კობა ჭუმბურუძე - Page 32 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ოთხ, 28.01.2015, 17:07 | Сообщение # 311
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოროთე კანკია
საცოლეს ძებნა

შარას შემდგარს მკითხავენ - სითგან მოსდევ ამ შარას?!
ვუთხარ – ისე მოვდივარ, ზურგის ქარი მიბერავს.

მოხუცები დამსხდარან, დათოვლიათ თავიო,
მკითხეს - ჯეელი ხარ და ხომ არა გჭირს ავიო?!

- არა-მეთქი, არც რა მჭირს, მსურს ვიპოვნო საცოლე.
თუთუნი დავურიგე, კენტად არ გავაბოლე.

ერთმა ბრძანა: კირცხშიო, მღვდლის ასული ვიციო,
იმხელა ტვირთს იკიდებს, შენ მოგწყდება კინწიო~.

მეორემ თქვა: ქალი ჰყავთ თოდუებში, ნარაზენს,
დილით დართულს ღამემდე მოგიქსოვს და ჩაგაცმევს.

მესამე ცირდავებში მიშვებს საძებნელადა:
ღვინით სავსე ხელადა მოგართვასო ხელადა.

ხელებს გაშლის მეოთხე: ვიცი პატარძალიო,
ნაფცქვენს არ დაგიკარგავს ხარჩილავას ქალიო.

კიდევ ორმა მირჩია, ენით გამაბუნდაგა,
ვიღაც წამომეწია, ამოჩროდა მუთაქა.

ვიაროთო, დოროთე, სასთუმალი თან მაქო,
მოხუცებმა უსიტყვოდ მომაფუტეს თამბაქო.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 00:11 | Сообщение # 312
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი მეგრულიდან
დოროთე კანკია
აფხაზური წყევლა

აფხაზური წყევლაა
(მეც არ ამეხდინოსო)
- შენით არ იცოდე და
სხვამ ვერ შეგასმინოსო.

უფლისაკენ სავალი
სიყვარულით მივლია,
წაფერდილი ჯარგვალი
ჭვარტლით გაბიდნილია.

ნალიათა ლასტები
ქართა სასტვენებია,
ნეზვი, დაუგრილები
ნამგალს დამსგავსებია.

სიტყვა იყო თავიდან
და მეც მივდევ ამ სიტყვას,
ლექსი რომ მომადგება
მაჯის ზემოთ გამბურძგლავს.

ორი ვაჟი მყავს, მაგრამ
სახლი ქალით ამევსო,
ღვინო, ქვევრში ჩასხმული
ნელნელა შემომესო.

სატირალი მოხშირდა,
თუმცა მეტობს ლხინები,
მოისვენე დოროთე,
ბედს ნუ შეერკინები.

ნისლებს გულში ჩავიკრავ
ენგურიდან დაძრულებს,
ხარ-ირმების ბღავილი
არ მიქადის სასურველს.

ვუსმენ ქვაზე მჯდომარე
როგორ შრიალებს ჩქერი,
ჩემი სულის გარუჯვას
ჩემი თვალით შევცქერი.

წყევლა არის ასეთი
(გიჯობს გეცოდინოსო)
- შენით არ იცოდე და
სხვამ ვერ შეგასმინოსო.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 00:14 | Сообщение # 313
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზაალ ჯალღონია

***
ღამევ, რა ვქნა, ეს რა მიყავ, მზე სად ჩამამხობინე,
შენს ტოტებზე ეს ცხოვრება რატომ დამამყნობინე,
მერე ისევ, ის ცხრათვალა უკან მომახმობინე,
დედამიწას როცა ფარავ, მაშინ მომანდომინე.
დამცინე და მიმატოვე ლხენამონატრებული,
დაგრეხილი ჩემი სული თავს გაქვს შემოვლებული,
გულში მაინც რჩელა დილა დამრჩება ჩაბინული,
საიდანაც მუდამ მოჩქეფს ღვთაებრივი ბინული.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 13:27 | Сообщение # 314
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოროთე კანკია
კუ იქნება კუს შვილი,

კუ იქნება კუს შვილი,
სხვას ვის დაემგვანება,
ზოგი ფეხს გამოყოფს და
ზოგი დაიგმანება.

- ჩემთვის გაგაჩინეო,
მასწავლიდი ყრმობაში,
- თოხნა დაგისწავლია,
მბაძავ ჩუბინობაში.

შევიყვარე მამილო,
შევიყვარე დედილო,
დამესია ბადიში,
როგორც ღელეს ლაქაში.

