სანებლიძე თამაზ - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
სანებლიძე თამაზ
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 00:15 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მხატვარი ვარდა ისიც მესმის
თავისუფლება
ჩემი სტილია,

ვცდილობ რასაც ვგრძნობ
გამოვთქვა სიტყვით
და სხვა გზები კი
ჩალეწილია.

იმ ოცნებებში
ახლა რომელსაც,
ვცდილობ დავხატო,
დავწერო თუნდაც,

გამახსენდება
ალბათ რომ დღესაც
კაფეში ისევ
ვერ ვიხდი ხურდას.

ან ხელოვნებას
ანდა სიგიჟეს
რომელიც მძლევს მე
იმას გავყვები.

ამ მხატვრობასაც
ავიჩემებ და
ან პოეზიას
ერთი გარეკვით

ან მოყუდებით
სულ მთლად ჩავცლიდი!..
 
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 00:24 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული მიფეთქავს, მიბაგუნებს აღტაცებული, როგორც მუჭაში გამომწყვდეულ ციცქნა ჩიორას, ალბათ, ის კაცი არ იქნება მირონცხებული, ვინც იხილავს და არ შეაქებს ლამაზ ჭიორას. ხასხასა თოვლით დაფარული მთების ალყაში ტურფა ქალივით მოკეკლუცობს რიონი ლურჯად, რაჭველ კაცს უკვე ჩაუგია ხმალი ქარქაშში და ცელი კვესავს ელვასავით, სიცოცხლის ბურჯად. შოდას გასცქერის მონადირე თოფშემართული, რომელიც არჩვებს ემუქრება თავზე დაცხრომით, ძარღვებში უჩქეფს ალისფერი სისხლი ქართული, ჭკვიანი არჩვი ლოღორიდან უცქერს განცხრომით, საქართველოში რა გამოლევს წმინდა სალოცავს, რაჭაში ლოცვის მეუფლება ჟინი ცხოველი, სოფლისა თავში გადმომდგარა “კვირაცხოველი” მაღლით დასძახის, ჭიორლებო, ღმერთი დაგლოცავთ
 
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 02:35 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ თუ ძალგიძს,დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს,სიმხნედ,შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა,
თუ ძალგიძს,მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,
თუ შეგიძლია,სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონა,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად,
თუ შეგიძლია,აიტანო სიმართლე შენი,
ბრბომ,სულმდაბალმა,ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული,სიცოცხლის დღენი,
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.
თუ შეგწევს ძალა,მაგიდაზე დაყარო ჩალად,
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად,წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით.
თუ შეგწევს ძალა,წარბი შეკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს,გამაგრდე და ივარგო ასწილ
და ეს კი მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს,
ნებისყოფაღა გეუბნება “წინ-მეთქი, გასწი!”
თუ შეგწევს ძალა,ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს, არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.
თუ შეგწევს ძალა,გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ,შენია,შვილო ჩემო,ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას, ამინ!..
 
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 02:56 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ გამოვდივარ ოთახიდან,
გზა არის უიღბლოდ ცარიელი,
ყველას ჰყავს თავისი მოცარტი და,
ყველას ჰყავს თავისი სალიერი...
 
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 21:08 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათენგენობაა, დღეობა,
ხუცესი ჯვარშია შესული,
ჩამოდის ბილიკზე სიმღერით
შემთვრალი მელექსე ხევსური:
“...თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო...”
დასტურებმ უძახეს გაღმიდან:
“გამახედ აბიკავ, დავლიოთ...
ვადიდათ ღმერთი და ჯვარ-ხატი,
(მედროშენ ჭიმღისკე მიდიან..)
ვადიდათ პირიქით ხახმატი,
პირაქეთ ამღა და მინდია”.
თვალი დაიმწუხა აბიკამ,
მოჭუტვით გაღმივნებს ხედავდა,
ფანდური ბეჭებზე მაეკრა,
ხელში ჩაუბღუჯა ხელადა.
... თუმცა კი ხმალ-ხანჯარ მორტყმული,
წარბშეკვრით ყორეებს ჩასცილდა:
“ბევრა ვსვი, ყელში მაქვს მოსული,
თაოდ თქვით ღმერთიც და კაციცა.”
ბილიკს დაღმს დაუყვა ჯავრითა,
სიმღერით მიმართა ყალიონს:
“თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო.”
 
nukriaДата: პარ, 10.06.2016, 21:09 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-სად წახვალ, ასეთ ქარბუქში,
ძაღლს არ უშვებენ გარეთა,
რაც ძაღლზე გამოვიგონეთ,
კაცს ნუღარ დააბრალებთა,
შენ კი როდემდის იდგები
თვალცრემლიანი კარებთან...
ვინ მისცა სახლი, საწოლი,
სულს მობუბუნეს ქარებთან?!
-რაც უნდა ვიყო, ვინც არა,
ძაღლს ნუღარ დამამგვანებთა,
მიმკერძეთ ღამის აჩრდილებს
ჩემფერათ მოწანწალეთა,
ნურც ვინ ქარბუქით მაშინებთ,
ნურც ნურვინ შემიბრალებთა,
არც არვის დგომა მჭირდება
თვალცრემლიანის კარებთან...
არ დაგიცივდეთ ძაღლები,
ნუ გამოუშვებთ გარეთა.
ხარხელაური
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 00:04 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 00:04 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუმარჯოს ორ ზღვა შუა გადაშლილ მთებს
მთის კალთებზე გადმოვარდნილ ჩანჩქერებს
ხეობაში მდორედ დენილ მდინარეებს
და იქ გაზრდილ შავ თვალება ქალ-ვაჟებს.
კახეთის ველის ასწლოვან ვაზებს
მის სიახლოვეს კვლავ სავსე მარნებს
მრავალ ჭირნახულ ციხე-ქალაქებს
გასაჭირი რომ ბევრჯერ ანახეს
ღმერთი ჰფარავდეს ქართულ ქალაქებს
წარსულში მიტოვებულ ნაქალაქევს
მუდამ მდუმარე სვანურ კოშკებს
სიდინჯე ძველთაგან რო მოსდევს
არაგვის ხეობის სალოცავებს
ხევსურეთს მიტოვებულ ქავის კარებს
ომში დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს
მტერს თვალზე ცრემლი რომ არ ანახეს
დინჯი ვარძიის გამოქვაბულებს
ხმლებს თუშის ნაჭედს გადანახულებს
ქართველთა მიერ მოზიდულ მშვილდებს
დაბლა რომ სცემდა მტრის წინა რიგებს
დროს როს ქართველი თვალებს ახილებს
მებრძოლთა გასანხნევებელ შეძახილებს
ომის მოგების წამებს განცდილებს,
ქართველთ კიჯინას მტერს რომ აწბილებს.
გაუმარჯოს იმ მიწის მხვნელებს
ადათ-წესების შენომნახველებს
გასაჭირში კი სამშობლოს მცველებს
ქართული სულის გამომჭედელებს.
სამშობლოსათვის ალესილ ხმლებს
და მის დაცვაში გალეულ წლებს
ვაჟკაცი კაცის იმ პირმთელ ხანჯლებს
ტყუილ უბრალოდ ხელს რომ არ ახლებს.
ღმერთი ჰფარავდეს იმ ქართველ ქალებს
რომ შიუქმნიათ ის ღვთიურ ძალებს
და ქართველობამ გაუძლო წლებს
კვლავაც რომ გაზრდის ალგეთის მგლებს.
გაუმარჯოს ტბებს სხვადასხვა ფერებს
ბარაქიან სისხლით მორწყულ ველებს
მყარად ნაგებ სახლის ჭერებს
და სამშობლოსთვის გარჯილ ხელებს.
შავი ზღვის მჩქეფარე ტალღებს
მასზე დამყურე კლდის ხავსებს
სამშობლოსათვის გასროლილ მასრებს
და ტყეებს მუდამ ასე რომ გვავსებს.
გაუმარჯოს ეკლესიის ცამდე აწვდილ გუმბათებს
ყაზბეგის მყინვარს, კვლავ თოვლს რომ ადებს
ქართლში დაწერილ ჩვენს წმინდა ხატებს
სულში სიმშვიდეს ასე რომ გვბადებს.
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 00:07 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იარე დაუღალავად -
თავი ჩაგიკიდია
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების
უფლის განგება დიდია

ნაზად შესცინე ქვეყანას
შენს ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა:
მყინვარს დამღერე ნანინა
ზეციდან გადმოკიდულსა

კარგად იცოდე, რომ ერთხელ
ძირს დაცემული, ჩაგრული
კვლავ აღემართის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული

მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზედ საამოდ
სხივები შეათამაშე.

მეც გადავიხსნი საკინძეს
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს ვცემ
ქვეყნად შუქ-მომფინავესა
 
nukriaДата: შაბ, 11.06.2016, 19:24 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო არდოტის წყალ-ჭალავ,
წავალ და გაგეშორები,
მერე სხვამ ზიდოს წისქვილში,
სადატიობო ფორები.
ბორბალოს გადაივლიან,
გადასერავენ ქორები;
ტანზე აღარვის ეცმევა
მამ-პაპათ ჯაჭვის თორები.
აღარც მანდილი იქნება
აღარც ჯარა და თხორები.
ციხენი დაიშლებიან,
აჭინჭრდებიან ხოლები.
ქორწილებ აღარ იქნება,
აღარ იდენენ მთხოვლები...
უფალო, გადაარჩინე
ყუნწზე მისულებ ფხოვლები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სანებლიძე თამაზ
ძებნა:

მოგესალმები Гость