პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 17:54 | Сообщение # 521 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლაშა მარგიანი - * * *
ჩემს თვალებს ახლა არ სჭირდებათ ღამის თენება, არც მზის სინათლე არ სჭირდებათ ახლა ჩემს თვალებს, ვგრძნობ გატეხილი გული ისევ გულით მთელდება, ვდგავარ ფანჯრებთან და ვუყურებ როგორ ფერთხავენ, მტვრიან ხელებით აუხდენელ, სუფთა ოცნებებს, დიდი ხანია რომ ამ ცაზე არ შემინიშნავს, ლურჯი ვეშაპი, თეთრი მტრედი, მხოლოდ ყორნები დაფრინავენ და აშენებენ ღრუბლის ქვიშისგან სიზმრებს, რომლებიც ამოგვძახეს საფლავებიდან გარდაცვლილემბა, ცოცხლებს და არა ცოცხალმკვდრებს და მისამართებზე, ამ წერილებს ჩვენ არ მოგვიტანს, ქარი, არიან თვითონ რადგან მისამართები სადაც ჩვენ უნდა მივიდეთ და ძვლების ჭოგრიტით ჩავხედოთ მიწას, ისე როგორც მეზღვაურებმა იციან ხოლმე, როცა ზღვების ცისფერ ჰორიზონტს გასცქერიან და არაფერი სხვა არ ხმაურობს ტალღების გარდა, თითქოს ფსკერს სურს ხმა ამოიღოს და ამოხეთქოს, ამოვიდეს წყლის ზედაპირზე, რადგან არავინ არ მიწვდება მის ბოლო წერტილს, მის პირველ ტკივილს, გამოგლეჯილ სულის კაპილარს, თუ თვითონ ფსკერმა არ ჩაძირა, არ ჩაიხუტა გულში და ვისაც ჩაიხუტებს ის ყველას ახრჩობს, თანაბრად ახრჩობს, უფრო სტკივა და მერე ღელავს და ნამდვილია მისი ღელვა, როგორც იმ სახლში მუნჯი მოხუცის თავის თავთან გაბმული ხველა. ჩემს თვალებს ახლა არ სჭირდებათ, ღამის თენება, არც მზის სინათლე არ სჭირდებათ, ახლა ჩემს თვალებს, ვგრძნობ გატეხილი გული, ისე გულით მთელდება, მინდა გიყვარდე ეს ხელები სანამ ფეთქავენ, რომ გულს შორიდან ამ ხმასავით კი არ მოგაწვდენ, მოვალ, მოგიტან და ისევე თბილად მოგაწვდი, როგორც შენ აწვდი, ამ ბეღურებს პურის ნამცეცებს და მერე წავალ წვიმასავით, აღარ მოგაწყენ, იქნება შევძლო და უკანაც ასე დავბრუნდე და მერე თუნდაც, ამ ცხოვრებამ შური იძიოს და მერე თუნდაც, ამ ცხოვრებამ სულში მაფურთხოს მაინც იმ ერთი ავაზაკი სიკვდილმისჯილის მსგავსად ვინატრებ, ვიოცნებებ, ვილოცებ შევძლო რომ მომიხსენე მე უღირსი სასუფეველსა შენსა მოხვიდე სუფევითა შენითა ღმერთო ოდეს და იყოს ეს ცხოვრება ფარისეველი. მძულს ამ თვალების ვულკანების მომძინარება, ლავა ცრემლია, სიმხურვალე ჩვეული სევდა, მინდა ღრუბლები მთელი ქვეყნის ცაზე ავრიო და მივამტვრიო მზესუმზირებს სინათლის სვეტი. ახლა გარშემო უმოძრაო მიწისძვრებია, მეც განზე ვდგავარ და ეპიცენტრს ვეძებ გიჟივით, რომ გოლგოთისკენ წამსვლელებზე მეტი ჯვრებია წასაღები და ფრთებშეკვეცილ ბეჭებს ვისინჯავ, რომ ყველაფერი რიგზე იყოს, მივდივარ ფეხით, ფეხით მივდივარ და ნაბიჯიც ხშირად მეშლება, იქნებ ამ გზაზე ვინმე ჩემი სიტყვებით შემხვდეს, ქრისტეს ხელები გასაფრენად არ გაუშლია.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 18:47 | Сообщение # 522 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი - მონეტა
აგდებულ მონეტას, შენ თვითონ უთითებ, ორივე მხარეზე - სხვადასხვა პირობებს.
ჰოდა, ნუ მიანდობ - შენს ბედს და ცხოვრებას. უბრალოდ დაფიქრდი, გარჩევა იცოდე.
იპოვე პასუხი, სანამ ის ჰაერში თავისთვის ნებივრობს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 19:01 | Сообщение # 523 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაგა გომართელი - ნისლები
ღრიალით სცემენ ქარნი ლამადებს ქარნი ძლიერი და უბრალონი ნამიან მკერდზე თავი დავადე აისს და პირმშო მზეს ბიალონი გადასძვრა ისე ვით ასულს კაბა ტუჩებზე კოცნის მლოკავს ლებნების მე ისევ ფიქრებს ვისრუტავ ხარბად და ვფიქრობ რთულად მოვიძებნები დავთარში ხვეჭად გარდაქმნილ ყოფის რადგანაც სხვა მაქვს გზები სავალი რაც გამაჩნია ისედაც მყოფნის და რასაც წამგლეჯს იყოს ალალი ღრიალით სცემენ ქარნი ლამადებს ბუნებაც ახლა გრიგალს უგალობს ბოლოს უბრალო ლოდი დამადეთ და დააწერეთ "კაცი უბრალო"
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 20:41 | Сообщение # 524 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - კოღო
მე ახლა მოვკალი კოღო, მაგრამ არ მგონია თავი მართალი, მტყუანიც - მხოლოდ ვეძებ დღეს სიგიჟეს ნამდვილს, რომელსაც საწყისი არ აქვს და თან არ გრძელდება რამით. როცა კი ვაგდებდი ნაგავს ვყრიდი იმ სითბოსაც ლამის რასაც მე გავცემდი ხელით პარკზე ან ყუთზე ან სხვა რამ.. ყოველთვის მესმოდა მთვრალის რომელიც ბორდიურს მცირედ ამძიმებს და ერთი თვალით მიყურებს მეორე მწიფე აზრივით იცმევს ის ქუჩას ან ქუჩა ეცმევა მას და მოვკალი კოღო მე თუმცა ისევე მოვკლავდი ახლაც. ჩვენ ხალხი ვივიწყებთ ერთურთს, ერთ სისხლს და იმავე კოვზსაც რომლითაც ვკვებავდით წარსულს. მინდა რომ გავზარდოთ დოზა სიყვარულს როდესაც ფასი არა აქვს ხვდები რომ მარტო ივიწყებ სხეულს და გასცდი საზღვრებს და იფიქრებ რატომ? ვამბობ რომ მე კოღოც მიყვარს, რადგანაც მის გარდა სხვას მე რომ არ ვახსენდები, ნიკაპს გარდაც ის ყველგან მკბენს, საქმეც ეს არის მისი და ისევ რადგან მაქვს და მიყვარს წვერი ამისთვის ბევრ რამეს ვისმენ მაგრამ დღეს ისევე წერით გავიყვან დროს ჰოდა დარდად, ერთი რამ დამრჩა რომ მხოლოდ მოვკალი კოღო მე ახლა, მე ახლა მოვკალი კოღო!.. Фото პოეზიის სამყარო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 20:51 | Сообщение # 525 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - კოღო
მე ახლა მოვკალი კოღო, მაგრამ არ მგონია თავი მართალი, მტყუანიც - მხოლოდ ვეძებ დღეს სიგიჟეს ნამდვილს, რომელსაც საწყისი არ აქვს და თან არ გრძელდება რამით. როცა კი ვაგდებდი ნაგავს ვყრიდი იმ სითბოსაც ლამის რასაც მე გავცემდი ხელით პარკზე ან ყუთზე ან სხვა რამ.. ყოველთვის მესმოდა მთვრალის რომელიც ბორდიურს მცირედ ამძიმებს და ერთი თვალით მიყურებს მეორე მწიფე აზრივით იცმევს ის ქუჩას ან ქუჩა ეცმევა მას და მოვკალი კოღო მე თუმცა ისევე მოვკლავდი ახლაც. ჩვენ ხალხი ვივიწყებთ ერთურთს, ერთ სისხლს და იმავე კოვზსაც რომლითაც ვკვებავდით წარსულს. მინდა რომ გავზარდოთ დოზა სიყვარულს როდესაც ფასი არა აქვს ხვდები რომ მარტო ივიწყებ სხეულს და გასცდი საზღვრებს და იფიქრებ რატომ? ვამბობ რომ მე კოღოც მიყვარს, რადგანაც მის გარდა სხვას მე რომ არ ვახსენდები, ნიკაპს გარდაც ის ყველგან მკბენს, საქმეც ეს არის მისი და ისევ რადგან მაქვს და მიყვარს წვერი ამისთვის ბევრ რამეს ვისმენ მაგრამ დღეს ისევე წერით გავიყვან დროს ჰოდა დარდად, ერთი რამ დამრჩა რომ მხოლოდ მოვკალი კოღო მე ახლა, მე ახლა მოვკალი კოღო!.. Фото პოეზიის სამყარო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 20:55 | Сообщение # 526 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი მარ ტი-ს
ჩემი გულის ფეთქვაა მარტი. ყოველ უთქმელ სიტყვებთან მარტო ვწვები. ვიცი ყოველთვის მგავდი, მაგრამ ახლა გიხილე. რატომ ისევ უწყლო თვალებით გავხმი? გვამს მე ცოტაც მიკლია და დღეს ყველა ვნება ოცნებად დავფქვი, რადგან ღამეც უშენოდ მათევს. ვაფრენ! ვიცი, სიგიჟით კერძოდ, რადგან მიდგას მირაჟი თვალწინ, აქ ხარ, აქ ხარ, შენ აქ ხარ - ვერ მგრძნობ, ჩვენ - მარტს, მარ ტო, მარტივად გავცდით.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 20:55 | Сообщение # 527 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკოლოზ ქართველი - ჩემგან მარ ტი - ს
შენ ჩემთვის ის არსება ხარ, რომელიც, აერთიანებს ყვავილების სურნელს, სითბოს, სინაზეს, ნაზ სულს და ენით აუღწერელ, გიჟების აზროვნებაში ჩამარხულ ათასჯერ ძმისმკვლელი, დარკალული, მარტოსულობით ამოვსებული გულის ღიმილშეზელილ მთვარეს. ... ... ... ... ...
დღესაც, ისევ, უშენოდ თენდება!..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 20:58 | Сообщение # 528 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლაშა მარგიანი - * * *
მწეველებს სიგარეტი კი არა, უსიგარეტობა კლავთ.
არასდროს ვენდობოდი, არამწეველ სიგარეტის გამყიდველებს, არც საკუთარ თავს, როცა შვიდი წლის ბავშვი ერთ ღერს მთხოვდა და უარს ვერ ვეუბნებოდი.
ის მახსენდება სიგარეტი რომ პირველად ვიყიდე და კოლოფი ვერ გავხსენი, არ გინდა, ნუ დაიწყებო, მითხრა ბებია ქალმა.
არც დამიწყია, უბრალოდ თავი ვერ დავანებე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 21:02 | Сообщение # 529 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ალექსანდრე (კოკა) შურღაია - * * *
დრო თუ შეჩვევაა, მე ვერ შევეჩვევი ტკივილს ღიმილიანს. ჰოდა ნუ მასწავლით! გითხრეს, შენს ქუჩაზე დღესაც შემამჩნიეს, თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი.
ვისთვის სასახლეა ბედნიერებები, ბევრი მანქანა და ცოტა სიყვარული, ჩემთვის სიმშვიდეა ღერი სიგარეტი, ჭიქა არაყი და ფეხით სიარული!
იქით, საითკენაც გული გადამქაჩავს მინდა, ხოში მაქვს და სადაც ვიარები როცა ქუჩა იგებს ჩვენი ფეხის დადგმას რატომ ვერ გვიგებენ ადამიანები???
როცა მიდიან და აღარ ბრუნდებიან ერთი გული გვაქვს და სხვა გულს დავაზომეთ როცა გვიტოვებენ მისდა უნებლიედ სიტყვას - "მშვიდობით" და ფოტოს სამახსოვროდ.
არა, ცხოვრებაზე არ ღირს გაკიდება ვინ კი დაედევნა, მერე რა ხეირი? ზოგსაც იპოვნიან ხეზე დაკიდებულს ზოგიც ცას უყურებს ისე არხეინად,
თითქოს ვარსკვლავები ჰყავდეს აღრიცხვაზე თითქოს ერთი აკლდეს. (ანდა ზედმეტია) და თუ ორი დღე ვარ, მაინც ქვეყანაზე და თუ ასე ვცხოვრობ... სხვებზე ვერ გეტყვი და...
ჩემი გულის ჯიბე, წიგნით იზომება მარჯვნივ ბაძაღუა, მარცხნივ მოპასანი ჰოდა ვივლი ასე, სანამ მისწორდება... თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი...
... ... ... ... ... ... ... ... ... ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.11.2017, 21:34 | Сообщение # 530 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლაშა მარგიანი - * * *
მე ვწერდი და მაგიდაზე იდო, კაჭარავას ლექსების წიგნი, ნახევრად შეჭმული პური, ცარიელი თეფში, ჩანგალი და ცხვირსაცოხი, კიდევ რომელიღაც ბოთლის თავსახური, არ მხასოვს, ოთახის რომელ კუთხეში ჩავცალე.
შენ ვერ წარმოიდგენ, რა ლამაზია, შინდისფერ მაგიდაზე დაყრილი პურის ნამცეცები. ვარსკვლავებს გვანან. ისინი ნამდვილად ვარსკვლავებს გავდნენ და მე არ მინდოდა, ერთი ხელის მოსმით გადამეწმინდა, ხელი კი არა, სულის შებერვა ჰყოფნის ასეთ სიფაქიზეს, ბაბუაწვერების მსგავსად, იმდენად უბრალოა, შეუძლებელია მოუფრთხილდე, ჩემს თავს მაგონებს.
ისევ ამერია დრო.
რას ვაკეთებ, ამ მილიონიან ქალაქში. მე ამ ქუჩების თვითმფრინავი ვარ.
ჩემი ხელები არ გვანან საათის ისრებს, თორემ დიდი ხნის წინ გაჩერდებოდნენ.
ისევ ვეკითხები საკუთარ თავს, რას ვაკეთებ ამ მილიონიან ქალაქში? მე არ ვარ ის პოეტი, ლექსებს რომ მილიონიანი ტირაჟით ბეჭდავს.
ის ხალხი მიყვარს, განდეგილი ხორცით კი არა, განდეგილი სულით კი არა, განდეგილი ძვლებით კი არა, განდეგილი სისხლით კი არა, განდეგილი ხმით რომ ცხოვრობენ, ადამიანებს რომ არ ესმით, რადგან ეს ხმა ღმერთს წვდება მხოლოდ.
ის ხალხი მიყვარს, ვინც ამ ცხოვრებას მარტო ზურგი კი არ აქცია, იმ მხარეს გაჰყვა, საითკენაც იბრუნა პირი.
მე თავგანწირვა გადამარჩენს. არ ვიცი როგორ გამოდის, სიყვარული სიმარტოვისგან, ადამიანებს წვდება, მაგრამ მაინც მარტო ვარ.
გუშინაც მარტო ვიყავი, მაგრამ შენთან ერთად ვსეირნობდი, გავსებდა ჩემი სიცარიელე, მე უშენობა მიხდება, მართლა მიხდება, ვფიქრობ ამაზე და სულში მიწყდება რაღაც.
ეს გულიც ისეთნაირად ტყდება, არ მიგაგნებინებს ბზარს.
ციურ სხეულებზე მძიმეა, ჩემი სხეულის ყველაზე პატარა ნაგლეჯიც, ზოგჯერ მინდება საკუთარი ხორცი შევჭამო, სულს ღმერთი იზიდავს და მარადისობა.
გამოსული ამინდებია, სადღაც მაინც დატოვებდა კვალს, არაფერია საფიქრალი, ვახელ და ვხუჭავ, ვახელ და ვხუჭავ, ვახელ და ვხუჭავ თვალებს, დედაჩემი გადამწვარია მუშაობით, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ოცნებებს, როცა ის ხელფასს ელოდება და მე ვეკითხები: - საჭმელი რა გვაქვს? ხომ შეიძლება ჰორიზონტიც გაწყდეს ნერვივით, რატომ არ შემიძლია სიმღერა, ერთხელ ცას მკერდით მივეყრდნობი და ვარსკვალვებს პურის ნამცეცებივით ავიკრავ. აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე ღმერთი ყველაზე ნაკლებად ჩანს.
ვუყურებ და კარგად ყოფნის მეშინია.
|
|
|
|