პოეტი პოეტიშვილი - Page 56 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 19:33 | Сообщение # 551
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ღიმილი დამნატრდა –
მაგ კბილთა შუქამარტობა,
და იცი, როგორ დამნატრდა? –
როგორც მყინვარწვერს ვარდობა!
შენი სიმღერა მომწყურდა –
შენი ხმის ზეიმზარობა,
და იცი, როგორ მომწყურდა? –
ვით დაჭრილ ხარჯიხვს წყაროს სმა!
შენთან შეხვედრა მომშივდა –
გულისთვის ცეცხლის შენთება,
და იცი, როგორ მომშივდა? –
როგორც ცოდვილ სულს შენდობა!
შენი ამბორი მომინდა
(ვგმობ – გაგვიმიჯნა ბედი ვინც!)
და იცი, როგორ მომინდი? –
ვით ოაზისი ბედუინს!
შენთან ბაასი მომსურდა –
ხლეჩა მაგ შენი ბაგისა,
და იცი, როგორ მომსურდა?–
როგორც დასახრჩობს ბანგის სმა!
მე შენთან ყოფნა მომწადდა –
შენთან სამუდმოდ დარჩენა,
და იცი, როგორ მომწადდა? –
როგორც შთასახულს გაჩენა!
გეძახი, გიწვევ ვედრებით –
სისხლით ღაწვების დამსვრელი,
იცი, როგორი ვედრებით? –
მზისათვის როგორც დამზრალი!

გაბრიელ ჯაბუშანური
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 19:46 | Сообщение # 552
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ იხსნებაო
სიყვარული?
აბა მე რავიი...
რამდენი კაცია ,იმდენი ახნა
აქვს.
არიან ერთნი,რომ
პაემანზე მიდიან,იებით ხელში.
აჩუქებენ ყვავილებს,
აკოცებენ ლოყაზე
და ჩურჩულით ეტყვიან-
მიყვარხარ.
არის მეორე:
შეკრებენ თავებს და ძმაკაცებს,
ისრიალებენ სადარბაზოსთან
და მშრალ ასფალტებს
დაასველებენ
ამოკაწურული სიტყვით-
"მიყვარხარ".
სერენადებით თუ რაღაც
მსგავსით,
დაუბზარავენ ფანჯრებს წამწამებს.
გადმოხედავენ ადრესატები,
და მიყვარხარზე ,ერთ სიტყვას
-"მეც"
გადმოუგდებენ სართულებიდან.
არის მესამე:
თვითონ ხტებიან სართულებიდან
და ტოვებენ მაგიდაზე
წერილს,
სადაც გკრული ხელით წერია:
ვერ შეგიფერე,
ვერასოდეს ვიქნებით ერთად,
მაპატიე,
მშვიდობით.
ამ წერილს ყოველთვის ახლავს
სინანულის წერტილად
ცრემლი.
არის მეოთხეც-
როგორივ მე ვარ.
შემიძლია,არასოდეს გითხრა
"მიყვარხარ"
რადგან ჩემს თვალებს,
შეუძლიათ იყვირონ ყველაზე მეტად,
როცა გხედავენ.
რადგან ჩემს დუმილს შეუძლია,
მილიონ "მიყვარხარ"-ზე
მეტი ილაპარაკოს.
რამეთუ ქვეყნად არის ისეთი,რაც არ იხსნება,
და უნდა იგრძნო
სიყვარულია.
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 19:47 | Сообщение # 553
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა რომ გულის იარები კალმით ვისერო
რაც ვერ დასრულდა, დასრულდება ალბათ ამაღამ,
აფხაზეთივით შემიყვარდი, ანუ ისე რომ
ჩემი ხარ, მაგრამ არასოდეს ჩემთან არა ხარ.

დავით სულთანიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 19:48 | Сообщение # 554
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!

მირზა
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 20:44 | Сообщение # 555
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მენატრები, მეგობარო,
მერე რა, თუკი სულ ვერ გხედავ...
რამდენჯერ მიფიქრია - "ჩემო თავო,
რამხელა სიყვარული დაგებედა."

როგორ მეკარგები, მეგობარო,
დრომ, რომ სხვა სივრცეში მოგვამწყვდია...
გხედავ, გული მტკივა, ჩემო კარგო,
წლები, როგორ უცებ მოგპარვია...

ცხოვრებამ ასე იცის, უცაბედად,
გზები დროებითად გადიკვრება...
მერე გაიყრება, ორი ერთად,
ვინ თქვას, თუ ეს ორი, სად იქნება?!

რამდენ ადამიანს გაუვლია,
რამდენი გაივლის ჩვენს ბილიკებს...
მათ რომ ყვავილები დაუყრიათ,
ახლა, იმ ყვავილებს, სული მიკრეფს...

მაგრამ შენს ბილიკებს სხვა ვერ ივლის,
ყველას თავის გზა აქვს გასავლელი;
როგორც დეკემბერს და შუა ივლისს,
თავის დღეები აქვთ დასათვლელი....

ხედავ?! ჩვენი გზები გაყრილია,
ერთ დროს, მხარდამხარ რომ მიდიოდა...
ახლა, არც პირველი აპრილია
და არც შეიძლება მეტის მოცდა...

როგორ მენატრები, მეგობარო,
მერე რა, თუკი სულ ვერ გხედავ...
რამდენჯერ მიფიქრია - "ჩემო თავო,
რამხელა სიყვარული დაგებედა."

/ნინო ახალაშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 20:51 | Сообщение # 556
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ დემონივით დაერია ქარები ხეებს,
და ქვაფენილზე დაანარცხა ნაგლეჯი ზეცის..
სველი მძივივით ჩამოვკიდებ თვალებზე ცრემლებს..
ხელს შევაშველებ გულის ნაწილს, რომელიც მეწვის..
პლანეტებივით, ჩემს გარშემო, შუქის ზოლებით,
მოგონენები დაივლიან წრიულად, ხსოვნას..
სინათლის ფერში თუ ვერ გპოვე, მე დავღონდები
და არც ვეცდები სხვა პლანეტის არასდროს პოვნას..
მერე აპრილი გაფითრებულ დუმილს დანამავს..
გაიტოტება ჰორიზონტად ცა გაყოფილი..
ღამე ლაბადას მომახურავს, თბილი დანანა
და ლექსს მომიტანს, როგორც იმედს...ტელესკოპივით..
თუ დემონივით დაერია ქარები ხეებს..
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 20:55 | Сообщение # 557
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"მე ვცადე მაინც
და ეს იყო რისთვისაც ღირდა,
სხვამ კი მხოლოდ ის შეამჩნია,
რომ ვერ შევძელი"
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 20:57 | Сообщение # 558
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი, გაზაფხულო, მოდი!
ერთად შევიშალოთ, მინდა,
ახლა დრო არ არის მოცდის,
გუშინ მე ზამთარი მჭირდა.

სულში ჩავისახლოთ ჯერ მზე,
მერე ავირიოთ მარტში,
წვიმა შევიმშრალოთ მკერდზე,
თმები გავიწეწოთ ქარში.

მშვიდად როგორ ვნახავ ნეტავ
ასე გულისწამსვლელ ფერებს,
ლურჯად მოლივლივე ზეცას,
თეთრად გადაპენტილ ხეებს.

მოდი, გაზაფხულო, მოდი!
ერთად შევიშალოთ, მინდა,
აღარ გავიხსენებ ლოდინს,
ვიცი, ამ სიგიჟედ ღირდა.

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 21:00 | Сообщение # 559
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გაზაფხულო მენატრებოდი
მენატრებოდა შენი მარტები,
მენატრებოდა ის ამინდები
როცა მაწვიმდა ზედ ყვავილები.
ყველაზე მეტად მარტს ველოდები
უნდა მაჩუქოს თეთრი ვარდები,
წითელი ვარდი თუკი მაჩუქა
ალბათ ვიღაცას შევუყვარდები
 
nukriaДата: ოთხ, 08.11.2017, 21:00 | Сообщение # 560
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...ან,ერთხელ მაინც გაბედე,მოდი
შემომეყარე გულზე რა ბედად,
შენ რომ გიყვარდა,ის თუთის ტოტი,
ისიც გახმა და ისიც დაბერდა...

ნათია სოლომნიშვილი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость