პოეტი პოეტიშვილი - Page 58 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:10 | Сообщение # 571
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბნელი ბინდბუნდით მოცულ მხარიდან
ქალწულის აჩრდილს გამოვუძახე,
მას მშვენიერი შთავბერე სული
და მშვენიერი მივეცი სახე.
მასში ტაძარი ზეშთაგონების
ისე შევქმენი, ისე აღვაგე,
რომ უკვდავების უსაზღვრო ენით
ავამეტყველე ქალწულის ბაგე.
და მე ვტკბებოდი ჩემის სიზმრებით
და როცა მის ხმას ვნებით ვისმენდი -
ვუცდიდი რაღაც უცხო სასწაულს,
ვუცდიდი, ვცდიდი, ვდუმდი, ვითმენდი.
განთიადისას ნისლი დაიძრა,
მთების კალთებზე ისე ჩამოწვა,
რომ ვერ გავიგე, სად ჩაიხვია
ქალწულის სიტყვა და ჩემი ლოცვა.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:14 | Сообщение # 572
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი, აი, პირველი -
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს -
რის სიყვარულიც მე მისწავლია!
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:22 | Сообщение # 573
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი.
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.
შემდეგ ნაზი დღეები
თვალმა ვეღარ დათვალა,
დღე ყოველთვის ცხრა იყო,
და მზე მუდამ - ცხრათვალა.
ოჰ, ტკბილო საქართველო!
სუნთქვა გაუმაძღარო,
შენი სახელებია
ცხრამუხა და ცხრაწყარო.
ცხრა - არჩევის დღე იყო
პოეტების მეფეთა.
ცხრას - პირველი გრიგალი
გზაზე შემომეფეთა.
სიტყვაში: რუსთაველი
ცხრა ელვარე ხანია,
სახელიც: გალაკტიონ -
მხოლოდ ცხრა ანბანია.
მახსოვს ზამთრის დღეები
და სიბნელე გვიანი -
როგორ უცებ მშველოდა
ისევ ბუხრის ცხრიანი.
ოჰ, ოცნებავ ყრმობისა,
ცრემლი იყო ღვარული.
ცხრა კლდესაც გაალხობდა
ჩემი ცხრა სიყვარული.
ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი,
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:23 | Сообщение # 574
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვეთი წვეთებზე გადადის,
წვეთი წვეთებზე ირხევა,
ერთ ადგილას სცემს მარადის
და ქვა შუაზე ირღვევა.
ეს დაჟინების წყურვილთა
მარადისია განგება,
როდესაც გული ძველისძველ
ფიქრებით დაიჟანგება.
სინათლეს უშვებს წვეთწვეთად
კატაკომბებში სანთელი,
გული შუაზე ირღვევა,
როგორც ცა გასალანდელი.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:27 | Сообщение # 575
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩუმია წვიმა და ხმაური მაშინებს სეტყვის,
კედლებს, სისველემ შთააგონა უიმედობა.
შენ მეკითხები, ვინ გიყვარსო და მეცინება
რადგან, შენა ხარ ამ სტროფების შესატყვისობა.
გორკისებრია, სიმწარეც კი თავად შენეულ,
ამ მელოდიას, დაუკარგავს ვით ჟღერადობა.
მე კი სასმელსღა ვეტანები, თანად შერეულს
რომ გამიქარწყლოს, ეს სასტიკი უიმედობა.
ენგელსისეულ, სიმარტოვით სტროფებს ვქადაგებ,
და სიზმრად ნანატრ, ეკატერინ! პიესებს ვბოდავ.
უიმედობა, შერჩენია ზღვისფერ ქალაქებს,
და ღამისეულ, სტრიქონებში უშენოდ თოვა...
ჩუმია წვიმა და ხმაური მაშინებს სეტყვის,
კედლებს, სისველემ შთააგონა უიმედობა.
შენ მეკითხები, ვინ გიყვარსო და მეცინება
რადგან, შენა ხარ ამ სტროფების შესატყვისობა.
ენგელსის'ეულნი
ლი'ნო არ'ლი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:46 | Сообщение # 576
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესროლეთ, მზად ვარ - გაფრენის მჯერა,
და დედის ნამღერ აკორდებს ვერ ვცვლი.
უკვე დალევაც, გამიხდა ჩვევად,
უკვე სიკვდილთან, მესამედ შევცდი.
ტანჯავს სიშორე, მელნისფერ ტალღებს,
ენგელსს, სიკვდილი არ უწერია...
და გორკისებულ, გაძარცვულ ჰაერს,
თეთრი ფურცლიდან, გაუღწევია.
მესროლეთ, მზად ვარ - გაფრენის მჯერა,
და დედის ნამღერ აკორდებს ვერ ვცვლი.
უკვე დალევაც, გამიხდა ჩვევად,
უკვე სიკვდილთან, მესამედ შევცდი.
<3
ენგელსის'ეულნი
ლი'ნო არ'ლი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 10:56 | Сообщение # 577
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეჰპარვიათ სიჩუმე, უკვე განცდილ ჭრილობებს,
აღარც გული მოელის, - დაღამებას, უბრალოს.
და ჩუმ'ჩუმად გოგონა, თეთრ კაბას რომ იტოლებს,
სურვილი აქვს, არ მომხდარზე თანატოლებს უამბოს.
უკვე განცდილ ჭრილობებს, მორევიათ სითეთრე,
თეთრ ფურცლებზე ლამაზად, შავი სულიც თარეშობს.
მელნისფერი სივრციდან, შეჰპარვიათ სიბერე:
ხეებს, ფოთლებს, ფრინველებს, და გარდაცვლილ გარემოს.

ენგელსის'ეულნი
ლი'ნო არ'ლი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:01 | Сообщение # 578
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეიძლება არ დავწერო შენზე ლექსი
მერე ღამე სხვაზე ფიქრში გავათიო,
არაფრით ვარ არავის(ზე) უკეთესი
არავინ ვარ და ეს უნდა მაპატიო..
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:04 | Сообщение # 579
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენს შორის, განსხვავება მხოლოდ ერთია...
მე სიკვდილს ველი, შენ კი სიცოცხლის ღირსი არა ხარ!...
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:06 | Сообщение # 580
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თვალებში სული ჩანს, სულში კი - ის ცალი.
იცოდე, სიცოცხლეს, იმ ცალით, აზრი აქვს!
თუ მასში შენ შენი სამყარო იცანი...
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს,!
ამ ცალის პოვნაა სიცოცხლის მიზანი...
გჯეროდეს ყველაფერს, ყველაფერს აზრი აქვს,
თუკი დარწმუნდები, რომ ის - ის არის...
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
სულში რომ ჩახედავ, თვალები გეტყვიან:-
"არ მინდა სხვა ვინმე, ეს გული გახელდა"
თვალები გეტყვიან, თუ როგორ გეტრფიან...
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
ნეტა მას, ვინც უკვე იპოვა ეს ცაალი...
მან უნდა იფრინოს, უნდა თქვას:-"ბედი მაქვს",
თუმც არაერთია ბედისგან შემცდარი...
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თუ შენსას ვერ ეძებ, ნურც სხვისას იკავებ!
რადგანაც ყველაფერს თავისი აზრი აქვს,
თუ შენი არ არის, მაინც ვერ იხარებ...
ყველა ადამიანს ცალი ჰყავს თავისი,
ცალ-ცალკე დავდივართ და ვძებთ ერთმანეთს...
ნეტავი სადა ხარ?!- გნახავ კი?! რა ვიცი...
თუ ვნახავთ ოდესმე, ოდესმე ერთმანეთს?!
ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თვალებში სული ჩანს, სულში კი - ის ცალი.
ვიცი რომ სიცოცხლეს, ამ ცალით, აზრი აქვს,
თუ მასში შენ შენი სამყარო იცანი...
/ ნინო ახალაშვილი /
 
ძებნა:

მოგესალმები Гость