პოეტი პოეტიშვილი - Page 61 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:05 | Сообщение # 601
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკვდარს მომახურეთ
აჩრდილი თქვენი,
როს მთვარე გნახავთ
ამონაჩენი.
ღამესა წყნარსა –
ეს მინდა მკვდარსა.
მკვდარს მომახურეთ | ვაჟა-ფშაველა


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 09.11.2017, 15:22
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:24 | Сообщение # 602
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად:
უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე
და მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი,
ხელისგულივით აწვება სარკმელს...
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:36 | Сообщение # 603
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს, მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის,
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის.
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:37 | Сообщение # 604
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,
დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.
მე უკვე ჩავკეტე კარი,
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო...
1956წ
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 15:41 | Сообщение # 605
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 09.11.2017, 15:57
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 16:07 | Сообщение # 606
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 16:08 | Сообщение # 607
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გესმის? – გაწვიმდა.
ხედავ? – გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა.
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს...
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 16:10 | Сообщение # 608
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი..
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 16:15 | Сообщение # 609
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც იყო მისი ქმარი?–
რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,–
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი !

/ზვიად ცინდელიანი/
 
nukriaДата: პარ, 10.11.2017, 19:17 | Сообщение # 610
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა ასე ფოთლებს თუ დასტირის,
უხელოდ დარჩენილ ტოტებსაც,
არ არის არც ისე მარტივი,
ფერები კვდებიან როდესაც.

ნისლებმა დაფარეს ცისპირი,
შორს, გლოვად დამდგარი მთებია,
როგორ მშურს ფოთლების სიმშვიდის,
დასასრულს ჩუმად რომ ხვდებიან!

/ნინო ალადაშვილი/
 
ძებნა:

მოგესალმები Гость