პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 06:59 | Сообщение # 531 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აირია! ყველაფერი აირია, გულს გაუღებ? შემოვლენ და გაივლიან....! გულს აჩუქებ? უყოყმანოდ გაჰყიდიან! სიყვარულს კი სიძულვილში გაგიცვლიან.,..! სითბოს მისცემ? სიყალბეში ჩაგითვლიან, შეცდომებს კი სათითაოდ დაგითვლიან... შემიძლია, გაღიმებაც შემიძლია! ტკივილებს თუ სიხარულით შემიცვლიან, გულზე ლახვარს არასდროს თუ არ ჩამცემენ, მე ბოლომდე, ერთგულება შემიძლია! გააციეს, სიყვარულიც გააციეს და მარტივად საგულედან გააცილეს, ნეტავ მეც რომ ყველაფერი შემძლებოდა, და ჩემთვისაც მიტოვება გაადვილდეს, დამივიწყეს, წავიდნენ და დამივიწყეს, ჩემი სითბო, სიყვარული გამირიყეს, მღალატობდნენ და თვალებში მიყურებდნენ, უფალი და ღვთისმშობელი დამიფიცეს.. გამიკვირდეს? რაღა უნდა გამიკვირდეს! ჩემი გული სათითაოდ გამიყიდეს! ოცდაათიც არ დასჭირდათ ოქრო-ვერცხლი, კაპიკებად და გროშებად გამიყიდეს... ვაპატიო? ყველაფერი ვაპატიე, გულში მაინც სიყვარული ჩავატიე, დრო გავა და მოსასვლელი მაინც მოვა, თავდახრილი გეტყვის ბოლოს მ ა პ ა ტ ი ე !
ანი ნოზაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 07:06 | Сообщение # 532 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Givi Alkhazishvili მე და მინდორი გულაღმა ვწევართ, თაფლის სურნელი მაბრუებს მინდვრის, ის ჩემი, მე კი მისი შემწე ვარ, მე მას ვუდრი და იგი მე მიდრის. ესაა ჩემი მყუდრო სახლ-კარი, ცის სახურავი, გულში საყდარი... ვინ მიუჩინა ჩემს მარტოობას ულამაზესად მკვიდრი საყრდენი _ განსაცვიფრებლად მდედრი მინდორი, ისე ღრმა, ისე სურნელოვანი _ დო რე მი ფა სოლ, ლა ლა სი დო რე, საუკუნეთა ფარული სუნთქვა, გადამალული დროის სიმდორე და ვარსკვლავები _ წვრილ-წვრილ შვილებით, მოყურადებულ ცის მონიტორით, ჩვენს სიახლოვეს მოენატრება, ღამის სიმშვიდე და ცხრა-კლიტური.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 15:07 | Сообщение # 533 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთხელ მიმღერე, ვიცი გულში არ გემღერება, დედი, ხომ იცი, იავნანა აღვიძებს წარსულს... ვიდრე ჩემს ნატვრებს ყველა ძარღვი დაებერება, მანამ მიმღერე, დამაბრუნე ბავშვობას გასულს.
შენს ფანდურს, ისევ უკეთია წითელი ბაფთა, თუმც უფრო მეტად უხდებოდა შენი ხელები, გთხოვ მომაწვდინე საამებლად ჰანგები ხმათა, ვიცი სიმღერით სხვანაირად მომეფერები.
დედი, შენი ხმა გალობაა უფალმა იცის, თავად მასწავლე, ქართველებსო ამღერებს სევდა, შენ შემაყვარე ჩემი მთები, სურნელი მიწის, გადამავიწყდა, გამახსენე შენი ხმა დედა.
მზეს აჰყვებოდი საიმედოდ, დილა–ადრიანს, ჩემი ბავშვობის საქანელა კვნესის ჩეროში, მიმღერე დედი, მაგ ხმას უფლის დიდი მადლი აქვს, რომ ამ სიმღერამ დამაბრუნოს საქართველოში.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 15:29 | Сообщение # 534 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საჩუქრად _ ბაღი ნაწვიმარი, ტოტებში ცა ჩამოკონკილა და დროს შეუმჩნეველს იმეორებს მესერზე მოზოზინე ლოკოკინა.
უცნობი თვალის გაელვება, წამის გაელვება უეცარი, მოგეჩვენება, რომ ნათელია, ისე ნათელია, მრუმეც არი.
სადღაც წავიდოდი ლოკოკინასავით ზოზინით, ზურგზე სახლიანად, ჩემი ვერცხლისფერი ნაკვალევი მზეზე იბრწყინებდა ნაღვლიანად.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 15:29 | Сообщение # 535 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აი, ესაა, რაც შენგან დარჩა, ორიოდ სიტყვა- სარკმელივით რომ გამოიღო და კიდევ ორთქლი, უკანასკნელ სიტყვას რომ გაჰყვა და დროებითი დრო, რომელიც შენს გამო იყო და ამ ხსოვნიდან, სახელი რომ ვერ მოვუძებნე, ღამის კრისტალმა რტო გამოიღო
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 15:35 | Сообщение # 536 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დილით ყველაფერი ცინცხალია, უკან მეწყერია, წინ წყალია, შენი გახსენება იმედია, უვარდისფერესი წინწკალია. მე რა ვიგულისხმე მეტაფორით, მიხვდება ქვეყნად რაც ქალია... გულთა ერთობლივი ფეთქვა ისმის, ფეთქვა კი არა _ ფანცქალია.
Givi Alkhazishvili
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 15:46 | Сообщение # 537 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * შეგროვდნენ წამები, წუთები, საათები, დღეები, კვირები, თვეები, წლები და გაუდგნენ გზას უცნობი საუკუნისკენ..
იციან რომ ვერ მიაღწევენ, მაგრამ წინსვლას ვერ ღალატობენ.
არ მესმის, რატომ არის წინსვლა ადგილის ტკეპნა?! ამიტომ არის აბსურდი ახლაც ალოგიკური ფიქრის სამყარო!!
სამგლოვიარო რიტუალზე აგრძელებს ზრუნვას, ერთი სული აქვს თვალი მოკრას შორიახლოს თავის დაკრძალვას რომ შეამკოს მთაწმინდის კალთა იმ ყვავილებით, არასოდეს რომ არ გაშლილა.
ისევ გრძელდება ამპარტავანთა ჩუმი ჭკნობა და “ნასოსით” გაბერილთა სწრაფი ჩაფუშვა..
ღმერთო, შეუნდე, მათ სჯერათ რომ ფეხს აიდგამენ და სამოთხეში უდარდელად ისეირნებენ და უკანაც კი მოიხედავენ, ეძებენ შედეგს, რომ კიდევ ერთხელ შეავლონ თვალი სიცოცხლის შემდეგ...
25. 10. 2017
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 16:39 | Сообщение # 538 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთხელ მიმღერე, ვიცი გულში არ გემღერება, დედი, ხომ იცი, იავნანა აღვიძებს წარსულს... ვიდრე ჩემს ნატვრებს ყველა ძარღვი დაებერება, მანამ მიმღერე, დამაბრუნე ბავშვობას გასულს.
შენს ფანდურს, ისევ უკეთია წითელი ბაფთა, თუმც უფრო მეტად უხდებოდა შენი ხელები, გთხოვ მომაწვდინე საამებლად ჰანგები ხმათა, ვიცი სიმღერით სხვანაირად მომეფერები.
დედი, შენი ხმა გალობაა უფალმა იცის, თავად მასწავლე, ქართველებსო ამღერებს სევდა, შენ შემაყვარე ჩემი მთები, სურნელი მიწის, გადამავიწყდა, გამახსენე შენი ხმა დედა.
მზეს აჰყვებოდი საიმედოდ, დილა–ადრიანს, ჩემი ბავშვობის საქანელა კვნესის ჩეროში, მიმღერე დედი, მაგ ხმას უფლის დიდი მადლი აქვს, რომ ამ სიმღერამ დამაბრუნოს საქართველოში.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 16:41 | Сообщение # 539 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუკი ჩემს სიტყვებს შეუძლიათ, შეგასხან ფრთები, თუკი ჩემს ლექსებს ძალა აქვთ, რომ გაქციონ ჩიტად, შემისვი ფრთებზე, მომატარე მოლურჯო მთები და მერე სადმე გადამკარგე მტრედისფერ ნისლად.
ნ. ა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.11.2017, 17:36 | Сообщение # 540 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა, ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის რას გკარნახობდა, ან უბრალოდ, რას გაგონებდა, სულ უმნიშვნელოს და თითქოსდა არაფრის მაქნისს,
მაგრამ რატომღაც, გულთან ახლოს ან იქნებ გულში, რაც არსებობდა უცაბედად გადასხვაფერდა, ჩვეულებრივად, მზე ფანჯრებზე ნათელს აფენდა და მოინდომე, საიდუმლო გაანდობინო- ერთფეროვნებით დაცხავებულ მოწყენილობას, კაცების ხორხოცს და ცხოვრებას, როგორც დომინოს,
სადაც მიდება, მიშენება საჭირო ქვაზე ჰკიდია მუდამ და დღეებიც მექანიკურად ელოდებიან მოსალოდნელ დღეს პანიკურად, რომ ჩაიკარგონ და მიებან ღამის კვადრატებს და არ უსმინო მეზობლის ქალს, იგივეობის ჭრელა-ჭულაში გამოწყობილს და მორატრატეს
და სიტყვა სიტყვას მიაწებო, მიაბგერწერო და ჩაისუნთქო ერთდროულად ყველა საღამო, რომ ყველა ერთად შეკრიბო და ხმა შეახამო სტრიქონს დაცდენილ-წამღერებულს და მიატოვო, რომ შენი ტექსტი ჩაიწეროს მხოლოდ ჰაერში, როგორც ვიღაცის სუნთქვა, ფიქრი და უავტორო
სიტყვებს მიბმულმა დაიჯერო, რომ მოგისმენენ იმ ღიღინივით, რომ მიჩქმალა ამოხავლება, მაგრამ ჰაერში სათუოა ხაზის გავლება, და ღამით ბავშვის უმიზეზო წამოტირება სამყაროს ხმაა უნებლიე და ის აგრძელებს გაბნეულ ხმების შეგროვებას და ციტირებას.
|
|
|
|