კობა ჭუმბურუძე - Page 36 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 02:06 | Сообщение # 351
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი ფიჭვის ფუღუროში
მოუწყიათ ციყვებს სკოლა,
არის ერთი ღრიანცელი,
ფუღუროდან გირჩის სროლა.
მგელს და ირემს, შველს და სპილოს,
და მელია ცრუპენტელას,
ყველას მოხვდა თითო გირჩი,
თითო კოპი აზის ყველას.
იღრინება ყველა მხეცი,
არწივისგან ითხოვს შველას,
ციყვები კი ანცობენ და
იმღერიან დელი-დელას.
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 06:35 | Сообщение # 352
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სიცხის ბუღში შადრევანი
არის კარგი საცქერი,
ჯერ მიწიდან ცისაკენ გარბის,
ვით უკუღმა ჩანჩქერი,
სადღაც, მაღლა, შეჩერდება,
წამით დაეძინება,
მერე თავქვე დაქანდება,
თქორად დაეფინება.
- თოვლის პაპას შევუთვალოთ, -
მეუბნება ლევანი,
- ჩვენს ეზოშიც ააშენოს
პატარა შადრევანი.
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 06:37 | Сообщение # 353
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაზე ნაირ-ნაირი
შეფენილა ღრუბელი,
ის - პატარა სპილოა,
ის - ვეება კურდღელი.
ის - სამთათა ბელია!
ის - ორკუდა მელია,
ყველა ღუნღულაა და
ჩასახუტებელია.
მიცურავენ ღრუბლები
შორეულ ქვეყანაში,
სხვა ბავშვებსაც ხომ უნდათ
მსგავსობანას თამაში.
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 08:10 | Сообщение # 354
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარდობს დრუნჩა დათუჩა
- რად ვარ ასე უცები,
ჩემს დაკრეფილ ყაყაჩოს
სულ გასცვივდა ფურცლები.
ამ ბაბუაწვერას კი
თეთრი თავი უქრება,
დედიკოსთვის მინდოდა
თაიგულის ჩუქება...
დედა დათვი გასცქერს და
მზერით ეალერსება,
გული უჩუყდება და
თვალი ცრემლით ევსება.
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 14:41 | Сообщение # 355
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- დღე მშვიდობის მელანო!
- გაგიმარჯოს მელუკა!
- სახლში კარგი ჩაი მაქვს,
პურუკა და ყველუკა.
იქნებ შემომიარო,
რაღაცას მოგიყვები,
წუხელ ჩამოფრენილან
გადამფრენი იხვები,
ჩვენს პატარებს არ აწყენთ
იხვის მსუყე წვნიანი,
ჰოდა, ერთი გეგმა მაქვს,
ჩვენებური, ფხიანი.
- გაიხარე მელუკა,
ინტერესით ვიწვები,
ერთ საათში შენთან ვარ,
ამ ჩემს კუდს გეფიცები.
 
nukriaДата: კვ, 08.03.2015, 13:44 | Сообщение # 356
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყნად რაიმეს მსგავსი როდია,
ახლა რომ გულში რეკს მელოდია,
მისით სავსეა ეს მოლოდინი
და მონატრება ზეცისოდენა.
ჰოდა მოვდივარ, ისე ახლო ვარ,
ეს სიახლოვე მაშინებს მხოლოდ,
ან იქნებ მელი, იქნებ გახსოვარ
და კეთილია ამ ზღაპრის ბოლო,
მოვდივარ, უკან დასახევს ვინგრევ
და ჩემი თავი მეუცხოება,
რაც უფრო მეტი ხალხია ირგვლივ,
მით იოლია განმარტოება.
მღვრიე ლაქათა უსიერ ტყეში
წუხელ ნასიზმრებ თვალებს დავეძებ,
ვიდრე აპრილის უცები თქეში
აგრიალდება სახურავებზე.
აპრიალდება ზღაპარაპრილი,
დაბრილავს ნუშის თეთრი სურნელი,
სიმღერის ვალი არ მაქვს გაბრილი,
არც თავის შველის არ მაქვს სურვილი.
როგორ გიხდება აქაურობა,
ეს ცა, ეს ქუჩა და ხმაურობა…
მოდიხარ, მოგდევს და დალალებზე
გელამუნება ქიზი ნიავი,
ვის გაუგია მისი სიავე,
ნუ უბრაზდები, გეთამაშება
მოალერსე და მოლოლიავე,
ცეტი ბიჭივით მოიქაქანებს
სველ ქვაფენილებს და ფილაქანებს.
ნათქორალ ტოტებს მიმოაქანებს,
რომ გაზაფხულის გაგწუწოს ლეშხით,
რამეთუ შავი თვალების ეშხით
მე კი არა და ნიავსაც შეშლი,
მოდიხარ ქუჩის სიფერმკრთალეში,
მთვარის საფერი ბაკმით ბურვილი
და ვიძირები მე შენს თვალებში
და თავის შველის არ მაქვს სურვილი.
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:02 | Сообщение # 357
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული რო გაგტანჯავს, მაშინა ხარ ცოდო, თუ ხარ,
თმაკუნაპეტს, ბაგემარჯანს, ან სიზმარში სად წაუხვალ,
თუმც ამაოდ გამიხარჯავს სააშიკო გარჯილობა,
საიმედო არსით არ ჩანს, არის ქიშპი და ცილობა,
ყველა კუდურს, ყველა არჯალს, მოსდომია მაცილობა,
ვინ შეგარჩენს თურმე ჯანჯალს, უნდათ ჩვენი დაცილება,
ყური მეგდო, ხომ მიჯობდა, ჭკუას ქე რო მარიგებდი,
ალბათ ჭკუა არცა მქონდა, თორემ რად ვერ გავიგებდი.
აკი მითხარ – ბიჭო, ნეტა უნაგირზე გადამკიდო,
ქვეყნის კიდე იპოვე და გადამმალე, ანდა კიდო
ნუ გაამხელ დაფარულსა, თორემ შეგვიშურებენო,
„შეგვიტყობენ სიყვარულსა,
დაგვაშორიშორებენო“…
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:02 | Сообщение # 358
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხანდროს, როცა დაღლილ ქალაქს ფორიაქის შნო აღარ აქვს,
როცა მისი შმაგი ვნება მიცხრება და მინელდება,
როცა რული ეკიდება სულს, სიმშვიდემონაშიებს, ხოლო კაბადონი ტატნობს ძოწად შემოიარშიებს,
მხოლოდ ქუჩის ქარი არ თმობს და არ იშლის ზუზუნ-შრიალს, იყუჩე და შენც მოგართმევს მოტაცებულ მელოდიას, რადგან სადღაც, ახლო-მახლოს მოსიმღერე ქალი სახლობს.
გული ხშირად შეუძრია განცდას, მისგან გამონახმობს.
ამ სიმღერას შეუძლია მეშვიდე ცას მიგაახლოს, სულში სევდა ჩაგისახლოს ან იმედი გაგიახლოს.
ქალი მღერის და გიტარას წყურვილი აქვს უკეთ ჟღერის, შთაგაგონებს რაგინდარას უცხო ნუსხი ამ სიმღერის და თუმცაღა აზის დაღი უცნაური ბედისწერის, არის ღუღუნა და ლაღი, დარი ჩვილი ფშანის ჩქერის.
ხოლო მოკამკამე თაღი, ოცნებებით დასალახი ზეცის, ჯიქურ ლილაფერის, არის უსასრულოდ წმინდა…
ქალი მღერის, შორი გზიდან რახანია სატრფოს ელის და გიტარის გრძნეულ სიმებს, მის თითებში მოზიმზიმეს, გინდა სულ უსმინო, გინდა დიდხანს, დიდხანს გაერინდო ამ ღვთაებრივ ჰარმონიას, ხან წკრიალას, ხან მონიოს…
და თუ ადრე მე ეს ჰანგი მაგონებდა ყვითელ ფოთოლს, ახლა მოსდევს სულ სხვა ბანგი, სხვა სული სურს მოგაწოდოს.
ხოლო ქარით დაღლილ ქუჩებს ნება-ნება ეფინება მწუხრი, თალხი და ცრიატი.
და დაისის გაბრძოლება, სხივი, ურჩი და თავნება, ჩასაქრობად აწრიალდა.
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:04 | Сообщение # 359
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც შენ გიხილე, მინდვრის ღიღილო, არ მინატრია სხვა რამე უნჯი, მე მენატრება შენი ღიმილი და ეგ თვალები, ზღვასავით ლურჯი.
თუმცა, ხმამაღლა ვერ ვაღიარებ, და თუ ოდესმე გავბედავ ამას, დაუშურველად გაგიზიარებ ასე წამლეკავ და ასე ლამაზ სიგიჟეს, ჩანგად რომ შეგაღერებს და აგაჟღერებს ისეთ ჰანგებად, მთელს თვალსაწიერს რომ აამღერებს და ჟერჟელიად დაექარგება,
დაეკარგება კაბადონს ჭერი, აღავღავდება ყოველი მუნჯი…
მე ცისარტყელამ მაჩუქა ფერი, აპრილის წვიმის შევკარი ფუნჯი, დავიმორჩილე რითმები შერი და მოვარჯულე სტრიქონი ურჩი, რათა დავხატო ღიმილი შენი და ეგ თვალები ზღვასავით ლურჯი.
გულისნადები, რაც ვერ გითხარი, უდაბურ ქუჩებს გავანდო ლამის და ეს სიმღერაც პასუხი არი ჩაბარუხივით მბორგალი ღამის.
ეჰეჰეიიი…….
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:04 | Сообщение # 360
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმებს, რომლებიც ასე მაგონებს ცაში დაკიდულ ოცნების სიმებს, ზღაპარი, ჩვენთვის გამონაგონი, მოუტანიათ ვერცხლისფერ წვიმებს,
უცხო ზღაპარი ძველი ჭადრების, კედლებიანად სველი ქუჩების, შენი ლოდინის და მონატრების და თმების წვიმით ახუჭუჭების.
გამო, მოგიხმობს ცეტი თქეშელა, ვიდრე ქალაქი ფანჯრებს დახუჭავს, შენი წითელი ქოლგა გაშალე, ყაყაჩოსავით დაშვენდი ქუჩას.
ნუ შეგაშინებს ჩქაფი და ღვაფი, ნახე გაზაფხულს რა პირი უჩანს. გარეთ გამო და დაშვენდი ქუჩას, ცუღლუტ ქარს ანდე ფრიალა კაბა.
ჩვენ ეს წვიმები დაგვიტოვებენ ცისარტყელების უნაზეს ხიდებს, მეშვიდე ცისკენ გადებულ ხიდებს დაგვიტოვებენ ჩვენ ეს წვიმები,
წვეთები, სევდით დანამძიმები ჩამოგაფარებს ციმციმა რიდეს, მე კი ამ ბორგვას რა განმარიდებს, მელექსები და მეციმციმები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость