რუსლანი და ლუდმილა
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:46 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ გამითენებ ამ ნანატრ დილას, მეც კმაყოფილი ვიქნები სოფლის და დავივიწყებ შენს მწარე სილას, შენდამი დიდი მადლობის გრძნობით. ”
მეოთხე სიმღერა
მე ყოველ დილით, როგოც კი ვდგები, უფალს გულწრფელად მადლობას ვწირავ, რადგან ჯადოქრებს დღეს აღარ ვხვდებით, ან უფრო სწორად: არ ვხვდებით ხშირად. ახლა თამამად იხდიან ქორწილს, წყვდიადს ჩაბარდა, რაც იყო წინათ, ქმარიო მეუღლეს თამამად კოცნის, და უფრო მეტიც: თამამად სძინავს. მაგრამ არიან სხვა ჯადოქრებიც: ნაზი ღიმილი, ლურჯი თვალები და ხმა ხავერდის. . . ოხ, მეგობრებო, მათაც ნურასდროს მიეკარებით. ნუ დაუჯერებთ, ნუ მიენდობით, და გეშიოდეთ ამ ტკბილი შხამის, თუ გსურთ, რომ ბოლოს გითხრან შენდობა, ახლა კი მშვიდად გეძინოთ ღამით.
მთრთოლვარე სულის მგოსანო დიდო, წუთისოფლის და სამოთხის მკვიდრო, ვარდების შლავ და ფოთლების ცვენავ, სიყვარულის და ოცნების ენავ, ცასავით მშვიდო, სუფთავ და ვრცელო, ჩემი მუზების ძიძავ და მცველო, შენ მომიტევე, ლექსის მშობელო, ნუ შეიჭმუხნი სიბრაზით სახეს, თუ ჩრდილოეთის ხმატკბილ ორფეოსს მე ერთ მშვენიერ ტყუილში გამხელ. ჩემო მკითხველო, შენც იცნობ ალბათ, იმ უკეთურის უცნაურ ამბავს, ეშმაკს რომ მშვიდად მიჰყიდა სული ჯერ თავისი და მერე შვილების, მერე ცოდვამ რომ დაუფრთხო რული, და უთვალავი შენაწირებით, ლოცვებით, რწმენით, გვემით და მარხვით ჰპოვა მფარველი წმინდანის სახით. შენ ალბათ მისი სიკვდილიც გახსოვს, მისი თორმეტი ასულის ძილიც. ჩვენც წარგვკვეთია წუხილით სასო, ჩვენც დაგვცემია იმ ციხის ჩრდილი. ძლიერი იყო ის განცდა ჩვენთვის, მას ბევრი ნაზი გული მინებდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:46 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულღრძო ეშმაკი და მკაცრი ღმერთი და იმ უბიწო ასულთა ხვედრი ჩვენც გვატყვევებდა და გვაშინებდა. თავს ტყვეობაში ვგრძნობდით ყველანი, ერთად ვტიროდით იმ დების შველა, რადგან გულწრფელად გვიყვარდა ყველას ჩვენ გვწვავდა მათი ცრემლი და დარდი, ჩვენც მათთან ერთად ვეძახდით ვადიმს და მშვიდ მონაზვნებს, როგორც ჩრდილები, მამის საფლავზე მივაცილებდით. მაგრამ ტყუილი იკყო ყოველი! მე კი არ ვიცი, ჯერ რა მომელის. იქნებ არ მეყოს მე სითამამე, მაგრამ სიმართლე მთხოვს და მავალებს გამომჟღვნებას და ვიწყებ წერას, როგორც მგონია და როგორც მჯერა.
ამ დროდ რატმირი, ხაზართა ხანი, სამხრეთისაკენ მიქროდა ისევ. საამო ვნებით უთრთოდა ტანი და ამ საამო ვნებათა მიზეზს უკვე საკუთარ მეუღლედ თვლიდა. მაგრამ საღამო დაეშვა ციდან, ჩრდილებით და დუმილით სავსე უცებ დაეშვა უგუ ზენიდან. ხოლო გარინდულ ფიჭვნარის თავზე უკანასკნელი სხივი ქრებოდა. სიმღერაც შეწყდა მინდვირს მგოსანთა, აღარაფერი აღარ მოჩანდა, ქვეყანას ღამე დააწვა მკერდზე. რატმირიც ღამის გასათევს ეძებს. უეცრად ციხე შენიშნა მთაზე. ციხის დაკბილულ და მაღალ კედელს მიმოეფინა ჩრდილები ცაზე და კუთხეებში კოშკები თვლემდნენ. კედელზე ქალი დადის და მღერის, მოუღერია გედივით ყელი და მისი წყნარზე წყნარი სიმღერა ციხის კედლიდან შუქად იღვრება.
"ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, ქარს აეშალა ცივი ფაფარი, მაგრამ ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის იქნება მსვიდი თავშესაფარი.
ღამით აქ ტკბილი განცხრომა გელის, დღისით კი სუფრა, ლხინი და შფოთი. მიიღე ჩვენი გული და ხელი,
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:47 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
შენ აქ იხილავს მშვენიერ ქალებს, დაგავიწყდება, სხვაზე თუ თრთოდი. ჭაბუკო, მალე, მალე და მალე, ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
გზას დაგილოცავთ ყვლანი ბოლოს სავსე თასებით და დაფნის ტოტით. ჩვენ სამშვიდობთ გეძახით მხოლოდ, ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, ქარს აეშალა ცივი ფაფარი, მაგრამ, ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის იქნება მშვიდი თავშესაფარი".
ასე მღერის და ანიშნებს ქალი და უკვე კედელს მიადგა ხანიც. შემოეგებნენ კართან ქალები, უციმციმედათ ტურფებს თვალები. ჯერ ჩამოართვეს დაღლილი ცხენი, მერე კი ნაზად მოხვიეს ხელი და შეიყვანეს კოშკში ჭაბუკი, გაბრუებული ვნების ქარბუქით. ერთმა ჩაჩქანი მოხადა სტუმარს, მეორემ - ხმალი, მესამემ - თორი, მძიმე აბჯრისგან განტვირთეს უმალ, გამოუჩინეს გულმკერდის ბროლი. მაგრამ ჯერ რატმირს აბანო ელის, ნაღდი რუსული აბანო, ცხელი. ვერცხლის კასრებში ბუყბუყებს წყალი და იბინდება ოხშივრით თვალი. ძვირფასი ნოხი დაუგეს სტუმრს და გააწვინეს იმ ნოხზე უმალ თავზე დაადგა ორთქლი და ბუღი, ავიწყებს განვლილ დაღლას და წუხილს. და უთვალთვალებს მშვენიერ ქალებს თავის უენო საქმით გართულებს, ნახევრად შიშვლებს და დახატულებს ვერაფრით ვეღარ აშორებს თვალებს. ჰაერს უგრილებს ტოტებით ერთი, მეორე ვარდის საამურ ზეთით კუნთებს უზილავს