ცილი არვის დავწამე,
მე ასე მწამს ცხებული,
ლექსი მოდის სულიდან,
მიჯრით ჩამწკრივებული.

სოფელს რომ გადახედავ,
ხვრინვით ისე ზანზარებს,
ხილი ცვივა ტოტიდან,
კუ თავს დევკაცს ადარებს.

აგროვებენ ვერცხლეულს,
აგროვებენ ოქროულს,
ადესასაც ყლურწავენ,
მრუდე ფეხით დაწურულს.

შენ ნურას მოაგროვებ
მამაილა დოროთე,
კაცობას მისდიე და,
ღმერთს მიენდე ბოლომდე.

შენც იხსენი მოყვასი,
სიკეთის გზით იარე,
ფული თუ გაქვს, ასესხე,
წეკოც გაუზიარე.

ხომ გიყვარდა ენგურზე
ქვების გაგლუსუნება,
არ ინდომო წამითაც
ბედის შემობრუნება.

ჰოდა, ერთხელ გაჭრილი,
გადი ქვეყნის ზღურბლამდე,
ყოფას ისე დაშვენდი,
სიკვდილსაც რომ უყვარდე.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 13:32 | Сообщение # 315
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოროთე კანკია
გულში ჩახედვა

ვო, დოროთე, შე საბრალო,
რა არ გადაგიტანია,
სხვას ედექი მუდამ მხარში,
შინ არა მიგიტანია.

ლიას მხრიდან გასცქეროდი
დილის სხივთა ამოფრქვევას,
ულოცავდი გზასავალს და
აფერხებდი მიწის რყევას.

კაცს ფერით არ განარჩევდი,
არც ჯიბით და არცა ჩახვით,
ბევრი კვართი გაგიცვითავს
სიამითა და სიმკვახით.

შვილიშვილთა ბღოტიალით,
მუხლისთავი გაიგლისა,
ცავარსკვლავეთს შეუბიჯგე
რიკულები აივნისა.

გელის შარა ლარის დარი,
ალაგ-ალაგ წაიმღერე,
გამოგცქერის ჭასთან მდგარი
შენი ჩელა დედაბერი.

იცი, რისთვის მიგიხმობენ,
ვის კარზე და რა საუბრად,
დორო, ყელი მოიღერე,
ილაღობე შენებურად.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 23:25 | Сообщение # 316
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გია ჯიჭონაია
ხუთშაბათის სონეტი

ხუთშაბათია, ცის დღეა და ჩვენი დღე არის,
ჯვარს რომ გადიწერ, მის დასაწყისს კვალად მისდიე,
თორემ ვინ იცის, რა საწყისი რომელთან ჰგიებს,
ვერ გამოარჩევ ერთურთისგან დღეს რა დღე არის.

ამ ყოველივეს დააკვირდი, ნუ ერიდები,
გული დაუდე, შენც მიენდე ამ გამოსავალს,
ვინ უწყის სად არს გამართლება, მიჰყე მის სავალს,
და გემრიელად გაითენე დღე ხვალინდელი.

და ამ სავალზე მოიმარჯვე გონი და ნიჭი,
გაუაზრებლად არ გადადგა ერთი ნაბიჯი,
უფსკრულის პირზე სიარულს ჰგავს ეს ყველაფერი,

სადაც დავეძებთ ამ ცხოვრების ჯადოსნურ ყვავილს,
და თუნდაც ბიჯი წაგცდეს ერთი, არშესაფერი,
კარგად მენახე, შენი საქმე სხვაგვარად წავალს.

ცაშხაში სონეტი

ცაშხა ჩქინი რე, ცაშ დღა რენ დო ჩქინ დღა რე ამდღა,
ჯვარს გეგნიწერქინ, დაჭყაფუსი სითი აჸუნი,
ვარა მის უჩქუ ნამ დაჭყაფუ მის გიაჸუნუ,
ვეშქარჩიებე ართიანშე, ნამ დღა რე ამდღა.

ირფელ ათესი ქედეკვირი, ოდო ხე ვაღა,
გურ ქეგუდვი დო თე გიშალსი სით გიშაჸუნი,
მის უჩქ სოდე რე გამართება დო გიაჸუნი,
ოდო გითანე გემუანო სით უკულიშ დღა.

ჭკვერასი იდი ოულარი, თაში გილართი,
ვედეფირქენ თეშ კუჩხ ვეგნოდგა სი განშე ართი,
ქირქეში დუცი გილულას გუ ათე ირფელი,

პეულს ბგორუნთუ ჯგირ რინაში ქირქეში დუსი,
ოდო გილურთი, ართი ბიჯიქ დოიჩირთუ-და,
ჯგირო მიძირდა, სქან საქვარი შხვანერო ურსი.
 
nukriaДата: კვ, 01.02.2015, 23:14 | Сообщение # 317
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დოროთე კანკია
პოეტები იტყვიან

დანიელი ამბობს, რომ
მოსული თუ წასული,
ყველა დროს აბარია,
ხილული და დაფლული.

არ ჩვევია გარჩევა
შავია თუ თეთრია,
და არავის ასცდება,
რაც იმისი ხვედრია.

ტერენტი პირქუშია,
ნაცვლად ყოფნა-არყოფნის,
რაღაც სხვაო, რისთვისაც
ლაჩარს სული არ ჰყოფნის.

ვაჟას აზრით ყოველი
ჰაერშია შთენილი,
დღევანდელი და, გინდაც,
გუშინ წარმოჩენილი.

გვასწავლის რუსთაველი,
სიბრძნით გამორჩეული -
სჯობსო ნაძრახ სიცოცხლეს
სიკვდილი, ღირსეული.

შენ რას გვეტყვი, დოროთე,
ლექსს რომ თავზე ევლები,
სიტყვა შემოგვაწიე
შენგან მონამჭევრები.

ან იქნებ გაგვიმხილო
გულის ძველი ნუგეში,
გაიხსენო შაირი,
თქმული სიჭაბუკეში.

- შვილებს გადაყოლილებს
დედისთვის არ გვეცლება
და საშინლად ვინანებთ,
როცა გამოგვეცლება.

დედა თვალის შუქია,
სულის ფრთად გაშლილია,
დედა ფერშენაცვალი
შენივ ქალიშვილია.

ჰოდა, ხელთ აიტაცე,
ვინც უფალში ილანდვის,
და განთიადს კორტოხზე
უდარაჯე დილამდის.
 
nukriaДата: კვ, 01.02.2015, 23:26 | Сообщение # 318
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზაალ ჯალაღონია

***
ერთხელ ჩემს თავს მეც გამოვცდი,
გამოვყვები მის დასაბამს,
ლექსთა ჭვილთებს რასა ვტყორცნი,
ღრუბელსა თუ თოროხაპანს.
გამიღია კარი ყველა,
არე მომიხეტებია
და ცხოვრება, დღევანდელი,
ხელში ამიტატებია.
არმოსაწონს ვიღაცისთვის
ურიცხვი მყავს თვალწინ მტერი,
მე კი მტკიცედ მივალ, წინსვლით,
უნდა დავიფერთხო მტვერი.
და თუმც ქაჯი ცოდნას ურჩობს,
ავთანდილებს, ტარიელებს.
დრო თავ-თავის ადგილს უჩენს
მოცარტებს და სალიერებს.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:15 | Сообщение # 319
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ გსაყვედურობ...
უბრალოდ,ვცოცხლობ!
მაცადე!
იცი,უშენობა
ცუდად სულაც არ დავცადე...
ეხლა შევამჩნიე
საოცრად ლამაზი ყოფილა
სამყარო...
ამ სიზმრებს,ამ ზღაპრებს,ამ განცდებს
უკვე აღარ მსურს რომ გამყარო...
ზღვის კაბის თერძი ვარ,
აისების გავხდი ხარაზი...
მიწა ვაგვირისტე,
მდინარეთა ვერცხლის ვარაყით...
აი,ასე...ასე!
დავფრინავ და,
ქართან ერთად ვნავარდობ...
აყვავებულ ხეთა,ფერად ხეივნებში
ვთამადობ!
ხოდა,ახლა,შენთან,
რაღა მინდა,ნეტავ,მითხარი...
რაღად მინდა ვიყო
მარად,,ხო თუ არა?''–ს მკითხავი...
აღარ გსაყვედურობ...
უბრალოდ,ვცოცხლობ!
მაცადე!
იცი,უშენობა
ცუდად სულაც არ დავცადე...–ლიკა
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:30 | Сообщение # 320
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიგა ქავთარაძე

***
შემოდგომა უშვებს ფარდას,
შენ კი ისევ იქა დგახარ,
შეიუღლებ მალე ზამთარს,
თუმც გაზრდილი მაინც არ ხარ!
ისე აგიკეცავს წლები,
გადარდებდეს თითქოს აღარ,
შემოდგომა იფერფლება,
შენ კი ისევ იქა დგახარ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость