კობა ჭუმბურუძე - Page 37 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 10.03.2015, 10:19 | Сообщение # 361
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოთევზავე გოჭუნები
დაინახა რუხმა მგელმა,
გადაყლაპვა მოუნდომა
მსუნაგმა და საძაგელმა.
დაინახეს პატარებმა
და გაფრინდნენ, როგორც ქარი,
თავის სახლში ძლივს შეასწრეს,
მიუკეტეს ცხვირწინ კარი.
გაწბილდა და დააბჩინა
რუხმა მგელმა ავი ხახა,
გოჭუნები იცინიან:
უ-ხუ-ხუ-ხუ!
ვა-ხა-ხა-ხა!
 
nukriaДата: სამ, 10.03.2015, 10:20 | Сообщение # 362
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნინოს ბოტები უყიდეს,
თეთრი კრიალა, პრიალა,
უთხრეს - ტალახში ჩაიცვი,
ასეთ სიცხეში კი არა.

გოგოს თვალებზე მოადგა
ცრემლები დიდრონ-დიდრონი:
თქვენ ეგ ბოტები ჩამაცვით,
ტალახს თვითონვე ვიპოვნი.
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:14 | Сообщение # 363
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენებური მისამღერები

***
მამამ გვითხრა, რომ სულ მალე
ვიბანავებთ ზღვაში,
გინდ სილაში გავეხვევით,
გინდ ჩავსხდებით ნავში,
ტაშიიიი....
***
ქარო, ციდან ღრუბლები
ნეტავ მალე გალალო,
გარეთ გვინდა თამაში,
გთხოვთ არ დაგვაზარალო,
ჰარალი და ვარალოოო...
***
გაზაფხულდა, იებმა
გააჭყიტეს თვალები,
მწვანედ გადაიღება
ველები და ჭალები,
ლალები და ლალებიიი...
***
რა ძნელია, მეგობარი
თუა სახლისოდენა,
ბელს სპილუკა ესტუმრა და
მთელი ეზო მოთელა,
აბა დელი ოდელააააა....
***
- ხუთი ძაღლი დავკბინეო -
ტრაბახობდა მელია,
თუმცა მისი მონათხრობი
დაუჯერებელია,
ოდელია დელიაააა...
***
ჩვენს ბეკეკებს ნუ აშინებ
მგელო, გადამთიელო,
თორემ მწყემსი კომბალს გდრუზავს,
მსუნაგო და ტიელო,
დიელოოო...
***
მელაკუდამ ვარიები
რომ ვერ მოინადირა,
- მგლების ხროვას მოგიქსევთო -
ძაღლებს დაექადილა,
ჰადილააა...
***
მასწავლებელს ეუბნება
პაწაწინა წერო
- მე კალამი არ მჭირდება,
ნისკარტითა ვწერო,
რეროოოოო...
***
აბეზარი სიცივე
მზემ სხივებით გაშოლტა,
გაიძურწა ზამთარი
და მთელი წლით გაგვშორდა,
რაშოვდააა...
***
ბებომ სასუსნავისთვის
დადგა რკინის კარადა,
ვეღარ მოვლენ თაგვები
კაკლის მოსაპარადა,
ვორუდილა ვარადააა...
***
ნიკამ ციგა გორაკის
წვერზე ამატანინა,
მერე ერთად დავეშვით,
ოდელია რანინა,
რანინაააა...
***
ქალაქს სიცხის ბუღი ასდის
მზევ, შეგვიბრალეო,
ეგ ჩხუტუნა სხივი ღრუბლის
მიღმა დამალეო,
დივლი დალალეოოო...
***
ცაა მუქი ლილაო,
მალე მოვა დილაო,
მზეს შეეგებებიან
თიკუნა და ლილეო,
ლილეოოო...
***
გაზაფხულმა ზამთარს უთხრა
- დადგა ჩემი ჯერიო,
უკვე დროა იასამანს
დაუბრუნდეს ფერიო,
ჰერიოოო...
***
გოგლას, დაბადების დღეზე,
მამამ სპილო მოუყვანა,
იმხელაა, ერთ ჭამაზე
არა ჰყოფნის ორი ყანა,
ოჰოი ნანა...
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:33 | Сообщение # 364
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდით, ჩამოვყვეთ თავიდან,
რას გვაგონებენ ციფრები,
მსგავსების წარმოდგენისას
გაგვიტაცებენ ფიქრები.

ნულით დავიწყებ და ამ ნულს
ბლითს შევადარებ, დაბრაწულს.

ერთიანი კი ჩამოჰგავს
მწყემსის გამოთლილ კავკომბალს.

ორი გედსა ჰგავს ძალიან,
კისერი მოურკალია.

ნალს რომ ნალი მივუმატე,
სამიანი გამოვხატე.

ოთხი საოცრად ჰგავსაო
ამობრუნებულ სკამსაო.

ხუთიანია ნამგალი,
ყანა მოელის, სამკალი.

ექვსი ძალიან მაგონებს
ბოქლომს, ბებიკოს ნაქონებს.

შვიდს კი სხვა სახე რგებია,
კოლხურ ცულს დამსგავსებია.

რვის პოვნაც არის ადვილი,
თოვლის პაპაა ნამდვილი.

ცხრიანისათვის დავეძებ
ვეშაპს, შესკუპულს ტალღებზე


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 11.03.2015, 20:34
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:35 | Сообщение # 365
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის აქ იყო, როდესაც
ქალაქს თოვლი ებურა,
ყველა ჩიტი გაფრინდა,
დარჩა მხოლოდ ბეღურა.
აქ, ჩვენს გვერდით დარჩენა,
თითქოს მათი ვალია,
არ აშინებთ ზამთარი,
თოვლის დიდი გალია.
ტოტზე აბუზულები
სხედან ყინვის ურჩები,
რომ არასდროს ვიხილოთ
უჩიტებო ქუჩები.
და თუ მათ ერთგულებას
ვიწონებთ და ვაფასებთ,
ყოველ დილით საკენკი
დავუყაროთ რაფაზე.
 
nukriaДата: ხუთ, 12.03.2015, 18:11 | Сообщение # 366
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაძმობილდნენ ნორლანდი,
ოლანდი და ნულანდი,
ცოტა დაითათბირეს
და გაუდგნენ გზას,
მათმა შეშფოთებებმა
დაგვიყვანეს ნულამდი...
ჩვენი ჭკუით რაცა გვჭირს,
ნუ ვაბრალებთ სხვას!
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 15:11 | Сообщение # 367
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეგობარ ვეფხს ვირმა ტყავი
როცა ანდო შესაღებრად,
ამის შემდეგ მისი მოდგმა
ზოლიანად იქცა ზებრად.
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 15:13 | Сообщение # 368
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფედია ჩუდეცკის

იყო ღრმა ფილოსოფოსი,
სახელად ერქვა სპინოზა,
ის ქადაგებდა: რათა სომთ
ამდენს არაყს და ღვინოსა.

ეს რომ სიკვდილმა გაიგო, -
სთქვა: ცოტა მამითმინოსა,
გამაუქროლა სპინოზას -
და მტვრად აქცია სპინოზა!

ესე ამბავი სახუმრო -
სერიოზულზე მეტია,
რაც დღე დააკლდა სპინოზას -
შენ შაგემატოს, ფედია.
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 18:56 | Сообщение # 369
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- ბებო, ბაღში სპექტაკლი გვაქვს,
მე გვირილა ვიქნები,
თეთრი კაბა სად ვიშოვნო,
არ მასვენებს ფიქრები.
ბებომ ეს რომ მოისმინა,
დიდხანს არ დაახანა,
ჩიქ-ჩიქ-ჩიქ-ჩიქ - აფუსფუსდა
საკერავი მანქანა.
მალე კაბაც დაიბადა,
უხ, რა მშვენიერია,
შენ ბებიკო კი არა და
ხარ ზღაპრული ფერია.
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 10:45 | Сообщение # 370
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეკითხება ძაღლი თხას
- გორაზე რომ სახლი დგას,
იქ ვინ ცხოვრობს, არ იცი?
თხა პასუხობს ამ კითხვას
- მეეეეე!
- მაშინ, გეცოდინება,
სახლის პატრონს ძაღლი ჰყავს?
თუ ჰყავს, მითხარ ვინ არის?
თხა პასუხობს ამ კითხვას
- მეეეეე!
- აუჰ! ეს რა გავიგე!
როგორ ანდეს სახლი თხას?
ან პატრონი ვინ არის?
თხა პასუხობს ამ კითხვას
- მეეეეე!
- მივხვდი, შენ რომ არ იცი,
ხომ არ მირჩევ ვინმე სხვას,
სახლის პატრონს ვინ იცნობს?
თხა პასუხობს ამ კითხვას
- მეეეეე!
- ჯერ სიმართლე არ გითქვამს,
როგორ გაგცემ აწი ხმას,
ბრაზით დავკბენ ვიღაცას!
უცანცარებს წვერი თხას
- მეეეეე!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
ძებნა:

მოგესალმები Гость