და უხალისებს. ახლა მესამეს მიჰყავს თავისკენ და აბანავებს ყვავილთა წვენში, მეოთხეს კათხა უჭირავს ხელში. და ამ დიდებულ სურათით მთვრალი ნეტარ განცხრომას ეძლევა ხანი. გადაავიწყდა ლუდმილაც უცებ და გული უკვე სხვა ხმაზე უცემს. მთლად გაუწვრილა სურვილმა გული, აცეცხებს თვალებს და აღარ იცის, რა მოუხერხოს ამ მტანჯველ სურვილს, ვნების უჩინარ კოცონზე იწვის. და აბანოდან გამოდის ხანი, შეუმოსია ხავერდით ტანი. ახლა კი სუფრა ეძახის რატმირს სავსე ხორაგის და ღვინის მადლით. მე ჰომეროსი არა ვარ, ძმებო, არა ვარ მისი უბრალო ჩრდილიც და თქვენც სულგრძელად მომეცით ნება, რომ არ აღვწერო ის ლაღი ლხინი. მე მირჩევნია, რომ ჩემმა ქნარმა, დაუდევარმა და ვნებით მთვრალმა, აქოს სიშიშვლე ნაზი სხეულის, კოცნაზეც სმენად იყოს ქცეული. მე ახლა ვხედავ მძინარე რატმირს, სძინავს და გული ხმამაღლა უცემს და, რა თქმა უნდა, რომ აღარ უსმენს მთვარის და კოშკის იდუმალ თათბირს. სძინას და კვნესის საბრალო მწარედ
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:47 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და საიდუმლო მიჯნურის ალერსს გახურებული ტუჩებით ეძებს, თუმცაღა საბანს იხუტებს მკერდზე. და აყოლილი ვნებიან სიზმრებს წრიალებს, კვნესის და ოხრავს ისევ. და აი, უცებ გაიღო კარი და მთვარის შუქზე გამოჩნდა ქალი. გამოეღვიძა იატაკს წამით და ქალის ფეხქვეშ გაიღო ჩქამი. აქ აღარ არის სიზმრის ადგილი, უნდა აღსრულდეს გულის წადილი. გამოიღვიძე - ნუ კარგავ წამებს! გამოიღვიძე - შენია ღამე! მიუახლოვდა სარეცელს ქალი, მძინარე რაინდს შეავლო თვალი. ჩაცურებია საბანი გვერდით, გაშიშვლებია ავხორცი მკერდი. სუნთქავს ხმამაღლა და ვნებიანად, მთლად მინდობილი მაცდურ მირაჟებს, ქალი კი შედგა, როგორც დიანა, თავის მშვენიერ მწყემსის წინაშე. მერე კი საწოლს დაეყრდნო მუხლით, აჰყვა ვნებათა ღელვას და დუღილს, იღბლიანს ძილი დაუფრთხო კოცნით და შეუერთა სული და ხორცი. . .
მაგრამ ჩუმდება უმანკო ქნარი, ჩემი ხმაც წყდება ზედმეტად მორცხვი. ამიტომ ასე დავტოვოთ ხანი, თავის საამო განცდებით მთვრალი. ჩვენ კი რუსლანთა მივბრუნდეთ ისევ, ის კიდევ მრავალს მოუგრეხს კისერს და ძალაც კიდევ დიდხანს ეყოფა უმაგალითო გმირს და მეგობარს. ახლა კი, თავთან ჭიდილით დაღლილს, სძინავს და მკერდი თანაბრად უცემს. მაგრამ თენდება და ზეცის თაღი თბილი სხივებით ივსება უცებ. გამოჩნდა სივრცე, ათრთოლდა ველი. სახე მიეცა ყველაფერს ირგვლივ. რუსლანიც ადგა და მისცა ცხენი მინდორზე უკვე ქარივით მიქრის.
დრო მგზავრობაში გავიდა ასე. შავი ღრუბლები მომრავლდნენ ცაზე. გაყვითლდა ყანა და ფრთოსან მგოსნებს მინდვრებზე ქარი წივილით მოსდევს. ცვივა ფოთოლი და შიშველ ქედებს ეხვევა ცივი და მძიმე ნისლი, ეცემა ზამთრის პირველი წვეთი და დანარჩენთა სიმღერაც ისმის. მაგრამ რუსლანი გზაშია ისევ, თავის საფიქრალს მისდევს და მისდევს. და ხიფათებით გაჭედილ გზაზე კვლავ ერთადერთი მიზანი ავსებს. ' ვინ არ შემოხვდა: დევი თუ ქაჯი. . . ბევრჯერ Aშეაქო ხმალიც და ჯაჭვიც. ხან კი მთვარიან ღამით ალები, გარემოცულნი ჭაღარა ნისლით, მაცდური ცეცხლით სავსე თვალებით, მაცდურ სიმღერებს მღეროდნენ მისთვის. ის კი არავის არ უყურებდა და ლუდმილაზე ფიქრობდა მარტო და ხელს უწყობდა თვითონ ბუნებაც ამ თავგანწირულ რაინდს და სატრფოს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:48 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, ნეტავ, ან რა დღეშია ჩვენი ქალწული. არ ჩანს და თვითონ ყველაფერს ხედავს ავი გრძნეული ქუდით დაცული. გაფითრებია წუხილით ლოყა, ვეღარ იშორებს მეგობრის აჩრდილს და მხოლოდ მასზე ფიქრობს და ოხრავს და მოწყენილი სეირნობს ბაღში. ხან უბრუნდება ლაღი ოცნებით კიევის მინდვრებს, მშვიდსა და ლამაზს, ეზოშიც შერბის და ნაზად კოცნის თავის საყვარელ ძმებსა და მამას. ბედნიერებით ახლად შობილი ხელს უქნევს თავის კეთილ დობილებს, ან ეფერება მოხუც გადიებს და სიხარულის ცრემლით ატირებს. მაგრამ ოცნებაც უკვალოდ ქრება და ისიც ბედის წინაშე რჩება. ამასობაში ჯუჯას მონები კვლავ დაეძებენ გამქრალ მშვენებას, მთლად არევიათ შიშით გონება, არც ჭამა ახსოვთ, არც დასვენება. ვერ მიაკვლიეს ვერაფრით კვალი, მიწამ ჩაყლაბა თავადის ქალი. ხოლო ლუდმილა ერთობა ამით, გამოდის გზაზე და ჩნდება წამით. თან კი ეძახის: "აქა ვარ, აქა!" მონების მისკენ გარბიან წამსვე, ის კი კვლავ ქრება და შვებით სავსე ისმენს დაქანცულ მონების ქაქანს. ჩემი ლუდმილა დიდხანს ლაღობდა, დასეირნობდა Qჭალებში მშვიდად და ყველა ჯურის მწიფე ნაყოფი ხშირად ქრებოდა შრიალა ხიდან. ხან ხეივნიდან ოხვრაც ისმოდა, ხან შეკრთებოდა წყაროში წყალი და სასახლეში ყველამ იცოდა, რას აკეთებდა თავადის ქალი. ხეზე ძვრებოდა ლუდმილა ღამით და თუ ეძინა, დაბნეულ ძილშიც ქმარს ეძახოდა და სუსტი ჩქამიც გულს უხეთქავდა საბრალოს შიშით. და დაძინებას აღარც ცდილობდა, კვლავ მთქნარება და უძილობა, მხოლოდ რიჟრაჟზე ჩასთვლემდა ფრთხილად და როცა თვალებს ახელდა დილა, ის ადგილს ჩიტებს უთმობდა ხეზე და პირს იბანდა ჩანჩქერის ჩქერზე. ჯუჯამაც ბევრჯერ შესწრო თვალი, როცა ზვერავდა წალკოტს ზემოდან, როგორ ბრწყინავდა და იმსხვრეოდა უჩინარ ხელზე ჩანჩქერის წყალი. და გადიოდა კვირაზე კვირა, გადაელია გული ფერიას და სასახლეში, ძალიან ხშირად, მისი ტკბილი ხმაც მოუსმენიათ, ვნებით იწვოდა, ჯუჯა ავხორცი, ხოლო ყველაზე შორი ჭალიდან მსხურს მოჰქონდა ხან ცხვირსახოცი, ხან ნაკუწები სპარსული შალისა,
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:49 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთლად დაეგლიჯა ჯუჯას სხეული, გამწარებული ოხრავს და ხვნეშის. მაგრამ გათავდა! ახლა გრძნეული მალე ჩაიგდებს ლუდმილას ხელში. ჯადოქარს ვნების ცეცხლი ედება, ძალით იგემოს უნდა ალერსი. ასე ჰეფესტომ, კოჭლმა მჭედელმა, გააბა ცოლი რკინის ბადეში. ბადე წინასწარ მზად ჰქონდა მჭედელს, როცა ეწვია ცოლს მეგობარი. და დაანახვა დამცინავ ღმერთებს კიპრიდას ნაზი თვალთმაქცობანი.
ჩვენი ლამაზი თავადის ქალი გრილ ფანჩატურში იჯდა და წუხდა, ყვავილებისთვის მიეპყრო თვალი და ბედს გლოვობდა მწარეს და მუხთალს. უცებ რუსლანის ხმა გაიგონა და დაინახა მერე თვითონაც. მაშინვე იცნო ძვირფასი ქმარი, დაღლილი გზების მტვრითა და ქარით. ფერი წასვლოდა რუსლანს მთლიანად და მკერდზე აჩნდა დიდი იარა. სწრაფად წამოხტა თავადის ქალი, ბედნიერების ნექტარით მთვრალი მისკენ გაქანდა, როგორც ისარი. "რუსლანი . . . ღმერთო. . . მართლა ის არის. . . ვინ დაგჭრა, ვინა. . ." ჩურჩულებს ასე და სიხარულით ტალღებით სავსეს ნეტარი ცრემლი უსველებს თვალებს. ჩაეხუტება სანატრელს მალე, აღარაფერი აღარ აშინებს. მაგრამ. . . ჩვენება ქრება მაშივნე. ოხ, ღმერთო! შიშით ნირწამხდარი მართვეს შემოეხვია უცრად ბადე თავბრუ დაეხვა საბრალოს წუთით, მოძვრა გრძნეულის წოწოლა ქუდიც. "ჩემია, ჩემი! - მოესმა უცებ. შიშით შეერყა გულიც და ფუძეც და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. და როცა მახინჯს, ბილწს და შემზარავს ჯუჯასაც თვალი შეასწრო იქვე, გონდაკარგული დაეცა პირქვე.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:49 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯუჯა უკოცნის ყელსა და კისერს, დალოშნა მხრებიც და ნორჩი მკერდიც. ნუთუ მიაღწევს გრძნეული მიზანს, ნუთუ გადაწყდა ლუდმილას ბედი! მოიცა! . . გესმის? - აყვირდა ბუკი, ბრძოლაში იწვევს ვიღაცა ჯუჯას. გრძნეული დაფრთხა. ბუკის ხმა უკვირს, ბუკი კი ისევ ღრიალებს ურჩად. აუცახცახდა ჯუჯას სხეული, სულიც დაუფრთხა ბილწი და მრუდი. გაოგნებულმა და დაბნეულმა კვლავ დაახურა ლუდმილას ქუდი. მხარზე გადიდო ვეება წვერი და მომხდურისკენ გასწია ფრენით.
მეხუთე სიმღერა
მე ზლიერ მომწონს თავადის ქალი, მგრძნობიარეა, სადა და წყნარი. ქმარს არ ივიწყებს არც ერთი წამით, მძინარეც მასზე ფიქრობს და ბოდავს და ქარაფშუტაც თუ არის ოდნავ, - რა მოხდა? - უფრო მშვენდება ამით. სიციცხლე ფეთქავს ლუდმილას ირგვლივ და ჩემი გულიც შვებით ივსება და თვითონ სთქვით: თუ შეიძლება, ლუდმილა ყველას უყვარს და მოსწონს, დაიპყრო ყველას გული და თვალი. მისი ღიმილი, ნაზი და მკრთალი, ჩემს სულშიც ანთებს ტრფიალის კოცონს. მეც ამ საამურ განცებით ვცხოვრობ და მეცხრე ცაზე დავფრინავს უფრთოდ. ხოლო დელფირა ჰუსარს ჰგავს უფრო, ბაკენბარდები აკლია მხოლოდ. ბედნიერია მოკვდავთა შორის, ვისაც ლუდმილამ დაუდო ტოლი, ვისაც ლუდმილა უცდის და ნატრობს და ვისაც გულის ეძახის სატრფოს. მაგრამ დელფირას ვინც გაექცევა, მერწმუნეთ, ისიც შვებას ეწვევა. ახლა კი ვნახოთ: ვინ უხმობს ჯუჯას, ვისი ნაღარა ღრიალებს ურჩად, ვინ აუთრთოლა გული ჩიტივით და გაუბედა გრძნეულს ჭიდილი. ეს რუსლანია, იმედის შუქით გულმიცემული. და მისი ბუკი ქარიშხალივით ღრიალებს ისევ, რისხვის ღრუბელი გადასდის პირზე და ცხენიც, მისი ერთგული მუდამ. მუხლამდე თოვლში ბორგავს და ცქმუტავს. თავადი გრძნეულს უხმობს და ელის, შმფოთვარე გული ხმამაღლა უცემს და სწორედ ამ დროს ძლიერი ხელი ჩაჩქანზე დაჰკრა ვიღაცამ უცებ. მაღლა აღაპრყო რუსლანმა თვალი და დაინახა, რომ მთელი ზალით მისკენ მოჰქროდა ჯუჯა ნგრძნეული, სიბრაზისაგან მეხად ქცეული. ღრუბელს უგავდა ვეება კუზი, ხელში ეჭირა მრისხან გურზი, უკან წივილით მოსდევდა ქარი და აიფარა რუსლანმა ფრი. მაგრამ მოქაჩა გმირმა აღვირი და მოუქნია გრძნელს მახვილი, მაგრამ გრძნეული აფრინდა მაღლა, რაინდის რისხვას გადურჩა ახლაც, გაუჩინარდა წამით და ისევ აურზაურით დაეშვა მისკენ. გმირმა კი გვერდზე გააგდო ცხენი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:50 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და მოეცარა ჩერნომორს ხელი, ვერ შეიკავა თავი ვერაფრით და თოვლის ზვინში ჩაჯდა ყელამდის. ჩამოქვეითდა რუსლანიც წამსვე, დაბნეულ ჯუჯას წაადგა თავზე და მძლავრი ხელი ჩაჰკიდა წვერში. ჯუჯაც ამაოდ წვალობს და ხვნეშის, თოვლით გაევსო დამჭკნარი პირი, უცებ აფრინდა და ჩვენი გმირიც თან აიყოლა გარინდულ ცაში და მარტო დარჩა მინდორზე რაში. უკვე გამოჩნდა ღრუბლების ჯარი, სისინებს ცივი და სველი ქარი. გადაუქროლეს მოწყენილ ტყეებს, გადაუქროლეს გარინდულ კლდეებს, ქვემოდან ისმის ტალღის დგაფუნი. გმირი კი მაინც კიდია წვერზე, გაშეშებული და დაძაბული. ჯუჯა თანდათან სუსტდება ცაში, რუსული ზალით გაოცებული, უკვე დაკარგა რიხი მეფური და უკვე შიშიც დაეტყო ხმაში. და ეუბნება ჩვენს რაიდს ასე: "რაინდო, კარგად დამიგდე ყური. რას დავწანწალებ, ნეტავი, ცაზე, გადავივიწყოთ მტრობა და შური. მე გაპატიებ ყველაფერს უმალ, როგორც ღირსეულ რაინდს და სტუმარს. ქების ღირსია შენი გმირობა, მაგრამ ჯერ უნდა მომცე პირობა. . . " "ჩუმად, ვერაგო! - რუსლანმა წამსვე გააწყვეტინა ჯადოქარს სიტყვა - ვერ მოვრიგდებით მე და შენ ასე, უნდა აღსრულდეს, რაც ერთხელ ითქვა. რუსლანი თავის ცოლის მტანჯველთან ვერ მორიგდება ვეღარასოდეს და შენც, ბოროტო, კარგად გახსოვდეს, რომ წვერს მოგაჭრის მისი მარჯვენა". შიშმა შეიპყრო ჯუჯა გრძნეული, აუცახცახდა გონჯი სხეული, მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან სახე, ვეება წვერსაც ამაოდ არხევს: ღონივრად უჭერს რუსლანი თითებს და ღერა-ღერა აწიწკნის კიდეც. ორ დღეს ატარა გრძნეულმა გმირი. ვერ მოიშორა ვერაფრით ჭირი. ოფლი და ხვათქი გადასდის პრიზე . . . მესამე დღეს კი შესჩივლა ისევ: "ნუღარ მაწვალებ, რაინდო, კმარა. იწამე ღმერთი და შემიცოდე. შემინარჩუნე ოღონდ სიცოცხლე და შენი ონა ვიქნები მარად. მიბრძანე, წავალ საითაც გინდა. . ." ხოლო რუსლანმა მიუგო მშვიდად: "რაკი იწამე რუსული ძალა, ლუდმილასაკენ გაფრინდი ჩქარა".
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:52 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯუჯამ მორჩილად მოკუმა პირი, ჩაქინდრა თავი და სევდით სავსემჯ სახლს მიაშურა და ჩვენი გმირიც საზარელ მთებში აღმოჩნდა წამსვე. მაშინ რუსლანმა შემართა ხმალი, ჯუჯას მიაპყრო მრისხანე თვალი და მთლად დალეულს დარდით და შიშით წვერი წნელივით შეაჭრა ძირში. "ჩვენც გვიცნობდეო, - შესძახა თანაც. - რაო, ყაჩაღო, არ მოგწონს განა? რა იქნა შენი ეშხი და ძალა?" სთქვა და ჩაჩქანზე შეიბა წვერი და მერანს უხმო გაბმული სტვენით. მერანიც მხოლოდ ამას ნატრობდა, მკვირცხლად მოფრინა თავის პატრონთან. რუსლანმა ჯუჯა გუდასი ჩასვა და უნაგირზე დააკრა მაგრა. თვითონ კი წამსვე, გრიგალის მსგავსად, მწვერვალისაკენ გაქანდა, გაჰკრა. და სულმა წამით კვლავ მოილხინა, ჯუჯას სასახლე როცა იხილა. წვეროსან ჩაჩქანს შეასწრეს თვალი და აირია კაცი და ქალი: ვრცელ პალატებში გამოჩნდა წუთით მხდალი მხევლების დამფრთხალი გუნდი. თავზე დაატყდათ რისხვა განგების და საზარელი ჯოგიც ზანგების ლანდივით სადღაც გაუჩინარდა. . . ხოლო რუსლანი კარებს მივარდა, ჩამკვდარ დარბაზებს მიჰყვება მარტო, ' ეძახის თავის ცოლსა და სატრფოს ' და მხოლოდ ჩუმი და ვრცელი ბაღი აბრუნებს ექოდ რუსლანის ძახილს. ახლა ბაღისკენ გავარდა იგი, იქაც დუმილი მეფობდა ირგვლივ. მიდის და მიდის, მაგრამ ამაოდ, უბრალო ჩრდილიც კი არ ქანაობს. ჩამკვდარა ბაღი. ჭალაკებს სძინავთ. ცარიელია ფანჩატურებიც. არც ხეივანში, არც წყაროს პირას კვალის ნასახიც არ ჩანს სრულებით. უეცრად სუნთქვა შეეკრა თავადს, მთელი ქვეყანა ეჩვენა შავად, აჰყვა საზარელ და მტანჯველ ფიქრებს: "ტყვეობა. . . ტანჯვა. . . ვინ იცის . . . იქნებ. . . წუთის საქმეა . . .