რუსლანი და ლუდმილა
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:54 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეუსვენებლად მიდის რაინდი, ვერც გზა აფერხებს და ვერც ამინდი. დღისით თუ ღამით, ველზე თუ მთაზე ჩაუმუხლავად მიიწევს ასე. ქალწულს კი სძინავს, მაგრამ თავადი მოწოლილ ვნებას იკლავს ძალათი, ბედისგან მარად ტანჯულს და დევნილს სხვაგვარად არც კი უხლია ხელი. ის მხოლოდ იცავს მძინარე სატრფოს, ' გაზიარებულ სიყვარულს ნატრობს, ' წმინდაა მისი სულიც და ფიქრიც, უბიწო ფიქრში ნეტარებს იგი. ბერიც თამამად ამტკიცებს ამას, მე კი ვუჯერებ იმ წმინდა მამას, ვინც იყო ჩვენზე ბევრის მნახველი და ჩვენც გადმოგვცა გმირის სახელი. მეც მჯერა, რადგან ცალმხრივი ვნება სულში ქვასავით უხეშად წვება. მწყემსო ქალებო, ლუდმილას ძილი არ იყო თქვენი ძილივით ტკბილი, როცა მდელოზე წვებით ქალწულნი, მაისის ცხელი მზით მოქანცულნი. მეც მახსოვს ერთი პატარა ველი, დამძიმებული არყნარის ჩრდილით, მეც მახსოვს ერთი საღამო ბნელი და მახსოვს ლიდას მაცდური ძილიც. . . მე ახლაც მახსოვს, როგორ ვღელავდი, როცა პირველად ვაკოცე მორცხვად, მაგრამ მთრთოლვარე და მხდალმა კოცნამ ვერ გააღვიძა ლიდა ვერაფრით. თუმცა, რას ვბოდავ! იმ სიყვარულმა უკვე სხვა გულში დაიდო ბინა, მისი ტკივილიც და სიხარულიც გადავივიწყე დიდი ხნის წინათ. ჩემს გულში ჩქარა იმ ტრფობის ალი და ჩემთვის ახლა სულ სხვა დროს მოდის, მე დღეს მიტაცებს თავადის ქალი, მისი რაინდი და ჩენრომორი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:55 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთ გზას ადგანან ახლა ყველანი, ერთად მისდევენ გარინდულ მინდვრებს. და აი, უკვე გამოჩნდა კიდეც მრისხანე ბორცვის მრგვალი მწვერვალი. მაშინვე იცნო რუსლანმა თავი და ფიცხი ცხენიც აჩქარდა უცებ. გაშეშებია სასწაულს თვალი და თმა ტყესავით აშლია შუბლზე. ჩამოვარდნია ვეება ტუჩი, ჩამოფხატვია ყვრიმალზე ზუჩი, მთლად წართმევია სიცოცხლის ფერი, ამოგანგვლია მიწაში წვერი, დაუკრეჭია კბილები მწარედ, დანებებია სიკვდილის ქარებს, მაინც თავისი უთქვამს ბუნებას, სიკვდილითა და სიცოცხლით სავსეს. და აი, უკვე მომაკვდავ თავზეც უკანასკნელი დღე იწურება. მის წინ შეჩერდა მამაცი გმირი ' ლუდმილასთან და ჯუჯასთან ერთად და დაუძახა: "სალამი შენდა! არ შეირცხვინა რუსლანმა პირი. უკვე მიეზღო ბოროტს სასჯელი, აჰა, იხილე შენი მტანჯველი!" კვლავ გამოერკვა თავი დროებით, გამოაცოცხლა რაინდის სიტყვამ, სიცოცხლის ფრთები კვლავ გამოება და უყურებდა მოსულებს დიდხანს. ააცმაცუნა ვეება პირი, როდესაც იცნო ამაყი გმირი და შემზარავი აღმოხდა კვნესა, როცა ძმაც იცნო, ბილწი და ქლესა. და სიბრაზისგან გაბერილ პირზე გადაუარა სიწითლემ ისევ, კვლავ გაიბრძოლა ძარღვებში სისხლმა. კვლავ მოწყდა კვნესა მთრთოლვარე ტუჩებს და უსიცოცხლო თვალებში უცებ უკანასკნელად იელვა რისხვამ. კვლავ აუმღვრია ცოფმა თვალები, გაასავსავა ენა წვალებით და ძმა, ბოროტი და უკეთური, აავსო ლანძღვით და საყვედურით. მერე ყინული ჩაუგდო ხმაში, გაშეშდა მკაცრი და ფერმიხდილი, და ჩვენი გმირიც დარწმუნდა მაშინ, რომ დაეუფლა საწყალს სიკვდილი. ჯუჯა კი შიშმა დააფრთხო უმალ, აუცახცახა გონჯი სხეული და ლოცულობდა გუდაში ჩუმად, გაოგნებული და დაბნეული.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:56 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთ უსახელო მდინარის პირას ფერდობზე იდგა პატრა ქოხი, ირგვლივ ეფინა ხასხასა ნოხი და შრიალებდა ნაძვნარი ფრთხილად. გრილი მდინარე თეთრად ელავდა და მოდიოდა ვრცელი და წყნარი და თუ ნიავი დაუბერავდა, ლერწმის ღობესთან მღეროდა წყალი. ველზე რიჟრაჟი წვებოდა ციდან და არაფერი არ ხმაურობდა, და თითქოს ქვეყნის გაჩენის დღიდან დუმილს დაეპყრო აქაურობა. უშფოთველ სივრცეს მოავლო თვალი და შეაჩერა რუსლანმა ცხენი: პირველყოფილი, ჩუმი და წყნარი დილის ბურუსში ელავდა ველი. რუსლანმა მოლზე ჩამოსვა ცოლი, თვითონაც ახლოს მიუჯდა თრთოლვით. ბაგეს უცოცხლებს სატრფოს სახელი და გულზე აწევს ტკბილი ნაღველი. უცებ იალქანს შეასწრო თვალი, - გამოდიოდა ღრუბლის ჩეროდან, ნავს მდინარეზე გაევლო კვალი და მებადური ტკბილად მღეროდა. გადაეფინა ტალღებზე ბადე, გამოსცდა ნისლის შრიალა ფარდებს. ქარს მიუშვირა ხუჭუჭა თავი და მოაყენა ნაპირთან ნავი. ხოლო ქოხიდან გამორბის ქალი, გამბრწყინებია ბაგე და თვალი, გაშიშვლებია მკედი და მხრები და დაუდევრად დაშლია თმები. ყველა მიწიერ სიამის ღირსი, უნაკლი იყო მშვენების მისი. აი, ისინი, გადახვეულნი, სხდებიან გრილი მდინარის პირას, მიტმასნებია სხეულს სხეული ' და სიყვარულში დრო გადის ტკბილად და უზრუნველი თავისუფლებით მშვიდად სუნთქავენ, როგორც ღრუბლები. მაგრამ თუ იცით ჩვენმა თავადმა, გაოცებულმა ამით თავადაც. იმ მებადურში ვინ იცნო მაშინ? - მისი ძლიერი მეტოქე ხმალშიც და სიყვარულშიც - ხაზართა ხანი. ბედნიერების ნექტარით მთვრალი ის ტურფა ასულს, ოქროს თმებიანს, დაწყვილებია გზითა და ბედით და ამ მშვენიერ მეგობრის გვერდით სხვა ყვლაფერი დავიწყებია.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:57 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლოს მივიდა რუსლანი კიდევ. რატმირმაც იცნო რუსლანი უმალ. წამოხტა, მოქრის, შეჰკივლა კიდეც და ჩაეხვია უეცრად სტუმარს. "ამას რას ვხედავ? - შესძახა გმირმა, - აქ რას აკეთებს ხაზართა ხანი, რად მოარიდა ცხოვრებას პირი, რა იქნა მისი განთქმული ხმალი". "ჩემო ძმობილო, - სთქვა მებადურმა, - ადრე დიდების ძებნით გართულმა დღეს დავთმე იგი, როგორც ღრუბელი გამოფიტული და დამღუპველი. მერწმუნე: უფრო ახლოა გულთან ეს სიყვარული, ნაზი და სუფთა. გულს არ ჭირდება სხვა მეგობარი, სხვა გართობანი და სხვა გრძნობანი. აღარ მიტაცებს ცხენთა ჭენებაც, ხმალთა ცემაში ვერაფერს ვხედავ, სამაგიეროდ: ბედნიერბით დღეს მდიარი ვარ ყველაზე მეტად. მთლად დავივიწყე ჩემი წარსული და თვით თავადის ნაზი ასულიც". "მოხარული ვარ, - უთხრა რაინდმა, - კვლავ ჩემთან არის თავადის ქალი". და გამოცოცხლდა ხაზართა ხანის : - ღმერთო, რა მესმის! . . . როგორ? . . . საიდან? თუ შეიძლება . . . მაჩვენე ჩქარა. თუმცა არ მინდა, არა და არა. ვერ ვუღალატებ მე ჩემს მეგობარს, მე მისი ნაზი შუქიც მეყოფა. მე შევიყვარე ის სულზე მეტად, გვიადვილდება სიცოცხლე ერთად. ჩემი გარდაქმნის და შეცვლის მიზეზს ია და ვარდი ასხია პირზე. მე სხვას ვერაფერს ვეღარ ვინატრებ, - მან დაუბრუნა ჩემს სულს თავიდან: დიდი სიშვიდე და მზის სინათლე და დროც, რომელიც შფოთში გავიდა. მე თორმეტ ასულს ვუყვარდი ერთად, თავბრუს მახვევდა მათი სიცილი, მაგრამ დავლძიე და ჩემდა ბედად ამის გულისთვის დავთმე ისინიც. დავთმე გნცხრომის კოშკი ზღაპრული, მთვარის მთრთოლვარე შუქში ჩაფლული. ხელი ავიღე ხმალზეც და ფარზეც, მტრებსაც შევეშვი და ვცხოვრობ ასე და ამ სიმშვიდით ვარ ბედნიერი, ვიპოვე ჩემი ფუძე და ჭერი შენთან, ძვირფასო და მშვენიერო, სულის სინათლევ, შენთან და შენით".
გაღიმებული უსმენდა ქალი ძვირფას მეგობარს და უცხო სტუმარს. ხანისთვის მშვიდი მიეპყრო თვალი და ხან თავისთვის ოხრავდა ჩუმად.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:58 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი რაინდი და მებადური გვიანობამდე ისხდნენ ნაპირთან, ტკბილი საუბრით იყვნენ გართული და ვერც გაიგეს, დღე რომ გაფრინდა. გაშავდა მთები. დადუმდა არე, ტალღებმაც ღელვას და შრიალს უკლეს. ფეხზე წამოდგა ფერმკრთალი მთვარეც, რუსლანის წასვლის დროცაა უკვე. ' გადააფარა მძინარე ასულს წამოსასხამი და შეჯდა ცხენზე. რატირიც სულით თან მისდევს წასულთ, მონატრებია ნავარდი ველზე. გზას და მომავალს ულოცას იგი, თან თვალი რჩება მეგობრის გზისკენ და სევდიანად იღვიძებს ისევ ამაყი წლების მღელვარე ფიქრი.
რა იქნებოდა, რომ ჩემი ქნარი, ოცნებითა და სიმღერით მთვრალი და სიყვარულში მდგარი ყელამდის, - ხოტბას ასხამდეს მხოლოდ გმირობას და მასთან ერთად (უცხოს ყველასთვის) ძველ მეგობრობას და გულტკბილობას. რატომ მაძალებს ეს ბედი მკაცრი, რომ შევურიო სევდა გალობას და დღევანდელი მანკი და ღვარძლი გამოვუჩინო შთამომავლობას.
თავადის ქალის ხელის მძებნელი ნაინს უცდიდა ამ დროს ფარლაფი, ხმალს არ იღებდა ხელში არაფრით, როგორც მისთანა რაინდს შეჰფერის. თავს არ იკლავდა წუხილით დიდად და იჯდა თავის მამულში მშვიდად. და აი, დადგა ნანატრი წამი: არც გაუღია ჯადოქარს ჩქამი, ისე უჩუმრა წაადგა თავზე, გამოეცხადა და უთხრა ასე: "შეკაზმე ცხენი. ხომ იცი, ვინც ვარ? აბა, მომყევი!" - და კატად იქცა. ფარლაფმაც ცხენი შეკაზმა წამსვე და მიჰყა კატას იმედით სავსეს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 03:59 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიდამო უკვე წყვდიადში თვლემდა, მიწას ზვერავდა მთვარე ზემოდან და შავ ყორღანებს სინათლეს ფენდა, როდესაც ღრუბლებს გამოსცდებოდა. რუსლანიც იქვე, ლუდმილას გვერდით, იჯდა მდუმარე და მოწყენილი და შეჩვეული დარდი და სევდა კვლავ გულზე ედო მძიმე ხელივით.
ფირებს დაეპყრო იგი მთლიანად, იჯდა უამრავ ფიქრებით სავსე და ძილი გრილი ფრთების შრიალით ფეხაკრეფილი წაადგა თავზე. რულმორეული თვალებით კიდევ დახედა ქალწულს; მძინრე ყვავილს, და მერე სატრფოს ფეხებთან მიდო ათასგვარ ფიქრით დაღლილი თავი.
საზარელ სიზმარს ხედავდა გმირი: თითქოს თავადის ნაზი ასული იდგა უძირო უფსკრულის პირას, ' გაშეშებული და ფერწასული. უცებ ლუდმილა უფსკრულში გაქრა. ისიც უფსკრულთან მივარდა, მაგრამ არ იცის, რა ქნას . . . და ცხადად ესმის, მეუღლე როგორ უხმობს და კვნესის. და გადაეშვა უფსკრულში ისიც, რა შეემთხევა, ეშმაკმა იცის. . . მაგრამ რას ხედავს, გაოცებული: გამოჩნდა ჭარმაგ გმირთა კრებული. დიდებულები სწვევია სტუმრად და თორმეტივე ვაჟის თანხლებით ზის ვლადიმირი სუფრასთან ჩუმად, კაცი არ არის სიტყვის გამღები. ვლადიმირს რისხვით შეეკრა შუბლი, წინანდებურად მკაცრია იგი. მხიარულება ჩამკვდარა სუფრის, უძრავად სხედან მაგიდის ირგვლივ. წუხილის ჩრდილი აწვებათ თავზე, დაუკარგია ქეიფსაც ეშხი და აღარც თასი, მრგვალი და სავსე, აღარ გადადის ხელიდან ხელში. და უცებ ამჩნევს ჩვენი თავადი, რომ ძველებურად მხნე და ტანადი მკვდარი როგდაიც მოსულა სტუმრად, და თუკი სხვები დამსხდარან ჩუმად, ის აბრიალებს ვეება თვალებს, წაკიდებია სასმელის ალი და გაოცებულ რუსლანის მხმრეს არც იხედება, ლაღი და მთვრალი. მერე რატმირსაც შეასწრო თვალი, აქ მოუყრია სუყველას თავი. და ბიანიც ამღერდა უცებ და სხვებთან ერთად რუსლანიც უსმენს გულთმისან მგოსნის ხმატკბილ სიმღერას. ამ დროს დარბაზის კარი იღება: ნაზი ლუდმილა შემოჰყავს ფარლაფს, მაგრამ მოხუცი სიხარულს მალავს, არც შეუხედავს, არც განძრეულა. სტუმრებიც თითქოს ქვებად ქცეულან, მისჩერებიან ერთმანეთს ჩუმად. მერე ყველანი ქრებიან უმალ. . . და სიმწრის ოფლში დაცურავს გმირი, წრიალებს, შფოთავს, ოხრავს და ტირის. დაუფელბია მტანჯველი შიში მძიმე ლოდივით ჩაძირულს ძილში. სიზმარიაო, - ფიქრობს და თანაც სიბრაზე ახრჩობს, ძილს რომ დანებდა, მაგრამ არაფრით არ ყოფნის ძალა, რომ მოიშოროს ავი ზმანება. ოდნავ ანათებს ფერმკრთალი მთვარე, წყვდიადი მეფობს ოთხივე მხრეს და სიჩუმეა გარშემო მკაცრი. . . ცხენს მოაჭენებს უპირო კაცი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 04:00 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მის წინ მდუმარე მინდორი ბზინავს, ყორღანიც ბზინავს და ხედავს იგი, რომ რუსლანს ცოლის ფეხებთან სძინას, ცხენი კი დადის ყორღანის ირგვლივ. მაშინვე ბნელში გაქრა გრძნეული, ფარლაფს კი შიშით უთრთის სხეული, ვეღარ უჭირავს ხელში აღვირი, შეეკრა სუნთქვა და თრთის ბალღივით. ბოლოს კი ფრთხილად დააძრო ხმალი (აუციმციმდა ხმალს ბასრი პირი) და ემზადება, რომ მთელი ძალით ორად გააპოს მძინარე გმირი. მიუახლოვდა და გმირის რაში აჭიხვინდა და ადუღდა მაშინ, მაგრამ ამაოდ, ჩემს რაინდს სძინას, ვერ გრძნობს ვერაფერს და, როგორ რკინა, გულზე აწვება მტანჯველი ძილი, ხოლო ფარლაფი, მხდალი და ფრთხილი, თავზე წაადგა და ცივი ხმალი სამჯერ ჩაასო მკერდში მძინარეს, და მთლად დაფეთდა, ისედაც მხდალი, როცა იფეთქა სისხლის მდინარემ. მერ კი ძვირფას ნადავლით ხელში შეშინებულმა მოკურცხლა ბნელში. მთელ ღამეს ეგდო რუსლანი ასე, ვიდრე არ ჩაქრა ვარსკვლავი ცაზე. ვიდრე არ გაქრა პურქუშ მთებიდან გაუკვალავი და მძიმე ნისლი, - მას პირდაღებულ ჭრილობებიდან მდინარესავით სდიოდა სისხლი. დილით კი ოდნავ გააღო თვალი, ამოიკვნესა და ძალისძალით წამოიწია კიდეც და მყისვე სულწართმეული დაეცა ისევ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 04:01 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეექვსე სიმღერა
ძვირფასო, რატომ მაძალებ ასე, რომ დაუდევარ სიმების ხმაზე ძველი ამბები ვიმღერო ისევ და ერთგულ მუზას მთლიანად მივცე თავისუფალი დროც და გონებაც. . . მე კი მომბეზრდა უკვე ჭორები და ნეტარებით მთვრალმა, სრულიად გადავივიწყე ფიქრიც და შრომაც, წყნარი სიმების ხმატკბილი კრთომაც და ახლა მხოლოს ლხინი მწყურია. ადრე ცხოვრებას რითაც ვზომავდი, დღეს ის საზომი აღარ მჭირდება. დღეს შენით ვსუნთქავ და განცხრომაში არც მესმის, როგორ მიხმობს დიდება. უცებ ჩამიქრა ცეცხლი მალული., გამოგონების გაქრა გენიაც, მაგრამ სურვილი და სიყვარული სულს ძველებურად შემორჩენია. შენ კი მაძლაებ, რადგან მოგწონდა ის, რასაც ადრე ვყვებოდი შენთვის, და მოგონების მაღალ კოცონთან შენც გათრთოლედა მიჯნურთა ბედი. რაც მომხდრიყო დიდი ხნის წინათ, ის შენს ფიქრებში იდებდა ბინას და შენც გიპყრობდა ზღაპრულის ძალით ჩერნომორი და გრძნეული ქალი. ბრძენი ფინელიც და ვლადიმირიც. . . და გიბრწყინავდა სახე ღიმილით, ჩემს მსუბუქ ლაყაფს ისმენდი როცა, თუმცა ხანდახან ნაზი თვალებით, ფარული სევდით და დანანებით და თანაგრძნობით მიცქერდი მგოსანს. ამიტომ ვბედავ. შენ მაძლევ იმედს და კვლავ ვაღვიძებ ჩათვლემილ სიმებს, შენს ფეხთით ვჯდები და ისევ ისე ჭაბუკ რაინდზე სიმღერას ვიწყებ.
მაგრამ რას ვამბობ? სად არის იგი? ტრიალ მინდორში აგდია მკვდარი. ულვაშს და ქოჩორს უწეწავს ქარი. და უტრიალებს ყორანი ირგვლივ. დადუმებულა ნაღარა ურჩი, უძრავად გდია მინდოზე ზუჩიც. თავს დასდგომია ერთგული ცხენი, ჩაუქინდრია ამაყი თავი, დასცქერის სისხლის ხასხასა ყვავილს, და ელის ასე, ელის და ელის. აღარ უბრწყინავს ისე, ვით წინათ, ფაფარი, ოქროს ჩანჩქერის დარი. ხოლო მის პატრონს სხვა ძილით სძინავს, ვერ დაიქუხებს ჯერ მისი ფარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 04:02 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯუჯა სადღაა? - ის კვლავ გუდაში ზის ნაინისგან დავიწყებული, ისევ ჩიფჩიფებს ბნელში ბებრულად და ყველას ერთად წყევლის გულდასმით. მან არ იცოდა, რა მოხდა გარეთ, იგინებოდა თავისთვის მწარედ. ბოლოს გაბედა და მხოლოდ თვალი გამოაპარა გუდიდან ჩუმად და როს რუსლანი იხილა მკვდარი, კვლავ დაუბრუნდა იმედი უმალ. სისხლის გუბეში აგდია მტერი, - მალე შინისკენ! ჰერი და ჰერი! არც ლუდმილა ჩანს, რა გინდა მეტი, - თავისი ფეხით მოსულა ბედი. სიხარულისგან უთრთის სხეული, მაგრამ კვლავ მწარედ ცდება წყეული.
ამასობაში ძვირფას ალაფით და ნაინისგან გზადალოცვილი, კიევისაკენ მიქრის ფარლაფი და უნაგირზე ზის აწოწილი. მიქრის იმედის და შიშის გზაზე და მის წინ, დნეპრის შრიალით სავსე, უკვე გამოჩნდნენ მშვიდი მინდვრები. ფარლაფი მიქრის და ფიქრს მიდენის. აი, ქალაქიც გამოჩნდა უკვე და აი, უკვე ქალაქში იქრის და ხალხით შავსე ქუჩებს და შუკებს მართლა რაინდი გონიათ იგი. გახარებული მხაურობს ხალხი. მოსდევენ მხედარს ჭენებით დაღლილს, გარბიან, რათა მამას ახარონ და გაუნათონ ისევ სამყარო.
ისევ ტანჯავდა წუხილის ტვირთი, ისევ ტკიოდა ძველი ტკივილი, მისდევდა ნაცნობ ფიქრების ზვირთეს და კოშკში იჯდა მზე-ვლადიმირი. მის ირგვლივ ისხდნენ, ქვაზე მსვიდები, ბოიარები და რაინდები. უცებ ხმაური გაისმის გარეთ, ხალხის ყაყანი მოაწყდა კარებს, გაიღო კარი და რას ხედავენ: შემოდის ვიღაც უცხო მხედარი. ჯერ მიაჩერდნენ უეცარ სტუმარს, მერე ხმაურით წამოდგნენ უმალ, "ფარლაფი? . . . როგორ, რომელი ძალით ?. . . ნუთუ დაბრუნდა თავადის ქალი. . ." თავადის ფეხზე წამოდგა ნელა, მძიმე ნაბიჯით შვილისკენ მიდის, უბედურ ასულს უცქერს და ღელავს, გულს სიხარული სწვევია დიდი. სურს მამას ხელი მოხვიოს ფრთხილად, მიიკრ, ნაზი და დაქანცული, მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობს ქალწული და მკვლელის ხელში გულმშვიდად სძინავს, მისჩეერებიან თავადს ყველანი და მოლოდინში ჩუმად ღელავენ. მოხუცს ღიმილი შეაშრა პირზე და თვალი რაინდს მიაპყრო ისევ. ფარლაფმა ტუჩზე მიიდო ტითი და გაუსწორა თვალები ფლიდი, ბოლოს კი უთხრა: "ლუდმილას სძინავს, ასე ვიპოვე ცოტა ხის წინათ. ტყის კაცს ჰყლია თავადის ქალი, გამოვაგლიჯე ხელიდან ძალით. ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა ბედი: სამ დღეს ვულეწეთ ერთმანეთს მკერდი, სამჯერ დაგვხედა ფერმკრთალმა მთვარემ, ვიდრე ჭიდილი დამთავრდა ცხარე. ბოლოს კი ვძლიე, მაგრამ ასული დამხვდა მზინარე და გულწასული.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 04:02 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როდის გაახელს ასული თვალებს? ვის ვთხოვოთ შველა ან რომელ ძალებს? არ ვიცი - მკაცრი კანონის ბედის წყვდიადითაა მოცული ჩემთვის. ღმერთი უშველის, თუ კი ინება, ჩვენ კი ცდა გვმართებს და მოთმინება!
მალე გავრცელდა ქალაქში ცნობა საბედისწერო და გულსაკლავი. ხალხმა ქუჩებში გამართა ბჭობა, ჩამოუვარდათ გმირებს მხარ-მკლავი. ქალაქის თავზე ცა იქუფრება და მოედანი დუღს და მქუხარებს, გაღებულია კოშკი მწუხარე და ყველასა აქვს შესვლის უფლება. და მოდის ხალხის ჭრელი ნაკადი, აღელვებული მოიწევს ძალით კოშკისკენ, სადაც თავადის ქალი ფარჩებზე წევს და სძინავს აქამდის. ძილს დაუპყრია მთლიანად იგი, ხოლო რაინდებს სარეცლის ირგვლივ ჩაუქინდრიათ მკაცრი თავები. აზანზარებენ ცას საკრავები: ღრიალებს ბუკი, ნაღარა, დაფი, მაგრამ მძინრეს არ უთრთი წარბიც, არც ბუკის ესმის და არც ნაღარის, ხოლო თავადი, თვალცრემლიანი, გაწამებული სევდის იარით, ასულის ფეხებს ეკვრის ჭაღარღით. და მოხუცს გვერდით უდგას ფარლაფი, ადრინდელ ფარლაფს არ ჰგავს არაფრით, შემოწოლია მკვლელს სინანული და სულს უწეწავს ჯავრი ფარული.
დაღამდა კიდეც. მაგრამ ქალაქში არ მოუხუჭავს თვალი არავის. იდნენ, იცდიდნენ და ლაპარაკში გაუგონარი და შემზარავი ამბავს ამბავი მოჰყვა მრავალი და გაახსენდა მავანს მავანი, ყვალამ აუბა საუბარს მხარი, ცოლს ივიწყებდა ჭაბუკი ქმარი. და როცა მთვარემ იბრუნა პირი, ქალაქს დაატყდა ახალი ჭირი. ფეხზე წამოდგა კიევი მთელი, ქალაქი ახალ განსაცდელს ელის. და როცა ზეცის განათდა თაღი ქალქის კედელს მიაწყდა ხალხი.
|
|
|
|