ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: პარ, 01.08.2014, 01:34 | Сообщение # 301 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნანა ლიკუნას ლექსს დილით დავწერ... ახლა კი უკვე ძილის მკლავები ნელ–ნელა მარწევს... გაბანტული მაქვს წამწამები და მეხლართება... სიზმრის კონტურებს ნეტავ ისევ დაეხატები? არაო,არა! ნანაო,ნანა! წავაო,წავა! რაც დაიკარგა... მშვიდი ძილიო, ტკბილი ძილიო, ზღვის ლიცლიციო, ცის ციმციმიო... ხვალ სიახლეო, კვლავ სიანცეო, ქარებს აჰყევო, ინარნარეო... ნანაო,ნანა! წავაო,წავა! რაც დაიკარგა! ნანა,ლიკუნა... ნანა,ლიკუნა... ჩუ–ჩუ იყუჩე... ჩუ–ჩუუუუუუ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 01.08.2014, 02:35 | Сообщение # 302 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,ჩემს სხეულთან გარითმული ჩემს სულს რატომ გაემიჯნე? ვროკავ, ვცეკვავ, გიწვევ, მაგრამ ვეღარა ვგრძნობ შენში მიჯნურს! მიმიზიდე, განმიზიდე, ვნება, ცეცხლი, ვნება, ცეცხლი... ახლოს თუ ხარ მაკვდები და... თუ შორსა ხარ,გიპყრობს ეჭვი...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 01.08.2014, 04:51 | Сообщение # 303 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძირს ... შემოდგომის სურნელს ვგრძნობ დღეს,რატომღაც,ჰაერში. .. თეთრი ბილიკებიდან ძირს არ უნდა დაგეშვი... მომყვებიან ნისლები ვნებისაგან დაგეშილს ... ზეცის ხელისგულიდან ძირს არ უნდა დაგესვი ... მომაქციე ისევე დედამიწის ბადეში ... შემატოვე მიწიერს, ძირს არ უნდა გაგეშვი ... მივდევ დღეებს ნესტიანს, მტვერისაგან გალეშილს ... ერთიც არ დამინანე... ძირს არ უნდა დავეცე?! დ ა ვ ე ც ი ! შემოდგომის სურნელს ვგრძნობ, დღეს,რატომღაც,ჰაერში ... თეთრი ბილიკებიდან ძირს არ უნდა დაგეშვი.........
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 02.08.2014, 00:01 |
|
|
|
nukria | Дата: პარ, 01.08.2014, 05:19 | Сообщение # 304 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მომიჭერი, მზის სხივებით მოჩითული, შენი კაბის, ჭრელი კალთა! შემიკერე, ზღვის სურნელით გაჟღენთილი, სარაფანი, სიფრიფანა! ჩამომაცვი, მე კისერზე, ნიჟარების მძივის წყება და მომიწყე შენს ნაპირზე საოცნებო ნეტარება–
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.08.2014, 00:00 | Сообщение # 305 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სად ხარ? უშენობამ გამაგიჟა! სად ხარ? უშენობამ დამტანჯა... ცრემლის სევდიანი მელოდია წამწამის კლავიშებზე წკაპანებს... სად ხარ? ნუთუ მართლა აღარ მოხვალ? სად ხარ? ნუთუ მართლა დამთავრდა? გახსოვს? რომ დავიწყეთ,მაშინ ჰორიზონტი, შორს კი არა,სულაც არ ჩანდა! სად ხარ? მზერა ისე დამეძაბა! სად ხარ? ამ სიჩუმემ გამთანგა... ნუთუ მართლა აღარ გენატრები? ჩემი აღარა ხარ? არ მყავხარ?
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.08.2014, 00:05 | Сообщение # 306 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაჭმუჭნულ წერილსჩაძირული გემის ფასი აქვს...ფიქრი გამირბის,რა ეწერა,ძირს რად აგდია!იქნებ,ამ,სკამზე იჯდავინმე,დიდი, პოეტი,მერე სონეტი დაწერა და...ნაგვად აქცია!იქნება ცრემლით დასველებავერ აიტანა,აფრინა ქარმა,და ატარა,მზემდეც აწია...იქნებ დახატა ბავშვმა თავისნორჩი თითები,ისეთი სქელი,რომ ეს წერილს არ აპატია!იქნება გულის ხვაშიადიგაანდო ვინმემ,მერე,კი,ვიდრე,სხვა ნახავდა,გზას დააწია...აბა,რად გდია?!დაჭმუჭნული,თხელი,წერილი,თოვლის ფერივით გაცრეცილი,ძირს რატომ გდია?ჭიანჭველებივით შეესია მძაფრი ფიქრები...იქნება...იქნებ...ღამე გარეთ რად გაათია?!თუ ვერვინ ამჩნევს,ძირს დააგდეს,არის ნაგავი,იქნება,მხოლოდ,ჩემი სულის თეთრი მახეა?!მოხვეტავს ახლა მეეზოვე,ვერც მოიაზრებს–დაჭმუჭნულ წერილსჩაძირული გემის ფასი აქვს!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.08.2014, 01:27 | Сообщение # 307 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეჰ!ოთო,ოთო! რამდენჯერ მოთოვს, გაზაფხული მოვა რამდენჯერ, რამდენჯერ ივლისს გამოფიტავს პაპანაქება... დრო დაუგვალავს ნაოჭებად სახეს შენს ტოლებს, თუმც ამოუხსნელს დაუტოვებს მათ განტოლებას, რისთვის მოხვედი, რა გინდოდა, თუკი მალევე წასვლა გიწევდა, მოგიწევდა გზის დატოვება... ეჰ!ოთო,ოთო! შენ სიცოცხლის ნიჭო და შფოთო, ხომ დაგიარეს შიგ, ძარღვებში სისხლად ლექსებმა და როცა წერდი,ხომ ხვდებოდი, რომ იყო ძნელი, ხელის კი არა, ზეცის მადლთან სულის შეხება... მაინც შეეხე, მაინც მიწვდი, მაინც იგრძენი... ,,ქუჩაში,მტვერში..." ანგელოზის იგრძენ ვედრება... წაიქცა ბავშვი, თვალებში კი ჩაგრჩა იმედი და სიხარული: ,,მოვასწარი!ის გადარჩება!" ეჰ!ოთო,ოთო! ჩაივლიან წლები მრავალნი, ბევრი წაიღო დრომ და ბევრიც კიდევ გაყვება, მაგრამ იმ ბიჭზე,სიკეთე რომ გადაარჩინა ამბავი გულში საქართველოს მუდამ დარჩება!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.08.2014, 21:02 | Сообщение # 308 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეჰ!ოთო,ოთო! რამდენჯერ მოთოვს, გაზაფხული მოვა რამდენჯერ, რამდენჯერ ივლისს გამოფიტავს პაპანაქება... დრო დაუგვალავს ნაოჭებად სახეს შენს ტოლებს, თუმც ამოუხსნელს დაუტოვებს მათ განტოლებას, რისთვის მოხვედი, რა გინდოდა, თუკი მალევე წასვლა გიწევდა, მოგიწევდა გზის დატოვება... ეჰ!ოთო,ოთო! შენ სიცოცხლის ნიჭო და შფოთო, ხომ დაგიარეს შიგ, ძარღვებში სისხლად ლექსებმა და როცა წერდი,ხომ ხვდებოდი, რომ იყო ძნელი, ხელის კი არა, ზეცის მადლთან სულის შეხება... მაინც შეეხე, მაინც მიწვდი, მაინც იგრძენი... ,,ქუჩაში,მტვერში..." ანგელოზის იგრძენ ვედრება... წაიქცა ბავშვი, თვალებში კი ჩაგრჩა იმედი და სიხარული: ,,მოვასწარი!ის გადარჩება!" ეჰ!ოთო,ოთო! ჩაივლიან წლები მრავალნი, ბევრი წაიღო დრომ და ბევრიც კიდევ გაყვება, მაგრამ იმ ბიჭზე,სიკეთე რომ გადაარჩინა ამბავი გულში საქართველოს მუდამ დარჩება!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 21.08.2014, 20:03 | Сообщение # 309 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმერული დიალოგი -ეჰ,ასე!ჩემო არისტო, ქე იპარება აგვისტო... -უჰ,ამ ხვატებმა,რა გვიყო? -აპა?მიწები დაგვიპო... -ბევრი გვინახავს,ასეთი... ეჰ!დრომ რამდენი წაიღო... -აპა?რადენი გლახა და... -ბეჩა?რა...კაი,არ ოყო? -იყო,ეჰ!მაპა არ იყო? -ეჰ,იპარება აგვისტო..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 30.08.2014, 21:12 | Сообщение # 310 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილაა საკმაოდ არაპოეტური, არ შეშურდებოდა ალბათ,გოეთესაც... ვის უნდა ახლა მიეთ-მოეთური, ერთმანეთს ვეფეროთ,მოდი,არქაულად... ას გრამზე,რას იტყვით? დავიწყოთ,გალანტურად?-
|
|
|
|