკუპი,
წკაპა–წკაპი–წკუპი...
ლურჯი,ვარდისფერი...წვიმა,
აბა,ვინ იცოდა,
აბა,ვინ ხვდებოდა,
წვიმა ცისარტყელას შლიდა!
მოდი,ამიყვანე...
მოდი,დამიყვავე,
გრძნობის ჩამეხვიე წნულში...
ისევ დამანახე,
ისევ მაგრძნობინე,
წვიმის ცისარტყელა სულში!–
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 21:11 | Сообщение # 282
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეუფასებლად მიმაჩნდა,რაც კი,
აღარ ღირს გროშიც...
ხოდა,მე მოვრჩი!
დე,იყოს ასე,
დე, აღარ მწამდეს
სიყვარულის და აღმაფრენის!
იქ სადაც თვითონ სპობენ ლამაზს,
თვითონ აქრობენ,
მერე ამბობენ...
რას არ ამბობენ,
ისე ,,ამკობენ" წუთისოფელს,
ვით მკვლელს და ცოდვილს...
ეძებ სასწაულს...
რაღა გინდა ამაზე მეტი,
თუკი გამჩენმა
ხედვით,ყნოსვით,სმენით,
განცდით დაგასაჩუქრა...
ამას რა უნდა?
ხო,რად უნდა სწავლა და ცოდნა,
თუ ჯიშად მოგდგამს კაცობრიობის
ეს დიდი გენი!
ხოდა,შენც ქენი,
მადლი ქენი–
დაინახე და დააფასე...
წესი გვაქვს ასე,
ვერას ვამჩნევთ,
სანამ წამი საწიერის არ იწყებს ათვლას...
არ გვინდა გასვლა,
ჩასაჭიდიც აღარ გვაქვს ყოფის...
ო,როგორ მოვცდით...
ო,როგორ მოვცდით...
ჰორიზონტიდან მოვისროლეთ
ჩვენი სიცოცხლე,
წამოვაგეთ ფიწალზე რა კი...
მშვიდობით,აწი!
შეუფასებლად მიმაჩნდა,რაც კი,
აღარ ღირს გროშიც...
ხოდა,მე მოვრჩი...
ო,როგორ მოვცდი!
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 02:24 | Сообщение # 283
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მინდები... შენ ამას ვერ გრძნობ,
როცა მინდები,
როგორ მინდები...
როგორ ვბინდდები...
როგორ ჩამოდის ზეცით ნისლები,
თვალთ მენისლება
და ვინისლები...
დავინისლები...
შენ ამას ვერ გრძნობ,
როცა მინდები,
როგორ მინდები...
როგორ გნებდები...
როგორ ედება სხეულს ფერების,
ვერ მოფერების
მძაფრი ფერები
და ვიფერები...
შენ ამას ვერ გრძნობ,
როცა მინდები,
როგორ მინდები...
ვერ ვირინდები,
როგორ დასდევენ სურვილს თითები
და სურვილებთან განარითმები
შუათითების,
არათითების,
თმენა– მოთმენა არის მითები...
შენ ამას ვერ გრძნობ,
როცა მინდები,
როგორ მინდები...
როგორ მინდები...
როგორ მინდები...
რ ო გ ო რ მ ი ნ დ ე ბ ი...
მერე კი,
მერე,
არა რიდების
დრო იბინდება
განარიდები.
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 03:19 | Сообщение # 284
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე ...ახლა იმ ლექსებს,
შენ რომ გწერდი
და შენი ერქვა,
შუაღამისას საძინებლის
ფანჯარიდან,
ალვებზე ვაფენ...
მთვარე კითხულობს,
აცახცახებს
და დარცხვენილი
ღრუბლით იფარავს
აელვებულ,
ვნებიან სახეს!
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 21:20 | Сообщение # 285
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადა ხარ?გეძებ!
გეძებ ორი დღეა!
უშენოდ მიჭირს,ძალიან მიჭირს!
რაო?ახალგაზრდა ქალი ხარ და უჩემოდ უნდა გაძლოო?
როგორ?
მე ხომ შეგეჩვიე,ძალიან შეგეჩვიე!
არც ისე დიდი ხანია ერთად ვართ?
ცოტაც არაა!საკმარისია შემყვარებოდი და ჩემი ცხოვრების ნაწილად მექციე!
უშენოდ აღქმა დავკარგე...სულ შენზე მეფიქრება!
ვოცნებობ,რომ მუდამ შემეძლოს შენთან კონტაქტი,მაშინ ხომ ადვილად გიპოვნიდი?
ახლა რას არ ვფიქრობ...
იქნებ ვინმემ წაგაცუნცულა?იქნებ ვინმემ წამართვა შენი თავი?
არადა,ხომ იცი,ზუსტად საჩემო ხარ,ჩემთვის ხარ შექმნილი!
გამოჩნდი,გთხოვ!
სად,ხარ,ჩემო სათვალევ?
 
nukriaДата: ორ, 14.07.2014, 20:51 | Сообщение # 286
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერებას,რომელიც შენია,ჩემში დაეძებს...და ეძებს,და ეძებს,და ეძებს...ეძებს...ეძებს...ვთამაშობ...მეტად...უფრო მეტად...კვლავ...მეტად...მეტად...ვთამაშობ...კარგად გამომდის,უფრო,ვიდრე გუშინწინ...უფრო,ვიდრე გუშინ...უფრო, ვიდრე დღეს...უფრო,ვიდრე ხუთი,უფრო, ვიდრე ათი...უფრო,ვიდრე თხუთმეტი,ოცი,ოცდახუთი წლის წინ...უფრო...უფრო...უფრო...მმმმმმ...კარგია...აუუუუუ...ვითიშები...მიდი,კარგო,მიდი...გიყვარვარ?აქ კი ვდუმვარ...მიჭირს ეს ნაწილი,ამისათვის რომ მოვიტყუო,მუდამ ახალი დუბლი მჭირდება...პრინციპში,
რეჟისორს ეს კადრი სულაც არ უნდა,
პორნოვარსკვლავობისთვის დანარჩენიც კმარა!
ეს ამას უნდა,
ამას...
ის....
სულ
დამეძებს,დამეძებს,დამეძებს ლოგინში....
მე...
შენ
დაგეძებ.
დაგეძებ,
დაგეძებ სიზმრებში...
და იქ,
იმ სიზმრებში,
როცა გხვდები,
მე უბრალოდ ქალი ვარ!
ის,
ბედნიერებას,რომელიც შენია,ჩემში დაეძებს...
 
nukriaДата: ხუთ, 17.07.2014, 20:23 | Сообщение # 287
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ წამიკიდებ ალმურს,
თუ გულს სურვილით დაწვავ,
ჩემს დანახვაზე თუკი,
დაემგვანები აფთარს....
და თუ მომართმევ პეშვით,
ვენერას სისხლის ნაჟურს,
და თუ ჩამარჭობ ისარს,
გულში,ამურის ნაკურთხს...
გრძნობას გაჩუქებ ისეთს,
ცუნამის რისხვას გავდეს
და ვარსკვლავების თასით
მდუღარე ვნებას გასმევ!
 
nukriaДата: ხუთ, 17.07.2014, 20:28 | Сообщение # 288
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–დაგინახე!!!!!!!!!!–ვიცი,ბრმა რომ არ ხარ!–დილით დაგინახე,დილით!!!–სად?–მანქანით ჩაგიარე,ვიღაც ქერათმიანი ქალი გეჯდა...სიჩუმე ჩამოვარდა...ცოტა ხნით...კაცებს ხომ არ უჭირთ არგუმენტის მოშველება...–დიდი ამბავი,ნაცნობი თუ მანქანაში ჩავისვი...–ისე უციცქვირებდი თვალებს,ვერც კი შეამჩნიე ჩემი ჯიპი გვერდზე...–კარგი,რა?ჩემზე ეჭვიანობ?არ იცოდე მაინც,როგორ მიყვარხარ!–კი არ ვეჭვიანობ,დაგინახე,დაგინახე!ეს უკვე ფაქტია!–ხმას მოვუმატე...–ფაქტი?ფაქტი ის იქნებოდა საწოლში რომ გენახე...–უკვე დამცინოდა...–იქნებ იყავი,კიდეც...–აუშვი,მიდი ფანტაზია,წარმოსახვის საოცარი უნარი გაქვს...–წარმოსახვა?მერე გირეკე და მობილური გათიშული გქონდა...  შეცბა...–უკვე კონტროლიც დამიწყე?პატივი ეცი შენს არისტოკრატიზმს,იქნებ დამყნოსო კიდეც...–ზუსტად მაგას ვაპირებ...–რაა?!–დიახ!–რომც ვყოფილიყავი,რაა მერე,კაცი ვარ...–გაბრაზდა!–ხოო?და რა უპირატესობაა სქესი?იქნებ მენტალურად დასაშვებად მიგაჩნია რამდენიმე ქალის ერთდროულად ყოლა...–მაგაში ცუდი რაა?–ხუმრობის კილო მოიმარჯვა...–იცი რაა,კარგო?მე სხვის ყოლას კი არ გიკრძალავ,მე ჩემთან ურთიერთობის ნებას არ
გაძლევ,თუ სხვა გინდა!  ჩემი წარმომავლობა არ მაძლევს უფლებას ვინმეს
Jeune premier-ი(ჟენ პრემიერი )ვიყო,და თუ შენ შენი გენეტიკა და სისხლი
ამას გკარნახობს,შორს ჩემგან!!!–გენეტიკასაც გადასწვდი?–კახელი იყო,გაცოფდა!ძალიან კარგად ვიცი საითაც უმიზნებ...–დიახაც,ეტყობა მრავალქალიანობა გაქვს ჯიშად!გორჯასპი კახაბრიშვილი ხარ...–რამ გამახსენა...–რაა??ახლა კარგად მომისმინე,მუდამ რომ გახსოვდეს,ამას უკვე აღარ გაპატიებ...არ ვიცი
რამდენი ცოლი ყავდა ძალად გამაჰმადიანებულ გორჯასპს,მაგრამ გახსოვდეს რომ
იმ გენის შთამომავალი ვარ ვინც ბაზალეთის,ბახტრიონის,მარტყოფის ბრძოლებში
თავგანწირვით იბრძოდა...ვინც საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობისათვის
თავს არ ზოგავდა,ვისაც უდიდესი ქართული კულტურა ქონდა–მე
ჩოლოყაშვილების,მაყაშვილების,ანდრონიკაშვილების,ვაჩნაძეების,ჭავჭავაძეების
შთამომავალი ვარ და ჩემს გენში გრამი არაა მაჰმადიანური.იმითაც ვამაყობ,რომ
ჯანდიერი ვარ გვარად!–მე არ მჭირდება შენი ისტორიული ექსკურსი,თემა ნუ გადაგაქვს,ვინ იყო ის ქალი და რა საერთო გაქვს,მითხარი!–ვიცოდი,ამას
მართლა არ მაპატიებდა და საუბრის შემობრუნება ვცადე...–ეგ უკვე შენი საქმე აღარაა,მე თავისუფალი მამაკაცი ვარ და ვერავის საკუთრება ვერ
გავხდები,თავისუფალი!–მითხრა ეს,გასაღები დატოვა და კარი გაიჯახუნა! ტირილი ამივარდა,არაფერი ისე არ ამცირებს ქართველ მამაკაცს,როგორც საკუთარი გენის
შეურაცჰყოფა.ვიცოდი,ის იარაღი გამოვიყენე,აკრძალული რომ იყო,მაგრამ,რა
მექნა?მის მომღიმარ სახეს რომ წარმოვიდგენდი,ჭკუა მეკეტებოდა.ისე
მლიქვნელურად უყურებდა იმ ქალს,შესაბმელ ქალებს რომ უყურებენ.ეს
მეპატიებინა?  დედაჩემმა დამირეკა ამერიკიდან,მომიკითხა,ხმაზე შემატყო განადგურება და მთხოვა,სკაიპში შევსულიყავი.  დედა ათი წლის წინ წავიდა ამერიკაში და ექიმმა ქალმა ვიღაც,ფეხმომტვრეული
მამაკაცის მომვლელად დაიწყო მუშაობა,მაშინ დედა ორმოცი წლის
იყო,მე–ოცის.ბებია–ბაბუასთან დამტოვა,თავადაც სამედიცინო
დავამთავრე–პედიატრიული...ულამაზესი დედა მყავს,ხოდა შეუყვარდა იმ კაცს და
ცოლადაც მოიყვანა,ძამიკო გამიჩნდა,დევიდი...მატერიალურად ძლიერად არიან და
მეც დავდივარ შიგადაშიგ ნიუ–იორკში...რაც მთავარია დედამ ფეშენებელური ბინა
მიყიდა ყიფშიძეზე,ამერიკაში დამკვიდრება არც მიცდია,თუ კარგად ხარ რა
ჯობია საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას,თანაც სადაც არ ვიყავი,ვერცერთი ქვეყნის
კულტურა ვერ მოვირგე,ასე მგონია რჩეული ერი ვართ ყველაფრით...მამა მანამდე
დავკარგე,სანამ დავიბადებოდი–არ მომკვდარა!–დეე!როგორ ხარ?–გოგოს ხომ არაფერი ისე არ ამშვიდებს,როგორც დედის ხმა და მასთან საუბარი.–კარგად,რუსკა!შენ?–დეეეეეეეეე,ლევანს ვეჩხუბე!დავშორდი...–კარგი,რაა?თვითონ თუ გჯერა მაგის...–დეე!...–და ყველაფერი მოვუყევი...–ეჰ!ახალგაზრდობას თავისი,ლამაზი პრობლემები აქვს...–კაი,რა,დე!რომანტიკის დროა,კაცს ვკარგავ სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარს!–აბა,ადექი...ავდექი...ლამაზი,თხელი,სავსემკერდა გოგო ვარ,ვნებიანი მზერით...–არ დაკარგავ!–ეს ნიშნავდა ,რომ კარგად გამოვიყურებოდი...–დეე,თავისუფალი ვარო,აღარ ვუყვარვარ,დე!–კვლავ ვტიროდი...–წადი,რაიმე დამამშვიდებელი დალიე,მოეშვი,დაიძინე,ყველაფერი კარგად იქნება...როგორ
მენატრება შენი ჩახუტება,ჩემი ლამაზუკა,დედიკოს სიცოცხლე...არა,დაგეგმეთ
ქორწილი შენ და ლევანმა და ჩამოვალ ცოტა დიდხანს,ან აქ არ გინდა იქორწინოთ?–რა ქორწილი,დე,კაცი დავკარგე!–არა,საყვარელო,უყვარხარ და არსად დაიკარგება.ყველაფერი კარგად იქნება...დავემშვიდობე.გასაწყლებული სავარძელში  ჩავწექი...  ისე არაფერი არ ანადგურებს ქალს,როგორც ეჭვი.ფიქრებს იმ დასკვნამდეც
მივყავდი,რომ ლევანს გაუხარდა ჩემგან წასვლა,რომ იმის ჩაგორება უნდოდა
 ლოგინში.ახლა ვინ იცის მასთან ნეტარებდა...ამაზე ფიქრი ტვინს მინასკვავდა!  ვერ მოვისვენე,წერილი მივწერე მობილურზე:,,ვიცი,ზუსტად ახლა შენ ჩვენს
ურთიერთობას წერტილს უსვამ!არ ვიცოდი,რომ ქალები იყო შენი ინტერესი,რომ
მეტად არ გიღირს ცხოვრება.იყავი თავისუფალი,აწი მითუმეტეს...'',,აწი,მითუმეტეს...'',ეს სიტყვები ცუდს მოიაზრებდა,რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო,რაც არ უნდა
ემკაცრა,ვიცოდი დარეკავდა.ზარის ხმა გაისმა.მობილური გავთიშე და ოთხი
დამამშვიდებელი დავლიე.დივანზე მივწექი...  გამახსენდა როგორ გავიცანი,გამოძახებაზე მივედი მათთან,ოჯახში,ბავშვი იყო ცუდად...მისი
მეგონა,ძმისშვილი აღმოჩნდა.მეორე დღეს სამსახურში მომაკითხა...ორი წელია
ვმეგობრობდით...  მერე ჩემი ცუღლუტობები გავიხსენე,გარეუბანში ერთოთახიანი ბინა ქონდა,მასთან მივედი,რატომღაც,ერთი კოლოფი ასანთი ქონდა
მხოლოდ შემორჩენილი,ჩუმად ყველა ღერს გოგირდის თავი მოვამტვრიე და ასე
დავუტოვე,სიგარეტი რომ მოუნდა,შუაღამით,გაგიჟდა.ერთხელ მობილურის ზარი
გამოვურთე ,ორი დღე ისე დადიოდა,ვერ ხვდებოდა,კიდევ კარგი თვითონ
მირეკავდა...ყველაზე მაგარი ის იყო,რესტორანში რომ დამპატიჟა,ბანკში
მუშაობდა და ხელფასი აიღო...გადახდაზე რომ მიდგა საქმე,ვუთხარი,წეღან
გასული რომ იყავი ტუალეტში,მე
გადავიხადე–თქო!ეწყინა,დამამცირეო!რესტორნიდან რომ გამოვედით,ოფიციანტი
გამოეკიდა,ფული არ
გადაგიხდიათო,შერცხვა,მაგრამ,როგორ...მაღალი,წარმოსადეგი,სიმპათური,ინტელიგენტი
კაცი რესტორნიდან გამოიპარა!!!მანქანაში შევასწარი და კარი ჩავუკეტე,არ
მომკლას–თქო.მერე შემპირდა,არ გეჩხუბებიო და მოგვიანებით სულ ჩემი სულელი
დედაკაცი მეძახა მოფერებით...  ეხლა კი სხვას ეფერებოდა,თავისუფალი იყო.ხოდა მეც ხომ თავისუფალი ვიყავი,მეც მოვეფერებოდი
სხვას.მაგალითად,ზაზას,ბავშვობიდან ვუყვარდი,ახლა მთლად გააქტიურდა,ხოდა
შევხვდებოდი...  ცხელი ზაფხული იყო,გარეთ გასულს ორთქლის აბანოში გეგონებოდა თავი.ზაზასთან რომ ავედი სახლში,მთლად ოფლიანი ვიყავი...კარგად
ცხოვრობდა,საბურთალოზე.ლამაზი აბაზანა ქონდა,შხაპის ოთახით... –ზაზა,გადავივლებ,რა?–თხოვნა გინდა?შედი...–და ახალი პირსახოცი მომცა.. აბაზანის კარი,რატომღაც ,ვერ ჩაიკეტა...ის იყო შხაპ–კაბინიდნ გამოვედი და სახოციც მოვიმზადე,რომ ზაზას ხმა გავიგე:–არ შეიწმინდო,რა?!ისე გიხდება შხაპის წვეთები...–მითხრა და ზურგიდან,ნაზად,კოცნა დამიწყო...ამიყოლია,მერე საძინებელში გადავედით...–თავისუფლება?აი,თავისუფლება,მეც ხომ ვარ თავისუფალი?–ვის ვატყუებდი,საერთოდ ვერ ვგრძნობდი,ვერ იღვიძებდა
ჩემი ლიბიდო...ვაი,რა პოზებში აღარ მატრიალა,მაგრამ,იმის მემილიონედი
სიამოვნებაც ვერ მივიღე,რასაც ლევანის ერთი კოცნა მანიჭებდა...  კარებზე ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა,საათს შევხედე,საღამოს ექვსი საათი იყო...გავაღე...– გირეკე,მერე მოვედი,არ მეგონე სახლში,ბებიაშენთანაც
მიგაკითხე,ვიფიქრე,მემალებოდი,ახლა ერთი საათია გიბრახუნებ,პატრულის
გამოძახებას ვაპირებდი უკვე...–ლევანი იყო,შეშინებული...–რა
გჭირს,საყვარელო?  გაბრუებული ვუყურებდი,ნეტავ ზაზა სადაა?გავიფიქრე...ნელ–ნელა გამოვფხიზლდი,მივხვდი,ზაზა
დამესიზმრა...უბედნიერესი ვიყავი,ლევანს ჩავეხუტე:–შენი სიყვარულია ჩემი თავისუფლება!–ავლუღლუღდი...–ჩემიც,საყვარელო!ჩართე ტელეფონი,დედაშენმა მეც დამირეკა,გიჟს გავს...მერე აბაზანაში შევედი და სიზმარი შხაპს გავაყოლე,თუმცა ლევანმა ზუსტად გაიმეორა წუხანდელი... –გაფიცებ,რუსკა,რა სიტყვა მითხარი ჩხუბისას?ჩემი ,ვინ არ იქნები? გამეცინა:–Jeune premier–ჟენ პრემიერი!–ეგ რაა?–პირველი საყვარელი!კაცურად ახარხარდა;–რა აღარ ვიფიქრე,შენ რა გითხარი...და ერთადერთი სიყვარული როგორაა?–არ ვიცი...  დედამ დარეკა,ლევანმა ჩემი ხელი თხოვა.ქორწილის თარიღი დავთქვით......და მაინც,ვინ იყო ის ქერათმიანი ქალი?არა,ამას უკვე არასოდეს ვკითხავდი–საკუთარი ბედნიერება საკუთარი ხელით არ უნდა დაანგრიო!
 
nukriaДата: ხუთ, 17.07.2014, 21:55 | Сообщение # 289
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა გაუძლო,
უნდა გაუძლო,
უნდა გაუძლო...
ვიმეორებ და...
არა,გული სულ არ ძვალდება!
ღვინო ძმარდება,
ფერი–ფური ეცვლება ფერდობს...
რაღაც იწყება,ქვეყნად,
რაღაც, სადღაც მთავრდება!
მე კი ვიბრძვი და...
თავს ვაძალებ,
აი,დღეს,ხვალე...
ეს თვეც გავა და
სხვა მიყვება და...
დამთავრდება...
უნდა გაუძლო,
უნდა გაუძლო,
უნდა გაუძლო...
ვიმეორებ და...
არა,გული სულ არ ძვალდება!
ძნელია ასე,
როცა დარდი გაწევს ლოდებად,
გსურს გძულდეს,მაგრამ
მონატრება გეძალავება...
აბა,რაღა ვქნა,
საკუთარ თავს როგორ ვუშველო,
რაც უფრო ვიბრძვი,
გრძნობა მეტად რომ მეძალება!
 
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 19:22 | Сообщение # 290
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,...გაუკვალავი ტრამალების იცოდე ფასი, ცნობიერების ჰორიზონტებს ვიდრე გახედნი!"
 
ძებნა:

მოგესალმები Гость