ტალღები. . ." - ასე ფიქრობს რაინდი და სევდით სავსეს მთლად დაუბნელა შიშმა გონება გაშეშდა. მკვდარი ქვა გეგონებათ. ტანზე ედება ველური ცეცხლი ავი ფიქრებით მკვდარსა და შეცვლილს. მაგრამ რაინდის მთრთოლვარე ტუჩებს თითქოს ლუდმილა შეეხო უცებ. ისიც მძვინვარე და შემზარავი ბაღში შლეგივით გავარდა ისევ: დაამხო ჩრდილით მშვიდი კარავი, ყველაფერს სახე უცვალა მყისვე. დაამხო ხეთა შრიალი თარი, წამში უდაბნოდ აქცია ბაღი. უწყალოდ ჩეხავს მრისხანე ხმალი და მსხვერპლს დაეძებს რაინდის თვალი. მთლად გაპარტახდა წალკოტი მშვიდი, წყალმა წაიღო ლამაზი ხიდიც,
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:53 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფანჩატურებიც დაემხვნენ პირქვე, ხოლო რუსლანი ხმალს მაინც იქნევს და სწორედ მაშინ რუსლანის ხმალმა ლუდმილას ქუდი მოხადა უცებ. ჯადომ მაშინვე დაკარგა ძალა - რუსლანი თავსი სანატრელს უცქერს. . . აღარ უჯერებს თავადი თვალებს, ტანჯვისთვის გულიც აღარ ეყოფა. ეცემ ფერხთით და შვებით მთვრალი ეხვევა თავის ერთგულ მეგობარს. ხელებს უკოცნის და აგლეჯს ბადეს, მეუღლის ხილვა კვლავ ძალს მატებს. ეძახის, მაგრამ ლუდმილას სძინავს და ყვავილივით ფეთქავს და ფშვინავს, ძილი უმძიმებს თვალსა და ჰანგებს. რუსლანს კი ჩრდილი დაადგა თავზე და გულიც ისევ წუხილით უცემს, მაგრამ ნაცნობი ხმა ესმის უცებ და იმ მადლიან ფინელს ცნობს ხმაზე: "თავადო, ახლაც გმართებს მხნეობა, გამბედაობა და გამძლეობა. თან წაიყვანე მძინარე ცოლი, შენი ერთგული და სულის ტოლი. შენ ახლა მეტი ძალა გჭირდება, არ უღალატო ბედს და ღისებას ღვარძლი კი მისას იწვნევს ისედაც, მას ზეცის რისხვა არ ასცილდება. შენ კი შინისკენ იჩქარე მალე და იქ გაახელს ლუდმილა თვალებს".
რუსლანის გულში გათენდა დილა, კვლავ გამოცოცხლდა და ნაზი ცოლი მიიკრა მკერდზე და სულის თრთოლვით მწვერვალებიდან დაშვა ფრთხილად. კვლავ გზას დაადგა ცხენი ნავარდით, შინისკენ ჩქარობს ჩვენი თავადი. ხელში უჭირავს ძვირფასი ტვირთი და კიევისკენ ხალისით მიდის. და დილასავით ნორჩსა და სავსეს, ლუდმილას სძინავს დევგმირის მხარზე. და მის დალალებს ნიავი არხევს, ლოყაზე ცრემლის უბრწყინავს წვეთი, ხან ხშირი სუნთქვით უღელავს მკერდი, ხან ეფერება ვარდისფრად სახე. თვალწინ რუსლანი უდგა მძინარეს, გულზე გადასდის ვნების მდინარე და იმეორებს საყვარელს სახელს. თავდავიწყებას ეძლევა გმირიც, თავბრუდამხვევი სიამით სავსე და ერთგულ მცველად ადგია თავზე ნაზი მეუღლის ცრემლსა და ღიმილს.
|
|
|
|