კობა ჭუმბურუძე - Page 34 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 17.02.2015, 15:30 | Сообщение # 331
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი შეხეთ, ენძელები
როგორ ჰგვანან ზანზალაკებს,
ალბათ ჩვენთვის უცხო ხმაზე
მოუხმობენ ამხანაგებს:
დროა თვალი გააჭყიტოთ,
დილა არის რა ზღაპრული,
მოგვეშველეთ, ყველამ ერთად
გავაღვიძოთ გაზაფხული.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:31 | Сообщение # 332
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაინც მიყვარს დროდადრო შენზე გაფიქრება
და ვიცი, დიდხანს არ უნდა შევაყოვნო
წარსულის კადრები,
ყოველივე რომ თავიდან არ დაიწყოს
და რაც მთავარია, სისხლს არ შეერიოს
სახადივით საშიში განცდა,
როცა კიდურები კარგავენ წონას
და თვალები საკუთარ სიღრმეში იხედებიან
და ხსოვნაში ეძებენ იმ წუთებს,
დღემდე რომ სინანულს ასხივებენ.

დროდადრო მიყვარს შენზე გაფიქრება,
ასე უნებლიედ თუ გამახსენდება,
რომ სადღაც, ჩემში, ჯერ კიდევ არსებობ,
ისეთი, როგორიც დღეს უკვე არ ხარ.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:32 | Сообщение # 333
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კობა ბაბუ სასეირნოდ
წაიყვანა თიკომ,
თურმე ბაბუ ზოოპარკში
ნამყოფი არ იყო.
დარბოდა და ხარხარებდა,
ბუშტებს ასკდუნებდა,
მაიმუნებს აჯავრებდა,
აფთარივით ყეფდა.
- ლომი რომ ვერ იკბინება,
ეს არისო კარგი...
აი რატომ მოეწონა
ბაბუს ზოოპარკი,
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:49 | Сообщение # 334
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყური მიგდე, ელენიკო,
ჩემს გასაჭირს მოვყვები,
ბაბუ როცა მეფერება,
მესუსხება ლოყები.
- სული მაგრად შეუბერე,
ამას გირჩევ დასავით,
იქნებ მასაც სცვივა წვერი,
ბაბუაწვერასავით.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:50 | Сообщение # 335
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სელაპმა თქვა - მე დღეს ცირკში
ბევრი ბავშვი გავაცინე,
ჯილდოდ თევზი მოვიპოვე,
ყელი ჩავიკოკლოზინე.
მასხარამ თქვა - მეც მაჯობე,
არის მართლაც აშკარაო,
მე ვყოფილვარ სელაპი და
შენ ყოფილხარ მასხარაო.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 14:22 | Сообщение # 336
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოცდილება შრომაში მოდის,
ნაყოფი - დროში, მადა - ჭამაში,
გემოვნება კი თავისას ირჩევს
სამოღვაწეო ფერთა გამაში,
უკეთურს ყოვლის წაბილწვა ძალუძს,
დამეთანხმებით ალბათ ამაში,
სამშობლო ვისთვის გოლგოთაა და
ვისთვის უბრალოდ ბედთან თამაში.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:27 | Сообщение # 337
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამიხედეთ ერთი გვანცას,
უფროს დას რომ ცეკვით ბაძავს,
სულ პატარაც მათ შესცქერს და
ბუთქუსუნა ხელებს კვანწავს.
ხოდა, როცა აკვირდება
შვილიშვილებს, სანაქებოს,
რატომ მოსდის ცრემლი ბებოს?
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:27 | Сообщение # 338
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანაპირო ისე ბზინავს,
მოაპნიეს თითქოს ოქრო,
ზღვა ლურჯია და ტალღები
თავქაფა და ოკრო-ბოკრო.
რარიგ ცხელა, რარიგ ცხელა,
ეტანება ნაყინს ყველა
და მზეც ისე იჩხვლიტება,
როგორც ოქროს ზღარბუკელა.
ერთი შეხეთ, ენძელები
როგორ ჰგვანან ზანზალაკებს,
ალბათ ჩვენთვის უცხო ხმაზე
მოუხმობენ ამხანაგებს:
დროა თვალი გააჭყიტოთ,
დილა არის რა ზღაპრული,
მოგვეშველეთ, ყველამ ერთად
გავაღვიძოთ გაზაფხული.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:31 | Сообщение # 339
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამულსშევუდგეთ, ნაღალატევს დაუძლურს,
არ შეგვიგინოს ვინმემ ოჯახის ქალი,
ვანაცგაგვზარდა და გვაწოვებდა ძუძუს.
მკერდი რომელიც ჩემი სისხლით გაქვს თბილი,,
შემომაფარე, მარტოს ტკივილი დამხრის,
წინაპართაგან გვერგო სხვაგვარი ძირი,
თუ შემიყვარებ, მტრის ავიცილებთ მახვილს.
ჩემო ქართველო, ზურგში არ ჩამცე დანა,
მოკეთედ მოდი, ამიმაღლდება ჭერი,
სიყვარულის ვითხოვ, ასე ბევრია განა,
ერთობით დავდგეთ, დაგვიმარცხდება მტერი.
უამბეთ შვილებს, ნუ დავივიწყებთ იმ დროს,
გამარჯვებულებს სისხლი უდუღდათ ერთი,
ჰეი ქართველნო, ახლაც ვჭირდებით დიდგორს,
"ერთად ღვთისაკენ"! თქვენ გაგახარებთ ღმერთი!
//
Koba Chumburidze
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:31 | Сообщение # 340
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცრუპენტელა
მსურს გაგაცნოთ ჩემი კლასი,
მე ვარ ზღარბი ზღარბუკელა,
ბიჭები გვყავს ხითხითელა,
გოგონები - პრანჭიკელა.
კიდევ ერთი კლასელი გვყავს,
მელაკუდა კუდიგრძელა,
სულ ტყუილებს ლაპარაკობს
ცუხცუხა და ცრუპენტელა.
ერთხელ გვითხრა - ზოოპარკში
ჟირაფი გვყავს იმოდენა,
კისერი რომ წაიგრძელა,
გადაკვნიტა ცისარტყელა.
კლასელები კისკისებენ
ვის ატყუებ, კუდიგრძელა?
- კმარა მელა! კმარა მელა!
ცუხცუხა და ცრუპენტელა!
გათენებას აღწერს ციყვი,
დადინჯებით, ნელა-ნელა,
რიბირაბოს რომ მიადგა,
აწყვეტინებს სიტყვას მელა
- ჩემს ქუჩაზე პირუკუა,
ღამით მზეა, დღე კი ბნელა.
- კმარა მელა! კმარა მელა!
ცუხცუხა და ცრუპენტელა!
იმ დღეს რძე გვაქვს გაკვეთილად,
გასუსული ვუსმენთ ყველა,
მელაკუდა წამოხტა და
ლამის ყველა გადაგვთელა
- ჩემი ბებოს ძროხამ წუხელ
ასი ვედრო მოიწველა!
- კმარა მელა! კმარა მელა!
ცუხცუხა და ცრუპენტელა!
- გუშინ მთაზე ავფორთხდიო,
ამბავს ჰყვება ვირუკელა,
მელაკუდაც წამოუხტა,
არც აცია, არც აცხელა
- მამაჩემმა ეგ შენი მთა
კუდის დარტყმით გააბრტყელა!
- კმარა მელა! კმარა მელა!
ცუხცუხა და ცრუპენტელა!
- არა ვცრუობ, რასაც ვამბობ,
სიმართლეა მუხისხელა,
ჩემმა ბიძამ ბაღში დადგა
ისე კოხტა საფრთხობელა,
რომ ჩიტები კი არ დაფრთხნენ,
იქ მოგროვდა მგონი ყველა.
- კმარა მელა! კმარა მელა!
ცუხცუხა და ცრუპენტელა!
ჭრელა ჭრულა ტყუილებით
არ იღლება კუდიგრძელა,
ასეთია ჩვენი მელა,
კვიმატი და კუსკუსელა.
ერთი თბილი სიტყვა
მთელი სამყაროა,
ერთი ღიმილი კი
ქვეყნის დასაწყისი..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость