პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 19:23 | Сообщение # 611 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ან მითხარი ამის იქით რა ჩანს, ნუ მატყუებ, ის მითხარი, რაც არი... სანამ ვთვალო არითმული მაჯა და თვალებში შევიყარო ნაცარი...
დროის საშლელს სამართალი ჰქვია, რას წაშლის და რას დატოვებს საშლელი... თუ კაცი ხარ – დამახალე ტყვია, თუ ღმერთი ხარ – დამაყენე საშველი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 19:40 | Сообщение # 612 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და ნიკალა
... ლექსი მანამ ვერ გაანათებს, სანამ სიყვარულით არ გარითმავ... ფერიც ლექსიაო, (ნიკო დაამატებს, ცხოვრების მაჩვენაო მაგალითმა...)
ვსვამთ ანწლის არაყს და თან ჩაის, სახლიც გვაქვს იმნაირი – არ ბარაკობს! ვთვრებით ფეხათრევით (ჩანჩალით), და ხელოვნებაზე ვლაპარაკობთ...
გარეთ რაც ნოემბერმა ფოთოლი გაიმეტა, ყველა ჩვენს მუშამბაზე ჩამოვარდა... ვზივართ ერთმანეთის საიმედოდ ნე და ნიკალა, სამოვართან...
ვართ ორსავ სოფელში – მიშველე უფალო – ორნი ვართ, (მეც კაცად მომაქთავი!) ნიკო – უკვდავი, ლოთი და უბრალო, ვასო – უბრალო, ლოთი და... მომაკვდავი...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 19:52 | Сообщение # 613 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჭაღარა მარტო მე?! მთას გამოერია... ცა ცდილობს ღრუბლებით შეფაროს, მიყვარხარ!..შენ ამბობ, არც ისე ბევრია, არც ისე ბევრია, მზექალო... შეხედე,გაშლილ მხრებს ვარსკვლავი მიცვარავს, ქარები ნიადაგ სასთუმალს მინამვენ, შეხედე!.. და ეს დღე თუ გარდაიცვალა, ინანებ ქალკუპრო,ინანებ... სამყარო შენს თავზე მე წამოვაჩრდილე, მე ვიყავ, ცხელ მზეებს ცაზე რომ ვფარავდი, რა ვიცი, მზექალო... და კი არ გაშინებ, არც ეგ სიტურფეა, მყარი და მარადი...
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 19:54 | Сообщение # 614 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ გაიზამთრეო, მეკითხება მეზობელი და ნამძინარევ თვალებზე ხელის ზურგს აიტარებს. ნებ-ნება მეთქი... სიტყვები მეზოგება... თავი კი გავიტანე, თავად რაღა ჰქენი, ვკითხე უგერგილოდ, გამჭვარტლულ, ვიწრო შუბლს ავკვლიე. კაცი აღარა ვარო,- მითხრა,- ღრუბელი ვარ და შემოიკეცა ნაპირი. წუხელ - ჩაიცინა, ქარებს ვუდევნივარ, ნახე, სულ სველი ვარ,- მაკვირვებს.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 19:59 | Сообщение # 615 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხსოვნა ნაცრისფერ მორევში ცურავს, შემოვრჩი წლების პირქუშ თემიდას... მე უკვე ვარჩევ მოწყენილ სურათს ჩემი შავთეთრი სურათებიდან
დრომ უკვე ჩემი ვარდები მოწვა, გაფრინდნენ სიზმრის თეთრი კვიცები... ახლა მე წუთით არამაქვს მოცლა – ვბერდები ისე გაფაციცებით...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 20:01 | Сообщение # 616 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა უცნაურად მტეხენ დღეს ძვლები, უქმად ვარ, ისევ იმ ფიქრს ვეძლევი, რასაც მივყავარ ახლაც აღარსად, ქრება, რაც უკვე დრომ დაახავსა და სიკვდილამდე თავის თავს ტკეპნის.
კი, მომავალში, აბა, ვნახავ სად _ თანდათანობით გავალ იმ წრიდან, სადაც უკვალოდ დრო ჩაიწრიტა.
პილატესავით, პილატესავით _ დროვ, უკვე ხელი დაგიბანია, ვდგავარ სარკმელთან, თითქოსდა სახლი _ თან სახლი არი, თან გემბანია.
შავი სათვალე და თავზე კეპი, ვარსებობ, ანუ ერთ ადგილს ვტკეპნი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 20:06 | Сообщение # 617 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Givi Alkhazishvili
ზღვართან...
ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ, დრომ დაგვივიწყა და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა, თითქმის არა გვაქვს და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება, როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს და მერამდენე შემოდგომაა ამ ქალაქში, რომ გზის გაგნება ვერავინ შეძლო და უაზროდ დაფუსფუსებენ ფიქრიდან ფიქრში და ფოთლები მიმოფანტული ეძებენ თვალებს და მოხუცი წყვილი თავს იქცევს თხრობით და თხრობა გულღია და ინფანტილური – გაბზარულ ტემბრში გადამალავს არეულ რიტმებს, თვალის სიღრმეში ჩაბჟუტავს ღიმილს და ატკივებულ სიცოცხლეს ითმენს...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 20:29 | Сообщение # 618 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,პანთეონი". აღარ გვყავს მამულიშვილი ,ილია მართლის ტოლაო, თუმც პანთეონის სამარხში,ბევრს უნდა წამოწოლაო. და თანაც რომ დაგვიწუნეს,,მახათას''მთა და ბარიო?! თორე ეგენიც არ მყავდნენ,ვეფხვებთან მეომარიო! კარიერისტი,მედროვე,ინტრიგანი თუ სულელი, სუყველა ერთად გაგვიხდა,მავზოლეუმის მსურველი! მთელი ცხოვრება ცდილობდნენ,ბლომად ეშოვათ სახრავი, ეხლა მოუნდათ მთაწმინდის,ანდა დიდუბის საფლავი. პანთეონებში ზოგი წევს,ადრე საეჭვოდ მავალი, დამსმენი,მკვლელი,მექრთამე,ქურდი და მამათმავალი! ვინ გვყავდა ქართველთ თამარის,ანდა რუსთველის სადარი? თუმცა არავინ არ ვიცით,მათი საფლავი სად არის! ასიათასმა ქართველმა თავი გასწირა რწმენისთვის, ვინ იცის, თავდადებული, რამდენი მოკვდა ერისთვის?! სამას არაგველს სადა აქვს,კი მარა კუბოს ფიცარი? სადაც გმირულად დაეცნენ,მათი საფლავიც ის არის! სადა წევს ბერი თევდორე,ცოტნე თუ ფიროსმანიო? კრწანისის ველზე სადაა,გმირთა სამარის კარიო? ამდენი ,,პანთეონისტის''არსად არა ვარ მნახველი, როცა საფლავიც არ ვიცით,ამდენი დიდი ქართველის! გავიმეორებ :ვინღა გვყავს, დიად ქართველთა ტოლაო? თუმც პანთეონის სამარხში, ბევრს უნდა წამოწოლაო! p.s. მეც ხომ დავწერე ეს ლექსი?ბარე ორს დავწერ ასეთსო, დიდუბეს,გნებავთ ,,მახათას'',არ დავიწუნებ არც ერთსო! მავზოლეუმის მსურველთა,თუმცა გრძელია სიაო, სადმე ჩამწერეთ,გაფიცებთ ეს თქვენი გოჩა ძიაო
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 23:22 | Сообщение # 619 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვენეციაში რომ ვსეირნობდით ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე. სიცილიელი მხატვრის პალიტრით ტუჩებს კოცონის ალი მოვხადე.
ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი, გამოეკიდა ნავებს სვიარებს. თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი, მენიჩბე ცაში ნიჩბით სრიალებს.
დალალ-მერების მწველი იარა, შენით მფეთქავი სულის კვალია. რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა, შენი სიცოცხლე ჩემი ხალია.
იტალიური სულის დასაბამს, ვენეციური ამბორი ჰქვია. ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს, თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.
თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ, აღსდექით მკვდრეთით,გვაკურთხეთ წყვილად. ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ, მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად
რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით, ტუჩებს ლაჟვარდად გწვავდა პომადა, ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებში წამით, სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.
იტალიური მაქმანი გეცვა, მკერდით მითბობდი ლოყას მიწიერს. შენი ტუჩები ამბორად მეცვა, უშენოდ ჩაიც ფილტვებს მიციებს.
ოთო გურგენიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 23:54 | Сообщение # 620 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უშენო დღეთა იკვრება წრედი და ეს დღეც ისევ უშენოდ მოდის მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე მაგრამ შენ მაინც მიმიხვდე მოტივს წვიმებით მკლავებს ცა უსვამს წერტილს მთავრდება ფრთები, შორია ცამდე და თუმცა ღმერთზე რა ცხადად ვწერდი მე მხოლოდ შენი თვაელების მწამდა ხდებოდა ისეც, კარებთან წერტის გვქონია კაცებს კამათი ვრცელი და როცა უცნობ ქალებზე ვწერდი ფიქრები შენზე - ეს ბასრი ცელი, კისერზე მედო. ჰაერი ხმელი ფოთლების მსგავსად იწევდა ქვევით, იჭერდა სული საკუთარ ხელით უშენო სხეულს და ცეცხლის ქვები - ფიქრები ჩემი, აჩენდნენ ხანძარს სდიოდათ კვამლი ხან ქვების, ხან ხის და შენით, როგორც თბილისის ანძით კვლავ მოხიბლული რჩებოდა ხალხი. ასეა ახლაც გრძელდება წრედი, მიათრევს სხეულს ფიქრები ცამდე და თუმცა ღმერთზე რა ცხადად ვწერდი მე მხოლოდ შენი თვალების მწამდა .
ა.ჯანჯღავა
|
|
|
|