კობა ჭუმბურუძე - Page 31 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:11 | Сообщение # 301
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფსუს, ვერ ვეზიარეთ მიწიერ სამოთხესა,
წლები სიჭაბუკისა ცის დოლაბმა მოხრესა,
ვიგლოვთ მოგონებაში, ერთ დახამხამებაში,
წადილაუხდენელად გალეულ სიცოცხლესა.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:11 | Сообщение # 302
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გადარდებს ქონება ქვეყნად დაგროვებული,
განა ვინმე გინახავს ცას გამოკერებული?
მაღლიდან ბოძებული ორი ამოსუნთქვა გაქვს,
ნუთუ შენად გეგულვის მაღლიდან ბოძებული?
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:11 | Сообщение # 303
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიბრძნის საძირკველშია ორი რამ ჩადებული,
რაიც ჯერაც არაა მაღლით გაცხადებული,
ირგვლივ დახვავებული არ ჭამო ყოველი და
ფუჭად არ შეიყვარო ყველა გარს არსებული.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:11 | Сообщение # 304
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როს შვინდი, აფეთქებული, ეკეკლუცება ქიზ ქარებს,
ან ვარსკვლავების კრებული კამარას მოასიზმარებს,
როს რიბირაბო იალებს და ნაკადული წკრიალებს,
ყელაღერილი გვირილა სიოსგან შეიჟრიალებს,
ელვანა როცა გაკვესავს, ფიფქი რომ თვალში ჩადნება,
და ასპიროზი, ჩახჩახა, მზეჩაის დაექადნება,
ცას რო გაკაწრავს ნამგალა, თავის სილაღის მკვირველი,
ყოველთვის გამახსენდება შენი დანახვა პირველი.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:12 | Сообщение # 305
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ყვავილი, პაწაწინა, არ მოწყვიტო, არ იქნება,
რადგან, ვშიშობ, რომ საცაა დაჭკნება და დაიფშვნება.
გვირგვინს თუ ვერ მოერგება, ღირსი გახდეს იმ პატივის,
რომ ღეროდან მოწყვეტისას შენი ხელით იგრძნობს ტკივილს.
ვაჰ თუ ეს დღე გაილიოს, ვიდრე მოვა გააზრება
და პატივის მისაგებად არა წამი არ დარჩება.
თუმცა იგი ფერმკრთალია და სურნელიც ვერ იგრძენი,
ნუ იწუნებ, ნუ ახანებ, მოწყვიტე და მიუძღვენი.

Flower
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:12 | Сообщение # 306
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გთხოვ მიწყალობო ჟამი ფიორი, რათა მახლობლად მოვიკალათო.
საკეთებელი, რაც ხელთ მიპყრია, მცირე ხნით უნდა დავაღალატო.
თვალს თუ ვერ ვაწვდენ ხატებას შენსას, გულს ეკარგება სიმშვიდე მაშინ
და ჩემი შრომა იქცევა ჯაფად ამგვარ ჯაფათა თვალუწვდენ ზღვაში.
დღეს ფანჯარასთან ზაფხული მოდგა თავისი ზანტი ზუზუნ-ზმორებით,
დაჰქრის ფუტკარი, ამღერებული ყვავილოვანი მირა-მორებით.
დროა რომ შენს წინ მოვირთხა ფეხი, რომ აღვასრულო მოვალეობა
და გავაჯერო სიცოცხლის აზმით ეს მოლიცლიცე მოცალეობა.

Moment's Indulgence
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:15 | Сообщение # 307
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცას მიბმულა ჩემი სული,
შენაზავი მთვარის შუქთან,
სერი, სევდით გალურსული,
ამომცქერის დაბლით ურთა.
მეც დავყურებ დაბლა დიხას
ჯერ არ ველი კარგს იქიდან,
დარდის წვიმამ გადაიღოს,
მერე ვიტყვი - მეც იქ მინდა.
მზე ამოდის ნება-ნება
და მაისი ბატონდება,
ოღონდ, კაცს რომ ტყვია ხვდება,
კარგი სადღა გაგონდება.
დაბრუნება არ ღირს, არა,
მაგრამ გული არ ჩერდება,
რაგინდარა მრუდე შარა
ბოლოს შენს სახლს მიადგება.
დასტრიალებს კვლებს და ბარდებს
მოფუსფუსე ბაღში ცირა,
ლამის ციდან ჩამოვვარდე
იმნაირად გაიცინა.
ზღვამ ტალღები გადივარცხნა,
რომ ჩამოჰგავს დალალს მისას,
ლამის ძარღვი გამენასკვა
ამოდენა განცდებისას.
არა, არ ღირს დაბრუნება!
მაგრამ ცნობა დამებინდა,
გოგოვ, რატომ გეღიმება,
ჩემი გადარევა გინდა?!
 
nukriaДата: ორ, 19.01.2015, 17:28 | Сообщение # 308
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი ვლახურიდან (80-ე ენა)
უცნობი ავტორი
ვლახური სიმღერა პატარა ქალო, პირმომცინარე,
არ წამოხვიდე ჩვენსას,
შუა მოღელავს დიდი მდინარე,
ვერ გადმოლახავ შენ მას.
მე კი დიდ თევზად გარდავიქმნები,
ტალღებში შევალ, არ დავფიქრდები,
არვის დავუთმობ შენს თავს. პატარა ქალო, პირმომცინარე,
არ წამოხვიდე ჩვენსას,
ჩვენს შუა გაწვა ქედი, მყინვარი,
ვერ გადმოლახავ შენ მას.
მე თავად გნოლად გარდავიქმნები,
მაგ მაღალ ქედზე გადმოვფრინდები,
არვის დავუთმობ შენს თავს. პატარა ქალო, ფრთხილად იყავი,
არ წამოხვიდე ჩვენსას,
დედამთილია ჩვენს შორის, ავი,
არ გამიხარებს შენს თავს.
ღრძო დედამთილთან კეთილი რძალი,
გვიჯობს ვეძებოთ სხვა გზა და კვალი,
სადაც ვიქნებით ერთარს. Nu ti arade feata n'ika
nu yinu la noi.
La noi are vale mare.
Nu vai pots s u tretsa.
Pashte mare vai mi faku,
zh valea vai n'u treku
sh eu la voi vai yinu. Nu ti arade feata n'ika
nu yinu la noi.
La noi are mundz analtsa.
Nu vai pots s u tretsa.
Pitrunikl'e vai mi faku,
sh munzl'i vai n'l'i treku,
sh eu la voi vai yinu. Nu ti arade feata n'ika
nu yinu la noi.
La noi are soakra araua
Nu vai pots z banedza
Soakra araua, oara buna,
doaule vai tritsem,
zh doaule vai banam.
 
nukriaДата: ოთხ, 21.01.2015, 01:59 | Сообщение # 309
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟაკ ბრელი
კვეთება (დონ კიხოტი)

ოცნებაში ოცნების გაგრძელება,
განშორების სევდის წაყოლიება,
მოგზაურის დამდაგავი ცხელება
და უვალი ბილიკების ძიება.

სიყვარულის უსამანო წყურვილი,
შმაგი ვნება, ლამის სნებად ქცეული,
არცა ძალა, არცა რამ საჭურველი,
მხოლოდ ნება და ვარსკვლავი რჩეული.

მე მიზნად დავისახე
ლტოლვა ვარსკვლავისაკენ
და არა მსურს ვიდარდო
დანაკარგები და დრო,
სიმშვიდე არ მინდება,
სასო არ მეკვეთება,
მხოლოდ თავდადება და
შემართებით კვეთება,
მსახურება გულისთქმის -
ბრძოლა სიყვარულისთვის!

მე არ ველი ამისათვის შექებას,
თუმც კი გული საგულეში მექნება,
ქალაქებს კი ლუში ლაფით შეღებავს
თანაგრძნობის შეგრძნება.

კვლავაც ვიწვი, თუმცა დავწვი ყოველი,
კვლავაც ვიწვი, თუნდაც ზღვარსგადამცდარი,
რადგან ისევ მიხმობს მიუწვდომელი
ჩემი ბედის ვარსკვლავი.

La quête ( Don Quichotte )

Rêver un impossible rêve
Porter le chagrin des départs
Brûler d'une possible fièvre
Partir où personne ne part

Aimer jusqu'à la déchirure
Aimer, même trop, même mal,
Tenter, sans force et sans armure,
D'atteindre l'inaccessible étoile

Telle est ma quête,
Suivre l'étoile
Peu m'importent mes chances
Peu m'importe le temps
Ou ma désespérance
Et puis lutter toujours
Sans questions ni repos
Se damner
Pour l'or d'un mot d'amour
Je ne sais si je serai ce héros
Mais mon cœur serait tranquille
Et les villes s'éclabousseraient de bleu
Parce qu'un malheureux

Brûle encore, bien qu'ayant tout brûlé
Brûle encore, même trop, même mal
Pour atteindre à s'en écarteler
Pour atteindre l'inaccessible étoile.
 
nukriaДата: ოთხ, 21.01.2015, 02:01 | Сообщение # 310
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარაბდელ მამას
(მეუფე თადეოზს)
***

დღეს სხვანაირი ხმები ჰქონდათ
სიონის ზარებს,
“წმინდათა თანა განუსვენე"_
მრევლი მღეროდა,
უფლის მხედრები ეწვიაო
მხარეს_ ლაზარეს,
წმინდათა დასი,
ზეციური საქართველოდან.

ნათელი ნათელს შეეგება,
დადგა ცისკარი,
სულის გზას უცებ გაეფანტა
ნისლი და მწუხრი,
გამოუხსნიათ ანგელზებს
სწორედ ის კარი,
სადაც ნამდვილებს შეუძლიათ
მოყარონ მუხლი.

“ნუ ტირი” _
ცრემლი ურწმუნოთა გზებს აზანზრებს,
ხატად შექმნილი,
ლოცვაში თუ იპოვის ძალას,
დღეს სხვანაირი ხმები ჰქონდათ
სიონის ზარებს,
მიაცილებდენენ,
მზის-გულიან მარაბდელ მამას.

წასვლამდე, კიდევ დაგვლოცეო,
გოდებდნენ გვამთან,
"განუსვენეო"…
დარდმოსილი მრევლი მღეროდა,
და მოდგა ქრისტე მხედრებითურთ
სიონის კართან,
წმიდა მხედრებით,
ზეციური საქართველოდან.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость