პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.11.2017, 20:06 | Сообщение # 511 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| . - ორივე - ხელია. რომელი მოვიჭრა? ან მერე როგორ გავამრთელო? ძალიან პატარაა ხო იცი, როიჯან ეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და ბავშვობა - ბავშვობას გავატანეთ და ფუტკრის ნაკბენი მკლავივით გაგვისივდა ეს გული, ოხერი, "ცავატანემ"
ტოლებსაც იმ დღიდან სრულიად გავერიდეთ, ამინდიც გადაიქცა ტირილად, მახსოვს სულ პირველად ჭაჭით რომ დავთვერით და ლექსი რომ წავუკითხეთ ირინას.
ის თოვლიც მაგონდება წელამდე რომ დადო, გვქონდა ერთად ყოფნის პატივი, მკერდზე დაწერილი "საქართველო"-ც დროდადრო გეზრდებოდა მაცხოვრის კვართივით.
მორიგმა აგვისტომ უეცრად დაიქუხა და მაშინ ატირება მომინდა თუმც მაინც სიცილით გითხარი. დაგაბარე - ტყვიები წამომიღე ომიდან.
და ასე შევეჭიდეთ სხვადასხვა ბარიკადებს და მთელი ჩვენი ქუჩა შეიძრა, დღეს ომში მოუკლავთო, დღეს ომში... გარიკა, დეე, ოთახში შემოვიდა შენი ძმა. . - ორივე ხელია, რომელი მოვიჭრა ან მერე როგორ გავამრთელო, ძალიან პატარაა ხო იცი როიჯან ეს ჩვენი დიდი საქართველო -
ამბობდი ხუმრობით, ამბობდი ხალისით და ჩემს თმებსაც შეერია ჭაღარა და წლებიც გასულან რაც მიწას მიგაბარეთ და რაც მე ცალი ხელი აღარ მაქვს...
როინ აბუსელიძე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.11.2017, 20:45 | Сообщение # 512 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩრდილებიც ბერდებიან თურმე. მამაჩემის ჩრდილი დგას და კედელს ეყრდნობა. ისეთია, ლანდიც კი გადის. იმედის იმედი აქვს, სცივა, ვერ გააღწია მზის შუქზე. თურმე, სუფთა წყალში იძირებოდა, მღვრიეზე ტივტივებდა. (ალბათ მეც ასე ვიქნები) მერე დაპატარავდა მოცულობით და დაემატა აღჭურვილობა: ხელჯოხი, სათვალე, ვაშლის გასათლელი ჯაყვა. გულში ჩაყვა დახლიდარის სიცრუე და საკუთარი სასწორით დადის ბაზარში. თმები შეუთხელდა, წვერს აღარ იპარსავს, სამართებელი აშინებს, ვაითუ გამეჭრას და სისხლი წასკდეს ჩრდილსო.. თუთუნმა გაუყვითლდა პირჯვრისთვის განკუთვნილი სამი თითი და ტუჩები. და თუ ჩემი ძმა ხარ, არასდროს არაფერზე უთხრა უარი, როცა მოსმენას გთხოვს-მოუსმინე, თუნდაც წაყრუებით, როცა წყურვილს ახსენებს,, წვიმაში გაყევი. როცა ლოცვას დააპირებს -ღმერთი დაანახე. როცა ღმერთი მოენატრება -სარკეში ჩაახედე. ცოდოა. წოდებით პენსიონერი და მოწოდებით ბავშვი. დაელექა მეხსიერება, Merci à la vie ახსოვს ფრანგულის გაკვეთილიდან, კიდევ აღდგომა დღეს ხელების დამალვას ვერ გადაეჩვია. მხრებზე მფარველი ანგელოზიც კი ამძიმებს და წელში მოხარა... თურმე ჩრდილებიც ბერდებიან, ეს მე არ მითქვამს პირველს, უბრალოდ, პირველად მამაჩემში შევამჩნიე სიბერე. ახლა ის დგას და ვერ უბედავს თავის ჩრდილს, დაძვრას, წაექცევა... ძვლებსაც ეზარებათ მოძრაობა, კედლის ბზარებში ყავს მოტნეული და გარედან ჭიანჭველები ავსებენ ნაოჭებს. ასევე, თვალების ადგილას ლეღვია ამოსული. თვალებით დააბეს თითქოს. სტუმარსაც ვეღარ აცილებს კარამდე, ხმას თუ გააყოლებს გზადაგზა. ბგერები ეპნევა იატაკზე. Merci à la vie, merci, მ ა დ ლ ო ბ ა, ნ ა ხ ვ ამ დ ი ს.....
ლაშა ბიბიჩაძე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.11.2017, 20:47 | Сообщение # 513 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოეზია - კი ...
გამიჭირდება ამ ტკივილის ტარება ვგონებ, რადგან სულერთი აღარ არის რა გითხრეს სხვებმა, პოეზია კი ჩემი აზრით უფროა თონე, რომელშიც ახალმოზელილი პოეტი ცხვება...
უძილო ლექსებს ღამეების გვერდით ვალაგებ და თითქოს სტროფებს ვინახავდე უფრო გულიანს, პოეზია კი ჩემი აზრით არის ქალაქი, რომელიც მზიან ამინდებშიც გალუმპულია...
ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის შიშით შედგენილს, უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი, პოეზია კი ჩემი აზრით არის რენტგენი, სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ სულს რომ აშუქებს...
ასე ვფიქრობ და ორგანიზმში ვეღარ ვაკავებ გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ ტკივილთა წყება, პოეზია კი ჩემი აზრით არის აკვანი, სადაც პოეტი ნებისმიერ ასაკში წვება...
და ვდგავარ ახლა დაწყევლილი დღეების გვერდით, რადგან ტაძართან მიმავალი ბილიკი არ ჩანს, პოეზია კი ჩემი აზრით უფროა ღმერთი!.. ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ გაკრული დარჩა...
სულხან წულუკიძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:13 | Сообщение # 514 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთარს ოთახებში ვაშამათებ, ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი. თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი, თუნდაც აქა-იქ და იშვიათად. ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით დროის ინდოეთის ოკეანეს - ისე გაიწელა ნაკიანი, როგორც დარღვეული პროსოდია. თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...
გიო საჯაია
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:14 | Сообщение # 515 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან
ისინი სამსახურში მიდიან. მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს. მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს. დედა გადის ტუალეტში. მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე. დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის. დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს. დედა იცმევს პალტოს, მამა ტელეფონის ყურმილს აგდებს. დედა ემშვიდობება მამას, მამა პასუხობს, რომ თვითონაც მალე წავა. მე ვნახე ისინი ერთად შვიდი თუ რვა წლის წინ პარადის მერე, დროშებით გაწყობილ ქუჩაზე. შვიდი, რვა წლის წინ, ე. ი. იმ დროს როცა მაღაზიაში იყო კარაქი, ღვინო და სიგარეტი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:16 | Сообщение # 516 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კარლო კაჭარავა - კონცერტი
ეს სწორედ მულტფილმი გახლავთ. ქალის ლიფების მოძრავი კოლაჟი. მუშა, რომელიც სათამაშო ცხენის თვალებს ღებავდა - და ჩინელი ვუნდერკინდი, მწერთა შემგროვებელი. წინა რიგებში ხელები ასწიეს მისალმების ნიშნად, როცა "ყაჩაღის ბალადა" დაიწყო. სცენაზე ცხვრის მოჭრილი თავი მიამაგრეს. ინჟინერი მწვალებლურ სიმღერას მღეროდა თავის ბავშვობასა და დროით გაუხეშებულ კანზე. ეს სამყარო შემინულია და მინა თოვლით იფარება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:22 | Сообщение # 517 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი - დედიკოს
ვიცით ორივემ რომ გვიყვარს ერთმანეთი, ვგრძნობ, ვაცნობიერებთ. შენს თავს ვფიცავ - მტკივა შენსავით, ვგრძნობ სიხარულსაც და მეღიმება, მაგრამ ვერ გამოვხატავ როგორც შენ, დედი. ჩვენ მაინც ერთნი ვართ. შეიძლება შენმა სისუსტემ, სევდამ ან ცრემლმა მე სხვა ადგილას ამომახველოს, რადგან მიყვარხარ და ვიცი რომ, ჩვენ მაინც ერთნი ვართ. მე და შენ განვსხვავდებით სურვილებით ქმედებით, მომავალი გეგმებით, ფიქრებითა თუ ოცნებით და სხვა მრავალი ჩვენ მაინც ერთნი ვართ. შეიძლება სხვადასხვა დროს ვახველებთ ან ვაცემინებთ, ვდგებით ან ვწვებით, ვლოცულობთ, შემდეგ კი სხვადასხვა ცოდვებს ჩავდივართ მაგრამ, ჩვენ მაინც ერთნი ვართ. ჩვენ დავიბადეთ სხვადასხვა დედით, სხვადასხვა დროს, გვიწერია ერთ დროს სიკვდილი, რადგან უერთმანეთოდ გვიჭირს. ცხვოვრობთ ერთი სისხლით და ერთი ხორცით, ერთი გულითა და ერთი სიყვარულით და მაინც ვერ ვხვდებით რომ, ჩვენ მაინც ერთნი ვართ!.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:23 | Сообщение # 518 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი - უბრალო ცოდვილ ხელოვანსა და მიწაზე მყოფ ანგელოზზე
მე ვწერ ამ სიტყვებს, ესე უბრალოდ. ვწერ და სიტყვებმაც ვეღარ გაიყვეს ადგილი თვისი. წვერმოშვებული რამეს თუ ვნანობ, ვინმეს ვგლოვობ ან, მტკივა რაიმე, თვითონ არ ვიცი. მატარებელი გულის და სითბოს, რომელიც ისევ არანაირად არ გაჩერდება. მიხვალ და მიდის, და ასეც იყოს, შენს აქ ყოფნამდე და იმის მერეც, გადამრჩენელად. როცა ვკითხულობ ტერენტი გრანელს, კაჭარავას ან ბაძაღუას და აკუტაგავას, მაშინ შენ, მგონი, გძინავს და რამეს ნახულობ სიზმრად, ანდა ლოცულობ დაუღალავად. მე ვწერ უბრალოდ, იმაზე რაც მსურს იმას რაც ვხედავ, გამოვიარე. და გულში ჩამრჩა. ხოტახნით უკან ფირებით წარსულს ვახვევდი, ღიად ვტოვებდი კარებს მომავლის .განსჯად. ამდენი ხანი გადის და ვხვდები საათის წიკწაკს და გულის ფეთქვას აქვს რაღაც მსგავსი. ჯერ კიდევ ვცოცხლობ, და არა ვკვდები, თან მხოლოდ დამრჩა, მე ერთი ნება წერტილის დასმის. მსურს საუბარი, მინდა რომ გნახო ისევე ბავშვმაც მიცნოს და ღიმით მაჩუქოს სხივი. მე ვარ უფსკრული, შენ კიდევ კიბით ზეცისკენ მავალს, ღრუბლების კიდეს გიმშვენებს ტივი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:44 | Сообщение # 519 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი - * * *
შეიძლება ჩემს გვერდით იდგე, მაგრამ ვერ მხედავდე. შეიძლება ჩემამდე გაშორებდეს კილომეტრები და იცოდე როგორ ვსუნქავ, გრძნობდე ჩემს გულისცემას, მაგრამ სანამ გულზე არ მოგიჭერ ხელებს, იქამდე ვერ მიხვდები, თუ როგორ ვარ უშენოდ .
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:44 | Сообщение # 520 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამეა ფერადი და სიზმრებს უფერულს ვეღარ აფერადებს ვერც გამოღვიძება, მითხარი პეპლებმა როდემდე უფრინონ, როდემდე ეფერონ სინათლეს მინებთან, თუ მაინც არ უღებ ფანჯრებს და ქარია, ქუჩაში ფოთლები მისდევენ ერთმანეთს, შენ დუმხარ და ხვდები, ოთახში ცარიელ კედლებმაც ისწავლეს, ტკივილის მოთმენა...
|
|
|
|