პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 16:13 | Сообщение # 541 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოლოს ის შემრჩა – რაც დამანათლეს, ვარ მოწყენილი და ნაზამთრალი, მე ახლა ერთი თუ გამამართლებს – რომ მართლა არ ვარ შენთან მართალი…
ჩემი ხმა ახლა სიჩუმეს ერთვის და სიჩუმეზე უფრო ყრუ არი… მე გამამტყუნებს მიზეზი ერთი – რომ მართლა არ ვარ შენთან მტყუანი…
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 16:17 | Сообщение # 542 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ... როგორ გალობდი, როგორ ხარობდი, ჩემი მინდვრით და ჩემი წყაროთი და სიყვარულის საბაღნარომდი რა სიხარულით მოიჩქაროდი...
ხან ადიოდი: დისკო ბრუნავდა, მძლედ აღიძვროდა გუნდი მნათობთა, ცად მაღლდებოდა ტაძრის გუმბათი, ცაც მიფრინავდა, მიგუმბათობდა...
ისევ ყრუდ ფშვენდა შენი ვარდეთი, მთების გადაღმა თვლემდა მინდორი, კვლავ - საღამეულ სილაჟვარდეში კრთოდა ლალი და იაკინთონი....
ასე დაობდი, ასე ზვაობდი - ციდან ბაომდი, მზიდან ბაომდი, და რინდაობდი... ისევ დაობდი... და სინათლისკენ მიშვილდაობდი..
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 17:54 | Сообщение # 543 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წუხელ ვნახე... წუხელ ვნახე, ღამე ისე თენდებოდა, თითქოს გული ამდენ მახეს, ერგებოდა, ერგებოდა... თავზე ვნახე, თავზე ვნახე, თმები ისე თეთრდებოდა, ის რაც ვლახე, გადავლახე, ერთ ადგილას ერთდებოდა. ძილი ვნახე, გაღვიძება, დამეზარა, დამეზარა, გულის ბაგეს, ცრემლი აგეს, გამებზარა, გამებზარა. და ჩემს მეტი სულ არავინ, არა იყო დამნახავი, ჯვარცმულ ქრისტეს გოლგოთაზე, გამლახავი, გამლახავი... ალბათ მეც, რომ არ მეხილა, არ მომწევდა დაჯერება, სწორედ მაშინ ამეხილა, გულს რომ სურდა გაჯერება იქ მივედი სადაც სული, სადაც სული დაბალია, და სიტყვები უფლისათვის, მაღალია, მაღალია. ქარი ქროდა ლამაზ სახეს, უხდებოდა სულ შრამები, უფლის სახლში მე, რომ მნახეს, გაუოცდათ სხვებს თვალები. განა მწყემსი ერთ ცხვრისათვის, იმდენს იზამს, იმდენს იზამს, რომ სიცოცხლეს იმ ერთისთვის, გამოზიდავს, გამოზიდავს. წუხელ ვნახე, წუხელ ჳნახე, ღამე ისე თენდებოდა, თითქოს მთვარე გულთან ერთად, ჩერდებოდა, ჩერდევოდა! ლაშა გორელი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 18:01 | Сообщение # 544 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა სიცოცხლეს არა აქვს ფასი როცა ღიმილი ერთჯერადია როცა ცრემლებით ივსება თასი როცა ვკარგავთ მას რაც გვაბადია როცა მოდიან ერთ კაცზე ასი როცა სიცოცხლეს ისევ მაზლიან როცა ყვავების გვეხვევა დასი როცა თვალებში ტყვიას გვახლიან როცა უკვდავი ხდება საკლავი როცა სიწმინდეს ჭუჭყში გასვრიან როცა ქუდშივე დავკარგეთ თავი როცა გმირები თვითონ გარბიან როცა ერთ წამში ქრება უბიწო როცა „ტავარი“ უფლის კვართია როცა ტახტზეა უწყლო უმიწო როცა უფალთან ყველას მართია როცა ედემი გულში გადაწვეს როცა უბიწო აღარც სულია როცა ტაძარი ურცხვად გაძარცვეს როცა აკვანში ხანწასულია როცა მშვიდობა უნდა გვცოდნოდა როცა ვიფიქრეთ მოვკალ ჩემია როცა საერთოდ აღარ გვრცხვენოდა როცა ცრემლი არ შემოგვრჩენია მაშინ ვთქვით ღმერთო შენი ნათელი გადმოაფარე ჩემს სულს ეულსა მაშინ ავანთეთ ყველამ სანთელი გულს ლახვარ ვეცით ჩვენგან ჩვეულსა
ლაშა გორელი დღეს საქართველო
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 18:14 | Сообщение # 545 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ მეყვარები ჩვეულებრივ - " ღრმად " და " ძალიან " ვერ ვიფიქრებდი ზღვის ფსკერზე რომ ცეცხლი დამენთო , შენი თვალების და თეძომდე თმების ბრალია , რომ ასე ურცხვად შემიყვარდი ჩემო ქალღმერთო .
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 18:15 | Сообщение # 546 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე პოეზიას ვუწოდებ ჭაობს შიგ რომ შეხვალ და გამოხვალ ვეღარ ჭაობში ბევრი ავსული ხარობს იმას რომ იღებს რასაც ვერ ხედავს
მე პოსზიას ვუწოდებ ჩანჩქერს რომ ძნელი არის მისი გავსება ჩანჩქერი ყველა სიმაღლეს არღვევს შემოქმედება არ ენანება
მე პოეზიას ვუწოდებ ლამპარს მათთვის ვინც გადის ბნელს და უკვალოს ლამპარი სხვა შუქს საერთოდ არ ჰგავს ზედ უსიცოცხლოს ცივს და უბრალოს
მე პოეზიას ვუწოდებ კარებს შიგ შემოგიყვანს ჭეშმარიტებას მზიან ადგილებს მშვიდებს და წყნარებს გული ხიბლით რომ ეპოტინება
მე პოეზიას ვუწოდებ ხანძარს რომ შეხვალ შიგ და გულით დადნები ეს პოეზია სხვა ხანძრებს არ ჰგავს ალესილი აქვს მუდამ ხანჯლები
მე პოეზიას ვუწოდებ ზღაპარს სადაც უკვდავნი იბადებიან ეს ჩემი ლექსი სხვა ზღაპრებს არ ჰგავს აქ შედიან და იკარგებიან! ლაშა გორელი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 18:20 | Сообщение # 547 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დროა უკვე ცხოვრებას იარაღი ავყარო მომერია დილიდან მე ფიქრები ადვილი დროა უკვე სიცოცხლეს სიკვდილი რომ გავყარო და დავტოვო ცალ ცალკე საზღაური ნამდვილი
ოცდაათი ვერცხლიდან საუკუნე ვრცელდება დედამიწა ბრუნავს და მე კი ვიცი ვჩერდები მზის სხივები მიწაზე ისე ვეღარ ედება დრომ იცის და მე არა მემგონი რომ ვბერდები
თმაზე თეთრი ჭაღარა ჩუმათ შემოერია ამ ხელებშიც იცოდეთ უძლურების სუნია პოეტების მიწაძე ვხედავ ბევრი მტერია ჩემი ლექსი და სიტყვა ეს ხომ ჩემი სულია
მუდამ ვიყავ ნამდვილი არა ფარისეველი მუდამ ვგრძნობდი სიკვდილთან უძლურეია სიცოცხლე გზებზე სადაც მხვდებოდა მე იმ გზაზე შევხვდები ჩემი გული წმინდაა ეს მინდა რომ იცოდეთ
დროა უკვე ცხოვრებას სახურავი ავხადო და განუკითხაობა შევახვედრო სირცხვილთან დროა უკვე ცხოვრებას იარაღი ავყარო და სიცოცხლე წამიერ დავაშორო სიკვდილთან
ლაშა გორელი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 19:19 | Сообщение # 548 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩუმად თოვს.. ნაზად თოვს.. და ქუჩას აკლიხარ, ფიფქებთან რომ არ ხარ.. სული თუ ამ ზამთარს გადურჩა ნაზამთრალს უთუოდ მოგნახავ.. ეს გრძნობა ახლო და ძველია, ეჰ, ზღაპარს გიყვები როდინდელს.. თუ უკვე აღარსად გელიან, მე გელი და არ მსურს მოხვიდე.. ფანჯარა–ნაფიფქი ლორნეტი.. დღეები..ნაჟამი წიგნები.. რომ გეძებ, მაშინ ვარ პოეტი, თუ გნახე– დიაცი ვიქნები.. ჩუმად თოვს.. ნაზად თოვს.. და ქუჩას სითეთრე აუსხმს ფოჩებად.. რა უჭირს დათოვლილ ალუჩას, მხრებს დაიბერტყავს და მორჩება.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 19:20 | Сообщение # 549 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩუმად თოვს.. ნაზად თოვს.. და ქუჩას აკლიხარ, ფიფქებთან რომ არ ხარ.. სული თუ ამ ზამთარს გადურჩა ნაზამთრალს უთუოდ მოგნახავ.. ეს გრძნობა ახლო და ძველია, ეჰ, ზღაპარს გიყვები როდინდელს.. თუ უკვე აღარსად გელიან, მე გელი და არ მსურს მოხვიდე.. ფანჯარა–ნაფიფქი ლორნეტი.. დღეები..ნაჟამი წიგნები.. რომ გეძებ, მაშინ ვარ პოეტი, თუ გნახე– დიაცი ვიქნები.. ჩუმად თოვს.. ნაზად თოვს.. და ქუჩას სითეთრე აუსხმს ფოჩებად.. რა უჭირს დათოვლილ ალუჩას, მხრებს დაიბერტყავს და მორჩება..
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 08.11.2017, 19:23 | Сообщение # 550 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სული გამშორდა,სასროლ მანძილზე მადლიერების დატოვა ფესვი. -მტკივნეულია? -ალბათ,არც ისე... ვინ,გააჩნია, და რატომ გესვრის...
|
|
|
|