ნანა მეფარიშვილი - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 12:48 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოაბიჯებს მადლომოსილი ბერი
(მამა გიორგი ბასილაძეს) სხივი ადგას საქართველოს მიწას,
კელიაში აელვარდა ჭერი,
ლოცვის მადლით გვიფარავს და გვიცავს,
უფლისაგან მადლმოსილი ბერი. გაბნეული მრევლისათვის წირავს,
ღმერთს ავედრებს გადარჩენას ერის,
და როდესაც საქართველოს სძინავს
ცისკარს ლოცვით შეაგებებს ბერი. კაცთა მოდგმის ტკივილი და ცრემლი,
დროში მავალს უთქმელადაც ესმის,
იმედებით ელოდება მრევლი,
შეგონებას ღვთისნიერი მწყემსის. ოდითგანვე იფარავდა მამულს,
წმიდა ბერთა გულიანი ლოცვა,
ქართულ მიწას მირონებით ნამულს,
ურჯულონი აოხრებდნენ როცა. გარს არტყია ტანჯულ ხალხთა რიგი,
უფლისათვის ხმაგათაფლულ მგოსანს.
მხოლოდ უფალს თუ უჩოქებს იგი
და წმინდანთა საფარველი მოსავს. მართალ სიტყვას დაუდგება ჯერი,
სუყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს,
მოაბიჯებს მადლმოსილი ბერი,
დაღლილ მხრებით საქართველო მოაქვს.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 12:50 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღდგომის დროა მიწა გახსენით, ვეღარ იტევს ამდენ სიწმინდეს,
ახლა სინათლეს ვინც ვერ ხედავს, გონს მოვა როდის?!
იქუხე ცაო, მოწყალება რომ გაგვიწვიმდეს,
ჩემო სამშობლოვ, წმიდანების ლაშქარი მოგდის. რაკიღა ერში ერთგულების გაგვიქრა ძალა,
დღეს ლოცვის დროა, გულო ახლა რაღაზე სტირი,
მამულო, შენი ოქროს გული რომ დაეფარა,
იმდენი ბერი გიცავდა და იმდენი გმირი. აღდგომის დროა, წმიდანების საფლავებს ხსნიან,
მზე გადმოსულა ზეციდან და მიწაზე დადის,
იბერიელნო, ახლა დუმილს ღალატი ჰქვიან,
მხოლოდ უგნური ვერ შენიშნავს წყალობას ამ დღის. წმიდანი აღსდგა, უსასრულოდ რეკენ ზარები,
გაბრიელ ბერი მობრძანდება ჩვეული ლოცვით,
მაღლიდან სული დაგვანათა, ვით ცის თვალები,
მიწიდან სანთლად ამოგვენთო უხრწნელი ხორცით. გვიბრუნდებიან, თუმც ბერები არც კი მიდიან,
ისინი მხოლოდ დაფრინავენ ჟამსა და დროში,
(ვაი სამსჯავროს, თურმე კუპრი ისე დიდია,
ერის გამყიდველს არ მიჰყვება იქამდე გროშიც.) გახსენით მიწა, ამოხეთქა ვიდრემდის მადლმა,
სამშობლოვ, მგონი დასასრული დაუდგა ლოდინს,
დღეს შენს მიწაზე დიდი ჟამის საწყისი დადგა,
ნახე ცისკარზე წმიდანების ლაშქარი მოგდის.
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 12:52 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმან, მთებივით დუმან ბერები,
ბუმბერაზს სიტყვა ამშვენებს ძვირი,
ლოცვაა მათი სულის ბგერები,
სიჩუმე, მადლი და გასაჭირი. უთქმელი დადრდით იკვნეტენ ტუჩებს,
მდუღარე ცრემლი აყრია კალთას,
ზოგი ამბობს და სიტყვას აურჩებს,
დუმილი უფრო სჩვევია მართალს. დუმან, მთებივით დუმან ბერები,
უვიცი ლაყბობს, ბრძენი კი წონის,
აპყრობილი აქვთ ლოცვით ხელები,
სხივებად დგანან ცოდვილთა შორის. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 23:27 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმან ბერები დუმან, მთებივით დუმან ბერები,
ბუმბერაზს სიტყვა ამშვენებს ძვირი,
ლოცვაა მათი სულის ბგერები,
სიჩუმე, მადლი და გასაჭირი. უთქმელი დადრდით იკვნეტენ ტუჩებს,
მდუღარე ცრემლი აყრია კალთას,
ზოგი ამბობს და სიტყვას აურჩებს,
დუმილი უფრო სჩვევია მართალს. დუმან, მთებივით დუმან ბერები,
უვიცი ლაყბობს, ბრძენი კი წონის,
აპყრობილი აქვთ ლოცვით ხელები,
სხივებად დგანან ცოდვილთა შორის. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:04 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,
მერე სიყვარულის კალო მალეწინე. გულო გამიძელი, გულო მაპატიე,
სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,
ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,
ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე. მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,
ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,
მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,
სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია. ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,
ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:07 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრძნობის ქარიშხლებს აუშლიათ რისხვით ფაფარი,
სულ სხვანაირი შთაგონებით შემოდის ღამე...
ამიწიოკდა სული ისევ, შენით დამთბარი
და სადღაც თითქოს უშენობას წამებით ჰკლავენ. ცინცხალ ლექსებით მოგიქარგავ ჩემამდე სავალს,
ხელისგულებზე ავიფარე შეშლილი მზერა,
ჰორიზონტისკენ გულგაწვდილი ნაპირზე ვდაგავ,
და მუდამ ჩემი მოგონილი ნატვრების მჯერა. ვიხმობ ქარიშხლებს, გამიკვალოს სავალი ცამდე,
აწეწილ ვნებებს გაცვეთილებს წაშლის ქარები.
მე მინდა შენში მონატრებულ სიყვარულს ვგავდე
და ჩემს ღიმილებს ირეკლავდეს შენი თვალები.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:08 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დროს ცრემლებია აჟღურტულებულან გარეთ ჩიტუნები,
იებს მოურთია თარო,
შენ რა ცრემლიანი სახით იყურები,
გარეთ აპრილია ქალო! კვირტებს დაჰბერვია მკერდი ვნებიანი,
მალე შეაწყდება ღილი,
გარეთ აპრილია, ნაირ–ხმებიანი,
შენ კი დამდგარხარ და სტირი. გარეთ ნარცისების სიცილ– კეკლუცია,
ხომ გსურს გვირილები თვალო,
აპრილს შენი სახე ცრემლით ვერ უცვნია,
გადი, გაუღიმე ქალო!
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:11 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს...
არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ..
საშინლად მეშინია წყლის...ვერასოდეს ვიმგზავრებ გემით...
მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...
რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...
და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...)
ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები...
არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...!
არ მიყვარს უმთვარი ღამე და ცარიელი ცა...ცა ვარსკვლავების გარეშე...
არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ...კაცი უმეზობლოდ...
გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე...
არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს...
მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური...
არ მინდა ომი, რადგან მომავალს მისპობს...
არ მინდა მტრობა, რადგან მოსვენებას მიკარგავს...
არ მიყვარს ძვირფასი სამკაულები...ამპარტავანი ხასიათი...
ვგიჟდები თავმდაბალ კეთილშობილებზე...
არ მიყვარს ოქრო...მიყვარს ოქრო–გულიანი კაცი...
(ვერცხლი მუდამ მაგონებს იუდას...)ვგიჟდები უბრალო,
თავისუფალ ურთიერთობებზე...მიყვარს იქ ყოფნა, სადაც სითბოა, სიყვარული და გულ–ღია
ხალხი...
არ მინდა დილა –მზის გარეშე...!
არ მომწონს ცარიელი სახლი და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის მოდუღება...
არ მინდა ადამიანების დაკარგვა უბრალო მიზეზების გამო...
არ მომწონს კამათი და მაოცებენ გულცივი, ურეაქციო ადამიანები...
ვერ ვიტან ჩაკეტილ სივრცეს...რადგან არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი..
უჰაერო ოთახში კი, არასოდეს მეტევა მზე...!
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:13 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს იყო მერე, როცა უკვე ცხოვრებამ გამცა,
ეს იყო გულზე დაქარგული ფერადი ლექსი.
როცა ტკივილმა უმწეობით მუხლებზე დამცა,
როდესაც გრძნობებს გამოუშრა უწყალოდ ფესვი. ეს იყო მერე, როს გავიგე ანი და ბანი,
როცა დავქალდი, და ბაფთები დამქონდა ხელით,
როცა სიცოცხლემ გამომიხსნა სიკვდილის კარი
და როცა გული ამომიჯდა ლექსების წერით. ეს იყო მერე... მანამდე კი იყო ბავშვობა,
ცრემლივით წმინდა ოცნებები,ლექსად რომ ვწერე,
შავ–თეთრ ფოტოებს ვერ მოესწრო ჯერაც გაშრობა
და ბორგავს შიში....რა იქნება, ხვალ, ამის მერე...
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 15:10 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გმადლობ უფალო

მუხლებზე ვდგები და შეგწირავ მადლობას,
უფალო,რამდენჯერ შემყარე სიხარულს.
მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას,
შეძენის წყალობას,დაკარგვის სინანულს.
რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე,
ვარსკვლავით მოჭედილ მთვარიან ღამისთვის,
ლოდინით დაგაღლილს შეხვედრით გამითბე
სული და, უფალო მადლობა ამისთვის.
უმწეო ცოდვილი სიყვარულს მაწვნიე,
ღიმილით შემჭიდე გრძნობათა ქარიშხალს
და როცა მატკინეს ,ხელებში მარწიე,
შენა ხარ ვინც ხელი არასდროს გამიშვა.
ლოცვებში ჩაღვრილი ყოველი ფრაზისთვის,
მეგობრის მზერისთვი,ცრემლებს რომ მითვლიან,
თვალებთან გაბნეულ ყოველი ხაზისთვის,
ნაოჭად მიყრილნი ჩემს წლებს რომ ითვლიან.
რამდენი აპრილით ამინთე თვალები,
ტერფებთან შემახე ნამიან ბალახებს.
ტაძართან თავდახრილს შემიღე კარები
და ცოდვილს შენდობის წყალობა მანახე.
ოქტომბრის ფერმორთულ აკვანში მაძინე,
იზრუნე შენგანვე ნაბოძებ სულისთვის,
მადლობა უფალო ბავშვი რომ მაცინე
და ყელში ჩაღვრილი დედის რძის სუნისთვის.
ხვალაც თუ მზის სხივმა ამინთო სარკმელი,
უფალო მადლობას ცრემლებით განიშნებ.
სულ ახლოს მატარე,ბევრი მაქვს სათქმელი
და შენგან განვარდნად ნურასდროს გამიშვებ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость