პოეტი პოეტიშვილი - Page 51 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:54 | Сообщение # 501
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურია გულში მისადგურია,
გულში მიტოვებს მისად გურია.

ზის შავ ბუხართან გურუ გურია,
რომ თეთრ მუზებთან უგურგურია.

მთვარით მოვდივარ ხატთან გურია,
რომ ჩვენი ძმობა ვახტანგურია.

ბახმაროს მთიდან მოჩანს გურია,
რაც კრიმანჭულით მოჩანგურია.

გულში მიტოვებს მისად გურია.
გურია გულში მისადგურია <3

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:55 | Сообщение # 502
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შარა-შარა შარიშურობს უშიშოთა,
შიგადაშიგ უშიგმდგომო უში შოთა.
მტრის ხელშია,შიში, ძალა, უშუ, შოთა.
მე სარკმლებმა შემაცივა უშუშოთა.
მტკივა შინ და გარეთ, არს აბალი შოთა,
თავი მომცა ღმერთმა არსაბალიშოთა.
გააგონე ათქმევინე ამ რუს შოთა.
აღარ იქცნენ უჯიშოთა სამრუშოთა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 22:05 | Сообщение # 503
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს ლომს უვლის კატა ლოგინად,
ულომო სახლში, კატა ლომია.
კატასტროფული კატალოგიდან,
ლომობას ითხოვს კატალონია.

საშიშეთი და ეს, პანეთია.
როცა სხეულის "კა" ტალონია.
თუ საქართველო ესპანეთია,
მაშ, აფხაზეთი კატალონია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:09 | Сообщение # 504
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.
როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.
ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურდი ნატვრის ყურემდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.
დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა _ ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას
ჩემსას ვცდილობდი.
ვერ გამოვიცან სოფლის იგავი
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,
მე დამესიზმრა _ ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.
რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი,
მოქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიზმრა _ ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.
იორის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა _ ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.
ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო, _
მომეცი თაფლი, უნდა წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!

ლევან ფანჩვიძე
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:26 | Сообщение # 505
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა,
გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.
შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,
ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...

ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...
რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს
ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...

მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

ედუარდ უგულავა
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:27 | Сообщение # 506
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათოვდა, ზეცისგან უკეთესს ნუ ელი,
სიცივის ლექსები, თამბაქო, არაყი.
არა ღირს ზამთართან სხვაგვარი დუელი,
ამაზე ნაკლები სიკვდილი არა ღირს.

იხევა ღრუბლების ცისფერი მუნდირი,
დახუჭე თვალები - ცრემლების კარავი,
ეშვება ბურუსი და ნემსის ქურდივით,
იპარავს სივრცეში გაწოლილ ქარავანს.

გაწყალდა დაცემის ტკივილით ხმელეთი,
ვიღაცას სიგიჟის სიზმრები აღვიძებს.
და ასე ჩაივლის რამდენი ტერენტი
და ასე ჩაივლის რამდენი ტაბიძე.

გაუცვდა სურნელი ტიტების საკმეველს,
მხარდამხარ იბრძვიან მეფე და პაიკი.
ნეტავი სიკვდილი რა ძნელი საქმეა,
უბრალოდ პოეტის სახელი დაირქვი.

უბრალოდ იგრძენი დეკემბრის ვენდეტა,
დღეების გაფრენა, ან იქნებ პირიქით...
უბრალოდ მომყევი, უბრალოდ მენდე და
გამოვჭრათ ზეცისკენ ფიფქების ბილიკი,

დანარჩენს, მერწმუნე, იგივე ფასი აქვს,
რამდენიც რწმენაზე მოგონილ არაკებს.
ეპოქა უთუოდ თამაშობს პასეანსს
და გულის დასტაში პოეტებს ალაგებს.

გურამ ლაცაბიძე
Фото პოე"ტური".
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:52 | Сообщение # 507
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარი ზაფხულში

მგონი დაზამთრდა...
თოვაა, თოვა,
თეთრი დასტური ცივი ამინდის,
ფიფქის წახნაგის
და ფიფქის ოვალს
შორის,
გამჭოლი, თეთრი გზა მიდის,
სადღაც უძღვება თოვლის ფიტულებს,
მე კი თვალებით, გეძებ მეგობარს,
ამხელა თოვლში, პოვნას მირთულებს
ნაფეხურების არარსებობა.

თოვს!
არსაიდან არ წყდება თოვა,
ფანჯრის რაფიდან წვეთავს ყინული
და მცირე შანსსაც,რომ შენთან მოვალ,
ეს ნაადრევი თოვლი მინულებს.
აივნებს ათოვს, ათოვს ეზოებს,
და ბურუსიან თოვას, ხველებით,
მე გადავყავარ ზამთრის სეზონში,
გზებით, მინდვრებით
და მთიბველებით.

თიბავენ - მოთოვს,
თიბავენ - მოთოვს,
არ უთმობს თოვლი
თივას მთიბველებს,
ირგვლივ ყველაფერს,
ბალახს თუ ფოთოლს,
ასდის ნაცნობი სუნი სიბერის,
თოვს უცნაურად,
თოვს თითო თითოდ,
თოვს ნაწილ ნაწილ,
მსგავსად წვეთოვნის,
თოვს და მთიბველებს
არ ახსოვთ თვითონ,
რომ თიბათვისას
ასე ეთოვოს..
თოვს!

გურამ ჯახუტაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 19:19 | Сообщение # 508
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისიც ძველია, მეორდება, როცა თავიდან
ყოველი კადრი და უგულოდ კბილებდაკრეჭილ
მტაცებელს უნდა გამოვსტაცოთ საყლაპავიდან
გაფითრებული საქართველოს თითო ნაგლეჯი.
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი!
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 19:21 | Сообщение # 509
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უგზოობაა... გზაზე კაცის კვალი არა ჩანს,
თოვს და ამ თოვლით მარტოობას ვუგებ ობელისკს.
ერთ მუჭა სოფელს ირგვლივ მთები უდგას დარაჯად
და ყოველ ღამით მუჭა-მუჭა მიაქვთ სოფელი!

ამინდებია... უამინდოდ თოვს და ცა ორად
იყოფა. წყვილად წრიალებენ ტყეში ტურები.
ჩემთან ქოხები ღამის ნისლში სხედან საომრად
და თოფებივით მოუმართავთ საკვამურები...

ღამე ფხიზლობს და ღამეს ათევს. და თოვს ადათით,
ჰოდა, სოფელში ყეფას იწყებს შიში მალ-მალე,
თენდება უკვე, ქარი ცაზე ჩუმად გადადის
და ახლა ისევ მთის კილოზე ყივის მამალი.

გარიჟრაჟია. სოფელია. მთაა. ფერდობი...
ქარი კი ცაზე ღრუბლის ნახირს მიერეკება.
შენთან გათენდა თბილისურად და მზით ერთობი,
ჩემთან სოფელში ითარეშეს ისევ ლეკებმა
და მზე ღილივით ააწყვიტეს სოფლის ალიონს!..

უგზოობაა... გზაზე კაცის კვალი არა ჩანს,
თოვს და ამ თოვლით მარტოობას ვუგებ ობელისკს.
ერთ მუჭა სოფელს ირგვლივ მთები უდგას დარაჯად
და ყოველ ღამით მუჭა-მუჭა მიაქვთ სოფელი!

ზაზა სუყაშვილი
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 19:55 | Сообщение # 510
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და...
დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.
ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)...
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.
ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,
ბავშვი - ყველა ბავშვია - ქართველიც და აფხაზიც...
რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგვარად
ქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს.
ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზე
ვაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად -
ვდგავართ პურის რიგში და ვიცით თითო დაოსილს
გვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა...
ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია,
ცრემლში ცურავს ტივი და იმედია მეტივე...
დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია,
რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!

გენრი დოლიძე
 
ძებნა:

მოგესალმები Гость