ნანა მეფარიშვილი - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 20.06.2014, 21:05 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალმა მითხრა, დაგყვებიო ფეხდაფეხ ახლოს,
როცა ეცემი, დარდიანი ვდგავარო შენს წინ.
არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს,
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვი.

მე გაგიკვალე გზა–სავალი, რას ეძებ კიდევ?!
სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი,
განსაცდელისთვის, თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე,
ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.

მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს,
მომენდე შვილო ,განაგდეო ავი და ბნელი
და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაჰყოფს,
მანამ მომყევი, თორემ მერე ვეღარ გიშველი.

უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,
დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე,
მე ვარომ ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას,
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე.

მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული,
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
სნეულებასა შინა მყოფებს მე თავად ვუვლი
და გასაცდელში ჩავარდნილებს წყალობით ვლოცავ.

მითხრა, რამდენჯერ არ მესმოდა ძახილი მისი,
განწმენდილ გზიდან მერამდენედ ვიბრუნე პირი,
თუმცა იყავი, ჩემი ხელის გაშვების ღირსი,
რომ მალამაზებს, მონანული როდესაც ვსტირი.

ის იდგა ახლოს, ისე ახლოს.. და ცრემლის ზღვაში,
ვახრჩობდი წარსულს, დამქანცვოდა ყველა იმედი,
გასაცოდავდა მეტყველება და უფლის ხმაში,
გადაიშალა ყველა მადლი, თუნდაც მცირედი.

გადაეყვლიფა მუხლის თავებს ბინძური ცოდვა,
რად გინდა ყოფნა, თუ ამაო დღეებით ჰკლავდე,
ავკინძე ერთად უსარგებლო ცხოვრება ჰოდა,
უფლის ფეხებთან ცრემლიანი ხელებით დავდე.
 
nukriaДата: პარ, 20.06.2014, 23:13 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმაღლე მაშინებს, ნუ ამწევ იქამდე,
ჩამკიდე ხელი და თვალებში შემოდი.
სიზმრებად კი არა, ცხადში მსურს გიყვარდე,
რამეთუ, ახდენილ ნატვრებად გელოდი. დავხურე ოცნების ფერადი წიგნები,
აღარ მსურს მტირალა ბავშვივით მჯეროდეს,
შემხედე, უფრთოდაც ღიმილით ვინთები,
მიუშვი, სიყვარულს მიწაზე მღეროდეს. ნუ ამწევ, საშინლად მაშინებს სიმაღლე,
შიშველი ტერფებით მოვივლი ნაპირებს,
მაშინაც ხომ გახსოვს, რარიგად ვინაღვლე,
დღეს უკვე დავქალდი და შიში მაკვირვებს. ნატვრებით განვლილი დღეები მაკმარე,
არ მიყვარს ოცნებას ფერი რომ უკვდება,
მიწაზე ჩამომსვი, შენს გვედრდით მატარე,
ზეცასთან ფარფატი ანგელოზს უხდება.
 
nukriaДата: პარ, 20.06.2014, 23:20 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თურმე ყველა მთა ჩემი ყოფილა,
ჩემი ყოფილა მთლად საქართველო,
და ვიდრე გზები არ გაყოფილა,
მინდა უმწეო ლექსები ვწერო. თურმე ჩემია და არ ვიცოდი,
ყოველი კუთხე უფლის ქვეყნისა,
თუმც მისი ცეცხლით მუდამ ვიწვოდი,
თუ მისი ხილვა ისევ მეღირსა. ვიტყვი, უფალმა მაფარა კალთა,
რომ სულზე მისი ხელები მეცვა,
შემომეგებე მამულო კართან,
შემომახვიე ქართული ზეცა. და ვიდრე ვსუნთქავ და ვიდრე დავალ,
არ მოვიღლები რომ გითხრა ჩემო,
იმა სოფელში ვიდრე გარდავალ,
მსურს რომ უმწეო ლექსები გწერო. ვაი, უგნურმა მივხვდი რა გვიან,
თუმც ვიდრე სული არ გაყოფილა,
ყველაფერს რასაც ქართული ჰქვია,
მადლობა ღმერთო, ჩემი ყოფილა!
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 23:43 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტების სავანე ისევ ღამე ჩამოწვა...
და უგონოდ გაწვიმდა,
მიჰყვებოდნენ აღმართებს მუზით მთვრალი ბავშვები,
ამ ღამესაც პოეტებს უმასპინძლებს მთაწმინდა,
მიხვალ წვიმით სველი და უცებ ლექსით გაშრები. ვაჟას გაეღიმება ლოდს გადიგდებს გულიდან,
მობარბაცე პოეტებს გაუღიმებს მგოსნურად,
უკვდავებას უსურვებს შობილს სიყვარულიდან,
გენაცვალეთ, დალოცავს_პოეტები მოსულან. მერე დატრიალდება პოეზია გიჟმაჟი,
და მგოსანთა აჩრდილებს აენთება სანთელი,
ვიდრე მთაზე მოდგება ნაცრისფერი რიჟრაჟი,
შეაფხიზლებს საფლავებს ლექსის კორიანტელი. დაიბერტყავს თბილისი კალთას სველს და ნაწვიმარს,
შეაწყდები სამყაროს, როცა ლექსში იჭრები,
აბა, წვიმა პოეტებს ისე როგორ გასწირავს,
მკერდს უშრობენ მთაწმინდას ლექსით მთრალი ბიჭები. და ირწევა ქალაქი ღამის იავნანაში,
სადღაც სძინავთ ბანგივით, სადღაც მუზა თარეშობს,
პოეტს რა დააძინებს, ამ უზნეო ხანაში,
ფეხზე თუ არ დაუხვდა, უნდა მუზამ გალეშოს. მთვარე სავსე მუცლიდან გადმოაფენს სინათლეს,
სიბნელესთან პაექრობს, ბოროტებას არ აცლის,
ვიდრე დილა მთებიდან კიდევ ერთხელ ინათებს,
და უძილო პოეტებს ლექსი ძალას გააცლის. როცა ცას მოედება მზის ცეცხლი და ხანძარი,
ღამენათევ საფლავებს სხივს დაადგამს საოცარს,
ზარებს ააგუგუნებს ისევ წმინდა ტაძარი,
და მთწმინდის დარაჯებს,
მთვრალ პოეტებს დალოცავს.
 
nukriaДата: კვ, 22.06.2014, 02:01 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გნატრობ გნატრობ, ისევ უშენოდ გამოვედი ღამიდან,
ვერ ვძლებ როცა არა ხარ, სამყაროა ყირაზე,
ნატვრა ისე დავღალე, უკვე ჩემგან გავიდა,
მაინც ვდგავარ ამაყად, უშენობის ჯინაზე. გნატრობ, ჩემი გადაღლა არ იქნება ადვილი,
სიყვარულმა ულევი ძალა გამიზიარა,
ამიხდინე ძვირფასო ერთადერთი წადილი,
თუ შენს ხელებს შემახებ, შეხორცდება იარა. გნატრობ, შენზე ფიქრებით შევეჭიდე მანძილებს,
ნატვრის ხეზე ჩამოვწვი თაფლიანი სანთელი,
გამოვხსენი სარკმელი, აბა რა დამაძინებს,
ჩემი ლექსის მუზა ხარ, ჯერაც ამოსათქმელი. ლანდებიდან გასული აუყევი აღმართებს,
ყველაფერი გითხარი, გულს შევხსენი ლოდები,
სიყვარულის სახელით ყველა სიტყვა ამანთებს,
მელოდეო მითხარი, ჰოდა მეც გელოდები. ნეტავ ქვეყნად რამდენი წყვილია და კენტია,
ყველა შეყვარებული აპრილივით მახარებს,
გნატობ, ეს მონატრება გულში თუ ჩამეტია,
თვალს მაყოლებს უცხო და ნაცნობივით ხარხარებს. გნატრობ, ჩემი გადაღლა, აბა როგორ იქნება,
ვდგავარ გულის დარაჯად, ასეთია განგება,
მე რა უნდა დამაკლოს დარდიანმა ფიქრებმა,
როცა შენ მაგონდები, დარდიც იქვე მთავრდება. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 03:34 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულის სახარება22 июня 2014г. в 22:531.ღმერთის შექმნილი სამყაროდან განიდევნა მოდგმა ადამის,რადგან ღვთის სიტყვის უარყოფა არ ესმოდა  მაშინ  არავის.თუმც მოწყალებას ზეციერის არ ჰქონია ჩარჩო და ზღვარი,გამოხსნის აღქმა კვლავ დაუდო,  და  გაუხსნა იმედის კარი...იმ დროში  ქალაქ  ნაზარეთში უცხოვრია ქალწულ  მარიამს, რწმენით აღვსილი ყოფილა და  ღვთის მოშიში თურმე ძალიან.გამორჩეული, ღმერთის მადლით გულდამთბარი  და სულით ტკბილი,იოაკიმ და ბერწი ანას ერთადერთი ნანატრი შვილი.დიახ, სწორედ ის მარიამი, ვისაც ღმერთი აკურთხებს შემდგომ,სადღაც შორეთში ციცქნა მხარე– იბერია,  წილად რომ ერგო.და მოუვლინა რჩეულ ქალწულს გაბრიელი მახარობელი,რომ ეთქვა მისთვის: „ნუ გეშინის, იქნებიო ქრისტეს მშობელი“.გაბრიელ იყო ანგელოზი  ღმერთის კარზე, შვენოდა ზენას,ამბობენ თურმე იგი ფლობდა ქალდეურ და სირიულ ენას.გამოეცხადა როს მარიამს მამის სიტყვით ნება დართულად,ვინ იცის იქნებ მიახარა ქალდეურად...იქნებ  ქართულად...შემდგომ ამისა სულიწმიდა გადმოვიდა ქალწულსა ზედა, რომ ცხრა თვის  შემდეგ ეშვა მხსნელი და რქმეოდა იესოს დედა.მიდგომილ ქალწულს კვართის ქსოვა დაუწყია ლოცვა–გალობით, კვართი, რომელიც წლების შემდგომ იბერიას ერგო წყალობით.კვართი, რომელზეც მუხმოყრილი ილოცვიდა სული ყოველი, კვართი, რომელზეც აშენდა და ამობრწყინდა სვეტიცხოველი.2.ვინ იცის მაშინ მარიამი  მამა უფალს რა ენით ხმობდა,როს ქრისტეს პერანგს თვით იესოს მოსასვლელი ქვეყნისთვის ქსოვდა.მოდგმას ადამის მოლოდინის აღსრულების ჟამი ეღირსა, როცა სამყაროს ქალწულისგან მოევლინა მხსნელი_ ძე ღმრთისა.შობა ქრისტესი, წელთაღრიცხვის საწყისი და სათავე ახლის, აღსრულებული სასწაული და წყალობა იესოს ნახვის.მადლიც, იმედიც იშვა ერთად და სიცოცხლე იდგამდა ფესვებს,ეუწყათ როცა მოახლება უპირველეს  მოგვებს და მწყემსებს.ბაგაში იშვა ჩვილი ქრისტე სულით დიდი და თავმდაბალი, სამყაროს ხელა  მზის ნათების, ზეციური სხივის სადარი.როცა წარმართებს კერპების წინ თავს ეხვიათ ცოდვის წყვდიადი,ბეთლების ცაზე ციმციმებდა ვარსკვლავი და სხივი დიადი.ბრძენ–დიდებულებს არ ეუწყათ მოვლინება,  შობაი მისი, მხოლოდ ღატაკნი,  უპოვარნი,  ამ წყალობის გახადა ღირსნი.იდგა იოსებ დამწინდველი ყრმის ბაგასთან გაოცებულიდა  წმიდა ღამეს დაჰგალობდნენ ქერუბიმნი მირონცხებულნი.გამოხდა დღეი ორმოცი და აღასრულეს როგორც წესია,მოკრძალებული შესაწირით მიაბრძანეს ტაძარს მესია.მართალ სვიმეონს სიხარულის აღსრულების დაუდგა ჯერი, რათა ეხილა მოხუცებულს ტაძრად მისულს სამყაროს მხსნელი.სამას წელიწადს მოელოდა ღმერთისაგან ამა წყალობას, „აწ განუტევე  მონა შენი მეუფეო“– მოჰყვა გალობას.დალოცა დედა მარიამი და იოსებ კაცი მართალი,და აღესრულა  სიხარულით,  ვით წერილში იყო ნათქვამი.3.ჰეროდე ისევ მრისხანებდა მოგვებისგან გაწბილებული,ბრძანა მოეკლათ ყველა ჩვილი ბეთლემს შინა დაბადებული.მართალ იოსებს კვლავ ეხილა ანგელოზი _ წადიო ახლა,ეგვიპტეს უნდა შეეფაროთ, რომ იესოს ვერ შესძლონ ნახვა.და ეგვიპტეში გაატარა ჩვილმა  ქრისტემ წლები ყრმობისა,ვიდრე არ დადგა აღსასრული ჰეროდეს,  და ჟამი ხმობისა.მაშინ დაბრუნდა იოსები  მამის სიტყვა როცა ახარეს, დასახლდა იგი ნაზარეთში, გალილეის აღთქმულსა მხარეს.იზრდებოდა და მშვენდებოდა ძე უფალი მჩენი ნათლისა,და იყო  ბავშვი, როგორც დიდი სიბრძნის მფრქვევი, სხივი სანთლისა.ქრისტესთან  ერთად იზრდებოდა კვართი იგი ნაქსოვი ლოცვით,უდიდეს ნათელს მოხვეული და დამთბარი იესოს ხორცით.თორმეტი წლისა როცა გახდა მაცხოვარი იესო ჩვენი, წაუყვანიათ მშობლობს ტაძრად, როს პასექის დამდგარა დღენი.უკან წამოსულთ ძალზედ გვიან შეუნიშნავთ, არ ჩანდა ბავშვი,სამი დღის ძებნის შემდეგ იგი, უპოვიათ ისევ ტაძარში.მჯდარა იესო მოძღვრებს შორის, ყურს უგდებდა ყოველი სული,უთქვამს მარიამს „რა გვიყავო,  გაგვიხეთქე შვილოო გული“მერედა რატომ დამეძებთო_ გაუკვირდა პატარა უფალს,იქ ყოფნა მმართებს, სად მამის არს ყოველიო, დინჯადვე უთქვამს.ოცდაათ წლამდე ის ცხოვრობდა მორჩილებით სახლში მშობელთა,შემდგომ კი შედგა ქადაგებად, მოსაქცევად სულთა ყოველთა.უპირველესად ის წავიდა ნაპირისკენ იორდანესა,რათა ხლებოდა თავმდაბლობით ნათლისმცემელ იოანესა.4.იღო ნათელი მდინარეში,  იოანე  ახარა  ნახვით,გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა მტრედისა სახით.ორმოც დღე–ღამეს მარხულობდა უდაბნოში შემდგომ ამისა,მან დაამარცხა ეშმაკი და მანათობელ იქმნა ღამისა.შემოიკრიბა მოწაფენი, ქადაგებდა ტკბილ–მოუბარი,და აღავლენდა საქმეს საღმრთოს ქრისტე იგი ქვეყნის უფალი.ქორწილში მყოფმა   აღასრულა სასწაული ქრისტემ პირველი,გადააქცია წყალი ღვინოდ, ჰქმნა საქმეი გასაკვირველი.უსაზღვრო იყო მისი რწმენა, სათნოება სითბო გულისა,დადიოდა და თან დაჰქონდა ძალა–მადლი სიყვარულისა.ჩინ–წართმეულებს კურნავდა და უბრუნებდა  სინათლეს თვალთა,სახელით მამის აღელვებულ ზღვას აცხრობდა, ახშოდა ქართა.ხუთი ათასებს აპურებდა ხუთი თევზით და ორი პურით,ცოდვილ მიწაზე თვით მზე იდგა,  ვებერთელა იესოს გულით.სულ ქადაგებდა,  ბაგეთაგან  ეღვრებოდა საღმრთო სონეტი, მოწაფეთაგან  შეარჩია  მოციქული ქრისტემ თორმეტი.მოძღვრავდა მუდამ, ვითარ შვილებს, ვითარ  მშობლებს, ვითარცა და–ძმებს,ვერ ამარცხებდა მას სატანა სიყვარულით ბოროტის დამძლევს.ვიდრე ჯვარცმამდე დაგვიდგინა საიდუმლო ზიარებისა, სადიდებელად უფლისა და წამლად სულის იარებისა,ყველაზე დიდი სასწაულით, მოაქცია  მრავალი ერი, როცა ლაზარეს აღდგინებით უკვდავებას დაუდო ჯერი.5.ლაზარე– ქრისტეს მეგობარი, რწმენითა და სულით  მართალი, ტკბილი იესოს სიყვარულით ანთებული  და გულ–დამთბარი.შემოუთვალეს როცა დებმა_ „ შენ ვინც გიყვარს არისო ავად“  დაგვეხმარეო იესოო, გვიშველეო, მოგიხმობთ ამად. ოთხი დღის მკვდარი აღადგინა, მიცვალებულს ჩაჰბერა სული,  ცოდვილთ ახილა სასწაული, რომ ერწმუნათ იესოს სჯული. არვინ უწყოდა  მაშინ იგი საიდუმლო გარდა ერთისა, ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას, თუ რა  მადლი ერგო ღმერთისა.მხარე, რომელსაც  სამომავლოდ გამოუწრთო უფალმა  რწმენა, უკვე უდიდეს მადლად ჰქონდა ბოძებული ლაზარეს  ენა.ლაზარეს ენა, დღესამომდე აუხსნელად შემონახული,ენა, რომელშიც ისტორია  და სიმართლე არს დამარხული.არავინ უწყის რადგან ნება მამისა და  საყვარელ ძისა, რად აარჩია იბერია,  ან ეს მხარე არის რა ხნისა...?!დიდება შენდა მადლო უფლის, ვის რას აძლევ და რაით შველი, დიდება შენდა ზეციერო, „საკვირველ არს საქმენი შენნი“!ურწმუნო ერმა ვერ გაგიგო, რა იცოდა ქალმა თუ კაცმა, რომ ცოდვილების  დასახსნელად, მთლად  უცოდველს ელოდა ჯვარცმა. ნეტარნი იყვნენ,  ვინც მიიღო  უფალი და გაუხსნა გული, ხოლო ვაი მათ, ვინც დაჰბრმავდა და  იესოს  შეჰბედა შური.სწორედ რომ შურმა ააბუნტა ბრბო ურწმუნო,  განაწყო  ავად, და განიზრახეს რომ მოეკლათ ქვეყნის მხსნელი, უფალი თავად.6.ჰოი, საბრალო კაცთა მოდგმას, უმეცრებს და ცოდვილიანებს,გონდაბნელებულთ, სიყვარულის შეცნობაში დანაგვიანებს.ასეთ სიცოცხლეს, რაღა ჰქვია, რწმენით მცირე არის ვინც არი, როდესაც გვერდით ქრისტე გიდგას,  თავად ქრისტე  და ვერ იცანი!ყველა სულიერს, ყველა გამვლელს აყოლებდა გულიან ლოცვას, შენ შეუნდეო,  მამას სთოვდა, ლანძღავდნენ და სდევნიდნენ როცა.და ვიდრე იგი სასწაულით დაბნელებულთ ჰფენდა სინათლეს,მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი ახელებდნენ მმართველ პილატეს.რომ თითქოს ქრისტეს ჩვეულებრივ მოკვდავივით სძულდა და შურდა,ხალხს აბუნტებდა, რადგან  თითქოს იუდეის მეფობა ჰსურდა.შიშით, ზიზღით და სიძულვილით  ავი ძალა  უფრო გახელდა, რადგან უფალი  ფარისეველთ და ურწმუნოთ მუდამ ამხელდა.უთხრა იესომ მოწაფეებს,  მოემზადეთ მივდივართ რათა,იერუსალემს აღსრულდება წერილიო,  ეუწყოს ხალხთა.დიდებით შესულს  გზად უფენდნენ  ბზას, ზეთის ხილს და რტოებს  პალმის,თუმც, ამ გზას ქრისტე სად მიჰყავდა, იქ მყოფთაგან ესმოდა არვის.თვით შეწირული, ხალხის ცოდვებს იგლოვდა და ცრემლი სდიოდა,ჩვილი ბავშვივით უმანკო და  დარდიანი გული სტკიოდა.პასექზე იხმო მოწაფენი ზიარების მადლი არგუნა,წმიდა სისხლით და წმიდა ხორცით ყველას სულში დაისადგურა.იუდეაში  ბევრი იყო  ვინც ირწმუნა მისი სიმართლე,სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა მღვდელმთავარნი და თვით პილატე. 7.მოწაფეთაგან   ერთს_იუდას ჩაუსახლდა სულში სატანა,ოცდაათ ვერცხლად ქრისტე გასცა,  ყველა მადლი ქარს გაატანა.გზა გაუკვალა მწიგნობარებს რომ იესო ეპოვათ ღამით, და სიყვარულის მქადაგებელს განაჩენი დაუსვა  ამით.გაყიდა იგი,  მიწიერმა და ცოდვილზე ცოდვილმა კაცმა, მოსიარულე სიყვარული, სიძულვილის ამბორით გასცა.გადასცეს იგი  სინედრიონს ვით მეფობის მსურველ–მდომელი, და ვინც მანამდე განადიდა გვერდით განდგა კაცი ყოველი.თუმცა პილატემ დამნაშავე ვერ იპოვა მასში და რადგან, ხალხისგან რისხვას  მოერიდა, განიბანა ხელი და განდგა.გამოუტანეს განაჩენი და  ბარაბა გასცვალეს მასში, ჯვარს გავაკრათო, როგორც წესი, ავაზაკებს ვით სჯიდნენ მაშინ.სცემეს, აფურთხეს, გაშოლტეს და ჯვარშედგმული ოხით ათრიეს.ცოდვიან გზაზე გოლგოთისა, მისი წმიდა სისხლი ანთხიეს.ამ სამსჯავროზე სინედრიონს მოეწვია ოთხივე კუთხით, მონაწილენი, ვინც იესოს აცილებდნენ წყევლით და ფურთხით.აკი  ვახსენეთ იბერია, წოდებული ქართლის სახელით, შემდგომში ქრისტეს სჯულისათვის წამებული, ბევრის მნახველი.ქართლის მხრიდანაც მოწვეულთა შორის იყო ურია ორი,   დაგვიანებით ჩამოსულნი,  სამსჯავროსგან გამდგარან შორი.სწორედ ჯვარცმისას,  როს დაცინვით უფლის კვართზე  წილი იყარეს, მცხეთელებს ერგოთ ეს სიწმინდე ანუ ქართლის პატარა მხარეს.8.კვართი, რომელიც ღვთისმშობელმა ამოქარგა წმინდა ხელებით, საქართველოში  სიდონია იხუტებდა  მერე   ცრემლებით.და რა გაიგო აღსრულდაო იესოო ჯვარზე გაკრული, გარდაიცვალა დარდისაგან მკერდზე ქრისტეს კვართით ჩაკრული.ვინ იტყვის ნეტავ,  რომ შემთხვევით რამ  მომხდარა, ან რამე ხდება, ღმერთის გარეშე ხე არ იძვრის, არც ფოთოლი ჩნდება და კვდება.ალბათ  ეს მადლიც ქართველთათვის ოდითგანვე დაუშვა ღმერთმა, რათა  რწმენაში  მოქცეულებს, ღმერთთან მისი სათქმელი ეთქვა.კვართი, რომელიც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა გონ–ბნელ ჯალათებს, დრო მოვა როცა საქართველოს  გაბრწყინებულს სანთლად აანთებს.იდო  ამაში  საიდუმლო უფლის  ნებით ამოსახსნელი, მადლიც და ძალაც, უამრავჯერ რომ დაიხსნა პატარა ერი.და რატომ ღმერთო იბერია, რა მადლია აქ რომ დუღილობს, უთვალავ მტერთა შემოსევით სულ ჯვარცმაში კვნესა– წუხილობს.იქნებ და დედა ღვთისმშობელი როს კალთაში სჭვრეტდა მძინარეს,რამეს ქართულად უმღეროდა ღვთიურ პირმშოს პირმომცინარეს.იქნებ ჯვარცმული ძე ღმერთისა, უკანასკნელ წუთებში თმენით, მამის წინაშე ლოცულობდა დამარხული   ლაზარეს ენით.იქნებ და დედა მარიამი წამებულ შვილს უმზერდა როცა,  გულში ქართულად იგლოვდა და წილხვდიმილი ენით დალოცა.დაბნელებული მზე დაადგა მთელს სამყაროს და ცოდვის ჯავრი, იესოს სხეულს იკვეთავდა ცრემლის წვიმით ნაპოხი ჯვარი.ტიროდა მაღლა მამა ღმერთი,  მიწაზე კი იესოს დედა, და მრისხანება ზეციერის საკურთხევლის კრეტსაბმელს ხევდა.9.მდუღარე მიწას, ანგელოზთა ცრემლებისგან ეკიდა ცეცხლი, გამცემ იუდას ხელისგულებს უსერავდა ბინძური ვერცხლი.იყო ჯვარცმული, ავაზაკთა შორის ასე ნაცემ–ვნებული, თავად იესო, ტკბილზე ტკბილი, სიყვარულით მირონცხებული.მამის სახელით ჰგადაგებდა, სიყვარულით ჰკურნა სნეულნი, თვითონ კი, ჯვარზე გააკრეს და შეატოვეს სიკვდილს ეული.რომ არა რწმენა ღვთისმშობლისა, მტკიცე რწმენა ღმერთთან ასული, ვინ მიწიერი გაუძლებდა შვილის ჯვარცმას, ანდა რა სული.ეწვოდა წმინდა  სხეული და  დალურსმნული წმინდა  ნაყოფი, ეწვოდა მკერდი და მუცელი, ცხრა თვე ჩვილი ქრისტეს ნამყოფი.არ არის სიტყვა საფსალმუნე, რაც ღვთისმშობლის ტკივილს გადმოსცემს, ათას  განსაცდელ– გამოვლილსაც გააკვირვებს  და გააოცებს.იესოს,  დედის დარდი ჰქონდა,  თავად იყო როცა საშველი, თავის მოწაფეს ჩააბარა, მშვიდად უთხარა_ „ჰა დედა შენი“.უფალი მოჰკლეს, სიკვდილამდე წყალი რაა, არ ასვეს წვეთიგანკაცებული ქრისტე მოჰკლეს განარისხეს ზეცაში ღმერთი.დადგა წყვდიადი, მიწა იძრა,  მზემ ძაძები ჩამოიფარა, სულები აღსდგა საფლავთაგან, შიშმა შესძრა მთელი ქვეყანა.აქ შეწყდა ქრისტეს მიწიერი ყოფის დღენი, ასე დასრულდა, ნაგვმემ–ნაცემი, სისხლდენილი, პარასკევ დღეს ჯვარზე აღსრულდა.აქვე დაედო დასაბამი სულის ნამდვილ გაუკვდავებას, და  დასასრული,  უღმრთოდ მყოფი და ცოდვილი კაცის  ვაებას.10.ითხოვა ნება გარდამოხსნის იოსებმა მართალმა კაცმა, გამორჩეულმა საბჭოს წევრმა, ვისაც ბრალი უძღოდა არც რა.ვნებული ქრისტე გარდამოხსნეს და  „ შეჰგრაგნეს იგი არდაგში“ ცრემლით,  ვაებით  გააცილეს დაეკრძალათ რათა სამარხში.უხუცესებმა გადაწყვიტეს , რომ საფლავზე  ლოდი დაედოთ,  მცველებიც დასვეს, მოციქულებს ცხედარი რომ არსად წაეღოთ.დადგა კვირა და ნელსაცხებლით  მიეახლნენ დედები სამარხს, ვერ იჯერებდნენ შიშისაგან საკუთარი თვალებით ნანახს. დაუხვდათ ლოდი გაწეული, არსად იყო ცხედარი ძისა, გამოეცხადათ ანგელოზი სახარებლად ზეციდან ღვთისა.ხომ თავად გითხრათ ჯვარცმის შემდეგ აღვსდგებიო მესამე დღესო, „რად ეძიებთო ცოცხალს მკვდრებში“,  ქრისტე აღსდგა, აღსდგა  იესო!აჰა, იხილეთ სახვეველნი, იწამეთ და ეჭვი განაგდეთ, წადით მოჰფინეთ  ცოდვილ  სოფელს, აუწყენით და იქადაგეთ.შიშმა და ეჭვმა მოციქულთა გულებშიაც დაიდო ბინა, ვიდრე მოვიდა მაცხოვარი დახურული კარების შინა.„მშვიდობა თქვენდა“!_ იღიმოდა  მზის–სადარი იესო–ღმერთი, რაისთვის შეცბით, ხომ გითხარით მესამე დღე აღვსდგები მეთქი,ეს მე ვარ თავად უვნებელი,  ჯვარცმული და ცოცხალი მაინც, აკი გითხარით აღსრულდება მოსეს სჯულში სწერია რაიც.ჭეშმარიტ რწმენას შეუძლია გადარჩენა, ძლევა ღამისა, მომყევით მხოლოდ,  ხსნად  მოვსულვარ, შველად მოდგმის აბრაამისა.აბრაამისა, ვისზეც ღმერთმა მადლი იღო გადასარჩენად, გამოიყვანა ქალდევლთა ქვეყნიდან და  ხსნის გზა აჩვენა,11.გზაი,  რომლითაც მის ნაშიერს გამრავლების დაუდო წესი, და მამის ნებით დედამიწას გაუმრავლა მოდგმა და თესლი.და უთხრა ქრისტემ მოციქულებს,  თქვენი ღვაწლი იქნება ოდეთ,   ოთხივე კუთხით იქადაგეთ,  სულიწმიდის წყალობა გქონდეთ.მე აქ ვარ ახლოს, ოღონდ მიხმეთ, გამიხსენით კარი გულისა, უღრმერთო ერებს მოაფინეთ ძალა– მადლი სიყვარულისა.მომყევით, უკან მოიტოვეთ სიმდიდრე და ყველა ქონება, ეს გზა ძნელია, მაგრამ ბოლოს გელოდებათ სულის ცხონება.სახელით მამის, ძის სახელით და  სახელით სულიწმიდისა, თქვენ შეგეძლებათ  აშენება ერთა შორის რწმენის   ხიდისა.ორმოცი   დღეი დაჰყო მათთან, ჯვარცმის შემდგომ აღმსდგარმა ქრისტემ,ეცხადებოდა მოციქულებს, და მათ ღვაწლზე  მოძღვრავდა ისევ.ამაღლდა ზეცად, ამის შემდგომ  „მჯდომარე არს მარჯვენით მამის“ და თორმეტივე მოწაფენი თვითმხილველნი გახადა ამის.ამაღლებამდე კვლავ აკურთხა,  მტკიცე სიტყვით მისწვდა გულამდე, უკუნისამდე თქვენთან ვარო, „ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“!აღუწერელი ძალი ერგოთ მოციქულებს სულით წმიდისა, დევნიდნენ, მაინც  ქადაგებდნენ ყოველ კუთხით, კიდით კიდისა.მათ ჰყარეს  წილი, მოსაქცევად ვის რომელი მხარე რგებოდა, ნელ–ნელა რწმენა მატულობდა, კერპთა მსხვრევის ჟამი დგებოდა.დედას ღვთისმშობელს ერგო წილად მოსაქცევად  მხარე იბერის, ჰოი, ქართველნო, ჰოი ამ მადლს და სიხარულს ნეტა იმ ერის!12.ერგო ქვეყანას  განუზომელ სიხარულად ეს მოწყალება, თავად ისესოს დამრწეველი  წმინდა კალთის გადმოფარება.და როცა  მცხეთას დააპირა წაბრძანება მშობელმან ღვთისა,გამოეცხადა მას უფალი და ისმინა სიტყვები ძისა.ჰოი, დედაო ერი იგი „საზეპურო“ შენ წილხვდომილი, ნურამც იქმნების ნურასოდეს გმობილი და  უარყოფილი,არამედ მადლი მოაფინე მეოხება სჭირდება რათა, და შენს წილ ხატი მიავლინე დასახსნელად უკუნის ჟამთა.„უფროის ყოველ ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთვის“იქნება მხარე მოსასვლელად, მიწა იგი ადგილი  აღთქმის.და  გახდა დედა, შვილის კვართის შემნახველი მიწის მფარველი, რომ უსჯულოებს ვერ წაერთვათ ერთი გოჯი, ერთი მტკაველი.ფიცარსა ზედა გარდასახა თვისი სახე, უთხრა  ანდრიას, წარიღე ესე ჩემი ხატი , მიავლინე მხარეს მადლიანს.პირველწოდებულ ანდრიას ხვდა მოქცევაი წილად ქართლისა, წარმართობის ჟამს, ვინაც შესძლო აქ შეტანა რწმენის ნათლისა.მოციქულთგან  შემდგომ ამის კიდევ ხუთი აკურთხა ღმერთმა,რომ მოექციათ იბერია, ქადაგებით  ღვთის სიტყვა ეთქვათ.ლაზარეს ენით, ქრისტეს კვართით და ელიას წმიდა ხალემით, მოაქციეთო საქართველო, მომხვდურთაგან დაიფარენით.ჰოი, უფალო გზაი ესე წამებითა განვლილ-ნანახი,რად მიიტანე ამ მიწაზე, აქ რად დაჰფალ და რად დამარხე?!შენად მეორედ მოსასვლელად რად არჩიე ქართველთა მხარე, და ამ წყალობით რად მონათლე ერი იგი, რატომ ახარე?!13.ან ესე  ჯვარი რად მიეცი საქართველოს, მწარე და ტკბილი, თუ ამ ერშია კაცთა მოდგმის დასაწყისი, ყლორტი  და ძირი.იქნებ და ტყუილად უწოდებენ საქართველოს პატარა კუთხეს, თუ კაცთა მოდგმა  ქრისტიანთა,  ამ ერიდან  შვეს და აკურთხეს...უპირველესად მამა ღმერთმა თუ მოჰხედა ქართლის  ალაგებს,ახლა რომ დედა მარიამი მფარველობს და მადლით განაგებს,იერუსალემად რად იხსენებ მცხეთის მიწას, ნეტავი რადა, ნუთუ, აქ უნდა გადაეხსნას საიდუმლოს დახშული ფარდა...რაშია იგი გასაღები, მომხვდურს მუდამ რომ აზანზარებს,რად აღადგენდი ამ ერს, ბევრჯერ დაცემულებს, როგორც ლაზარეს.ჰოი იესო, მამა ღმერთმა შენში ჩადო ღამე  ნათელი,იქნებ უფალო თავად შენ ხარ დედით, ანდა გენით ქართველი...მუდამ სხვაგვარი რატომ სდევდა ამ მიწა–წყალს რწმენა და შიში, განკაცებული ღმერთი იქნებ, ქართველების ფესვიდან იშვი...გზა გოლგოთისა ნაწამები, სულ გვაგონებს  ქრისტეს იარებს, დედაო,  შენი მოწყალება  ქართველებში რატომ ტრიალებს?!ასი ათასი, ზვარაკივით შეწირულა ქვეყნად არავინ,იბერიაში რად გაუგე ამდენ წმინდანს სულის კარავი?!დედისა ხატო, ივერისა,  წმინდა მთიდან ჩამოსასვლელო, დაუხვდი კართან წმინდა ბერო, გაბრიელო, კაცო ქართველო!იქნებ და მამა გაბრიელიც  ის სულია,  დიდი და ძველი, გამოგაბრძანა ვინაც ზღვიდან... ან ხარება იტვირთა შენი...უხრწნელ წმინდანთა დასი გალობს, ნამდვილების სიტყვის ჯერია,ის მიწა სულის  სამჭედლოა,  დააბიჯებს სადაც ელია!..14აქ, ცოდვით სავსე მოკვდავებში წმიდანები ლოცვით დადიან,რადგან ბოროტიც  აქ ბოროტობს, რწმენისათვის რას არ სჩადიან.მოციქულთაგან რამდენიმეს აქ ერგუნა სამარხი წმინდა,ჰოი, უფალო, აქ რამდენჯერ ციდან ცრემლი და სისხლი წვიმდა!..შენ გიცდის ერი განძარცვული, უსაწმისო, თითქმის გახრწნილი, ომობს და მღერის, კვდება _გალობს და არწივობს მაინც არწივი!ალბათ, რამდენჯერ აღგვილები იქნებოდნენ მიწისაგან სულაც პირისა, აქ დედას შვილებს უკლავენ და, დედა მაინც მტერზე სტირისა...ქართველის გულში თუ ქრისტეა, უკან რჩება განძი ყოველი, მშვიდობისა და კაცთა შორის სათნოების რჩება მთხოვნელი.აქ სალოსობენ, ლოცულობენ, აქ ანთია რწმენის ხანძარი, აქაა შენი წმიდა კვართით ყელაწვდილი ძველი ტაძარი.გიცდის  „უდაბნოს ყვავილივით“, მხოლოდ შენი ესმის ძახილი,შენდა მეორედ მოსასვლელად, უღმერთოთა სულის მახვილი!..ჰოი უფალო, რა ტკბილი ხარ, რა ახლო და რარიგ შორი ხარ, ბევრჯერ შეგბედე, რომ მეკითხა, სულ ქართველი რატომ მგონიხარ?!...ნეტავი ეს გზა ეკლიანი, რაც გალიე ჯვარცმით  ვნებისა,გამზრდელი დედის მხარეს არგე, საიდუმლო უკვდავებისა.საქართველოში მოგელიან, ცას ჰფარავენ მტრედთა ხუნდები, შემინდე ცოდვილს, თუ კი გკითხავ სამშობლოში როდის ბრუნდები?!ანგელოზებიც იქ არიან, სადაც ქართლის ცხელი გულია, დიდება  შენდა  ქვეყნის მხსენლო, ღმრთისა ძეო, ალილიუია!დიდება შენდა,   მამისაგან მოვლენილო კეთილო მწყემსო, დიდება შენდა,  ცოდვილ კაცთა გამომხსენლო ტკბილო იესო!

Сообщение отредактировал nukria - სამ, 24.06.2014, 00:25
 
nukriaДата: ორ, 23.06.2014, 23:35 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვირჩევ ღიმილს როს სინანული დამინისლავს
სევდიან თვალებს,
მუხლისთავებზე დაეღვრება
ცრემლები ცხელი,
ვგრძნობ ანგელოზი ქათქათა ფრთებს,
როგორ მაფარებს,
სანუგეშებლად,
რომ მეხება მფარველის ხელი. ხან კი ვღიმილობ,
უიმედო დღეებიც გამდის,
ის სინანულიც,
დავიწყებულ წარსულში მრჩება,
ჩემი მფარველი ანგელოზი
ცრემლებით დადის,
და ამ დროს ეშმა,
ბედნიერი, სიცილით კვდება. ამაო ღიმილს მირჩევნია
ცრემლის ატანა,
ვიდრე, უფალო ცოდვილ ყოფას,
თავად გამირჩევს...
არ მინდა, ერთად ვიცინოდეთ
მე და სატანა,
შენგან წყალობად,
ანგელოზის ღიმილს ავირჩევ.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 00:05 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩუმად, მოძღვარი ღმერთთან საუბრობს
( მამა ნიკოლოზ მაქარაშვილს) შენს მდუმარებას სამშობლო ჰქვია,
სამშობლო, სულზე ტკივილს რომ აჩენს.
მოძღვარო, შენში იმდენი მზეა,
და ჩვენს სიბნელეს ავედრებ გამჩენს. ჩუმად, მოძღვარი მდუმარედ გალობს,
რამდენი მადლი გვარგუნე ღმერთო.
უთქმელ ბაგეზე იმედი დარობს,
მეტყველ თვალებში წუხილი ენთო. ალბათ ხმაურობს სიჩუმე შენში
და რამდენ სათქმელს ატარებ თმენით.
რა მძიმე ჯვარი გიჭირავს ხელში,
მოძღვარო, შენგან შეძახილს ველით. ნაცრემლარ ხელებს ზეცისკენ გაშლი,
ცოდვილებს გულის ტკივილით გვლოცავ,
მთლად საქართველო დაღონდა მაშინ,
იავნანაზე ატირდი როცა. სიტყვები ხშირად სიმძიმეს გვიხსნის.
ამოთქმულ ტკივილს შვება აქვს რაღაც,
მამულს თუ შენი დუმილი იხსნის,
მადლად გფენია სიჩუმით დაღლაც. შენს უთქმელობას სამშობლო ჰქვია,
სამშობლო, გულში ნაჭედი ღმერთად,
შენი სიჩუმე მზიანი დღეა,
აგვიხმინდი დიდგორთან ერთად. ბოლოს ჭრილობა სისველეს იშრობს,
ოდესმე გვითხარ გალობის ხმებზე,
ვინ დაურწია აკვანი პირმშოს,
იქ, ბაზალეთის უძირო ფსკერზე. მდუმარე ბერში იმედი დარობს,
ბოლოს ყოველი ითქმება ერთთან,
სამშობლოსათვის უსიტყვოდ გალობს,
მაგრამ ხმამაღლა საუბრობს ღმერთთან. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 00:23 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაბრიელ ბერის ნატერფალზე შემდგარა მცხეთა სამთავროს ეზოს მოსდებია მირონის მადლი
და სისხლძარღვებად დაქსაქსული ადუღებს მიწას,
სადაც საძვალე წმინდაა და ისეთი ნაღდი,
რომ სინანული შეხორცებულ ჭრილობებს გიწვავს. სამთავროს ეზოს ნატერფალი უფეთქავს ბერის,
შეხება მათი გამოუთქმელს განიჭებს სითბოს,
აქ ანგელოზი გამუდმებით ოსანას მღერის
თავად უფალი დააბიჯებს და და ლოცვას ითხოვს. ამეტყველებულ ბერის საფლავს შეახეთ ხელი,
მოყვასო უფლის,მოწყალება ცოდვილთ გვარგუნე,
სამთავროს ეზოს მოსდებია სინათლე მწველი,
ალბათ აქა აქვს საქართველოს ცხელი საგულე. წმიდა ალაგებს საფლავამდე მიჰყვება რიგი
და კვნესის ცოდვა თავდახრილი, ცრემლიან ქვაზე.
მოედინება უსასრულოდ აურა მშვიდი,
შეიგრძნობ თითქოს,თავად ბერმა გამთხვია ჯვარზე. მოვდივათ შიშით, ავადმყოფი სხეული მოგვაქვს,
გოდებით შევთხოვთ განკურნებას სულის და ხორცის,
არავინ უწყის გარდასვლამდე რამდენი დრო გვაქვს,
წმიდა ბერისგან ველოდებით წყალობას ლოცვის. შემინდე ცოდვილს,დამეცვარა კალამი ოფლით,
უმწეო რითმებს საკადრისი არა აქვს პეწი,
შემინდე მამა გაბრიელო ამაოდ ყოფნით.
რომ სიცოცხლეში ვერ დავდექი მუხლებზე შენს წინ. ახლაც კი ღმერთო,არ ცივდება არც ერთი წამით,
წმიდა მეფეთა ნაფეხურზე მირონი წვეთავს,
ქერუბიმები დაჰგალობენ დღითა და ღამით,
წმინდანთა სულზე შემოხვეულ უძველეს მცხეთას. გუგუნებს კვლავაც სამთავროში დედა ზარები,
სათნო დედები საგალობელს უფლისას მღერის,
გადაუხსნია ძირძველ ალაგს მძიმე კარები
და წმინდა ბერი აღსარების სათქმელად გველის.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 12:15 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მზე ხარ,
არა,
მზეზე უფრო თბილი,
ჩემი ცა ხარ,
ვარსკვლავებით სავსე,
უამრავჯერ გატეხილი ძილი,
ნეტავ
როდის შეგიყვარე ასე?! გზა ხარ,
ის გზა,
საიდანაც გიცდი,
ჩემი ალუ-ბლების-ფერი ლტოლვა,
გულის კართან
დადებული ფიცი,
გაზაფხულის ქართა
თბილი ქროლვა. ზღვა ხარ,
ჩემი სიყვარულის ხელა,
ეს სამყარო
შენთან მოჰგავს მისხალს,
იღბალი ხარ, ჩემი ბედის წერა,
ის სურვილი,
ნატვრის ხე რომ ისხამს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость