პოეტი პოეტიშვილი - Page 60 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:45 | Сообщение # 591
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა ფეხის ნაბიჯზე,
შენი ხმა მესმის
და ვგრძნობ
რამდენად
ახლოს ხარ ჩემთან.
იმასაც,
რამდენად
ვარ
შენში.

ბექა ბოსტოღანაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:47 | Сообщение # 592
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთადერთი
რაც ყველაზე მეტად
მიდგება გამუდმებით
თვალწინ ჩვენი შეხვედრაა..
რომ გამორბიხარ და გეხუტები.

ბექა ბოსტოღანაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:50 | Сообщение # 593
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცალმხრივი სიყვარული, ბევრად დასაფასებელია!...
სასწაულია, გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც შენს მიმართ პატარა გრძნობაც კი არ გააჩნია...
ამ დროს, უფალი ჩვენით საუბრობს!....
გიყვარდეს მოყვასი შენი, ვით მტერი შენი!...
ლი'ნო არ'ლი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:51 | Сообщение # 594
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს მოკლულ სულში,
რომ ყოფილიყო, სულ მცირე ზომის საკურთხევე'ლი...
დამიჯერე, რომ არ მოგცემდი წასვ'ლის უფლებას!...
-
ლი'ნო არ'ლი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:53 | Сообщение # 595
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აზრად დამქონდა,
სულის განცდები. - ესეც სიმართლე!...
მაგრამ 'ვხარობდი,
სხვას რომ ჰქონდა ჩანაწერებად...
სწორედ ამიტომ:
ჩემს თავს კი არა,
მე ჩემს მკითხველს ვეძახი პოეტს!...
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 11:54 | Сообщение # 596
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 14:54 | Сообщение # 597
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო, ვიყო უსასრულოდ შენი…
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:01 | Сообщение # 598
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:02 | Сообщение # 599
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ვიყავი,
მოღრუბლული.
მოვიდა შენი წერილი
და მოიყოლა შუქი.
მე ვიცი,
რასაც ნიშნავს,
როცა სიტყვები ჭიანჭველებს ემსგავსებიან,
როცა პატარა,
თვალით დაუნახავ ასოებს,
თავისზე ათასჯერ დიდი სითბო მოაქვთ.
...
მომწვდა შენი ხმა
და ჩემი გულის ყველაზე ბნელ,
უფანჯრო ოთახში,
დაეკიდა მზე.
ნიკა ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:04 | Сообщение # 600
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ვიყავი,
მოღრუბლული.
მოვიდა შენი წერილი
და მოიყოლა შუქი.
მე ვიცი,
რასაც ნიშნავს,
როცა სიტყვები ჭიანჭველებს ემსგავსებიან,
როცა პატარა,
თვალით დაუნახავ ასოებს,
თავისზე ათასჯერ დიდი სითბო მოაქვთ.
...
მომწვდა შენი ხმა
და ჩემი გულის ყველაზე ბნელ,
უფანჯრო ოთახში,
დაეკიდა მზე.
ნიკა ჩერქეზიშვილი
 
ძებნა:

მოგესალმები Гость